bayern.ge სიახლეები გვერდი 599
რობენი ამ გოლზე დღემდე ემოციებს ვერ ვმალავ
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა არიენ რობენმა 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენაამ მომენტს უკვე 2030ჯერ ვუყურე მაგრამ ყოველ ჯერზე ტანში ჟრუანტელი მივლისმადლობა უნდა გადავუხადოთ ფრანკს რა თქმა უნდა გოლი მე გავიტანე მაგრამ ძალიან ცოტა მოთამაშე თუ გააკეთებდა ასეთ ინტელექტუალურ გადაცემას გაიხსენა მფრინავმა ჰოლანდიელმარეკორდმაისტერმა 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა და უემბლიზე დორტმუნდის ბორუსია 21 დაამარცხაგამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე არიენ რობენმა ფრანკ რიბერის ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ გაიტანა
რატომ თქვა უარი ჰადსონოდოიმ ბაიერნში გადასვლაზე
ლონდონის ჩელსის ახალგაზრდა სუპერტალანტმა კალუმ ჰადსონოდოიმ მიუნხენის ბაიერნთან ჩაშლილ შეთანხმებაზე ისაუბრაფრენკი ლამპარდის მოსვლა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო მას ნათქვამი ჰქონდა რომ ახალგაზდა მოთამაშეები ძალიან უყვარს და თავიდანვე გამიხარდა როდესაც მისი მოსვლის შესახებ გავიგემისი მოსვლის შემდეგ ვიფიქრე რომ დიახ ესეც ასე ლამპარდთან ერთად გუნდიდან წასვლაზე უკვე აღარც მიფიქრია განაცხადა 19 წლის ინგლისელმაბაიერნი ჰადსონოდოის სერიოზულად უმიზნებდა და 2019 წლის იანვარში მის გადაბირებასთან ახლოსაც იყო მაგრამ საბოლოოდ ჩელსიმ მისი ტრანსფერი დაბლოკა
ჰიონესმა ბორუსიასთან გამარჯვება შეაფასა
მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დორტმუნდის ბორუსიასთან დიდებული გამარჯვება შეაჯამამოთამაშეებმა რომლებიც ასევე იყვნენ დამნაშავეები იმაში რომ დღეს ნიკო კოვაჩი ჩვენი მთავარი მწვრთნელი აღარაა იცოდნენ თუ რა უნდა ექნათ დღეს მოედანზეახალი მთავარი მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოესი 14 დღის განმავლობაში მივიღებთნიკო ჩვენი მეგობარია მინდოდა რომ ის კარგად წასულიყო ჩვენ ერთმანეთს კიდევ ვხვდებით ის სიტუაციით არ არის ბედნიერი მაგრამ ვგრძნობ რომ ზეწოლისგან გათავისუფლდა აღნიშნა ულიმრეკორდმაისტერმა ნიკო კოვაჩი გასული კვირის ბოლოს ფრანკფურტის აინტრახტთან 15 განადგურების შემდეგ გაათავისუფლაგუშინ კი ბაიერნმა საკუთარ მოედანზე დორტმუნდის ბორუსია 40 გაანადგურა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
მარტინესი კიმიხი ბაიერნის კაპიტანი გახდება
მიუნხენის ბაიერნის გამოცდილმა უკანა ხაზელმა ხავი მარტინესმა იოზუა კიმიხს უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველაიო არის მოთამაშე რომელიც ბაიერნს იდეალურად ერგება ის უკვე ასეთ ადრეულ ასაკში ერგება და აკმაყოფილებს კლუბის ყველა სტანდარტსშთაბეჭდილება მრჩება რომ მას უკვე რამდენიმე ასეული თამაში აქვს ჩატარებული და სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული რომ ის კიდევ ძალიან ბევრ მატჩს დააგროვებსკიმიხი გუნდისთვის უკვე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ვფიქრობ ერთ დღესაც ის ბაიერნის კაპიტანიც გახდება განაცხადა 31 წლის ესპანელმა24 წლის იოზუა კიმიხი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან იცავს ხოლო ძირითადის უცვლელი წევრი 201718 წლების სეზონიდან გახდაუნივერსალურმა გერმანელმა რომელსაც დაცვის მარჯვენა ფრთაზე და ნახევარდაცვის ცენტრში შეუძლია თამაში რეკორდმაისტერის მაისურით უკვე 189 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლის გატანაც მოახერხა
