“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება.
დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნიდან" შესაძლო წასვლაზე საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ჭორები კი ორივე მხარის წარმომადგენლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა.
ამის მიუხედავად, გერმანული გამოცემა Bild მიიჩნევს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 28 წლის მცველის გაყიდვა ძალიან არარეალურია. ამის მიზეზად კი სატრანსფერო ფასი სახელდება.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერს" ავსტრიელი ფეხბურთელის გაყიდვით 60 მილიონი ევროს მიღება სურს, ამ ეტაპზე კი მსგავსი თანხის გადამხდელი არცერთი გუნდი არ არის.
არსებობს საკმაოდ რეალური შანსი იმისა, რომ ალაბა სეზონის დასრულებამდე დარჩეს გუნდში და შემდგომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. თუმცა, ეს "ბაიერნისთვის" ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი იქნება.
მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, დავიდ ალაბას მამამ თავისი შვილის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"დავიდი გუნდში მოვიდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. წლების მანძილზე აქედან წასვლის არაერთი შანსი არსებობდა, მაგრამ ჩვენ კლუბის ერთგული დავრჩით."
"ბაიერნისგან საჯაროდ მსგავსი სახის ტყუილებს ხელფასსა ბონუსებზე ნამდვილად არ ველოდით. იმის მტკიცება, რომ შეთანხმება ჩვენი მაღალი მოთხოვნების გამო ვერ ხერხდება, მტკნარი სიცრუეა."
"ჩვენ ჩვენი იდეები გვაქვს. მსგავსი სახის ტყუილების გავრცელება იმიტომ დაიწყეს, რომ მათ მოთხოვნებს არ ვთანხმდებით." - აცხადებს დავიდის მამა.
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელ მცველს, დავიდ ალაბას რომ კლუბის დატოვება სურს, ეს ამბავი არახალია. 28 წლის ფეხბურთელის მსურველთა რიცხვს კიდევ ერთი კლუბი შეუერთდა.
ბრიტანული გამოცემა Football London-ის ინფორმაციით, ალაბას შეძენით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება.
მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ვარსკვლავი დაიმატეს, ავსტრიელი მცველი კი ფრენკ ლამპარდის ბოლო მოთხოვნაა.
ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 1 წელიწადში უმთავრდება და მხარეები ახალ პირობებზე ვერ თანხმდებიან. კლუბს მისი უფასოდ გაშვებაც არ სურს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ავსტრიელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს კლუბს.
გერმანული გამოცემა Kicker ჰანს ფლიკის სატრანსფერო მოთხოვნებს ასაჯაროებს.
წყაროს ცნობით, ფანჯრის დახურვამდე სამი კვირით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს ორი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა აქვს.
პირველ რიგში, მას ახალი მარჯვენ მცველი სჭირდება, რომელიც ბენჟამინ პავარს დასვენების საშუალებას მისცემს. კლუბი აქტიურად განიხილავდა სერჟინიო დესტის დამატებას, თუმცა, დიდი ალბათობით ტრანსფერი აღარ შედგება და ახალი ვარიანტის მოძიება გახდება საჭირო.
ასევე, ფლიკს სურს, რომ ახალი ცენტრალური ნახევარმცველი შეიძინონ. მოგეხსენებათ, ტიაგო ალკანტარა "ბაიერნის" დატოვებას გეგმავს და ჰანსს სწორედ მისი შემცვლელი ესაჭიროება.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის "იუვენტუსსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის შესაძლოა, ხმაურიანი გაცვლა ვიხილოთ.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, კლუბები ტიაგო ალკანტარასა და დუგლას კოშტას გაცვლის ვარიანტს განიხილავენ.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერს" ახალი ვინგერის დამატება უნდა. გარდა ამისა, ესპანელი ნახევარმცველი ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე ის კლუბს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა "ბაიერნის" რიგებში 2015-17 წლებშიც ასპარეზობდა.
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტთა საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლისაბონში, იმ სასტარტო თერთმეტეულში, რაც "ბაიერნს" ჰყავდა გამოყვანილი, კლუბმა მხოლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადა. "პსჟს" კი მარტო ნეიმარის შეძენა დაუჯდა 200 მილიონი." - აცხადებს ჰიონესი.
შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზული გუნდი 1:0 დაამარცხა და ტიტულსაც დაესაკუთრა.
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული გარემარბი, არიენ რობენი, შესაძლოა, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ვეტერანმა ფეხბურთელმა სულ ახლახანს განაახლა საფეხბურთო კარიერა და ის "გრონინგენის" ღირსებას იცავს.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დუაიტ ლოდევეგეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რობენი კარიერის განახლების შემდეგ მაღალ დონეს აჩვენებს, მაშინ მას ნაკრებში დაუძახებენ.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული "ბაიერნის" ლეგენდა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ.
ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ბაიერნთან 18 ფინალური პაექრობის შემდეგ გერმანული გრანდის სიძლიერე აღიარავფიქრობ ნორმალურად ვიასპარეზეთ რთულია ამის თქმა 14 წაგების შემდეგ შედეგით რა თქმა უნდა ძალიანა იმედგაცრუებული ვარ ვფიქრობ 02ზე გამძლეობა გამოვავლინეთ მაგრამ შემდეგ მეტოქეს საკუთარი შეცდომებით გავატანინეთ გოლებიბაიერნის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო ვინაიდან ბევრი დებიუტანტი გვყავდა ზუსტად ვიცი თუ რა კომპონენტებში უნდა მოვუმატოთ და აუცილებლად დავბრუნდებითბაიერნის გამოცდილება ჩვენთან შედარებით იმდენად დიდი იყო რომ ამ ორ თამაშში უფრო მეტი დადებითი დავინახე ვიდრე უარყოფითი განაცხადა ახალგაზრდა ინგლისელმა სპეციალისტმამიუნხენელებმა ლონდონური კლუბი ჯერ გასვლაზე 30 რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი დღეს სახლში 41 გაანადგურეს
მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა ლონდონის ჩელსისთან დღევანდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო31 წლის გერმანელს მეორე ტაიმში მოედნის იძულებით დატოვება მოუწია მაგრამ როგორც მატჩის შემდეგ ირკვევა მისი დაზიანება სერიოზული არააროგორც ჩვენი სამედიცინო შტაბი იუწყება ყველაფერი არც ისე ცუდადაა აღნიშნა თამაშის შემდეგ მიუნხენელთა თავკაცმა ჰანსი ფლიკმარეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალში 14 აგვისტოს კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდებაჟერომ ბოატენგმა მიმდინარე სეზონში სულ 34 მატჩი ჩაატარა და ფლიკის მოსვლის შემდეგ გუნდის უცვლელი ფიგურაა
ლონდონის ჩელსის ბარიერის დამაჯერებლად გადალახვის შემდეგ მიუნხენურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალურ ეტაპზე დიდი ბრძოლა ელოდებაჰანსი ფლიკის გუნდი რომელმაც არისტოკრატები ორი მატჩის ჯამში 71 გააცამტვერა მომდევნო სტადიაზე კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდებასაინტერესოა რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ბაიერნისა და ბარსელონას მეოთხე საფლეიოფო შეხვედრა იქნება აქამდე გამართული სამი დაპირისპირებიდან კი გამარჯვებული საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა2009 წელს ბლაუგრანამ მიუნხენური გრანდი 14 ფინალში გამოაგდო და ჩემპიონი გახდა მიუნხენელებმა რევანში 2013 წელს 12 ფინალში აიღეს 70 და ტურნირიც მოიგესამ გუნდების გზები ბოლოს 2015 წელს 12 ფინალში გადაიკვეთა მაშინ ბარსელონამ ორი მატჩის ჯამში 53 მოიგო და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდაასე რომ სტატისტიკის მიხედვით 14 აგვისტოს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტურნირის ნაადრევ ფინალს უნდა ველოდეთ
კატალონიის ბარსელონას ყოფილმა შემტევმა ლეგენდარულმა რივალდომ ფილიპე კოუტინიოს მომავალზე ისაუბრაყველაფერი იქით მიდის რომ ბაიერნი სეზონის ბოლოს ფილიპე კოუტინიოს არ გამოისყიდის და ის ბარსელონაში დაბრუნდებაყოველთვის ვფიქრობდი რომ ის ესპანურ ფეხბურთს უფრო მოერგებოდა ვიდრე გერმანულს ვინაიდან გერმანულ კულტურაში არის მომენტები და ენის ფაქტორი რომელთან შეგუებაც ბრაზილიელისთვის რთულიასამწუხაროდ მისთვის ყველაფერი იდეალურად არ წარიმართა და ის ბარსელონაში დაბრუნდება განაცხადა 47 წლის ბრაზილიელმა27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ბაიერნმა გასული წლის ზაფხულში იჯარით დაიმატა და კოუტინიომ 32 თამაშში 9 გოლი გაიტანა 6 ასისტი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა ზაფხულში გერმანული სუპერტალანტის კაი ჰავერტცის დამატებას გეგმავსგერმანული პრესის ინფორმაციით რეკორდმაისტერმა ლევერკუზენის ბაიერის ნახევარმცველს პირველი ოფიციალური წინადადებითაც მიმართამიუნხენური კლუბი ჰავერტცს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით20 წლის გერმანელი მოთამაშე ბაიერნის რადარზე უკვე დიდი ხანია იმყოფება და გამომდინარე იქიდან რომ კაის ბევრი მსურველი ჰყავს მიუნხენელები დროს არ კარგავეენ201920 წლების სეზონში ჰავერტცმა 29 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა მან უკვე დაადასტურა რომ ზაფხულში ბაიერს დატოვებს