მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთაჩვენმა ბოსებმა მას მკაფიო გეგმა აჩვენეს ძალიან კონცენტრირებულები ვართ ლეროიმ იცის რას უნდა ელოდეს აქ ზოგადად როდესაც ასეთი კლასის მოთამაშე მოდის ბაიერნში მან იცის რა მოეთხოვებათავადაც ხედავთ რომ ეს ტრანსფერი იოლი არაა თუმცა ვიცი რომ ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ბევრს მუშაობენ იმისათვის რომ ლეროი მოიყვანონ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთყველამ კარგად ვიცით და უკვე ხალხმაც იცის რომ ლეროი სანე ჩვენი ოცნების მოთამაშეა განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმამიუნხენური გრანდი 23 წლის გერმანელი ვინგერის აგენტთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და მზად არის მანჩესტერ სიტის 100 მილიონი ევრო შესთავაზოსსანემ რეკორდმაისტერში ლეგენდარული ვინგერების არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ადგილი უნდა დაიკავოს