ვენგერი ბაიერნის მომავალი მწვრთნელი არ ვიქნები
ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა მიუნხენის ბაიერნთან მის კავშირს საბოლოოდ ახადა ფარდაბოლო პერიოდში რეკორდმაისტერი ლონდონის არსენალის ყოფილ თავკაცთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენმე არ ვიქნები ბაიერნის მომდევნო მთავარი მწვრთნელი მიუნხენურ კლუბს წარმატებას ვუსურვებ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია განაცხადა არსენ ვენგერმა70 წლის ფრანგმა სპეციალისტმა მინიმუმ 15 წლიანი კონტრაქტი მოითხოვა რაზეც ბაიერნმა უარი განაცხადამიუნხენური გრანდის მიზანია რომ სეზონის ბოლომდე დროებითი თავკაცი აიყვანოს ხოლო 202021 წლების სეზონიდან ახალი გუნდის შენება ერიკ ტენ ჰაგთან ერთად დაიწყოს
რუმენიგემ დაადასტურა ფლიკი მუშაობას გააგრძელებს
დორტმუნდის ბორუსიასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ ჰანსი ფლიკს მხარდაჭერა გამოუცხადაუახლოეს ცვლილებებამდე ჰანსი ფლიკთან ერთად ვიმუშავებთ თამაშის წინ მან აღნიშნა რომ ეს მისთვის საფინალო ხაზია მე კი ვიტყოდი რომ მან საფინალო ხაზი დიდებულად გადაკვეთა ახლა მასთან ერთად მშვიდად გავაგრძელებთ მუშაობასმოხარულები ვართ იმ გზით რომლითაც დღეს საკუთარი თავი წარმოვადგინეთ ქომაგების რეაქცია მათი ოვაციები და შეძახილები მკაფიოდ გამოხატავდა იმას რომ ბაიერნმა აჩვენა ლამაზი ფეხბურთი განაცხადა რუმენიგემრეკორდმაისტერმა ფლიკთან ერთად ორიდან ორი შეხვედრა მოიგო ოლიმპიაკოსის 20 დამარცხების შემდეგ ბაიერნმა შინ მთავარი მეტოქე დორტმუნდის ბორუსია 40 გაანადგურა
ფლიკმა ბორუსიასთან გამარჯვება შეაფასა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა დორტმუნდის ბორუსიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება შეაფასაგავაკეთეთ ის რაც გვინდოდა და რისთვისაც გავედით მოედანზე ვითამაშეთ ფეხბურთი რომლის ყურებასაც ჩვენი ფანები მიჩვეულები არიან და სურთ რომ ბაიერნისგან იხილონროდესაც თავს კარგად იცავ წინ წასასვლელად და შესატევად დამატებითი სივრცე გექმნება და კრეატიულობის ტალღაც გაწვებადღეს თავი კარგად დავიცავით და ამან შედეგი გამოიღოალფონსო დეივისი ის ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა ის ძალიან კარგად განვითარდა ყველაზე მეტად მისი ფიზიკური მონაცემებით ვარ აღფრთოვანებული ძალიან ბედნიერი ვარ განაცხადა 45 წლის გერმანელმარეკორდმაისტერმა დერ კლასიკერი საკუთარ მოედანზე 40 მოიგო და ფლიკმა ორიდან ორი შეხვედრა მოიგო
ლიოვი ფლიკი უნდა დარჩეს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჰანსი ფლიკის მომავალი შეაფასუნდა დარჩეს თუ არა ფლიკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვფიქრობ დიახ მას საკმარისი კომპეტენცია და შესაძლებლობები აქვს ბაიერნს შეუძლია რომ მას სრულიად ენდოს განმარტა ლიოვმაჰანსი ფლიკი 2006 წლიდან მოყოლებული 2014 წლამდე იოახიმ ლიოვის ასისტენტი იყო ბუნდესნაკრებში და მათ მსოფლიო თასი ერთად მოიგეს45 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ბაიერნი ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და ორიდან ორი მატჩი მოიგო მშრალადდღეს მიუნხენელებმა შინ პრინციპული მეტოქე დორტმუნდის ბორუსია 40 გაანადგურეს
შეუჩერებელი  ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი მოხსნა
