bayern.ge სიახლეები გვერდი 435
ბუკმეიკერებმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელეს
ევროპის ლიგის კენჭისყრის შემდეგ საბუკმეიკერო კანტორებმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელეს.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ყველაზე დაბალი კოეფიციენტი მიუნხენის "ბაიერნს" აქვს - 5.00. "რეკორდმაისტერის" მსგავსად 5.00 კოეფიციენტით შეაფასეს მანჩესტერ "სიტის" შანსებიც.

მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე "ლივერპული", "პსჟ" და მადრიდის "რეალი" არიან, შესაბამისად 7.00, 11.00 და 12.5 კოეფიციენტებით.

რაც შეეხება "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" ჩემპიონობას, აღნიშნული პოზიცია 15.00 კოეფიციენტით შეფასდა.
ლიოვმა სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა
მომდევნო კვირაში სანაკრებო პაუზა აიღებს სტარტს, რის განმავლობაშიც გერმანიის ეროვნული გუნდი სამ შეხვედრას გამართავს თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის წინააღმდეგ.

ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მიუნხენის "ბაიერნის" 5 წევრი მოხვდა. ესენია მანუელ ნოიერი, ნიკლას სულე, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი.

სრული განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:


რატომ ჩაიშალა კუისენსის ტრანსფერი "ლიდსში" - მიზეზი ცნობილია
გასული დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, მიკაელ კუისენსი კარიერას "ლიდსი იუნაიტედში" გააგრძელებდა, თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ლიდსში" სამედიცინო შემოწმება ჩააგდო. ამჟამად ფრანგს ტრავმა არ აწუხებს, თუმცა, შემოწმებამ აჩვენა, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც არსებობს მძიმე ტრავმის რისკი. ბრიტანელები კი ასე გარისკვას არ აპირებენ.

ახლა კუისენსი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. ის მიუნხენში დაბრუნდა, სადაც მთავარ მწვრთნელს შემადგენლობიდან უკვე ჩამოწერილი ჰყავს და ახალი კლუბის მოძებნა 5 ოქტომბრამდე რთული იქნება.

თუმცა, თავის მხრივ ფრანგი ახალგაზრდა საკმაოდ ამბიციურია და ნათელია, რომ მას "ბაიერნის" შემადგენლობაში სურს თავის დამკვიდრება. შესაბამისად, ახლა ყველაფერი სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული.
ვის შეხვდება "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში
1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქეები მადრიდის "ატლეტიკო", ზალცბურგის "რედ ბული" და მოსკოვის "ლოკომოტივი" იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერი" პირველივე ტურში ურთულესი შეხვედრით იწყებს. გუნდი მადრიდში ჩავა და "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკოს" დამარცხებას შეეცდება.

შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
კრამარიჩი: "აქ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ..."
"ჰოფენჰაიმის" გამოცდილმა თავდამსხმელმა, ანდრეა კრამარიჩმა მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერზე ჭორების შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბზე, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ახლაც ძალიან ბედნიერი ვარ."

"მაგრამ, ასევე ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საუკეთესო კლუბი შენით არის დაინტერესებული." - აცხადებს კრამარიჩი.
ლევანდოვსკი: "დღეს განსაკუთრებით მსურს ეს გავაკეთო"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს და განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრებს, რომელთა გარეშეც ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა."

"ეს ჩემს კარიერაში უდიდესი ჯილდოა და სტიმულს მაძლევს, რომ მომავალში უფრო მეტი გავაკეთო." - აცხადებს პოლონელი.
ვინ რამდენი ხმა მიიღო საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში
მოგეხსენებათ, დღეს UEFA-ს ცერემონიალი გაიმართა, სადაც ჯგუფური ეტაპის წილისყრის გარდა ასევე 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. აღნიშნული ჯილდო რობერტ ლევანდოვსკის ერგო.

გთავაზობთ სრულ სტატისტიკას, თუ ვინ რამდენი ხმა მიიღო ტიტულისთვის ბრძოლაში.


სეზონის საუკეთესო მეკარის ვინაობა ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გამოავლინა.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პრიზი მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველ ნომერს, მანუელ ნოიერს ერგო.

