bayern.ge სიახლეები გვერდი 581
ფლიკის პირველი კომენტარი "ლოკომოტივის" დამარცხების შემდეგ
მოსკოვის "ლოკომოტივთან" გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"რთული გამარჯვება იყო. მოსკოველები თავს ძალიან კარგად იცავდნენ და სწრაფად უტევდნენ, რის გამოც მათ ბევრი შანსი ექმნებოდათ."

"საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ 1:2 გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო. მიუხედავად იმისა რომ ეს ის თამაში არ იყო, რისთვისაც ჩამოვედით."

"პირველი გოლი? ეს ჩვენი თამაშის სტილია, რომლითაც მეტოქეს ვაიძულებთ დაიხიოს უკან და ჩაჯდეს დაცვაში. ამ ხერხმა დღეს რამდენჯერმე გაამართლა და ერთ ეპიზოდში გოლიც გავიტანეთ." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერი: "ბოლო კვირების განმავლობაში ხასიათი გამოვავლინეთ"
"ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა მოსკოვში მოპოვებული 3 ქულის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"გამარჯვებით გახარებულები ვართ. რთული საღამო იყო. "ლოკომოტივმა" ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. ისინი მწვავედ გვიტევდნენ."

"საერთო ჯამში ტურნირზე კარგად დავბრუნდით. ვფიქრობ, ბოლო კვირების განმავლობაში კარგად წარმოვაჩინეთ ჩვენი გუნდის ხასიათი." - აცხადებს მანუ.
კიმიხი: "საქმის უფრო ადრე დამთავრება გვმართებდა"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა მოსკოვის "ლოკომოტივთან" გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული გამარჯვება გამოვიდა. 3 ქულა მოვიპოვეთ, თუმცა, საქმის უფრო ადრე დამთავრება გვმართებდა."

"გოლი საწყის წუთებშივე გავიტანეთ, რომელიც თითქმის არაფრიდან შევქმენით, თუმცა, შემდეგ მომენტები ვეღარ შევქმენით, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში."

"მეტოქეს არაერთხელ სახიფათო კონტრ-შეტევა ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ მაინც მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ." - აცხადებს კიმიხი.
"ლოკომოტივი" 1:2 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

რატომ არ დაინიშნა ჯარიმა ლევანდოვსკის ეპიზოდში
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრის დროს მთავარმა არბიტრმა სტუმართა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა, ვიდეო-რეფერის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა.

მიზეზი გახლდათ ის, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. თუმცა, პენალტის გაუქმების შემდეგ არბიტრმა არც საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა, მიზეზი კი ვიდეო-რეფერის წესებია.

კერძოდ, VAR-ის წესის მიხედვით, მსაჯს მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ წითელი ბარათის, ოფსაიდის ან პენალტის დანიშვნის ეპიზოდში. თუ არცერთი არ ფიქსირდება, შეხვედრა ჩვეულებრივად გრძელდება, გაჩერების გარეშე. პენალტის გაუქმება და მისი ჯარიმად გადაკეთება არ შეიძლება.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საპირისპირო და ზემოხსენებულ ეპიზოდში მთავარი არბიტრის პირველი გადაწყვეტილება იქნებოდა ჯარიმა ხაზს გარეთ და VAR დაადგენდა, რომ დარღვევა ხაზს შიგნით არ იყო, მაშინ ჩვეულებრივად დაინიშნებოდა საჯარიმო დარტყმა.
"არ არის თამაშგარე, მაგრამ არის ნოიერი" - მანუ თავის სტიქიაშია
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და მიუნხენის "ბაიერნის" პირველი ტაიმის მიმდინარეობის დროს მანუელ ნოიერმა ბოლო მცველის როლი მოირგო და გუნდი საფრთხისგან იხსნა.

იხილეთ ვიდეო.
პავარის ულამაზესი გადაცემა გორეცკამ დააგვირგვინა (ვიდეო)
"ლოკომოტივისა" და "ბაიერნის" შეხვედრის მე-12 წუთზე ლეონ გორეცკამ პავარის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო.


"ლოკომოტივი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" სტუმრობს.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - მიულერი, ტოლისო, კომანი - ლევანდოვსკი.
ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored-მა ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში "რეკორდმაისტერის" მხრიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. მოგეხსენებათ, კლუბმა გასულ ტურში "აინტრახტი" 5:0 დაამარცხა და მოთამაშეებს გარჯა დაუფასდათ.

იხილეთ სრული თერთმეტეული:

ტონი კროოსმა "რეალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს შეადარა
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა თავისი კლუბი მიუნხენის "ბაიერნს" შეადარა.

"გასული თვეების განმავლობაში "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. გადახედეთ ამ გუნდის შედეგებს და სათამაშო სტილს."

"უნდა შეეგუო, რომ ზოგიერთი კლუბი შედარებით უკეთესია, თუმცა, მსგავსი რამ უკვე გამოვცადეთ. 2016-18 წლებში ჩვენ ვიყავით საუკეთესოები."

"ლოგიკურია, რომ ათი წლის განმავლობაში ვერ შეინარჩუნო ეს სტატუსი, რადგან მსოფლიოში არაერთი დიდი გუნდი არსებობს. თუმცა, მჯერა, რომ შეგვიძლია კვლავ ამ დონეზე დაბრუნება, რისთვისაც დიდი მუშაობა დაგვჭირდება." - აცხადებს კროოსი.