მიუნხენური გრანდის ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შეუჩერებელ სვლას აგრძელებსგერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე11 ტურში მიუნხენის ბაიერნმა დერ კლასიკერი შინ 40 მოიგო და პოლონელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმაგარდა იმისა რომ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის სასტარტო 11 შეხვედრაში გამოიჩინა თავი მან ლეგენდარული გერდ მიულერის უნიკალური შედეგი გააუმჯობესა196869 წლების სეზონში მიულერმა საოცარი რეკორდი დაამყარა ბუნდესლიგის საწყის 11 ტურში 15 გოლის გატანა მოახერხადღევანდელი დუბლით კი ლევანდოვსკის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საწყის 11 თამაშში უკვე 16 ბურთ დაუგროვდალევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაშ ერთადერთია რომელიც სეზონის სასტარტო 11 თამაშში 16 ბურთი გაიტანა
მათეუსი ფლიკი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა ლოთარ მათეუსმა ჰანსი ფლიკი შეაქო198588 წლებში ჩვენ ბაიერნში ერთად ვთამაშობდით და ვფიქრობ რომ ის ამ სამუშაოსთვის საკმარისად კარგია ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია საქმეს პასუხისმგებლობით უდგება მას აქვს კომუნიკაცია როგორც ძირითადის ისე სათადარიგოს მოთამაშეებთანვფიქრობ ის ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა 54 წლის გერმანელმა კვირის დასაწყისში ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ დროებითი თავკაცის როლი დაიკავა და ორივე თამაში მოიგოოლიმპიაკოსის 20 დამარცხების შემდეგ დღეს მიუნხენელებმა შინ დორტმუნდის ბორუსია 40 გაანადგურეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს
პირველი მოთამაშე ბუნდესლიგის ისტორიაში  მიულერი რეკორდსმენია
დღევანდელი დერ კლასიკერი მიუნხენის ბაიერნის შემტევი ნახევარმცველისთვის თომას მიულერისთვის სარეკორდო აღმოჩნდაბუნდესლიგის მე11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში რეკორდმაისტერმა დორტმუნდის ბორუსია შინ 40 გაანადგურა და მიულერმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთამეორე ტაიმის დებიუტში სერჟ გნაბრიზე გაკეთებული ასისტი მიულერისთვის ბუნდესლიგაში მე100 გამოდგაამრიგად თომას მიულერი გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა რომელმაც 100 საგოლე გადაცემა დააგროვა სტატისტიკის დათვლა 200405 წლების სეზონიდან დაიწყოთომასმა მოგვიანებით 101ე ასისტიც ჩაიწერა აქტივში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 30 წლის გერმანელს უკვე 5 საგოლე პასი დაუგროვდაბუნდესლიგის ყველა დროის ტოპ 5 ასისტენტი1 თომას მიულერი 1012 ფრანკ რიბერი 923 გონსალო კასტრო 674 მარკო როისი 625 მაქს კრუზე 60
კანმა ბაიერნის მომავალზე ისაუბრა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა და მეკარემ ლეგენდარულმა ოლივერ კანმა რეკორდმაისტერის პოტენციური მთავარი მწვრთნელის თაობაზე კომენტარი გააკეთადრომ როდესაც ბაიერნი მხოლოდ კარგი ფეხბურთისთვისა და ბუნდესლიგის მოსაგებად იბრძოდა ჩაიარაფეხბურთი შეიცვალა ის ახლა სპექტაკლია გულშემატკივრები რომლებიც თამაშებს ესწრებიან მოწყურებულები არიან კარგ ფეხბურთს მოლოდინი უდიდესია სტანდარტებმა აიწიაძალიან კარგად უნდა გაანალიზდეს თუ რა ფეხბურთის წარმოდგენა მოუწევს ბაიერნს ვინ არის მწვრთნელი რომელიც ფილოსოფიას იდეალურად ერგება ვფიქრობ ამ საკითხს ძალიან ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ახალი ეპოქა შექმნას განაცხადა ტიტანმანიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ გერმანული გრანდი ახალი თავკაცის ძიებაშია რეკორდმაისტერის სიაში ფავორიტი ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგია რომელიც ზაფხულში გახდება ხელმისაწვდომი
