იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა 18 ლეგენდარულ მეკარეს შორის გამოკითხვა ჩაატარა ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერის გამოსავლენად.
სხვა ლეგენდარულ მეკარეებთან ერთად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მანუელ ნოიერმაც. მისი არჩევანი ჯანლუიჯი ბუფონი გახლდათ.
"ჯიჯი საოცრად დიდებული ადამიანია როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთაც. საოცრებაა, რასაც ის აკეთებს 26 წლის განმავლობაში." - განაცხადა მანუმ.
გამოკითხვაში ასევე მონაწილეობდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან ჯიჯი ბუფონი, იკერ კასილასი, დინო ძოფი და სხვები.
მეკარეებს მხოლოდ 1 ვარიანტის არჩევა შეეძლოთ და სამწუხაროდ, მანუმ ვერცერთი ხმა ვერ აიღო. პირველ ადგილზე ბუფონი გავიდა 7 ხმით, მეორეზე ლევ იაშინი, მესამეზე კი დინო ძოფი.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "მაინცთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"ჩვენი მიზნები არ შეცვლილა. გვსურს, კვლავ საუკეთესოები ვიყოთ. ვიცით, რომ როგორც გერმანიაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც ეს რთული იქნება, მაგრამ მინდორზე ყველაფერს გავაკეთებთ."
"მცირე შესვენება გამოგვადგა. ვარჯიშებზე ყველას დაძაბულობა ჰქონდა მოხსნილი და ხალისიანად იყვნენ. ამ შესვენებამდე რამდენიმე მატჩში არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით."
"კინგსლი კომანს ტრავმა აწუხებს და ამის გამო ვერ დაგვეხმარება. ასევე არ იქნება ტანგი ნიანზუ და მარკ როკა, რომლებსაც ასევე დაზიანება აქვთ."
"მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ზუსტად არ ვიცით, რას შემოგვთავაზებს. თუმცა, "მაინცის" გასული მატჩები გავაანალიზეთ და შევისწავლეთ."
"სანე ყველაფერს აკეთებს გუნდის დასახმარებლად. ის თავისი თავის პირველი კრიტიკოსია. პროგრესი შეინიშნება ვარჯიშების დროს. როდესაც ლეროი ბურთთან ერთადაა, ის სისწრაფეს ბრწყინვალედ ანვითარებს და მარცხენა ფეხს იდეალურად ხმარობს." - აცხადებს ფლიკი.
მოგეხსენებათ, პირველი იანვრიდან მიუნხენის "ბაიერნის" მცველ დავიდ ალაბას ნებისმიერ კლუბთან შეუძლია წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის მცველმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და მალე მხარეები ამ ყველაფერს გააოფიციალურებენ.
წყაროს ცნობით, ალაბა "სამეფო კლუბთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო მისი ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.
საინტერესოა, რომ ასეთივე ანაზღაურებას ფეხბურთელს "ბაიერნიც" სთავაზობდა, შესაბამისად, უცნაურია, რატომ დათანხმდა ავსტრიელი "რეალის" შეთავაზებას.
შეგახსენებთ, რომ ალაბას "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, "რეკორდმაისტერში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"მსურდა ჩემი თავი გამომეცადა. მინდოდა, რომ პეპის საფეხბურთო ფილოსოფია შემესწავლა."
"ბაიერნთან ერთად სამჯერ გავედი ჩემპიონა ლიგის 1/2 ფინალში და გვარდიოლამ მასწავლა ფეხბურთი სრულიად ახალი პოზიციებიდან."
"საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, "ბაიერნში" გადასვლა არ ყოფილა შეცდომა, თუმცა, შეიძლება ოდნავ ვიჩქარე. შესაძლოა, კლოპთან უფრო მეტი დრო უნდა გამეტარებინა." - აცხადებს გიოტცე.
