ლონდონის "ტოტენჰემის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ფეხბურთელი, ჟერომ ბოატენგი გამოჩნდა.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ვეტერანი მცველი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს და დიდი ალბათობით, ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მოურინიო უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და ბოატენგის დამატება მოსთხოვა. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი სპეციალისტი 32 წლის ფეხბურთელს გარანტირებულ სათამაშო დროს ჰპირდება.
თავის მხრივ ბოატენგის გადასაბირებლად მეორე ლონდონური კლუბი, "არსენალიც" იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი მცველის დამატება მოურინიოს გასულ წლებშიც სურდა, როდესაც ის ჯერ კიდევ "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
ფრანგული "მონაკოს" ყოფილმა დამრიგებელმა და ამჟამად უმუშევარმა, ლეონარდო ჟარდიმმა თანამედროვე მწვრთნელებზე ისაუბრა.
"სულ თითზე ჩამოსათვლელია ისეთი მწვრთნელების რაოდენობა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა და რომელიმე ქვეყნის შიდა ჩემპიონატი მოიგეს. კარგ გუნდში სამუშაოდ საჭიროა კარგი კონტაქტები, ურთიერთობები და ნდობა."
"მაგალითად შეხედეთ "პსჟს" და "ბაიერნის" მწვრთნელებს. მათ რეზიუმეს რომ გადახედოთ, ჩემსას ნამდვილად არ სჯობია. ფლიკი სულაც მწვრთნელის ასისტენტი იყო დანიშვნამდე." - აცხადებს ჟარდიმი.
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ თავისი პოტენციური მომავალი კლუბი დაასახელა.
"ვფიქრობ, პრემიერლიგაში თამაშის დროს თავდაჯერება მაკლდა. ახლა, როდესაც ვუყურებ ჩემს გადაწყვეტილებას "არსენალიდან" წასვლაზე, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი."
"ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა. გასული პერიოდის განმავლობაში მე აღვიდგინე რწმენა, მომეცა შანსი, რომელიც გამოვიყენე და ამით ბედნიერი ვარ."
"დავბრუნდებოდი თუ არა "არსენალში"? დიდი სიამოვნებით. ეს ჩემი პირველი არჩევანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გერმანიას დავტოვებ." - აცხადებს გნაბრი.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დორტმუნდთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"ეს მნიშვნელოვანი თამაშია როგორც გუნდებისთვის, ასევე ფანებისთვის და მწვრთნელებისთვისაც. "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს. მათგან დიდ პრობლემებს ველოდებით."
"ლეონ გორეცკამ გუშინ სრულად ივარჯიშა. ის მზადაა სათამაშოდ. რაც შეეხებათ ზირკზესა და ზულეს, მათი პასუხები კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი იყო, თუმცა, ხვალ ვერ დაგვეხმარებიან."
"ეს კლასიკური გერმანული დერბი იქნება. ვიცით, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ მატჩზეა და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს."
"ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროა, რომ ფანების გარეშე გვიწევს თამაშების ჩატარება, მაგრამ სხვა გზა არ არის. იმედი მაქვს, გულშემატკივრები მალე დაბრუნდებიან სტადიონზე."
"ყველა ფეხბურთელს სურს ეროვნულ გუნდში თამაში. ჩემი ინფორმაციით, მოთამაშეები, რომლებიც "ბაიერნიდან" გამოიძახეს, ყველა წავა სანაკრებო შეკრებაზე." - აცხადებს ფლიკი.
გუშინ მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ახალგაზრდა შემტევს, იოზუა ზირკზეს კორონავირუსი დაუდგინდა.
19 წლის ფეხბურთელმა დღეს განმეორებითი ტესტი ჩაიტარა, რომელზეც ამჯერად უკვე უარყოფითი პასუხი მიუვიდა.
ამის მიუხედავად, ზირკზე თვითიზოლაციაში რჩება და ის ხვალ, "დორტმუნდის" წინააღმდეგ განაცხადში არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში ნიკლას ზულესა და სერჟ გნაბრისაც დაუდგინდათ ვირუსი და მათ ზირკზეს მსგავსად რამდენიმე დღის შემდეგ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ.
მომდევნო კვირაში სანაკრებო პაუზა აიღებს სტარტს, რა დროსაც გერმანიის ეროვნული გუნდი 3 შეხვედრას გამართავს.
11 ნოემბერს ბუნდესნაკრები ამხანაგურად ჩეხეთს გაეჯიბრება, 14 და 17 ნოემბერს კი გუნდი ერთა ლიგის მატჩებს გამართავს უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ.
იოახიმ ლიოვმა მატჩებამდე 1 კვირით ადრე განაცხადი დაასახელა, რომელშიც "რეკორდმაისტერის" მხრიდან 5 ფეხბურთელი მოხვდა.
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში კორონავირუსის შემთხვევები მოხშირდა. ამჯერად ტესტზე დადებითი პასუხი იოზუა ზირკზეს მიუვიდა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტესტი დღეს ჩაიტარა, დადებითი პასუხის შემდეგ კი თვითიზოლაციაში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირების განმავლობაში სერჟ გნაბრისა და ნიკლას ზულესაც დაუდგინდათ ვირუსი, თუმცა, ორივე მათგანს განმეორებითი ტესტის შემდეგ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ.
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "დორტმუნდთან" მატჩამდე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"დორტმუნდი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი მეტოქეა. მე გელზერკიხენიდან ვარ და ამ გუნდთან განსაკუთრებული დაპირისპირება მაკავშირებს."
"ლევის უდიდესი გამოცდილება აქვს. ის საჯარიმოში უბრალოდ მკვლელი მონსტრია და ნებისმიერ წამს შეუძლია გოლის გატანა. ჰოლანდი უფრო მეტად უკანა ხაზიდან თამაშობს და თავისი სისწრაფის წყალობით ახერხებს მეტოქეთა დამწუხრებას."
"მათ შორის ერთი მთავარი განსხვავებაა, ლევანდოვსკის ორივე ფეხით შეუძლია ბრწყინვალედ თამაში. იმედი მაქვს, ჰოლანდი სიურპრიზებს არ დაგვახვედრებს შემდეგ მატჩში." - აცხადებს მანუ.