ფლიკი ყველას უნდა დავანახოთ რომ ბაიერნი ვართ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა დორტმუნდის ბორუსიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ისაუბრაახლა ჩემი მიზანი დორტმუნდის ბორუსიაა გვინდა რომ მოვიგოთ სწორედ ეს გვამოძრავებს ახლა მეც და გუნდსაც ვგრძნობ რომ გუნდი მზად არის ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ ამ დიდი კლუბის შესაძლებლობებიჯერ არ ვიცი თუ ვინ ითამაშებს დაცვაში ანალიზი ჩავატარეთ და დეივისი სათამაშოდ მზად არის ბოატენგი დისკვალიფიკაცირებულია ამიტომ შესაძლოა ლუკას მაიმაც მიიღოს შანსი განაცხადა 54 წლის გერმანელმა სპეციალისტმა10 ტურის შემდეგ ბაიერნი ჩემპინატის ლიდერებს ჩამორჩება რეკორდმაისტერს 18 ქულა აქვს დორტმუნდის ბორუსიას 19 ხოლო მიუნხენგლადბახის ბორუსიას 22დერ კლასიკერი კვირას ჩვენი დროით 2130 საათზე ალიანს არენაზე გაიმართება
წინ ბოლო ორი მატჩია გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სანაკრებო თამაშებისთვის შემადგენლობა შეარჩიაბუნდესნაკრების განაცხადში ოთხი მოთამაშე მოხვდა რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეკარეები მანუელ ნოიერი ბაიერნი მარკანდრე ტერ შტეგენი ბარსელონა ბერნდ ლენო არსენალიმცველები ლუკას კლოსტერმანი ლაიფციგი ემრე ჩანი იუვენტუსი მატიას გინტერი მბორუსია ნიკლას შტარკი ჰერტა ჯონათან ტა ბაიერი რობინ კოხი ფრაიბურგი იონას ექტორი კიოლნი ნიკო შულცი დბორუსიანახევარმცველები ლეონ გორეცკა იოზუა კიმიხი ორივე ბაიერნი ტონი კროოსი რეალი კაი ჰავერტცი ბაიერი იკლაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტი სებასტიან რუდი ჰოფენჰაიმი სუატ სერდარი შალკე იულიან ბრანდტი ბაიერი სერჟ გნაბრი ბაიერნი ნადიმ ამირი ბაიერი მარკო როისი დბორუსიათავდამსხმელები ტიმო ვერნერი ლაიფციგი იულიან ვოლშიდტი ფრაიბურგიგერმანიის ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს 16 ნოემბერს გერმანია შინ ბელარუსს მიიღებს ხოლო 19 ნოემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ორივე შეხვედრა ევრო 2020ს შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართებადასკვნითი ორი ტურის წინ ბუნდესთიმი 15 ქულით პირველობას ჰოლანდიასთან იყოფს ერთი მატჩის მოგების შემთხვევაშიც იოახიმ ლიოვის გუნდი ტურნირის საგზურს მოიპოვებს
რატომ უთხრა ბაიერნმა ვენგერს უარი
კვირის დასაწყისში მიუნხენის ბაიერნსა და ლეგენდარულ ფრანგ სპეციალისტს არსენ ვენგერს შორის მოლაპარაკება გაიმართა მაგრამ მხარეები ერთმანეთს უარით დაშორდნენვენგერმა პირადად რეკორდმაისტერის გენერალურ დირექტორს კარლჰაინც რუმენიგეს ტელეფონზე დაურეკა და საკუთარი კანდიდატურა წარუდგინაკალე რუმენიგემ ვენგერს ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა რომ ბაიერნი მას მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაუფორმებდა კონტრაქტსდღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ შეთანხმება სწორედ ამიტომ არ შედგა გერმანულ გრანდს მხოლოდ 2020 წლის ზაფხულამდე სურდა ვენგერის აყვანა ხოლო გამოცდილმა ფრანგმა გრძელვადიანი კონტრაქტი მოითხოვასაბოლოოდ ბაიერნმა და არსენ ვენგერმა ერთმანეთს თბილი უარი უთხრეს ხოლო რეკორდმაისტერი ახლა ჰანსი ფლიკის ვარიანტს განიხილავს
