bayern.ge სიახლეები გვერდი 566
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - ყველაზე მეტად ვისთან შეხვედრის შანსი აქვს "ბაიერნს"
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდება, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" 1/8 ფინალური მეტოქე გაირკვევა.

მოგეხსენებათ, სავარაუდო კანდიდატებს შორის ხუთი გუნდი ფიგურირებს. ესენია: "პორტუ", "ლაციო", "ატალანტა", "სევილია" და "ბარსელონა".

სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ასევე ერთი ჯგუფის გუნდებიც), სტატისტიკოსებმა "რეკორდმაისტერის" მომავალი მეტოქის ამოსვლის შანსები დაითვალეს.

საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი ალბათობით მიუნხენური გრანდის მეტოქე 1/8 ფინალში კატალონიის "ბარსელონა" იქნება. ამის შანსი 22.23%-ს შეადგენს, ყველაზე ნაკლები ალბათობით კი - "პორტუ", 16.42%.

სრული შანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:


ESPN-მა წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ტრებლის მომგები ჰანს ფლიკი სიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგიზლე გავიდა. მას იურგენ კლოპმა გაუსწრო.

მესამედან მეხუთე ადგილებზე შესაბამისად პეპ გვარდიოლა, ჯამპაოლო გასპერინი და იულიან ნაგელსმანი გავიდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
სტატისტიკურმა გამოცემა Whoscored-მა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავს. ესენი არიან მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი და ნიკლას ზულე.

სრული სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

გამოკითხვა: ვინ გსურთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე გაირკვევა 1/8 ფინალურ ეტაპზე.

ვარიანტი სულ ხუთია. ამოარჩიეთ თქვენი ფავორიტი და მიეცით ხმა.
"ბაიერნის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც, შესაძლოა "ბაიერნს" 1/8 ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, შესაბამისად, მისი სავარაუდო მეტოქეები სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნები იქნებიან.

ეს გუნდები არიან: "პორტუ", "ატალანტა", "სევილია", "ბარსელონა", "ლაციო".
"ბაიერნი" - "ლოკომოტივი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​
"ბაიერნი" - "ლოკომოტივი" სასტარტო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" მასპინძლობს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სასტარტო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - სარი, ბოატენგი, სულე, დეივისი - მარკ როკა, გორეცკა - სანე, მიულერი, დუგლას კოშტა - ჩუპო მოტინგი
"ბაიერნმა" ალაბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
როგორც ჩანს, დავიდ ალაბას მიუნხენური კარიერა საბოლოოდ დასრულდა.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელი მცველის თაობაზე და მასთან ახალი კონტრაქტის პირობების განხილვა აღარ მოხდება.

მოგეხსენებათ, ალაბამ და მისმა აგენტმა, პინი ზაჰავმა რამდენჯერმე უარით გაისტუმრეს "რეკორდმაისტერის" შეთავაზება. კლუბი კი აღარ აპირებს ამ საქმეზე დროის დახარჯვას.

შესაბამისად, ალაბას მომავალი თვიდან უკვე შეეძლება იმ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი შეძენის მსურველები მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "პსჟ" და "სიტი" არიან. სავარაუდოდ, ზაფხულში სწორედ ამ კლუბებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდება ალაბა.
"რენიმ" კამავინგას ფასი დაადო
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის, ედუარდო კამავინგას დამატებით.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რენის" ხელმძღვანელობა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბს დატოვებს და ახლა მხოლოდ მის სარფიანად გაყიდვაზე ფიქრობს.

წყაროს ცნობით, ფრანგებმა კამავინგას სატრანსფერო ფასი უკვე განსაზღვრეს და მას არანაკლებ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნს" მართლაც სურს ედუარდოს დამატება, სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს.
"ბაიერნის" რადარზე "ბარსელონას" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ფრენკ დე იონგი გამოჩნდა.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მიუვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "რეკორდმაისტერი" ნიდერლანდელი ნახევარმცველის აგენტს დაეკონტაქტა.

როგორც ცნობილია, მიუნხენური გრანდის წარმომადგენლები ალი დურსონს შეხვდნენ და დე იონგის "ბარსელონადან" წასვლის შანსები განიხილეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად რეალურია ტრანსფერი. მოგეხსენებათ, "ბაიერნი" ტიაგოსა და ხავი მარტინესის ჩამნაცვლებელს ეძებს და როგორც ჩანს, ედუარდო კამავინგასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ფრენკ დე იონგი იქნება.
ტრავმიანობა გრძელდება - "ბაიერნს" მორიგი ლიდერი გამოაკლდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო "რეკორდმაისტერს" ამ შეხვედრაში კიდევ ერთი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, პოლონელმა თავდამსხმელმა "ლაიფციგთან" მატჩის შემდგომ კუნთის არეში ტკივილები იგრძნო, რის გამოც მისი თამაში მოსკოველთა წინააღმდეგ გამორიცხულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ლევანდოვსკის ტრავმის სიმძიმე და შეძლებს თუ არა ის შაბათს, ბერლინის "უნიონის" წინააღმდეგ თამაშს.
"მსაჯები რასისტები არიან. არ ვითამაშებთ" - რატომ შეწყდა ლიგის შეხვედრა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "პსჟ" თურქულ "ბაშაქშეჰირს" მასპინძლობს.

