bayern.ge სიახლეები გვერდი 571
ცვლილებები ბუნდესნაკრებში?! 4 დეკემბერს ფედერაციის შეკრება გაიმართება
ზუსტად ერთ კვირაში, 4 დეკემბერს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში მნიშვნელოვანი შეკრება გაიმართება.

ბუნდესნაკრების ოფიციალური საიტის ცნობით, ფედერაციის მთავარი განსახილველი თემა ეროვნული გუნდის მომავალია. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა ოლივერ ბიერჰოფი.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ბიერჰოფი ორ მთავარ თემას წამოჭრის. ესენია ნაკრებში ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება და იოახიმ ლიოვის მომავალი. ასევე განიხილება ესპანეთთან 6:0 მარცხისა და ამჟამინდელი ფორმის მიზეზები.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი პოზიცია აქვთ ორივე ხსენებულ თემაზე ფედერაციაში. დიდი ალბათობით, ნაკრების მომავალი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
მუნდიალზე დაპირისპირებიდან მეგობრობამდე - მათეუსისა და მარადონას ურთიერთობა
25 ნოემბერს მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდებული ფეხბურთელი არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ გააცილა თბილი სიტყვებით.

გთავაზობთ ლოთარ მათეუსის 2019 წლის ინტერვიუს გამოცემა FourFourTwo-სთან, სადაც ის მარადონასთან ურთიერთობაზე საუბრობს.

"დაახლოებით 2 წლით ადრე, სანამ "ინტერში" გადავიდოდი, სამი ოთხი ადამიანი მოვიდა ნეაპოლიდან ჩემი თამაშის სანახავად. "კიოლნის" წინააღმდეგ მიწევდა შეხვედრა ადგილობრივი დროით 9 საათზე. ჩემი მენეჯმენტი და "ნაპოლის" წარმომადგენლები ერთად ისხდნენ იტალიურ რესტორანში.

ეს ჩემი მეგობრის რესტორანია და როგორც წესი შაბათ საღამოს დაკეტილი ჰქონდა, თუმცა, ჩვენ განცალკევებით გვსურდა საუბარი და სპეციალურად ჩვენთვის გააღო. მათ მითხრეს: "დიეგო მარადონამ მოკითხვა შემოგითვალა და შენი თანაგუნდელობა ისურვა." მათ მკითხეს, თუ მსურდა ნეაპოლში გადასვლა. კონტრაქტი 3 წლიანი იყო და საკმარისი თანხებიც ჰქონდათ.

ქეში მაგიდის ქვეშ ეწყოთ. ეს ერთი მილიონი გერმანული მარკა იყო და მას მხოლოდ ხელის მოწერისთვის მომცემდნენ. ამ დროს "ბაიერნში" ორჯერ ნაკლები ხელფასი მქონდა წლიურად.. დარწმუნებული არ ვიყავი. ეს ძალიან დიდი თანხა იყო, მაგრამ, მზად ვიყავი კლუბის შესაცვლელად? მზად ვიყავი "ნაპოლისთვის"? წასვლა არ მსურდა, მაგრამ დიეგო მარადონასთან თამაში რაღაც განსხვავებული გრძნობა იყო.

მე და მარადონა ერთმანეთს მუდამ ვცემდით პატივს. ჩვენი პიველივე შეხვედრიდან, 1982 წელს. ეს ჩემი მეოთხე მატჩი იყო ნაკრებში და არგენტინას ვეთამაშებოდით. დიეგო მხოლოდ რამდენიმე თვით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ, 21 წლის ასაკში უკვე სუპერვარსკვლავი იყო. ის ჩემთან შედარებით რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო. მისი ხასიათი, ხარისხი, სისწრაფე, ტექნიკა, ყველაფერი, იდეალური ფეხბურთელი, რომელიც გუნდურად თამაშობდა.

არასდროს მინახავს ისეთი დომინანტი ფეხბურთელი მუნდიალზე, როგორიც მარადონა იყო 1986 წელს. ფინალში მისი პერსონალური მეურვეობა დამავალა. ბეკენბაუერი კარგად ხედავდა რაებს აკეთებდა დიეგო გასულ მატჩებში და მოსაგებად მხოლოდ მისი გაჩერება გვჭირდებოდა.

