bayern.ge სიახლეები გვერდი 437
ლევანდოვსკიმ და კუისენსიმ Bild-ის ბრალდებას უპასუხეს
დღეს გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს.

აღნიშნულ ინფორმაციას "ინციდენტში მონაწილე" პირები სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურნენ.

"როგორც შანს შენ რაღაც მასწავლე." - წერს კუისენსი საკუთარ თვითერზე.

ეს პოსტი კი პოლონელმა გადააზიარა და სიცილის სმაილები დაუწერა.


"ბაიერნის" გეგმები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცნობილია
8 ოქტომბერს ევროპის მასშტაბით სატრანსფერო ფანჯარა საბოლოოდ დაიხურება. გერმანულმა გამოცემა Bild-მა "ბაიერნის" გეგმებზე ისაუბრა.

წყაროს ცნობით, კლუბი ჯამში ოთხი პოზიციის გაძლიერებას აპირებს. ესენია: მარჯვენა მცველი (პავარის შემცვლელი), ვინგერი (სანეს, გნაბრისა და კომანის შემცვლელი), საყრდენი ნახევარმცველი და თავდამსხმელი (ლევანდოვსკის შემცვლელ).

დაცვის მარჯვენა ხაზში ორი ვარიანტი განიხილება - მაქს აარონსი და სერჟინიო დესტი. ამ უკანასკნელს კატალონიის "ბარსელონას" უკავშირებენ და დიდი ალბათობით, ფეხბურთელიც ესპანეთს მიაშურებს. რაც შეეხება აარონსს, მის ტრანსფერზე საუბრები სულ უფრო ხშირდება.

ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზში, ჯერ-ჯერობით კონკრეტული სახელები არ არის. იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა არავინ დაიმატა, დიდი ალბათობით, ხავი მარტინესი დარჩება.

რაც შეეხება ვინგერს. კლუბმა მივიწყებული ჰადსონ-ოდოის ტრანსფერზე მუშაობა კიდევ ერთხელ დაიწყო. ვინაიდან ფეხბურთელი "ჩელსის" სასტარტო რგოლში არ განიხილება, არსებობს ვარიანტი იმისა, რომ "ბაიერნმა" ის ერთწლიანი იჯარით დაიმატოს.
ვარჯიშის დროს "ბაიერნის" ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მიუნხენის "ბაიერნის" დღევანდელი ვარჯიშის დროს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკისა და მიკაელ კუისენსის შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთ მომენტში პოლონელმა თავდამსხმელმა თანაგუნდელს უხეში ვარდნა გაუკეთა, რამაც ამ უკანასკნელის უკმაყოფილება გამოიწვია.

ფრანგი ფეხბურთელი ლევანდოვსკის მისამართით გაიწია, თუმცა ის მთავარმა მწვრთნელმა და გუნდელებმა შეაკავეს.

წყაროს ცნობით, კუისენსი მომხდარის შემდეგ ფლიკმა განცალკევებით გაიყვანა და გაესაუბრა. საბოლოოდ, ფეხბურთელები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.
ფლიკი: "შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გვჭირდება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დორტმუნდთან" მატჩამდე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

"ყველა თამაშში მოსაგებად გამოვდივართ. მნიშვნელობა არ აქვს მეტოქეს. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ გამარჯვებას მოვახერხებთ."

"რაც შეეხება შემადგენლობას, ვფიქრობ, ახალი ფეხბურთელების დამატება საჭიროა, რათა სიღრმე გაიზარდოს და ძირითადი გუნდის წევრებს დასვენების საშუალება ჰქონდეთ." - აცხადებს ფლიკი.
ფლიკმა კუისენსის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ფრანგული გამოცემა L'equipe მიკაელ კუისენსის თაობაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, მას შემდგომ, რაც ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნი" დატოვა, ფრანგ ნახევარმცველს იმედი ჰქონდა, რომ მისი როლი გუნდში გაიზრდებოდა და მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.

თუმცა, კუისენსის პირადად ჰანს ფლიკი ესაუბრა და აუხსნა, რომ ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის და გარანტირებულ სათამაშო დროს ვერ მისცემს. შესაბამისად, მისთვისვე უმჯობესი იქნება, თუ ახალ კლუბს მოძებნის.

