bayern.ge სიახლეები გვერდი 447
ზირკზეს დამატება ბუნდესლიგის 2 კლუბს სურს
დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს იოზუა ზირკზე დატოვებს.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდის დამატებით ბუნდესლიგის 2 კლუბი ინტერესდება. ესენია "კიოლნი" და ფრანქფურტის "აინტრახტი".

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს, ფეხბურთელის იჯარით გაშვებას ან გაყიდვას, უკან გამოსყიდვის უფლებით.

როგორც ცნობილია, კლუბის დატოვება თავად ზირკზესაც სურს, რადგან მას სათამაშო დრო, ფაქტობრივად, არ ეძლევა.
L'Equipe-ს 2020 წლის სიმბოლურ გუნდში "ბაიერნის" 3 ფეხბურთელი მოხვდა
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი მიუნხენის "ბაიერნიდან" მოხვდა. ესენი არიან მანუელ ნოიერი, ალფონსო დეივისი და რობერტ ლევანდოვსკი. ასევე გუნდში მოხვდა "რეკორდმაისტერის" ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ნოიერი - არნოლდი, ვან დაიკი, რამოსი, დეივისი - ტიაგო, კიმიხი - დე ბრუინი, ნეიმარი - ლევანდოვსკი, რონალდუ.
გნაბრის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "მაინცი" მიიღო და ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმის მიმდინარეობის დროს სერჟ გნაბრიმ დაზიანება მიიღო, რის გამოც ის შესაცვლელი შეიქნა.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა ვინგერის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და აღნიშნული ინფორმაცია ჰანს ფლიკმაც დაადასტურა.

"მას სისხლჩაქცევები აქვს კოჭის არეში. დიდი ალბათობით, ხვალ უკვე განაახლებს ვარჯიშს, თუმცა, არაუგვიანეს ოთხშაბათისა გნაბრი ნამდვილად დაუბრუნდება გუნდს." - აცხადებს ფლიკი.
სანე: "შესვენების დროს ფლიკი მოვიდა და ეს გვითხრა"
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა, ლეროი სანემ გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ამის გამო ყველა ვწუხდით. ყველას გვსურდა, რომ 2021 წელს პირველი გამარჯვება მოგვეპოვებინა და საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ."

"შესვენების დროს ფლიკი მოვიდა და გვითხრა, რომ მეტი უნდა გაგვეკეთებინა, რადგან მეტოქე ჩვენზე ძალიან აგრესიულად და უკეთესად თამაშობდა. ჩვენ უნდა შეგვეცვალა რამე, მეორე ბურთებზე მეტი უნდა გვებრძოლა." - აცხადებს სანე.
ფლიკი: "დღეს ჩვენი მენტალობის წყალობით მოვახერხეთ გამარჯვება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "მაინცთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"მაინცმა პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა და სრულიად დაიმსახურა 2:0 წინ გასვლა. ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ მეტი ყურადღებით თამაში გვმართებს."

"მეორე ტაიმში გაკეთებულმა ცვლილებებმა დიდი უპირატესობა მოგვცა. ჩვენ დუელებში უკეთესად გამოვიყურებოდით, უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ და ჩვენი მენტალობის დახმარებით მოვახერხეთ გამარჯვება." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნი" 5:2 "მაინცი" სრული მიმოხილვა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში საოცარი ქამბექი ვიხილეთ "ბაიერნის" შესრულებით.

"რეკორდმაისტერმა" 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქე 5:2 გაანადგურა და 3 ქულა ჩაიწერა.

იხილეთ მატჩის სრული ვიდეომიმოხილვა.
"ბაიერნი" 5:2 "მაინცი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "მაინცი" მიიღო და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.

პირველ ტაიმში 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ ფლიკის ბიჭებმა მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს და წელი გამარჯვებით გახსნეს.

იხილეთ ფეხბურთელების რეიტინგები გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


"ბაიერნი" - "მაინცი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "მაინცს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ბაიერნი" - "მაინცი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "მაინცს" მიიღებს.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, ტოლისო - სანე, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.
ბერგკამპის სტილში - ბუნდესლიგაში იშვიათი სილამაზის გოლი გავიდა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ფრანქფურტის "აინტრახტმა" საკუთარ კედლებში ლევერკუზენის "ბაიერი" მიიღო და 2:1 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან პირველი გოლი ნადიმ ამირიმ, მატჩის მე-10 წუთზე გაიტანა.

გერმანელმა ნახევარმცველმა მართლაც იშვითი სილამაზის გოლი შეაგდო, რომელმაც ბევრს დენის ბერგკამპი გაახსენა.

იხილეთ ვიდეო.
მეკარეებმა ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერი დაასახელეს
იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა 18 ლეგენდარულ მეკარეს შორის გამოკითხვა ჩაატარა ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერის გამოსავლენად.