2020 წელი რომ რობერტ ლევანდოვსკის კარიერაში საუკეთესოა, ამაზე ციფრებიც მოწმობს.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს პოლონელმა ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. 32 წლის ფორვარდმა 45 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, რაც საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელებს შორის.
ათეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ასევე თომას მიულერიც მოხვდა, რომელმაც 18 გოლი და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიუნხენის "ბაიერნისა" და მერსისაიდული "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეტმარ ჰამანმა ინგლისურ კლუბს კინგსლი კომანის შეძენა ურჩია.
"ამჟამად "ბაიერნს" ორი უძლიერესი გარემარბი ჰყავს სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანის სახით. უნდათ მათ კლუბის დატოვება? ასე არ მგონია, თუმცა არასდროს იცი რა მოხდება."
"ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სალაჰი წავა. ვფიქრობ, თუ მას ამის სურვილი აქვს კლუბმა არ უნდა შეაჩეროს."
"იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტელი კლუბს დატოვებს, "ლივერპულმა" აუცილებლად უნდა იყიდოს კინგსლი კომანი. ამჟამად ფრანგი თავის პოზიციაზე საუკეთესოა. ტრავმების მიუხედავად ფორმა დაიბრუნა და უმაღლეს მწვერვალზეა." - აცხადებს ჰამანი.
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის გასული წლის საუკეთესო დებიუტანტებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა.
შემადგენლობა ორი კრიტერიუმით გახლავთ არჩეული. პირველი - ფეხბურთელი უნდა იყოს 24 ან უფრო ნაკლები წლის და მეორე - დებიუტი უნდა ჰქონოდა 2020 წელს ან მცირე გამოცდილება მანამდე და მთავარი ნახტომი (პროგრესი) სწორედ ამ წელს უნდა ჰქონოდა.
თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 5 მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგიდან მოხვდა. აქედან ერთი "ბაიერნის" წევრი, ალფონსო დეივისი გახლავთ.
გერმანიის ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში იოახიმ ლიოვს დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ლიოვი გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.
წყაროს ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს მერსისაიდული "ლივერპულის" ამჟამინდელი დამრიგებელი, იურგენ კლოპი ჩაანაცვლებს.
მოგეხსენებათ, მას "წითლებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მუნდიალი კი ყატარში 2022 წლის დეკემბერში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლოპი ბუნდესნაკრებს 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება სათავეში.
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "მაინცს" დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 3 იანვარს გაიმართება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამ მატჩში "რეკორდმაისტერის" დახმარებას ვერ მოახერხებს კინგსლი კომანი.
წყაროს ცნობით, ფრანგმა ვინგერმა დღეს ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, თუმცა, მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჯერ სრულიად მზად არ არის. დიდი ალბათობით, კომანს 8 იანვარს, "გლადბახის" წინააღმდეგ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა დაზიანება 2020 წლის ბოლო მატჩში, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ მიიღო და ზამთრის პაუზის წყალობით მას თამაშების გამოტოვება არ მოუწია.
მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2020 წლის ემოციები გაიხსენა.
"შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ყველა გოლი ტკბილად მახსოვს, განსაკუთრებით კი ის მატჩები, სადაც 4 გოლი შევაგდე."
"საუკეთესო მომენტი ლიგიდან? ყველაზე მარტივი იქნებოდა თუ ვიტყოდი რომ ფინალი და ზოგადად ლისაბონის ტურნირი. თუმცა, გასულ წელს ბევრი სასიხარულო მომენტი მქონდა, 4 გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, "შალკესთან" ჰეთ-თრიკი და ა.შ."
"ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად საწოლში გადაღებული ფოტო? ის კედელზე არ ჩამომიკიდა, თუმცა, ერთ დღესაც ვაპირებ ამას. ნამდვილად კარგი სურათია და ყველა იმ სასიხარულო ემოციას ინახავს, რომელიც იმ ღამეს იყო." - იხსენებს ლევანდოვსკი.