bayern.ge სიახლეები გვერდი 495
დაესწრებიან თუ არა გახსნით მატჩს ფანები - საბოლოო გადაწყვეტილება
პარასკევს გერმანიის ბუნდესლიგის გახსნითი მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" გელზერკიხენის "შალკეს" უმასპინძლებს.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლების დასწრება დაიშვა და ხვალ "ალიანს არენაზე" 7500 გულშემატკივარს ელოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს ხვალ კვლავ ცარიელ ტრიბუნებს ვიხილავთ.

ქალაქ მიუნხენის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება. დიდი ალბათობით, ეს შეზღუდვა მხოლოდ მიუნხენში ჩასატარებელ მატჩს ეხება და ბუნდესლიგის სხვა შეხვედრებში ფანების ხილვას მოვახერხებთ.
ფლიკი: "დღეს ემოციური დღე იყო. ტიაგო დაგვემშვიდობა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ტიაგო ალკანტარას მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"ტიაგო ექსტრაორდინალური ფეხბურთელია და ძალიან მნიშვნელოვანი წევრი გახლდათ ჩვენი გუნდისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად მუშაობა."

"დღეს ძალიან ემოციური დღეა, რადგან ის დაგვემშვიდობა. მინდა მივულოცო "ლივერპულს" ძალიან კარგი ფეხბურთელის და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანის დამატება." - აცხადებს ფლიკი.
დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება
„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.

„ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. პორტალზე სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს. კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად მოთამაშეები ერთმანეთს სრულიად უფასოდ, მხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშებიან.

ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი: “ ჩვენი ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ახალ წესებს სთავაზობს სათამაშო ბიზნესს. თუმცა მსგავს ნაბიჯებს ევროპაბეთისგან ვფიქრობ საზოგადოება უკვე მიეჩვია. პასუხისმგებლიანი თამაშის და ოპერირების პოლიტიკა ბევრ უპრეცედენტო ინიციატივას გულისხმობს.

უფასო სამაგიდო თამაშების შეთავაზება ყველაზე ზუსტად ეხმიანება ჩვენი კომპანიის სლოგანს „ითამაშე, მხოლოდ სიამოვნებისთვის!“

პანდემიის პერიოდში ამ პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. ამ ფაქტის და ზოგადად გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება პოპულარული თამაშები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა გართობის მსურველებისთვის.

დღეიდან ევროპაბეთი უარს ამბობს იმ სოლიდურ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი ნარდის, ბურასა და დომინოს თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ითამაშოს პოპულარული თამაშები მხოლოდ სიამოვნებისთვის. რაც მთავარია, ბოლო თვეების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენი პლატფორმა ყველაზე დიდი პორტალია რეგიონში, სადაც ერთდროულად ათასობით ადამიანს შეუძლია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ითამაშოს.“


უალტერნატივო პირობების გარდა ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების განყოფილება არაერთ ექსკლუზიურ პროდუქტსაც სთავაზობს მომხარებელს.

 წაგების დაზღვევის ფუნქციონალი

ბურას, ნარდისა და დომინოს ქეშ მაგიდებზე ევროპაბეთზე ექსკლუზიური „დაზღვეული ხელი“ მოქმედებს. თამაშის დაწყების შემდეგ, დაზღვეული მაგიდა შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა და წაგებულ მოთამაშეს რეალური ფული ანგარიშზე სრულად უბრუნდება. ექსკლუზიური ფუნქციონალით უკვე დაზღვეულია 252 380-ზე მეტი ხელი და ამ მოთამაშეებისთვის ჯამში დაბრუნებულია 412 800 ლარი.

• მრავალფეროვანი უფასო ტურნირები

მხოლოდ ევროპაბეთზე მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა ითამაშონ 5 კარტა ბურას და გრძელი ნარდის უფასო ტურნირები. მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ ჩაერთოს ფრიროლების ყველაზე დიდ სერიაში და ყოველ საათში ერთხელ მოიგოს ფულადი პრიზები.

• სპინ ტურნირები

სამაგიდო თამაშების თითოეულ სახეობაში სპინ თამაშების მრავალფეროვანი ჩამონათვალია. მათ შორის გამორჩეულია 5+1 სპინ ტურნირები. რომლის ფარგლებშიც მოთამაშეები ყოველ მეექვსე ტურნირს უფასოდ თამაშობენ. როცა მოთამაშე მონაწილეობას იღებს ნარდის, ბურასა და დომინოს 5 ერთნაირ სპინ ტურნირში, ის მსგავს ტურნირზე რეგისტრაციისთვის მომდევნო ბილეთს იღებს უფასოდ. დღის განმავლობაში შესაძლებელია სულ 10 სხვადასხვა სპინ ტურნირის უფასო ბილეთის მიღება.

„ევროპაბეთის“ რეგიონის ყველაზე დიდ პორტალზე თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა.
შეთანხმება მიღწეულია - ტიაგოს მომავალი კლუბი ცნობილია
როგორც ჩანს, ტიაგო ალკანტარას ირგვლივ დაწყებული სატრანსფერო საგა უახლოეს დროში საბოლოოდ დასრულდება.

სანდო ბრიტანელი ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლივერპულს" შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და 29 წლის ნახევარმცველი მერსისაიდელთა რიგებში გადაბარგდება.

წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი დათანხმდა 30 მილიონი ევროს გადახდას ტიაგოს სანაცვლოდ. ტრანსფერი კი სავარაუდოდ უახლოეს საათებში დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი უკვე დიდი ხანია რაც "ბაიერნიდან" წასვლას ითხოვს.
"ბაიერნის" ყველა ფეხბურთელის განახლებული სატრანსფერო ფასი ცნობილია
გთავაზობთ მიუნხენის "ბაიერნის" ყველა ფეხბურთელის განახლებულ სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ის მონაცემებით:


ალაბა: "იმედი მაქვს ეს მოხდება"
ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" და დავიდ ალაბა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ავსტრიელმა მცველმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

"მე მიყვარს "ბაიერნი". ეს ჩემი ოჯახია და ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, თუმცა, ნათელია, რომ ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება."

"დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა და საერთო ენის გამონახვას მოვახერხებთ." - აცხადებს ალაბა.
საოცარი პროგრესი - როგორ შეიცვალა დეივისის, გნაბრის და კიმიხის ფასები
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarkt-მა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ მოთამაშეების უმრავლესობის ღირებულება გაიზარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნია იოზუა კიმიხის, ალფონსო დეივისისა და სერჟ გნაბრის ფასები.

გერმანელი საყრდენი ნახევარმცველის ღირებულებამ 10 მილიონი ევროთი მოიმატა და უკვე 85 მილიონ ევროს შეადგენს, რითაც ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა თავის პოზიციაზე.

რაც შეეხებათ სერჟ გნაბრისა და ალფონსო დეივისს, ამ მოთამაშეების ფასები შესაბამისად 18 და 20 მილიონით გაიზარდა და 90 და 80 მილიონ ევროს შეადგენს.
ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" ერთბაშად 8 ფეხბურთელი მოხვდა.

სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:


"ბაიერნი" - "შალკე" სავარაუდო შემადგენლობა
ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" გელზერკიხენის "შალკეს" უმასპინძლებს. შეხვედრა პარასკევს, 18 სექტემბერს გაიმართება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
ლევანდოვსკი: "შემდეგი სეზონი ისტორიაში ყველაზე რთული იქნება"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

"მომდევნო სეზონი ყველა კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის ურთულესი იქნება. შესაძლოა, ასეთი მძიმე სეზონი არავის ჰქონია ისტორიაში. ყოველ 3 დღეში თამაში შესვენების გარეშე."

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საფეხბურთო უნარების კუთხით, არამედ ფიზიკურადაც." - აცხადებს პოლონელი.
ბუნდესლიგის შეხვედრებში ტრიბუნაზე ფანებს ვიხილავთ
მიმდინარე კვირას ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი აიღებს სტარტს.

მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ტურში გელზერკიხენის "შალკეს" უმასპინძლებს და რაც მთავარია, გულშემატკივრებთან ერთად.

გერმანიის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით, სტადიონებზე ფანების დაშვება ნებადართული გახდა. ამიერიდან ოქტომბრის ბოლომდე გუნდებს ტრიბუნების 20%ის შევსების უფლება ექნებათ.
მსოფლიოს 10 ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელი ცნობილია
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გამოავლინა.

ათეული მოთამაშეების წლიური ხელფასითა და რეკლამებიდან შემოსული თანხით შედგა და მასში მხოლოდ ერთი "ბაიერნის" ფეხბურთელი მოხვდა, რობერტ ლევანდოვსკის სახით.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:


კვლავ საკადრო პრობლემები - "ბაიერნმა" ვარჯიში დანაკლისით განაახლა
მიუნხენის "ბაიერნმა" 2020/21 წლების სეზონისთვის ვარჯიშები განაახლა, თუმცა, სამწუხაროდ დანაკლისით.

გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ვარჯიშებში მონაწილეობას არ იღებს კინგსლი კომანი. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის ტრავმასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ფრანგი ამ დრომდე ვერ ახერხებს ვარჯიშს.

სამაგიეროდ, არის სასიხარულო ინფორმაციაც. ხავი მარტინესმა, რომელიც ბოლო პერიოდში განცალკევებით ვარჯიშობდა, ტრავმა სრულად მოიშუშა და ძირითად გუნდს შეუერთდა. იგი მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის გახსნით ტურში 18 სექტემბერს, გელზერკიხენის "შალკეს" დაუპირისპირდება.
რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით
“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება.
BILD: მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ალაბას გაყიდვა არარეალურია
დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნიდან" შესაძლო წასვლაზე საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ჭორები კი ორივე მხარის წარმომადგენლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ამის მიუხედავად, გერმანული გამოცემა Bild მიიჩნევს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 28 წლის მცველის გაყიდვა ძალიან არარეალურია. ამის მიზეზად კი სატრანსფერო ფასი სახელდება.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერს" ავსტრიელი ფეხბურთელის გაყიდვით 60 მილიონი ევროს მიღება სურს, ამ ეტაპზე კი მსგავსი თანხის გადამხდელი არცერთი გუნდი არ არის.

არსებობს საკმაოდ რეალური შანსი იმისა, რომ ალაბა სეზონის დასრულებამდე დარჩეს გუნდში და შემდგომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. თუმცა, ეს "ბაიერნისთვის" ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი იქნება.
ალაბას მამა: "ბაიერნისგან მსგავს ტყუილებს არ ველოდით"
მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, დავიდ ალაბას მამამ თავისი შვილის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"დავიდი გუნდში მოვიდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. წლების მანძილზე აქედან წასვლის არაერთი შანსი არსებობდა, მაგრამ ჩვენ კლუბის ერთგული დავრჩით."

"ბაიერნისგან საჯაროდ მსგავსი სახის ტყუილებს ხელფასსა ბონუსებზე ნამდვილად არ ველოდით. იმის მტკიცება, რომ შეთანხმება ჩვენი მაღალი მოთხოვნების გამო ვერ ხერხდება, მტკნარი სიცრუეა."

"ჩვენ ჩვენი იდეები გვაქვს. მსგავსი სახის ტყუილების გავრცელება იმიტომ დაიწყეს, რომ მათ მოთხოვნებს არ ვთანხმდებით." - აცხადებს დავიდის მამა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0