ამჟამად კუისენსის ტრანსფერით ყველაზე მეტად "ლიდსი იუნაიტედი" არის დაინტერესებული.
კუისენსის მომავალი, ფაქტობრივად, გადაწყდა
გასული დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ლიდსი იუნაიტედი" მიკაელ კუისანსის დამატებას ცდილობდა. როგორც ჩანს, ტრანსფერი მართლაც საკმაოდ რეალურია.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრისიო რომანოს მტკიცებით, ინგლისურ კლუბსა და 21 წლის ფეხბურთელს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა და ახლა ჯერი "ბაიერნზეა".

წყაროს ცნობით, ინგლისელებმა "რეკორდმაისტერს" კუისენსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი წინადადებას დათანხმდება, მაშინ ტრანსფერი საბოლოოდ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საუბრები იჯარაზე მიდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს "ლიდსი" ფეხბურთელს საბოლოოდ იყიდის.
ლევანდოვსკიმ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები დაასახელა.

"ეს არ არის მარტივი კითხვა. ამ პოზიციაზე უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს და კონკურენცია ძალიან დიდია."

"პირადად ჩემთვის, თუ სუფთა 9-იანის, კლასიკური თავდამსხმელის პოზიციით განვიხილავთ, საუკეთესოები კუნ აგუერო, ქარიმ ბენზემა და ლუის სუარესი არიან." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ნოიერი: "ასეთი რამ გასულ სეზონშიც ვნახეთ"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "ჰოფენჰაიმთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"არ ვაპირებთ ამ წაგების დატირებას. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ. წინ მნიშვნელოვანი სატიტული დაპირისპირება გველოდება."

"მსგავსი რამ გასულ სეზონშიც ვნახეთ, როდესაც მატჩები ზედიზედ, მიყოლებით გვიწევდა. ასეთ სიტუაციაში თამაშის გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობთ, რომ წარმატებით გავართმევთ თავს პრობლემებს." - აცხადებს მანუ.
ფლიკის პირველი კომენტარი "ჰოფენჰაიმთან" მარცხის შემდეგ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ჰოფენჰაიმთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ნათელი იყო, რომ ოდესღაც ეს დღეც დადგებოდა. კომპლიმენტები ჩემგან "ჰოფენჰაიმსა" და სებასტიან ჰიონესს. ჩვენ ბევრი მომენტი ვერ შევქმენით და გაიმარჯვა იმან, ვინც უკეთესად ითამაშა."

"მარცხის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა, ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. დომინანტები არ ვიყავით და მეტოქეს დავუთმეთ უპირატესობა. ამ მატჩიდან გაკვეთილი მალევე უნდა მივიღოთ. ახლა მთლიანად ოთხშაბათზე ვართ ფოკუსირებულები." - აცხადებს 
რა გახდა "ბაიერნის" მარცხის მთავარი მიზეზები
მოგეხსენებათ, დღეს მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის მეორე ტურში "ჰოფენჰაიმთან" 4:1 დამარცხდა, რამაც ფანების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გთავაზობთ, რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, რაც "რეკორდმაისტერის" მარცხს ლოგიკურ ახსნას მოუძებნის.

პირველ რიგში, ამის მთავარი მიზეზი შემადგენლობის გადაღლაა. გუნდმა სულ რაღაც 3 დღის წინ ურთულესი, 120-წუთიანი მატჩი ჩაატარა ევროპის სუპერთასზე და შესაბამისად, საკმარისად ძალების აღდგენა ვერ მოახერხა.

გადაღლამ თავის მხრივ შემადგენლობის როტაცია გამოწივია. ფლიკს მოუწია, რომ რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის წევრი, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკიც სათადარიგოთა სკამზე გადაესვა და შედარებით გამოუცდელი ფეხბურთელებით დაეწყო დღევანდელი მატჩი.

ამას ემატება ფსიქოლოგიური წნეხიც. როდესაც რამდენიმე დღის წინ სეზონში რიგით მეოთხე ტიტული მოიგე და თანაც 23 მატჩიანი მოგებათა რეკორდიც დაამყარე, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ წნეხში აქცევს გუნდს.

ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში საკმაოდ ცუდი სტარტი და საწყის წუთებშივე მასპინძელთა ორი ბურთით დაწინაურება გამოიწვია.