ვცდილობდი დავალება მაქსიმალურად შემესრულებინა. ყოველი ბურთის მიღების დროს ვაწუხებდი და შეტევას არ ვაცდიდი. როდესაც ბურთი მისდიოდა, შეუჩერებელი იყო. ის მე პატივს მცემდა იმის გამო, რომ სუფთად ვეთამაშებოდი სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდამ მის დაზიანებას ცდილობდნენ.

70-80 წუთისთვის მარადონასგან ბევრი რამ არ გვქონდა ნანახი, მაგრამ, მაინც 2:0 ვაგებდით და მე შეტევაში წასვლა დამევალა. ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ უცებ გამოვიდა მარადონა და ბურუჩაგას ბრწყინვალე ასისტი გაუკეთა. ჩვენ დავმარცხდით.

ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს. 1989 წელს, როდესაც "ინტერთან" ერთად სერია ა მოვიგეთ, ჩვენ მარადონას "ნაპოლის" ვეთამაშებოდით. დღემდე მაქვს სახლში ფოტო, სადაც ჩემპიონობას აღვნიშნავ, უკან კი მარადონა გაზონზე წევს.

ერთხელ ერთად თამაში მოგვიწია, როდესაც მსოფლიოს ნაკრები საფრანგეთს უპირისპირდებოდა მიშელ პლატინის გაცილების მატჩში. დიეგომ ასისტი გამიკეთა და მე გავიტანე. ეს ყველაზე ბრწყინვალე მოგონებაა ჩვენს შორის მინდორზე.

მინდვრის გარეთ გვქონდა არაერთი ფართი. როდესაც 1992 წელს "სევილიაში" გადავიდა, მე "ბაიერნთან" ერთად ამხანაგურ მატჩში ვითამაშე. ამის შემდეგ დაუსრულებელი წვეულება მოეწყო დილის 7-8 საათამდე. მარადონა მაგიდაზე ცეკვავდა, ესაუბრებოდა ყველას. ის ბედნიერი იყო ევროპაში დაბრუნებით.

ამის შემდეგ ჩვენ ყოველი შეხვედრით ბედნიერები ვიყავით. თუმცა, როდესაც უკანასკნელად რუსეთში მუნდიალზე ვნახე, ის კარგად არ გამოიყურებოდა. ამ ფაქტმა ძალიან მატკინა. როდესაც "ნაპოლიში" თამაშობდა, მესმოდა ჭორები, რომ ხალხი მის გვერდით მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ის მარადონა იყო. სინამდვილეში კი მისი მეგობრები სულაც არ იყვნენ.

მინდორზე ის ნამდვილი საოცრება იყო. როდესაც მიუნხენში ჩამოვიდა ჩემი გაცილების მატჩის ჩასატარებლად, ეს ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ეს კარგად აღწერდა ჩვენს ურთიერთობას - სრული პატივისცემა." - იხსენებს მათეუსი.
ლამი: "მარადონა დიდებული ტალანტი და ფანებისთვის, ფაქტობრივად, წმინდანი იყო"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდა, ფილიპ ლამი ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

"გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დიეგო მარადონა წავიდა. დიდებული ტალანტი, ბურთის ლეგენდა და ფანებისთვის, ფაქტობრივად, წმინდანი."

"ჩემი ფიქრები ამ უმძიმეს დროს მისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთანაა. მშვიდად განისვენე, დიეგო არმანდო მარადონა." - წერს ლამი საკუთარ თვითერზე.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული არგენტინტელი გუშინ, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მუსიალას სატრანსფერო ღირებულებამ რეკორდულად მოიმატა
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა რამდენიმე ფეხბურთელის განახლებული ფასები წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას სატრანსფერო ფასმა რეკორდულად მოიმატა და ახლა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

რამდენიმე თვის წინ, კერძოდ კი ივლისში 17 წლის ფეხბურთელი 1 მილიონ ევროდ ფასდებოდა, ახლა კი როგორც ხედავთ, ეს რიცხვი 10-ჯერ არის გაზრდილი.