პირველი ტაიმის საწყის წუთებში დამხმარე არბიტრმა სტუმართა გუნდის ფეხბურთელის მიმართ რასისტული გამონათქვამი გამოიყენა, რის გამოც შეხვედრა შეწყდა.

კერძოდ, მთავარმა არბიტრმა ერთ მომენტში დამნაშავის გარკვევა სცადა, გვერდითმა მსაჯმა კი დემბა ბაზე მიუთითა და მას "ნეგრო" უწოდა.

ამ მომენტის შემდეგ სტუმრებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "პსჟს" ფეხბურთელებიც შეუერთდნენ და თამაში შეწყდა.
UEFA-ს მოულოდნელი გადაწყვეტილება - ყატარი ევროპაში?!
გუშინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და ჯგუფები გადანაწილდა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ შედეგები გარკვეულწილად შეიცვალოს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით UEFA-მ მუნდიალის მომავალ მასპინძელს, ყატარს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა შესთავაზა.

მოგეხსენებათ, აზიელები მასპინძლები არიან და შესაბამისად, ისინი მონაწილეობას არ იღებენ საკვალიფიკაციო მატჩებში. თუმცა, სურვილის შემთხვევაში მათ ამის უფლება ექნებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ყატარი შეთავაზებას დათანხმდება, ის A ჯგუფს დაემატება და აქ მონაწილე ნაკრებებთან მატჩებს გამართავს, თუმცა, მისი შედეგები არ იქნება გათვალისწინებული არცერთ კომპონენტში.

შეგახსენებთ, რომ ყატარი გასულ წლებში სამხრეთ ამერიკის ფედერაციამაც მიიწვია კოპა ამერიკაზე მონაწილეობისთვის და ფედერაცია შეთავაზებას დათანხმდა.
France Football: "ბაიერნი" 2 ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
არ არის გამორიცხული, მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგული გვარდია მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზარდოს.

გამოცემა France Football-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ორი ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის, ედუარდო კამავინგასა და დაიოტ უპამეკანოს ხელში ჩაგდებას აპირებს.

მოგეხსენებათ, ზაფხულში კლუბი ტიაგო ალკანტარამ დატოვა. გარდა ამისა, სეზონის ბოლოს "ბაიერნიდან" ხავი მარტინესიც მიდის. 18 წლის ნახევარმცველი კი ჰანს ფლიკს სწორედ მათ ჩამნაცვლებლად ესახება.

რაც შეეხება უპამეკანოს, "რეკორდმაისტერმა" მას თვალი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაადგა. ახლა კი, მას შემდგომ, რაც დავიდ ალაბას წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყდა, კლუბი მის ტრანსფერს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ამზადებს.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებმა ორივე ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და სავარაუდოდ, მათ მომავალი ზაფხულიდან "ბაიერნის" რიგებში ვიხილავთ.
ფლიკი: "ალფონსო დეივისი "ლოკომოტივთან" აუცილებლად ითამაშებს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლოკომოტივთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ალფონსო დეივისი ხვალ დაგვიბრუნდება, რაც ძალიან სასიხარულოა. არ ვიცი, სასტარტოდან დაიწყებს თუ სათადარიგოთა სკამიდან, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ითამაშებს."

"ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით კი შეტევით ფაზაში. მათ შეუძლიათ ბურთის კონტროლი. ჩვენი მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე შევქმნათ."

"სავარაუდოდ ორი ექვსიანით ვითამაშებთ. ლეონ გორეცკას გარდა ასევე გვყავს მარკ როკა, მაქსიმილიან ზაისერი და ანგელო სტილერი. კორენტინ ტოლისო შაბათს დაბრუნდება."

"მანუ ჩვენი გუნდის ლიბეროა და სულაც არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ საუკეთესო მეკარედ დასახელდა."

"წარმატება არ არის მუდმივი, შენ მას "ქირაობ". ეს კი ნიშნავს, რომ დასვენების საშუალება არ გაქვს, მუდამ უნდა განვითარდე. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, მოვიგოთ ხვალინდელი და შემდგომ 2020 წელს დარჩენილი 3 თამაშიც." - აცხადებს ფლიკი.
ჰიონესი: "დარწმუნებული ვარ, ლიოვი მიულერს ნაკრებში დააბრუნებს"
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა თომას მიულერის ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

"პირადად ჩემთვის, თომასი გასაოცარ ფორმაშია. ახლა მას შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოაგებინოს თამაში, რომელშიც ასპარეზობს."

"ჩვენ გარკვეული სახის მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ლიოვი გაზაფხულზე მიულერს ეროვნულ გუნდში დააბრუნებს." - აცხადებს ჰიონესი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2