რეკორდმაისტერის მტრები
გერმანიის ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბს პრინციპული მეტოქეები ჰყავს როგორც ქალაქის ასევე რეგიონის ქვეყნის და კონტინენტის ფარგლებში პოსტში ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთბაიერნი ქალაქ მიუხენში არსებული სამი ტრადიციული საფეხბურთო კლუბიდან ერთერთია ქალაქის დონეზე მისი ყველაზე პრინციპული მეტოქე მიუნხენ 1860ია მიუნხენის დერბიში დაძაბულება პიკს 1960იან წლებში აღწევდა რომლის მანძილზეც 1860მა ქვეყნის თასი და ჩემპიონატი მოიგო 1970 წლებიდან 1860 სულ უფრო და უფრო იშვიათად თამაშობს ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში თუმცა თასზე გუნდების დერბს ისევ მოუთმენლად ელიან მიუნხენის მცხოვრებლები გუნდებს შორის დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ფაქტი რომ ქალაქელთათვის 1860 მუშათა კლასთან ასოცირდება მაშინ როცა ბაიერნის დირექტორთა საბჭოში ბევრ წარმატებულ ბიზნესმენსაც ნახავთ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა ბაიერნი ხშირად დახმარებია 1860ს ფინანსური გაჭირვების ჟამს1920იანი წლებიდან მოყოლებული ბავარიის რეგიონში ბაიერნის მთავარ მოწინააღმდეგედ ნიურნბერგი ითვლება აღსანიშნავია რომ გერმანული საკლუბო ფეხბურთის ადრეულ წლებში ნიურნბერგი პრინციპულ მეტოქეზე ბევრად წარმატებული კლუბი იყო რეკორდმაისტერმა 1987 წლამდე ვერ მოახერხა ლეგენდებისთვის მოგებული ქვეყნის ჩემპიონატების რაოდენობით ეჯობნაბაიერნის პრინციპული მეტოქეობა კაიზერსლაუტერნთან 1973 წელს გამართული ცნობილი მატჩიდან მოდის რომელსაც ბაიერნი 41ს იგებდა თუმცა საბოლოოდ 47 დათმო ამას გარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ პლებისციტამდე ქალაქი კაიზერსლაუტერნი ბავარიის რეგიოის შემადგენლობაში შედიოდაქვეყნის მასშტაბით ბაიერნის ყველაზე პრინციპული მეტოქეები როგორც წესი ისეთი გუნდები იყვნენ რომლებიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რეკორდმაისტერს ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 1970იან წლებში ასეთი კლუბი მიუნხენგლადბახის ბორუსია იყო 80იანებში ჰამბურგი 90იანებში დორტმუნდის ბორუსია ბრემენის ვერდერი და ბაიერ ლევერკუზენი ბორუსიასა და ბაიერნს შორის დაძაბულობამ პიკს 20122013 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიაღწია რომელიც ბაიერნის გამარჯვებით 21 დასრულდაევროპის მაშტაბით ბაიერნის ყველაზე პრინციპული მეტოქეები მილანი მადრიდის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან რასაც გუნდებს შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებები განაპირობებს მათ შორის გამორჩეული კი რა თქმა უნდა 1999 წელს წითელ ეშმაკებსა და რეკორდმაისტერს შორის კამპ ნოუზე გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალია მადრიდის რეალი და ბაიერნი ევროპის მასშტაბით 24ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს იმ სირთულეებიდან გამომდინარე რასაც რეკორდმაისტერი მერენგებს უქმნის სამეფო კლუბის ქომაგები ბაიერნს ხშირად შავი მხეცის მეტსახელით მოიხსენიებენ მიუხედავად დაპირისპირების ასეთი მდიდარი ისტორიისა რეალი და ბაიერნი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან ევროპული თასების ფინალშიწყარო httpblogugedugegeallpostsfbclidIwAR3Zi32cHzLzJzy4Jqsc2hk6O4jFHfvRB5ABdYthFy6dxIjc5LHs3eT1lnE
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2