თავისი ასაკის ფეხბურთელებში მუსიალაზე მაღალი ღირებულება მხოლოდ ჯუდ ბელინგემს ("დორტმუნდი", 27მ),  რაიან ჩერკის ("ლიონი", 25მ) და ფლორიან ვიცს ("ლევერკუზენი", 24მ) აქვთ.
ნოიერი: "ახლა უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "ზალცბურგთან" გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ნახევარში ფოკუსირება გვაკლდა, ბურთს ხშირად ვკარგავდით, მეორეში კი ეს გამოვასწორეთ."

"ახლა უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ ვიდრე აქამდე, რადგან კარგი მატჩი ჩავატარე. თუმცა, ჩემს წინ ძლიერი გუნდი დგას, რომლის დახმარებითაც უფრო მარტივია კარგი თამაშის ჩატარება. ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ და ვენდობით."

"მართალია, გასულ ტურებში ბევრი მომენტი შევაქმნევინეთ მეტოქეებს და გოლებიც გავუშვით, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა, რასაც მივაღწიეთ." - აცხადებს მანუ.
ფლიკი: "ჩვენი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ზალცბურგის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დღეს ჩვენი მიზანი 1/8 ფინალში გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ. თუმცა, პირველ ტაიმში გვქონდა პრობლემები, ბურთს ადვილად ვკარგავდით."

"ვფიქრობ, არ ვართ საკმარისად ფოკუსირებულები და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეებს ამდენი შანსი არ მივცეთ."

"რაც მე "ბაიერნში" ვიმყოფები, მას შემდეგ ნოიერი გასაოცარია. ის კარიერის პიკშია. როდესაც მეტოქე მასთან მოდის, თითქოს კარი პატარავდება და გოლის გატანა რთული ხდება."

"მარკ როკას კარგი შეხვედრა გამოუვიდა. ალბათ, წითელი ბარათის გამო გაწბილებული იქნება, თუმცა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ბაიერნმა" "ზალცბურგი" დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

მატჩში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა, რომელმაც ფენომენალური თამაში შემოგვთავაზა და რეკორდის დამყარებაც მოახერხა.

კერძოდ, მანუს ლიგაზე უკვე ზედიზედ 15 მატჩში დაუგროვდა გამარჯვება, ამ შედეგით კი მან კრისტიანო რონალდუ ჩამოიტოვა, რომელსაც ზედიზედ 14 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ამავე რეკორდთან ახლოს იყო იოზუა კიმიხიც, რომელსაც ნოიერის მსგავსად ზედიზედ 14 გამარჯვება ჰქონდა, თუმცა, მოგეხსენებათ ის ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს და სავარაუდოდ, პლეი-ოფის ეტაპამდე ლიგაზე ვერც მოახერხებს თამაშს.
ლევანდოვსკი რაულის ისტორიულ შედეგს გაუთანაბრდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ავსტრიულ "ზალცბურგს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი გოლი "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რითაც მან ისტორიული შედეგი გაიმეორა.

კერძოდ, პოლონელს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 71 გოლი დაუგროვდა და ამით ლეგენდარულ რაულ გონსალესს დაეწია.

გათამაშების ისტორიაში ლევანდოვსკიზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კრისტიანო რონალდუს და ლეო მესის აქვთ, შესაბამისად 131 და 118 გოლები.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ 94 მატჩი დასჭირდა, მაშინ, როდესაც რაულმა ლიგაზე 142 თამაში ჩაატარა.
ნოიერის წარმოუდგენელი ორმაგი სეივი "ზალცბურგთან" (ვიდეო)
ავსტრიულ "ზალცბურგთან" შეხვედრის მეორე ტურში მანუელ ნოიერმა გასაოცარი ორმაგი სეივი შემოგვთავაზა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "ზალცბურგი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ზალცბურგს" მასპინძლობს.

