bayern.ge სიახლეები გვერდი 465
გნაბრი: "ვენგერი "ბაიერნში" დიდ წარმატებას მიაღწევდა"
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ თავის ყოფილ მწვრთნელზე, არსენ ვენგერზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"რა განსხვავებაა ფლიკსა და ვენგერს შორის? პირადად მე, ფლიკთან უფრო გახსნილი ვარ, ვიდრე ვენგერთან. ამის მთავარი მიზეზი ასაკია. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ, კომუნიკაცია გიჭირს, უფრო მეტად მორცხვი ხარ."

"ვფიქრობ არსენი "ბაიერნშიც" უდიდეს წარმატებას მიაღწევდა. მან უკვე დაამტკიცა "არსენალში", რომ დიდებული მწვრთნელია, რომელსაც გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება შეუძლია." - აცხადებს გნაბრი.
3 ვარიანტი - ვინ უნდა ჩაანაცვლოს იოზუა კიმიხი
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა და ლიდერმა, იოზუა კიმიხმა სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც ის გუნდს სავარაუდოდ 2-3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ალბათ საინტერესოა, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ის ნახევარდაცვის ხაზში. ვარიანტი სამია.

პირველი ეს გახლავთ კორენტინ ტოლისო. ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველისთვის ალბათ ეს ბრწყინვალე შანსი იქნება თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. ის გუნდში 2017 წელს მოვიდა, თუმცა, პირველი სეზონის შემდეგ ძალიან იშვიათად ეძლევა ძირითად შემადგენლობაში შანსი და ახლა შეუძლია, რომ ჰანს ფლიკს აჩვენოს თავისი დონე.

კიმიხის მსგავსად ტოლისოს კარგად შეუძლია როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი ფუნქციების შეთავსება. შესაბამისად, ის ცენტრალური ნახევარდაცვის ზონაში ნამდვილად კარგი არჩევანი იქნებოდა.

მეორე ვარიანტი ხავი მარტინესია. ბასკი საყრდენი გასულ ზაფხულს წასვლის პირას იყო, თუმცა, საბოლოოდ გუნდში დარჩა და როტაციის დროს მას ეძლევა სათამაშო დრო. კიმიხის ტრავმის შემდეგ კი ეს ციფრი უფრო გაიზრდება. მარტინესს "ბაიერნის" ისტორიაში დიდი როლი უკავია. მან 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მისი გამოცდილების ხარჯზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის თავისუფლად მოახერხებს კიმიხის ჩანაცვლებას საყრდენ ზონაში. მთავარი კითხვაა, რამდენად შესწევს იმის ძალა ამ გადატვირთული გრაფიკის დროს სრული დატვირთვით ითამაშოს დიდი ხნის მანძილზე.

და მესამე ვარიანტი მარკ როკა გახლავთ. ის კიდევ ერთი ესპანელი ნახევარმცველია, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა. როკა ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა, რომელზეც "ბაიერნი" დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა, სამწუხაროდ 1 სათასო მატჩის გარდა მისი შესაძლებლობების ნახვა ვერ მოვახერხეთ. დიდი ალბათობით, ის კვლავ ვერ იქნება ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, ის აუცილებლად მისცემს დასვენების საშუალებას გორეცკასა და ზემოხსენებულ მოთამაშეებს და ამით მისი სათამაშო დროც გაიზრდება.
ნოიერმა საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ისაუბრა
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, მანუელ ნოიერმა კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.

"ჩემი მიზანი არ არის, რომ ყველაზე დიდხანს ვითამაშო. მსურს, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო თამაშისგან. ბედნიერი ვარ ყოველი ჩატარებული სეზონით, რომელშიც გუნდს ვეხმარები."

"ცხოვრებისგან გამუდმებით რაღაცას სწავლობ. ვცდილობ, ვარჯიშებზე ყველაფერი გავიღო, რათა განვვითარდე. ეს იქნება ფეხით თამაში, კარიდან გამოსვლები, ნახტომები თუ სხვა ასპექტები." - აცხადებს ნოიერი.
2 კვირიდან 3 თვემდე - როგორია კიმიხის დაბრუნების პროგნოზი
მოგეხსენებათ, "დორტმუნდთან" გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მინდვრის დატოვება მოუწია. საქმე გვერდითი იოგების დაზიანებასთან გვაქვს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, პროგნოზი ორგვარია. შესაძლოა, 25 წლის ნახევარმცველი 2 კვირაში დაბრუნდეს, ან სულაც 3 თვემდე მოუწიოს უქმობა. ეს დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმეზე.

თუ აღმოჩნდება, რომ იოგები გაწყვეტილია, მაშინ ოპერაცია იქნება აუცილებელი და ამ შემთხვევაში იოზუას დაახლოებით 2-3 თვე ვერ ვიხილავთ მინდორზე.