ყველა დროის 15 საუკეთესო მეკარის ვინაობა ცნობილია
ცნობილმა გამოცემა 90min.com-მა მსოფლიოს ყველა დროის 15 საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ სიაში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან სამი ფეხბურთელი, ზეპ მაიერი, მანუელ ნოიერი და ოლივერ კანი მოხვდნენ. "ტიტანი" ჩამონათვალში მე-13 ადგილზე გავიდა, რაც შეეხება მანუს, მას მხოლოდ და მხოლოდ მე-9 ადგილი ერგო. მაიერი კი მეექვსეზე გავიდა.

სრული თხუთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

15. ნევილ საუთოლი

14. პეტ ჯენინგსი

13. ოლივერ კანი

12. ვოლტერ ზენგა

11. ედვინ ვან დერ სარი

10. პიტერ შილტონი

9. მანუელ ნოიერი

8. მიშელ პრედჰომი

7. იკერ კასილასი

6. ზეპ მაიერი

5. გორდონ ბენსკი

4. დინო ძოფი

3. პიტერ შმეიხელი

2. ლევ იაშინი

1. ჯანლუიჯი ბუფონი
მიულერი: "მსგავსი საუბრები მაშინ იწყება, როდესაც მინდორზე შენს საქმეს ვერ აკეთებ"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა "ლოკომოტივთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მოხარულები ვართ ჩემპიონთა ლიგის დაწყებით. გუნდში კარგი ატმოსფეროა, ყველანი კარგ განწყობაზე ვართ."

"ჩემი გადმოსახედიდან მიმდინარე სეზონი დიდად არ განსხვავდება წინასგან. რა თქმა უნდა, შედარებით მეტი მატჩის ჩატარება გვიწევს მოკლე პერიოდში, მაგრამ მსგავსი საუბრები მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც მინდორზე შენს საქმეს ვერ აკეთებ."

"ყველა თამაშისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ, განსაკუთრებით კი შეტევაში. გუნდი მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის. რაც შეეხება დაცვას, შესაძლოა, თავდაპირველად კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ "ატლეტიკოსთან" და "აინტრახტთან" გამოვაჩინეთ ჩვენი ძალები."

"ბაიერნი ყოველთვის ფავორიტებს შორის სახელდება და დასკვნით ფაზამდე მისვლას ყოველთვის ვახერხებთ. ახლა კარგ ფორმაში ვართ, თუმცა, ეს მარტსა და აპრილში არ გამოგვადგება. მთელი სეზონი მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ." - აცხადებს მიულერი. 

"ლოკომოტივი" - "ბაიერნი" განაცხადი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" სტუმრობს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე "რეკორდმაისტერის" დამრგებელმა, ჰანს ფლიკმა გუნდის განაცხადი დაასახელა.

იხილეთ შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად რუსეთში მიემგზავრება:


ფლიკი: "ფრთხილად უნდა ვიყოთ. "ლოკომოტივმა" რუსეთში ეს მოახერხა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მოსკოვის "ლოკომოტივთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სანაკრებო პაუზის დროს თომასს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა დასასვენებლად და ძალების 100%-ით აღსადგენად, რაც მან გამოიყენა."

"ვიცი, რომ მარკ როკას ჯერ ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი არ ჰქონია, თუმცა, ამის საჭიროება არ ყოფილა. აქტიურად ვაკვირდები მის პროგრესს და ის მიიღებს შანსს, როდესაც დრო მოვა."

"ყველა ჯანმრთელია. სერჟი უკვე დაუბრუნდა გუნდს და შეიძლება, სასტარტო თერთმეტეულშიც ითამაშოს. მან მხოლოდ 4-5 დღე გამოტოვა გასაგები მიზეზების გამო."

"დევისის ტრავმა ამ სპორტის ერთ-ერთი ნაწილია. სერიოზული დაზიანება არ არის, თუმცა 6-8 კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ მას. აუცილებლად დაგვჭირდება მისი დახმარება სეზონის დასკვნით ნაწილში."

"ტოლისო კარგ ფორმაშია. მან თავისი შესაძლებლობები "ატლეტიკოსთანაც" დაამტკიცა და კარგად ითამაშა "არმინიასთანაც". ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას თამაში სიამოვნებს."

"მუსიალასადმი ჩვენი დამოკიდებულება ნათელია. მიზანი გვაქვს, რომ ეტაპობრივად განვითარდეს, რაც ხერხდება კიდეც. მას ბურთთან ერთად კარგად თამაში შეუძლია, თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, სადაც პროგრესი საჭიროა."

"მოსკოვის "ლოკომოტივი" ძალიან კარგ ფორმაშია. ამ გუნდმა რუსეთში მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა. გარდა ამისა, მათ ედერის და სმოლოვის სახით კარგი შემტევებიც ჰყავთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ." - აცხადებს ფლიკი.
"ლოკომოტივი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" რუსეთში ჩავა და მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო თერთმეტეულს მომდევნო შეხვედრისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - ტოლისო, კიმიხი - კომანი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2