მანუმ "პსჟს" კიპერს, კეილორ ნავასსა და მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარეს, იან ობლაკს აჯობა.
ჩემპიონთა ლიგის სრული კალენდარი ცნობილია
მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმათება.

მანამდე UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა მთავარი საკლუბო ტურნირის სრული კალენდარი გამოაქვყენა. გადატვირთული გრაფიკის გამო ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ორჯერ ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში გაიმართება. პლეი-ოფის სტადია კი ჩვეულებრივად გაგრძელდება.

იხილეთ სრული კალენდარი:


ყველაფერი გადაწყვეტილა - ცნობილია ვინ მიიღებს საუკეთესოს ჯილდოს
მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭიწყრა გაიმართება, სადაც ასევე გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენენ.

კანდიდატებს შორის სამი ფეხბურთელია, ესენი არიან კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი. თუმცა, გერმანულ გამოცემა Bild-ს თუ დავუჯერებთ, გამარჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ხმის მიცემის შედეგები მათთვის უკვე ცნობილია და აღნიშნულ პრიზს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს დღევანდელი ღონისძიება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ირანში სუპერთასის შეხვედრა ქალი მსაჯის გამო არ აჩვენეს
30 სექტემბერს გერმანიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ყურება ვერ მოახერხეს ირანელმა გულშემატკივრებმა. მიზეზი კი მატჩის მთავარი არბიტრია.

მოგეხსენებათ, გუშინდელ შეხვედრას ბიბიანა სტეინჰაუზი უძღვებოდა, რომლისთვისაც ეს მატჩი ბოლო იყო კარიერაში. ვინაიდან შეხვედრის მთავარი არბიტრი ქალი იყო, ირანში ამ თამაშის გაშუქება აიკრძალა.
"ბაიერნის" ყველა სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია
დღეს, პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართება.

უკვე ცნობილია იმ 32 გუნდის ვინაობა, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ და რა თქმა უნდა, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნიც" მოხვდა.

"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის მოგების წყალობით პირველ კალათაში მოხვდა და ევროპის საუკეთესო კლუბებთან ჯგუფში მოხვედრა თავიდან აიცილა.

სრული სია კალათების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება. აქვე გეტყვით, რომ ერთი ქვეყნის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან, სხვა კი "ბაიერნს" თითო კალათიდან ნებისმიერი მეტოქე შეიძლება შეხვდეს.


ვინ მოიგებს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს - ნოიერის პასუხი
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "დორტმუნდთან" გამარჯვების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ვინ მიიღებს საუკეთესოს ჯილდოს? მე თუ ლევანდოვსკი? ვფიქრობ, არ უნდა დავივიწყოთ კევინ დე ბრუინიც, რომელსაც ასევე ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა."

"ყველა შემთხვევაში ჯილდოს დამსახურებული მფლობელი ეყოლება. თუმცა, ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამ პრიზს მეკარე მიიღებს." - აცხადებს მანუ.
ფლიკი: "კიმიხი არასდროს ნებდება"
დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"იოზუა კიმიხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მესამე გოლის ეპიზოდში მან უდიდესი ენერგია ჩადო. ის არასდროს ნებდება."

"რაც შეეხება ერნანდესს, ის ნამდვილი მებრძოლია. მსგავსი ტიპის თამაშებში ის მთელს სულს დებს. მას რთული დრო უდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ გადალახავს და ყველას გვაჩვენებს თავის დონეს." - აცხადებს ფლიკი.
ფლიკის ფენომენალური მიღწევა "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში
გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსია" 3:2 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების წყალობით ჰანს ფლიკი "რეკორდმაისტერის" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. კერძოდ, ის გახდა პირველი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც ერთი წლის მანძილზე 5 ტიტული მოიგო.

გარდა ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფლიკის მიერ დამოძღვრილ გუნდს ამ ერთი წლის მანძილზე იმაზე უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე წაგებული და ფრედ დასრულებული მატჩი ერთად (ჯამში 4).
"დორტმუნდი" 2:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის სუპერთასზე მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა, 3:2 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 17 5 11 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0