თუ საქმე გვაქვს მხოლოდ დაჭიმულობასთან, მაშინ კიმიხი მცირე დასვენების შემდეგ, დაახლოებით 2-4 კვირაში დაბრუნდება. საბოლოო პასუხი სავარაუდოდ ხვალ, სრული შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.
ალაბამ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:3 დაამარცხა.

მატჩში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე "რეკორდმაისტერის" მცველმა, დავიდ ალაბამ, რომელმაც თავი გოლითაც გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრიელი მცველის კარიერაში რიგით მე-200 ბუნდესლიგური გამარჯვება გახლდათ, რითაც ის ახალი რეკორდსმენია,

კერძოდ, ალაბას ამ შედეგის მისაღწევად 273 მატჩი დასჭირდა. ასე მცირე რაოდენობის თამაშებში 200 მოგება კი ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.
ნოიერი: "ალაბას გოლმა დამშვიდების საშუალება მოგვცა"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. ჩვენ უკეთესები ვიყავით და თამაშს სრულად ვაკონტროლებდით."

"ალაბას გოლი შესვენების წინ მნიშვნელოვანი იყო. ამან დამშვიდებისა და ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. მეორე ტაიმი კი გაცილებით კარგად ჩავატარეთ." - აცხადებს კაპიტანი.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ანგარიშით 2:3 იმარჯვა და ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.
ჰუმელსი: "შეჯახების მომენტი ვერ დავინახე, მაგრამ იოზუა ცუდად გამოიყურებოდა"
დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა იოზუა კიმიხის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ მომენტი კარგად ვერ დავინახე, რადგან შორს ვიდექი, თუმცა, იოზუას რეაქცია ნამდვილად ცუდი იყო. მისი სახე კარგად არ გამოიყურებოდა."

"კიმიხი დიდებული ადამიანი და ფეხბურთელია. მას როგორც გუნდიდან, ასევე ნაკრებიდან ვიცნობ. მალე დაბრუნებას ვუსურვებ." - აცხადებს ჰუმელსი.
კიმიხის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:3 დაამარცხა.

სამწუხაროდ, შეხვედრის მიმდინარეობის დროს გუნდის ლიდერმა, იოზუა კიმიხმა ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრავმა სერიოზულია. მას გვერდითი იოგები აქვს დაზიანებული.

როგორც წესი, მსგავსი სახის დაზიანების აღდგენას დაახლოებით 8 კვირამდე სჭირდება. თუმცა, ჯერ-ჯერობით ზუსტი ციფრი არ არის ცნობილი.
"დორტმუნდი" 2:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:3 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


გოოოოლ! ალაბამ ულამაზესი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)
დორტმუნდის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნის" პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დავიდ ალაბამ საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო.
დიდი დანაკარგი - "ბაიერნს" პირველ ტაიმში ლიდერი დაემტვრა
ამ წუთებში გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს.

მატჩის პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

გერმანელი ნახევარმცველი "დორტმუნდის" კონტრ-შეტევის ჩაშლას ცდილობდა, რა დროსაც ერლინ ჰოლანდთან ორთაბრძოლისას დაზიანება მიიღო.

სამწუხაორდ, კიმიხს მინდვრის დატოვება ექიმების დახმარებით მოუწია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

კიმიხის ნაცვლად მინდორზე კორენტინ ტოლისო გამოჩნდა.

"დორტმუნდი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"დორტმუნდი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო თერთმეტეულებს მომავალი შეხვედრისთვის.

"დორტმუნდი": ბურკი - მუნიე, ჰუმელსი, აკანჯი, გერეირო - ვიტსელი, დელაინი - სანჩო, როისი, რეინა - ჰოლანდი.

"ბაიერნი": ნოიერი - სარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
მოურინიო თავის გუნდში "ბაიერნის" ფეხბურთელს ითხოვს
ლონდონის "ტოტენჰემის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ფეხბურთელი, ჟერომ ბოატენგი გამოჩნდა.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ვეტერანი მცველი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს და დიდი ალბათობით, ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მოურინიო უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და ბოატენგის დამატება მოსთხოვა. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი სპეციალისტი 32 წლის ფეხბურთელს გარანტირებულ სათამაშო დროს ჰპირდება.

თავის მხრივ ბოატენგის გადასაბირებლად მეორე ლონდონური კლუბი, "არსენალიც" იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი მცველის დამატება მოურინიოს გასულ წლებშიც სურდა, როდესაც ის ჯერ კიდევ "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
"ბაიერნი" - "დორტმუნდი" კომბინირებული თერთმეტეული
დღეს ბუნდესლიგის სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

გთავაზობთ გუნდების გაერთიანებულ საუკეთესო თერთმეტეულს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის რეიტინგების მიხედვით:

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0