bayern.ge სიახლეები გვერდი 573
ცნობილია: ვინ სურთ "ბაიერნის" ქართველ ქომაგებს ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე გაირკვევა 1/8 ფინალურ ეტაპზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს გვერდზე ჩატარდა შემდეგი სახის გამოკითხვა: "ვინ გსურთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ", სადაც სულ 364-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ხმების უმრავლესობა, 59%, ანუ 212 ხმა კატალონიის "ბარსელონამ" მიიღო. მეორე ადგილზე რომის "ლაციო" გავიდა 57 ხმით (15.66%), მესამეზე კი - "პორტუ", 43 ხმა (11.81%).

ყველაზე ნაკლებად "ბაიერნის" ქართველ ქომაგებს "სევილიასთან" დაპირისპირება სურთ - 16 ხმა (4.4%). "ატალანტამ" კი ხმების 9% აიღო - 33.
ალაბას და ბოატენგის მისაბაძი საქციელი, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა
მიუნხენის "ბაიერნის" მცველებმა, დავიდ ალაბამ და ჟერომ ბოატენგმა მისაბაძი საქციელით კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი.

ფეხბურთელები წლების მანძილზე საშობაოდ სტუმრობდნენ ვენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს და პატარების გასამხნევებლად მათთან დიდ დროს ატარებდნენ.

სამწუხაროდ, წელს კორონავირუსის გამო სტუმრობა ვეღარ მოხერხდა, თუმცა, ფეხბურთელებმა ბავშვებს გული არ დაწყვიტეს და დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით ესაუბრნენ მათ.

"ეს ვიზიტი ყოველწლიურად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჟერომმა და მე ვიფიქრეთ, რომ რამენაირად კარგ ხასიათზე დაგვეყენებინა ბავშვები და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ."

"ამ ბავშვებს გვერდში დგომა სჭირდებათ უმძიმესი სენის დასახმარებლად და ვფიქრობ კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ცნობილი სახე გაიმეორებს იგივეს." - აცხადებს ალაბა.
ოფიციალურად: კიმიხის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" ბანაკიდან სასიხარულო ამბები ვრცელდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის განცხადებით, იოზუა კიმიხის აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და ის მომავალი კვირიდან უკვე გუნდს შეუერთდება.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ნახევარმცველს წლის ბოლომდე უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლებაც ექნება და ამის შემდეგ შეძლებს მატჩებში მონაწილეობის მიღებას.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" 2020 წელს სულ 2 მატჩის ჩატარება დარჩა და ფლიკი კიმიხის დაყენებას ამ თამაშებში არ გარისკავს. დიდი ალბათობით, კიმიხი 3 იანვარს, "მაინცის" წინააღმდეგ შეხვედრაში დაბრუნდება.
ფლიკი: "პირველ წუთებში, თითქოს, მინდორზე საერთოდ არ ვიყავით"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბერლინის "უნიონთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უნიონის გოლის ეპიზოდში ცუდად დავიცავით თავი. პირველ წუთებში, თითქოს, მინდორზე საერთოდ არ ვიყავით. მეტოქის პირველივე შეტევაზე გოლის გაშვება თავდაჯერებულობას გიკარგავს."

"გუნდის დაცვით უკმაყოფილო ვიყავი. ასევე, შეტევაშიც ვერ ვქმნიდით სივრცეებს. ამაზე შესვენების დროს ვისაუბრეთ და მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, მაგრამ, საერთო ჯამში უკეთესად უნდა ვითამაშოთ."

"გორეცკამ სირბილის დროს მცირე დისკომფორტი იგრძნო. სერიოზული არაფერია, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით შევცვალეთ."

"ზულემ დღეს ტრავმის გამო არ ითამაშა. ამ შემთხვევაშიც სერიოზული არაფერია. ოთხშაბათს დაგვიბრუნდება." - აცხადებს ფლიკი.
"უნიონი" 2:2 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დედაქალაქურ "უნიონს" ესტუმრა და დაუზავდა - 1:1.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


გოოოლ! კომანის ბრწყინვალე დრიბლინგი ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა (ვიდეო)
"უნიონისა" და "ბაიერნის" შეხვედრის 68-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშის გათანაბრება მაოხერხა.

იხილეთ ვიდეო.

"უნიონი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის შეხვედაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბერლინის "უნიონს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"უნიონი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" სტუმრობს.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩამდე ერთი საათით ადრე სასტარტო თერთმეტეული დაასახელა

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - გორეცკა - გნაბრი, მიულერი, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
ფლიკი: "ამჟამად კომანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "უნიონთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი მომავალი მეტოქე ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც კარგად თამაშობს. ისინი კარგად უტევენ და ბევრი გოლიც გააქვთ."

"წლის დასრულებამდე 3 მატჩი დაგვრჩა და ვეცდებით, რომ პოზიტიურ ნოტაზე შევხვდეთ 2021-ს. სტანდარტულების კუთხით შედარებით მოვუმატეთ, რაც კარგია."

