bayern.ge სიახლეები გვერდი 615
Forbes 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი
ცნობილმა ჟურნალმა Forbesმა 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნატოპ 50 სპორტულ კლუბს შორის 8 საფეხბურთო კლუბი მოხვდასიის სათავეში ამერიკული ფეხბურთის კლუბი დალას ქოუბოისი მოექცა რომლის ღირებულებაც 5 მილიარდი დოლარით ფასდებამეორე ადგილზე კი ბეისბოლის ამერიკული კლუბი ნიუ იორ იანკისი გავიდა ღირებულება 46 მილიარდი დოლარისამეულში ფეხბურთის პრესტიჟი დაიცვა მადრიდის რეალმა რომელიც 424 მილიარდი დოლარით შეფასდასაფეხბურთო კლუბებს შორის რეალის შემდეგ მოწინავე პოზიციაზე ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი გავიდნენ ხოლო ინგლისურ გრანდს მიუნხენის ბაიერნი მოჰყვარეკორდმაისტერის ღირებულება 302 მილიარდი დოლარია და საერთო რეიტინგში მე17 ადგილს იკავებსმსოფლიოში 6 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის სია კი ასეთია1 დალას ქოუბოისი ამერიკული ფეხბურთი 5 მილიარდი დოლარი2 ნიუ იორკ იანკისი ბეისბოლი 46 მილიარდი დოლარი3 მადრიდის რეალი ფეხბურთი 42 მილიარდი დოლარი4 ბარსელონა ფეხბურთი 402 მილიარდი დოლარი5 ნიუ იორ ნიკსი კალათბურთი 4 მილიარდი დოლარი6 მანჩესტერ იუნაიტედი ფეხბურთი 381 მილიარდი დოლარი17 მიუნხენის ბაიერნი 302 მილიარდი დოლარი25 მანჩესტერ სიტი 269 მილიარდი დოლარი32 ჩელსი 258 მილიარდი დოლარი42 არსენალი 227 მილიარდი დოლარი45 ლივერპული 218 მილიარდი დოლარი
ზიულე ვარ თუ არა საუკეთესო გერმანელი მცველი
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზიულემ თავის სტატუსსა და თამაშზე ისაუბრაბოლო პერიოდში გერმანულ პრესაში აქტიურად განიხილება ბაიერნიდან მატს ჰუმელსის წასვლის თემა და ჩნდება კითხვა თუ ვინ არის ქვეყნის საუკეთესო მცველი ზიულე თუ ჰუმელსიამ თემაზე ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა და ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმაც ისაუბრესდებატებში ჩაბმას არ ვაპირებ მაგრამ მიხარია რომ ჩემს თამაშს განიხილავენ და ჩემს მოქმედებებზე საუბრობენთუ ხალხი ამბობს რომ კარგი მცველი ვარ ესეიგი სწორი მიმართულებით მივდივარდღეს ფეხბურთი ისეა მოწყობილი რომ მცველი მეკარესთან ერთად ჩართულია თამაშის შექმნასა და ბურთის ატანაში განაცხადა ზიულემ23 წლის გერმანელმა გასული სეზონი წარმატებით ჩაატარა და ბაიერნის ძირითადი მცველი გახდა ამ ზაფხულს კი კლუბი მატს ჰუმელსმა დატოვა და დორტმუნდის ბორუსიას დაუბრუნდა201819 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ნიკლას ზიულემ 42 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა
პავარმა რეალთან გამარჯვება შეაფასა
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ბენჟამენ პავარმა მადრიდის რეალთან ამხანაგური თამაში შეაფასარეკორდმაისტერმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მადრიდული კლუბი 31 დაამარცხა და პავარმა მოედანზე მეორე ტაიმი გაატარაძალიან ძლიერები ვიყავით კარგად ვუტევდით და კარგადაც ვიცავდით თავს სამი გოლი გავიტანეთ და ერთი გავუშვით რაც ცოტათი საწყენია მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს დასამახოსოვრებელი ისაა რომ მოვიგეთ და წინ მივიწევთრა თქმა უნდა ეს დიდი კლუბია რომელსაც ბევრი ტიტულის მოპოვების სტიმული და მიდრეკილება აქვს ვიცით რომ თუ სეზონში ზედიზედ ორსამ მატჩს წავაგებთ ეს მცირე კრიზისად ჩაითვლება თუმცა ამის გამო არ ვღელავ რადგან მშვენიერი გუნდი გვყავს ატმოსფეროც დიდებულია ყველაფერი რიგზე იქნებაძალიან თავდაჯერებული ვარ გუნდში მართლაც ძალიან კარგი ატმოსფეროა მოედანზე ჩანს რომ ყველა დიდ სიამოვნებას იღებს აღნიშნა 23 წლის ფრანგმა
ზიულემ სანეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზიულემ ლეროი სანე დაახასიათალეროი გამორჩეული მოთამაშეა და მისი დამატებით მიუნხენის ბაიერნი ძალიან კარგ ნაბიჯს გადადგამს ის არამხოლოდ ჩინებული მოთამაშე არამედ დიდებული პიროვნებაცააძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ლეროი გადმოვა მაგრამ საქმეში ჩარევა არ მსურს თუმცა ვფიქრობ მან იცის რომ ბაიერნი დიდებული კლუბია განაცხადა ზიულემმანჩესტერ სიტის გარემარბით რეკორდმაისტერი ინტერესდება და ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებსლეროი სანემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა
Bild ყველა დროის 10 საუკეთესო გერმანელი მწვრთნელი
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bildმა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო სპეციალისტი გამოარჩიაავტორიტეტული გაზეთის გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა დაიკავამეორე ადგილზე გავიდა დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი და ლივერპულის ამჟამინდელი დამრიგებელი არაორდინალური იურგენ კლოპისამეულს კი მიუნხენური კლუბის მორიგი ლეგენდარული მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი აგვირგვინებსამ ათი სპეციალისტიდან 6 მწვრთნელს სხვადასხვა დროს მიუნხენური კლუბი ჰყავს გაწვრთნილი1 იუპ ჰაინკესი 382 იურგენ კლოპი 193 ოტმარ ჰიტცფელდი 124 ზეპ ჰერბერგერი 85 ოტო რეჰაგელი 86 ფრანც ბეკენბაუერი 67 უდო ლატეკი 58 იოახიმ ლიოვი 29 ჰელმუტ შონი 210 დეტმარ კრამერი 0
ბოატენგი ბედნიერი არ ვარ და თავს არ მოვიტყუებ
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა კლუბში თავისი მდგომარეობა დეტალურად განიხილაერთხელაც იუპ ჰაინკესს ვუთხარი ბაიერნთან ერთად 10 ტიტული მოვიგე ამ კლუბის შესახებ ყველაფერი ვიცი და ახალი იმპულსი მჭირდებააქ ყოფნა მომწონს და მიუნხენი მიყვარს ეს მშვენიერი დრო იყო მაგრამ გავიგებ როდესაც წასვლის დრო მოვასაკუთარი შესაძლებლობები ვიცი ვიცი რა უნდა გავაკეთო როგორ ვითამაშო როდესაც მყავს კლუბი და მწვრთნელი რომლებიც მენდობიანრატომ არ აღვნიშნე გუნდთან ერთად ფეხბურთელი ვარ და მტკივნეულია როდესაც საკმარის სათამაშო პრაქტიკას არ ღებულობსაკუთარ თანაგუნდელებს პატივს ვცემ მაგრამ არ მიყვარს თვალთმაქცობა არ შემიძლია შეცვლა და თავის მოტანა რომ თითქოს ბედნიერი ვარდამიჯერეთ უკანასკნელი ადამიანი ვარ რომელსაც შესაძლოა კრიტიკა ეწყინოს როდესაც რეალურად არის ვინმე შენზე უკეთესისაკუთარი ძალები ვიცი ვიცი რა შემიძლია მაგრამ არ შემიძლია ღილაკზე თითის დაჭერა და უცებ გაღიმება თითქოს ყველაფერი კარგადაა ეს ჩემზი არ ზის განაცხადა ბოატენგმა30 წლის გერმანელი წლების განმავლობაში ბაიერნის ძირითადი მცველი იყო მაგრამ გასულ სეზონში ძირითადში ადგილი დაკარგა
აგენტმა ბოატენგის მომავალზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის აგენტმა კრისტიან ნერლინგერმა თავისი კლიენტის სიტუაცია შეაფასაჟერომისთვის ახალი კლუბის მოძებნა არ მჭირდება როდესაც სატრანსფერო ბაზარზე მაღალი კლასის მოთამაშე ჩნდება კლუბები თავად გამოდიან კონტაქტზეახლა ჟერომი ოჯახთან ერთად არდადეგებზეა ის მორალურად კარგ მდგომარეობაში კარგ ფორმაში დაბრუნდება ამ მომენტისთვის ბოატენგის კლუბი მიუნხენის ბაიერნია განმარტა ნერლინგერმა30 წლის გერმანელი რეკორდმაისტერს აღარ სჭირდება და მიუხნენური კლუბი მზად არის ბოატენგი ამ ზაფხულს გაყიდოს
ბოატენგი შარშან ფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა თავის მომავალზე ისაუბრა და გასული წლის ზაფხულიც გაიხსენაგასული სეზონის დაწყებამდე ბოატენგს პარი სენ ჟერმენი სერიოზულად აკვირდებოდა და მისი ტრანსფერი რეალური იყო მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ბოლოს ჩაიშალაფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი როდესაც გაძლევენ პირობას და შენს სანაცვლოდ ადეკვატურ თანხას იხდიან ხოლო შემდეგ ყველაფერი იშლება ეს შიგნიდან განადგურებსბაიერნში სეზონის პირველი ნახევარი ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა შემდეგ საკუთარ თავს ვაჯობე კარგი მატჩები ჩავატარე მაგრამ მაინც სათადარიგო სკამზე ვრჩებოდირა მოხდება მომდევნო სეზონში კვლავ უნდა შევუტიო არ გამოვრიცხავ რომ ბაიერნში დავრჩე სირთულეებს არ გავურბივარ ვინაიდან ყველაფერი სწრაფად იცვლება განაცხადა 30 წლის გერმანელმაახალი სეზონიდან ბაიერნს ორი მსოფლიო ჩემპიონი მცველი ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი ემატება ამიტომ ბოატენგის ადგილი აღარ რჩება
