რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის სუპერთასის შეხვედრა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა.
"რეკორდმაისტერმა" მატჩი აქტიურად დაიწყო და 32-ე წუთზე ტოლისოსა და მიულერის გოლებით უკვე 0:2 იგებდა, თუმცა, ბრანდტმა ერთი გოლი ტაიმის დასრულებამდე გაქვითა.
მეორე ტაიმში 55-ე წუთზე ერლინ ჰოლანდმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც "ბაიერნი" შედარებით გააქტიურდა. ამ ყველაფერს კი 82-ე წუთზე კარგი კომბინაცია და იოზუა კიმიხის საჩემპიონო გოლი მოჰყვა.
ამრიგად, "რეკორდმაისტერმა" მიმდინარე წელს რიგით მეხუთე ტიტული მოიპოვა. წინ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია დარჩენილი.