გთავაზობთ შეხვედრის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სილკ სპორტ 3)

ლინკი 2

ლინკი 3​​​
"ბაიერნი" - "ზალცბურგი" სასტარტო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ავსტრიულ "ზალცბურგს" მასპინძლობს.

მატჩამდე ერთი საათით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, რიჩარდსი - როკა, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
კროოსი: "ეს ნამდვილი სისულელეა"
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ესპანეთთან 6:0 მარცხი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია ჩემს კარიერაში 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად. თუმცა, ეს იყო შეხვედრა სადაც ვგრძნობდი, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო."

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. არადა, ესპანელებს რამდენიმე თვის წინ 1:1 ვეთამაშეთ და მაშინ კარგად გამოვიყურებოდით."

"ახლა რამდენიმე თვის მანძილზე სანაკრებო მატჩები არ იქნება, რაც ჩემი აზრით დიდი სისულელეა. მაგრამ, ეს დრო ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ." - აცხადებს კროოსი.
The BEST-ის ჯილდოსთვის მებრძოლთა სია ცნობილია
FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა გასული წლის საუკეთესოების ტიტულებისთვის მებრძოლთა სია გამოაქვეყნა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნიდან" მხოლოდ ორი მოთამაშე, რობერტ ლევანდოვსკი და ტიაგო ალკანტარა მოხვდნენ.

მანუელ ნოიერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ჰანს ფლიკი კი წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის იბრძოლებს.

საუკეთესო ფეხბურთელისა და მეკარის ნომინანტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

ფლიკი: "ხვალ 1/8 ფინალის საგზურის განაღდებას ვეცდებით"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ზალცბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ხვალ ჩვენი მიზანი გამარჯვება და 1/8 ფინალში ადგილის განაღდება იქნება, თუმცა, ვიცით რომ მარტივი არ იქნება. "ზალცბურგმა" გასულ მატჩშიც გვაჩვენა რომ შეუძლია პრობლემების შექმნა."

"იმედი მაქვს ხვალ ლუკას ერნანდესი შეძლებს ჩვენს დახმარებას, თუნდაც, სათადარიგო სკამიდან. ბუნა სარი და კორენტინ ტოლისო კი არ გვეყოლებიან."

"ყოველთვის მნიშვნელოვანია მეტოქე წნეხის ქვეშ გყავდეს და შეტევის საშუალება არ მისცე. ხავი მარტინესისა და მარკ როკას სახით ჩვენ კარგი შემცვლელები გვყავს საყრდენ ზონაში."

"ნიკლასმა 8 დღე კარანტინში გაატარა და ამის შემდეგ განაახლა ვარჯიში. ის "ვერდერთან" სათამაშოდ სრულად მზად არ იყო და არ გავრისკე." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნი" - "ზალცბურგი" სავარაუდო შემადგენლობა
ოთხშაბათს, 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ავსტრიულ "ზალცბურგს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - ხავი მარტინესი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ლევანდოვსკი ოქროს ბურთზე: "ვიღაცამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ამას ვერ შევცვლით"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"არ ვიცი როდის დავასრულებ კარიერას. 2023 წლამდე კონტრაქტი მაკავშირებს და მანამდე ჯერ ძალიან დიდი დროა. ვიცი, რომ კიდევ დიდხანს შემიძლია თამაში, მაგრამ, მოსაფიქრებლად საკმარისი პერიოდი მაქვს."

"ოქროს ბურთის მოგება? ეს რაიმე განსაკუთრებული არაა, ეს უბრალოდ დამატებითია. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა გამარჯვება, მაგრამ ჩემთვის პირველი გუნდური ჯილდოებია. ვიღაცამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ამას უნდა შევეგუოთ."

"გასული სეზონის შემდეგ დიდი პერიოდი არ გვქონია იმის გასააზრებლად, თუ რას მივაღწიეთ. მცირე ხნით დავისვენეთ და შემდეგ ჩვეულ რიტმში მოგვიწია დაბრუნება." - აცხადებს ლევანდოვსკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2