2021 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის, კინგსლი კომანის ხელში ჩაგდებას ეცდება.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მომავალ წელს სერიოზულ გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი გარემარბი იქნება.
წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღონ.
თუმცა, თუ ჰანს ფლიკის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავუჯერებთ, სადაც ის კომანს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად მოიხსენიებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ "ბაიერნი" მას იოლად შეელიოს.
გერმანულმა გამოცემა BILD-მა მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო გეგმები გაამხილა.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ზამთარში აქტიურობას არ გეგმავს და მთლიან აქცენტს არსებული რესურსის გამოეყენებაზე გააკეთებს.
როგორც ცნობილია, ფლიკი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტ შანს მისცემს. მაგალითად, გაიზრდება როგორც შეძენილი ფეხბურთელების (მარკ როკა, ტიაგო დანტასი), ასევე აკადემიის მოთამაშეების სათამაშო დრო და მათ ხშირად ვიხილავთ მინდორზე.
არ არის გამორიცხული, კლუბმა რამდენიმე ტრანსფერი მაინც განახორციელოს, თუმცა, ისინი არ იქნება ძვირადღირებული და ხმაურიანი.
გუშინ France Football-მა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც მიუნხენის "ბაიერნიდან" ორი ლეგენდა, ლოთარ მათეუსი და ფრანც ბეკენბაუერი მოხვდნენ.
როგორც ჩანს, ფრანგულ გამოცემას არ ეთანხმება MMA-ს ცნობილი მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი სახის პოსტი გამოაქვეყნა.
"ხავისა და ბეკენბაუერის ნაცვლად, პირადად მე ზიდანსა და სერხიო რამოსს ჩავსვამდი. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ის აუცილებლად დელ ბოსკე იქნებოდა." - წერს ხაბიბი საკუთარ გვერდზე.
მილანის "ინტერისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, კრისტიან ვიერიმ რომელუ ლუკაკუ და რობერტ ლევანდოვსკი შეადარა.
"თუ ლუკაკუ "ბაიერნში" ითამაშებდა, ის იმდენივე გოლს გაიტანდა, რამდენსაც ლევანდოვსკი. პოლონელი კი "ინტერში" ლუკაკუზე უფრო ნაკლებ გოლს გაიტანდა."
"ამჟამად ლუკაკუ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, მეორეზე ჰოლანდია, ლევანდოვსკი კი მხოლოდ მესამეა. ლუკაკუ "ბაიერნში" 70 გოლს გაიტანდა." - აცხადებს ვიერი.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"კიმიხის აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა, ის ხვალ არ იქნება. არ გვსურს, მოვლენების დაჩქარება. დაველოდებით რამდენიმე დღე."
"რამდენიმე გუნდს დაახლოებით თანაბარი ქულები აქვთ დაგროვებული. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის მოსაგებად არაერთი კლუბი იბრძოლებს. ვეცდებით, მომდევნო 2 მატჩში 6 ქულა ავიღოთ და პოზიცია გავიმყაროთ."
"ლეროი ფეხბურთს ისე უყურებს, როგორც მე. მან იცის, რომ დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. სერიოზული ტრავმა, ტრანსფერი, კვლავ ტრავმა, ახალი საფეხბურთო იდეების გარემო. მას ამ ყველაფერთან ადაპტაცია სჭირდება."
"როდესაც კომანს ტრავმა არ აქვს, ის დიდებული ფეხბურთელია. კინგსლი მუდამ ეხმარება თანაგუნდელებს და სიამოვნებას იღებს ფეხბურთისგან."
"ვფიქრობ, ხუთშაბათს ჯილდოს ლევანდოვსკი მიიღებს. 2020 წელს მასზე უკეთესი არავინ ყოფილა და ეს დაიმსახურა. მწვრთნელის ტიტული მეორეხარისხოვანია ჩემთვის."
"გორეცკას თამაში ხვალინდელ მატჩში გამორიცხულია. იმედი მაქვს, ის შაბათს შეძლებს დაბრუნებას." - აცხადებს ფლიკი.
მოგეხსენებათ, დღეს France Football-მა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
ფრანგულმა გამოცემამ, გარდა ამისა ასევე მეორე და მესამე საუკეთესო თერთმეტეულებიც გამოავლინა.
სამწუხაროდ, მეორე გუნდში ვერცერთი "ბაიერნის" ლეგენდა ვერ მოხვდა, თუმცა, მესამე შემადგენლობაში ერთბაშად სამ მიუნხენელს ვხედავთ. ესენი არიან მანუელ ნოიერი, პოლ ბრაიტნერი და ფილიპ ლამი.
16 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადია აიღებს სტარტს. ალბათ, საინტერესოა, როგორ გამოიყურება ბუკმეიკერების აზრით ტურნირის ფავორიტთა სია.
პირველ ადგილზე მიუნხენის "ბაიერნია", რომელსაც ყველაზე დაბალი, 3.50 კოეფიციენტი აქვს.
შანსებით მეორე და მესამე ადგილებზე "სიტი" და "ლივერპული" არიან, შესაბამისად 5.0 და 7.0 კოეფიციენტებით. ხუთეულში ასევე "იუვენტუსი" და "პსჟც" შედიან.
რაც შეეხება 1/8 ფინალურ ეტაპს. "ბაიერნის" წყვილში გამარჯვების შანსი 1.15 კოეფიციენტით ფასდება, მაშინ, როცა "ლაციოს" შემდეგ ეტაპზე გასვლას 4.50 აქვს კოეფიციენტი.
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ლაციო ძლიერი გუნდია, თუმცა, ჩვენ ფავორიტები ვართ. მათ დიდებული შემტევები ჰყავთ. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა შეუძლია ჩირო იმობილეს."
"ლევანდოვსკი ამ დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება და მეც ამას ვაპირებ, როგორც მეკარე."
"ამ სტადიონთან დიდი მოგონებები გვაკავშირებს, როცა "რომა" დავამარცხეთ. თავის მხრივ, მირო "ლაციოში" თამაშობდა. ასე რომ, მოუთმენლად ველოდებით ამ თამაშს." - აცხადებს მანუ.
მოგეხსენებათ, დღეს France Football ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ასახელებს.
მას შემდგომ, რაც გამოცემამ მეკარისა და დაცვის ხაზის პოზიციებზე საუკეთესოები დაასახელა, ჯერი ნახევარმცველებზე მიდგა.
ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ თერთმეტეულში კიდევ ერთი მიუნხენელი მოხვდა, ეს ლოთარ მათეუსი გახლავთ. გამოცემამ ის სიმბოლურ ნაკრებში ხავი ერნანდესთან ერთად ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში განაწესა.
რაც შეეხება შემტევ ნახევარმცველებს, ამ პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესოდ დიეგო მარადონა და პელე დასახელდნენ.
დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება.
წილისყრის შემდგომ "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
"შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა ვიცით, რომ იტალიურ გუნდებთან თამაში მარტივი არასდროს არის."
"კლოზესთვის ეს განსაკუთრებული დაპირისპირება იქნება, რადგან ის "ლაციოში" თამაშობდა. ვფიქრობ, საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩს ვუყურე და რომაელებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე მაქვს." - აცხადებს ფლიკი.