რომის "ლაციოს" ლიდერმა, ჩირო იმობილემ ლევანდოვსკისთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
"ოქროს ბუცის მოგება და ლევანდოვსკისთვის ორი გოლით გასწრება ძალიან საამაყო მომენტია. ის ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია. ოქროს ბურთისთვის ხმის მიცემა რომ შემეძლოს, აუცილებლად პოლონელს ავირჩევდი."
"როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანებზე საუბრობ, პირველი ლევანდოვსკი, სუარესი და ბენზემა გახსენდება. ამაყი ვარ იმით, რომ ყველა მათგანს ვაჯობე." - აცხადებს ჩირო.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ჰოფენჰაიმთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მატჩამდეც ვამბობდი, რომ "სევილია" დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. ამ გუნდს ბურთის კონტროლი შეუძლია და ჩვენ მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაში უნდა ვისწავლოთ. თუმცა, არ ვაპირებ მეტოქე გუნდების მწვრთნელებისთვის რაიმე რჩევების მიცემას."
"როტაციის შესაძლებლობა ყველაზე დიდი კოზირია ჩვენთვის. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინდორზე, ყველას შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. მთავარია, მთელი სეზონის მანძილზე შევძლოთ ფიზიკური მზადყოფნა."
"ხავიმ გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ხუთშაბათის შემდეგ ახალი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ის ჯერ კიდევ "ბაიერნის" მოთამაშეა და რა თქმა უნდა, მას განვიხილავ როგორც შემადგენლობის წევრს."
"ჩვენს მთავარ მიზანს ყოველ თამაშში მეტოქის ნახევარზე ბურთის კონტროლი წარმოადგენს. სწორედ ამის წყალობით შევძლებთ ბევრი მომენტის შექმნას და მატჩების მოგებას." - აცხადებს ფლიკი.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკუს ბაბელმა დავიდ ალაბას მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი, რაც დავიდის გარშემო ხდება, მასზე ზეგავლენას ახდენს. ლიგაზე მისი თამაში არ მომეწონა, არადამაჯერებელი იყო, მაგრამ ჩემპიონობამ ეს გადაფარა."
"ჩემი დიდი სურვილია, რომ დავიდმა საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის გადაწყვეტილება იქნება. ეს მას დაამშვიდებს და გონებას გაუსუფთავებს." - აცხადებს ბაბელი.
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ალფონსო დეივისმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ პირველ სამსახურს ეძებდა.
"ჰეი, მაკდონალდს. თუ ახლა მიყურებთ იცოდეთ, რომ ერთ დროს თქვენს ვაკანსიაზე მოთხოვნა გამოვგზავნე. თუმცა, თქვენ, ბიჭებო, არც კი დამირეკეთ." - მიმართავს ფონზი ცნობილ ფრენჩაიზს.
შეგახსენებთ, რომ დეივისი "ბაიერნის" რიგებს 2019 წელს შეუერთდა და 1 სეზონის განმავლობაში მან უკვე მოასწრო გერმანიის თასის, ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის მოგება.
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" და დავიდ ალაბა ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან. გერმანულმა გამოცემებმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ავსტრიელ მცველს კვირაში ანაზღაურების სახით მაქსიმუმ 290'000 ფუნტსა და ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა, ფეხბურთელის მოთხოვნა 400'000 ფუნტი და ხუთწლიანი კონტრაქტია.
მიუნხენში ეჭვობენ, რომ ალაბას მამა და მისი აგენტი, პინი ზაჰავი განზრახ წელავენ მოლაპარაკებებს, რათა სეზონის ბოლოს მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს კლუბი და ევროპული გრანდებისგან უფრო მეტად სარფიანი წინადადება მიიღოს.
ამ ყველაფერის ფონზე, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ და ახალი კონტრაქტი გაფორმდება.
UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.
მორიგი ტიტულის მოპოვების შემდეგ ევროპულმა გამოცემებმა ფინანსური სტატისტიკა გამოაქვეყნეს, სადაც ნაჩვენებია, რომ "რეკორდმაისტერმა" გამარჯვების წყალობით 5 მილიონი ევროს სარგებელი მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ გუნდი დამარცხდებოდა, მაშინ მხოლოდ 3.8 მილიონ ევროს მიიღებდა, რა თანხაც ამ შემთხვევაში ესპანურ კლუბს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ტრიუმფისთვის 128.41 მილიონი ევრო მიიღო. საერთო ჯამში კი ევროთასების 2019/20 წლების სეზონში კლუბმა 133.41 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
"სევილიასთან" გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა, ხავი მარტინესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ყველაფერი ისე იყო, როგორც 2013 წელს. ამ გოლმა წარსულში დამაბრუნა და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. მე მუდამ ყველაფერს ვაკეთებ მინდორზე, თუნდაც სათამაშოდ მხოლოდ 10-15 წუთი მეძლეოდეს."
"დღეს ერთად მცირედით აღვნიშნავთ, რადგან კვირას თამაში გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ მომავალ მატჩშიც აქ ვიქნები და მინდორზე შანსი მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად." - აცხადებს ხავი.
სუპერთასის ტიტულის მოპოვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"სულ 15 წუთი დაგვჭირდა, რათა თამაშში ბოლომდე შევსულიყავით. მომეწონა გუნდის მენტალური მდგომარეობა და წარმატებისკენ სწრაფვა."
"სტადიონზე გულშემატკივრების დასწრებამ ძალიან გამახარა. თითქოს, ნამდვილი ფეხბურთი დაბრუნდა. მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა."
"ხავიმ გოლი გაიტანა და ტიტული მოგვაგებინა. ზოგჯერ, ფეხბურთი ლამაზ ისტორიებს წერს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. ოთხშაბათს მის წასვლაზე იწერებოდა, დღეს კი ის ჩვენ გმირად მოგვევლინა." - აცხადებს ჰანსი.