რა თქმა უნდა, გუნდის ყოველი მარცხი მტკივნეულია, მითუმეტეს, როდესაც ასე იშვიათად ხდება ეს მოვლენა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ჰანს ფლიკი შესაბამის დასკვნებს გამოიტანს და მომდევნო ტურში კვლავ ჩვეულ "ბაიერნს" ვიხილავთ.
როდის გაუშვა "ბაიერნმა" უკანასკნელად 4 გოლი
დღეს მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის მეორე ტურში "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და გამანადგურებელი სხვაობით, 4:1 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერი" ამ მატჩამდე ბრწყინვალე ფორმაში იყო და ზედიზედ 23 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ, დღეს ბოლო 10 თვის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია.

უკანასკნელად "ბაიერნმა" 4 ან მეტი გოლი ერთ შეხვედრაში გასული წლის ნოემბერში გაუშვა. ნიკო კოვაჩის უკანასკნელ მატჩში გუნდი "აინტრახტთან" სტუმრად 5:1 დამარცხდა. ამის შემდეგ კი კლუბს სულაც მხოლოდ 2 წაგება და 1 ფრე ჰქონდა, დღევანდელ თამაშამდე.
"ჰოფენჰაიმი" 4:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
მიუნხენის "ბაიერნმა" 23 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და "ჰოფენჰაიმთან" სტუმრად, ანგარიშით 4:1 დამარცხდა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Whoscored-ის ვერსიით.


გოოოლ! კიმიხმა ულამაზესი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა (ვიდეო)
"ჰოფენჰაიმისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრის 36-ე წუთზე იოზუა კიმიხმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 2:1.

იხილეთ გოლი.
"ჰოფენჰაიმი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს.

გთავაზობთ შეხვედრის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4​​​
"ჰოფენჰაიმი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრება და მორიგი სამი ქულის ჩაწერას შეეცდება.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, ტოლისო - გნაბრი, მიულერი, სანე - ზირკზე.
4 მიზეზი რის გამოც ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იმსახურებს
1 ოქტომბერს UEFA 2020 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს, სამ ნომინანტს შორის კი რობერტ ლევანდოვსკი ფიგურირებს. გთავაზობთ 4 მთავარ მიზეზს, რის გამოც პოლონელი იმსახურებს ამ ტიტულის მოპოვებას.

პირველ რიგში ეს ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი პერფორმანსი გახლდათ. პოლონელმა 15 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩა კრისტიანო რონალდუს ისტორიულ მიღწევას ერთ სეზონში გატანილი გოლებით. თანაც, ლევანდოვსკიმ ეს შემცირებული გრაფიკის დროს მოახერხა, რაც კიდევ უფრო საოცარს ხდის მის მიღწევას.

შემდეგი მთავარი მიზეზი გუნდური წარმატებაა. მიუნხენის "ბაიერნმა" 2020 წელს ოთხი შესაძლო მთავარი ტურნირიდან ოთხივე მოიგო და უდაოა, რომ ლევანდოვსკი ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

მესამე, რის გამოც პოლონელი ჯილდოს იმსახურებს, არის ინდივიდუალური წარმატება. გარდა ზემოთ ნახსენები ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობისა, მან ასევე ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის ბომბარდირობაც გაიფორმა. ყველაფერთან ერთად ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და გასულ სეზონში აბსოლიტურად ყველა შესაძლო ინდივიდუალური ჯილდო მოიგო. ამის დაგვირგვინება კი UEFA-სგან დაფასება უნდა იყოს.

და ბოლოს, ლევანდოვსკი გახლავთ პირველი ფეხბურთელი გასულ დეკადაში, რომელმაც ნათლად აჯობა ლეო მესის და კრისტიანო რონალდუს. მართალია, გასულ წლებში ლუკა მოდრიჩმა და ვირჯილ ვან დაიკმა შეძლეს გარკვეული ინდივიდუალური ჯილდოების მიღება, თუმცა, მათ შემთხვევაში გარკვეული კითხვები მაინც დაიბადა. რაც შეეხება პოლონელს, ორი აზრი არ არსებობს, რომ მიმდინარე წელს მან გაცილებით უფრო მაღალი შედეგები დააფიქსირა, ვიდრე ზემოხსენებულმა ტიტანებმა. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის უდაოდ იმსახურებს საუკეთესოს ტიტულს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 17 5 11 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0