"ტოლისომ გუშინ ივარჯიშა და გუნდთან ერთადაა. ფინალური ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა. კიმიხი მომავალი კვირიდან შეუერთდება გუნდს."

"ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის საოცნებო ტურნირია. ჩვენ მისი გემო გასულ სეზონში გავიგეთ და არც მიმდინარე სეზონში ვაპირებთ რაიმეს დათმობას. თუმცა, უპირველესი მიზანი ბუნდესლიგაა."

"ამ მომენტისთვის კომანი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან დიდი პროგრესი განიცადა, ეხმარება დაცვას და ასრულებს გოლებსა და საგოლე გადაცემებს. მეტი რა უნდა მოითხოვო ვინგერისგან?" - აცხადებს ფლიკი.
"უნიონი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" ესტუმრება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - გორეცკა, როკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნი" "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის ტრანსფერს უმიზნებს
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი, პაულო დიბალა გამოჩნდა.

მას შემდგომ, რაც გუნდში ანდრეა პირლო მოვიდა, არგენტინელ შემტევს სათამაშო დრო გაცილებით შეუმცირდა. "რეკორდმაისტერი" კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

დიდი ალბათობით, მომავალ წელს დიბალა "ბებერი სინიორას" რიგებს დატოვებს. "ბაიერნი" კი სწორედ მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

27 წლის ფეხბურთელის შეძენა "რეკორდმაისტერის" გარდა ასევე "მანჩესტერსა" და მადრიდის "რეალსაც" სურთ. დიდი ალბათობით, "იუვენტუსი" დიბალას 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
FIFA-მ საუკეთესო სამეულები დაასახელა
FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის საუკეთესოსთვის მებრძოლი სამეულები დაასახელა.

ფეხბურთელებს შორის კრისტიანო რონალდუსა და ლეო მესისთან ერთად სამეულში რობერტ ლევანდოვსკია.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის ჰანს ფლიკი მარსელო ბიელსასა და იურგენ კლოპთან ერთად იბრძვის. რაც შეეხება მეკარეს, ამ პრიზს მანუელ ნოიერს, ალისონ ბეკერსა და იან ობლაკს შორის ერთ-ერთი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ FIFA გამარჯვებულების ვინაობას 17 დეკემბერს დაასახელებს.
კლოპი: "ფლიკმა ჩემზე მეტად დაიმსახურა საუკეთესოს ჯილდო"
გუშინ ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

"მე ეს ჰანს ფლიკზე მეტად დავიმსახურე? არანაირად. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას არ ვიღებდი."

"ვფიქრობ, მსგავსი ინდივიდუალური ჯილდოები მწვრთნელებისთვის არაფერს წარმოადგენს. ის მთელს შტაბზე უნდა გაიცემოდეს, რაც ჩემს შემთხვევაში ექვს კაცს შეადგენს."

"საბოლოო ჯამში მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა, ჰანსის გამო კი ვწუხვარ. ვფიქრობ, რომ მან ჩემზე მეტად დაიმსახურა ჯილდო." - აცხადებს კლოპი.
ზულე: "ფეხებზე მკიდია რას წერს პრესა"
გასული კვირების განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე მისი ფიზიკური ფორმის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა კრიტიკოსებს ასეთი განცხადებით უპასუხა:

"როდესაც ცუდად ვთამაშობ, არ მსურს ინტერვიუს ჩაწერა. ასევე, როდესაც კარგად ვთამაშობ, არც მაშინ მაქვს ამის სურვილი, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე."

"2020 წელს ყველა ტურნირზე ძალიან კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. ხოლო რას წერს პრესა, ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია." - წერს ზულე.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - ყველაზე მეტად ვისთან შეხვედრის შანსი აქვს "ბაიერნს"
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდება, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" 1/8 ფინალური მეტოქე გაირკვევა.

მოგეხსენებათ, სავარაუდო კანდიდატებს შორის ხუთი გუნდი ფიგურირებს. ესენია: "პორტუ", "ლაციო", "ატალანტა", "სევილია" და "ბარსელონა".

სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ასევე ერთი ჯგუფის გუნდებიც), სტატისტიკოსებმა "რეკორდმაისტერის" მომავალი მეტოქის ამოსვლის შანსები დაითვალეს.

საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი ალბათობით მიუნხენური გრანდის მეტოქე 1/8 ფინალში კატალონიის "ბარსელონა" იქნება. ამის შანსი 22.23%-ს შეადგენს, ყველაზე ნაკლები ალბათობით კი - "პორტუ", 16.42%.

სრული შანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:


ESPN-მა წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ტრებლის მომგები ჰანს ფლიკი სიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგიზლე გავიდა. მას იურგენ კლოპმა გაუსწრო.

მესამედან მეხუთე ადგილებზე შესაბამისად პეპ გვარდიოლა, ჯამპაოლო გასპერინი და იულიან ნაგელსმანი გავიდნენ.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0