სხვა ლეგენდარულ მეკარეებთან ერთად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მანუელ ნოიერმაც. მისი არჩევანი ჯანლუიჯი ბუფონი გახლდათ.

"ჯიჯი საოცრად დიდებული ადამიანია როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთაც. საოცრებაა, რასაც ის აკეთებს 26 წლის განმავლობაში." - განაცხადა მანუმ.

გამოკითხვაში ასევე მონაწილეობდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან ჯიჯი ბუფონი, იკერ კასილასი, დინო ძოფი და სხვები.

მეკარეებს მხოლოდ 1 ვარიანტის არჩევა შეეძლოთ და სამწუხაროდ, მანუმ ვერცერთი ხმა ვერ აიღო. პირველ ადგილზე ბუფონი გავიდა 7 ხმით, მეორეზე ლევ იაშინი, მესამეზე კი დინო ძოფი.
ფლიკი: "წელს ჩვენი მიზნები არ შეცვლილა, კვლავ საუკეთესოობისთვის ვიბრძოლებთ"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "მაინცთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ჩვენი მიზნები არ შეცვლილა. გვსურს, კვლავ საუკეთესოები ვიყოთ. ვიცით, რომ როგორც გერმანიაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც ეს რთული იქნება, მაგრამ მინდორზე ყველაფერს გავაკეთებთ."

"მცირე შესვენება გამოგვადგა. ვარჯიშებზე ყველას დაძაბულობა ჰქონდა მოხსნილი და ხალისიანად იყვნენ. ამ შესვენებამდე რამდენიმე მატჩში არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით."

"კინგსლი კომანს ტრავმა აწუხებს და ამის გამო ვერ დაგვეხმარება. ასევე არ იქნება ტანგი ნიანზუ და მარკ როკა, რომლებსაც ასევე დაზიანება აქვთ."

"მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ზუსტად არ ვიცით, რას შემოგვთავაზებს. თუმცა, "მაინცის" გასული მატჩები გავაანალიზეთ და შევისწავლეთ."

"სანე ყველაფერს აკეთებს გუნდის დასახმარებლად. ის თავისი თავის პირველი კრიტიკოსია. პროგრესი შეინიშნება ვარჯიშების დროს. როდესაც ლეროი ბურთთან ერთადაა, ის სისწრაფეს ბრწყინვალედ ანვითარებს და მარცხენა ფეხს იდეალურად ხმარობს." - აცხადებს ფლიკი.
კომანი: "თანაგუნდელები ამის გამო ხშირად დამცინიან"
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა, კინგსლი კომანმა განაცხადა, რომ მას თავით თამაშთან გარკვეული პრობლემები აქვს.

"სიმართლე გითხრათ, თავით თამაშის დროს შიშები მაქვს და ამის გამო თანაგუნდელები ხშირად დამცინიან."

"მაგალითად, ლიგის ფინალში თავური დარტყმა თვალდახუჭულმა განვახორციელე და ამის შემოწმება ფოტოებითაც შეიძლება."

"ყოველთვის ვცდილობ, რომ დარტყმის დროს თვალები არ დავხუჭო, მაგრამ ბოლო მომენტში რეფლექსები მოქმედებს." - აცხადებს კომანი.
ალაბა დაბალ ანაზღაურებას დათანხმდა, ოღონდ არა "ბაიერნს"
მოგეხსენებათ, პირველი იანვრიდან მიუნხენის "ბაიერნის" მცველ დავიდ ალაბას ნებისმიერ კლუბთან შეუძლია წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის მცველმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და მალე მხარეები ამ ყველაფერს გააოფიციალურებენ.

წყაროს ცნობით, ალაბა "სამეფო კლუბთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო მისი ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რომ ასეთივე ანაზღაურებას ფეხბურთელს "ბაიერნიც" სთავაზობდა, შესაბამისად, უცნაურია, რატომ დათანხმდა ავსტრიელი "რეალის" შეთავაზებას.

შეგახსენებთ, რომ ალაბას "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.
გიოტცე "ბაიერნში" გადასვლას ნანობს: "ეს შეცდომა არ ყოფილა, მაგრამ ალბათ ვიჩქარე"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, "რეკორდმაისტერში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"მსურდა ჩემი თავი გამომეცადა. მინდოდა, რომ პეპის საფეხბურთო ფილოსოფია შემესწავლა."

"ბაიერნთან ერთად სამჯერ გავედი ჩემპიონა ლიგის 1/2 ფინალში და გვარდიოლამ მასწავლა ფეხბურთი სრულიად ახალი პოზიციებიდან."

"საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, "ბაიერნში" გადასვლა არ ყოფილა შეცდომა, თუმცა, შეიძლება ოდნავ ვიჩქარე. შესაძლოა, კლოპთან უფრო მეტი დრო უნდა გამეტარებინა." - აცხადებს გიოტცე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0