პავარი შტუტგარტს ემოციურად დაემშვიდობა
მიუნხენის ბაიერნის მომავალი უნივერსალური მცველი ბენჟამენ პავარი თავის ყოფილ კლუბს გამოემშვიდობა23 წლის ფრანგი მცველი 1 ივლისიდან რეკორდმაისტერს შეუერთდება მან დატოვა შტუტგარტი რომელიც ამ სეზონის შედეგად ბუნდესლიგიდან გავარდაშტუტგარტის გულშემატკივრებო ძალიან დიდი მადლობა ამ დიდებული მომენტებისთვის ამ რთული სეზონის განმავლობაშიც ყველას დავანახეთ ამ კლუბის სიდიადემადლობა თქვენ იმისათვის რომ გუნდში ადაპტაციაში დამეხმარეთ და სიტუაცია გამიმარტივეთ ამ კლუბისათვის ყველაფერი გავაკეთე მუდმივად თქვენი ერთგული ვიყავითქვენ სამუდამოდ იქნებით ჩემს გულში მადლობა დაწერა პავარმა ინსტაგრამზებენჟამენ პავარმა შტუტგარტში 2016 წლიდან სამი სეზონი დაჰყო და 81 თამაშში მიიღო მონაწილეობა
ბაიერნი 70 მილიონი გირვანქა დიბალას სანაცვლოდ
მიუნხენის ბაიერნი ზაფხულში ტურინის იუვენტუსის არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას გადაბირებას ეცდებაცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ დიბალას ტრანსფერისთვის 70 მილიონი გირვანქასტერლინგი გადადოპაულომ გასულ სეზონში იუვენტუსის ძირითადში ადგილი დაკარგა და ახლა ტურინული კლუბი მზად არის მის გასაშვებად25 წლის სამხრეთ ამერიკელმა 201819 წლების სეზონში 42 თამაშში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა
ჰიონესი მომდევნო სეზონში წარმატების მჯერა
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა 201819 წლების სეზონი შეაჯამა და აღნიშნა რომ ახალი სეზონისთვის დიდი იმედები აქვსბუნდესლიგის ბოლო მატჩი აინტრახტთან და თასის ფინალი ლაიფციგის წინააღმდეგ მშვენიერი გამოდგა სეზონის ბოლო მთელი წლის განმავლობაში განცდილი წარუმატებლობების ერთგვარი კომპენსაცია იყოვფიქრობ სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტი კარგი თამაში გვქონდა ვიდრე ცუდი თუ ახალ სეზონში ამ სტატისტიკას გავაუმჯობესებთ შესაძლოა ახალი ნიკო კოვაჩის ეპოქა დაიწყოს მე პირადად მასში ეჭვი არასოდეს შემპარვიაჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ მომდევნო სეზონში დარწმუნებული ვარ განაცხადა ჰიონესმა47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში რეკორდმაისტერს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა
ბორუსიას დირექტორი კარგი იქნება თუ სანე ბაიერნში გადავა
დორტმუნდის ბორუსიას გენერალურმა დირექტორმა ჰანსიოახიმ ვაცკემ ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში გადასვლაზე ისაუბრავფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს გერმიის ჩემპიონატში დააბრუნებს ვინაიდან ეს ლიგის დონეს აამაღლებსმე ვიქნები პირველი რომელიც ბაიერნს ამ ტრანსფერს მიულოცავსჩემპიონობა ძალიან გვინდა მაგრამ მიუნხენური კლუბი ევერესტის მყინვარივით არის განაცხადა ვაცკემმიუნხენური კლუბი ახლა 23 წლის გერმანელი ვინგერის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
კოვაჩმა თასის მოგების შემდეგ თავის მომავალზეც ისაუბრა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთასიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ეს ჩვენს სამსახურში არც ისე მარტივი მაგრამ აუცილებელია ასეთი თასები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი გუნდის რეპუტაციისათვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს რომლის წყალობითაც ახლა აქ ვიმყოფებიდარწმუნებული იყავით რომ ამ წარმატებას ისე აღვნიშნავთ როგორც საჭიროა განაცხადა კოვაჩმა47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში ოქროს დუბლი გაიფორმა და დიდი ალბათობით პოსტს შეინარჩუნებს
ნოიერი ძალიან მოტივირებული ვიყავი
მიუნხენური გრანდის კაპიტანმა და მეკარემ მანუელ ნოიერმა გერმანიის თასის მოგებაზე ისაუბრაამ ფინალზე დიდი მოტივაცია მქონდა ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი იმისათვის რომ საკუთარი მზადყოფნა დამემტკიცებინაარიენის ფრანკისა და რაფინიას გამო მიხარია ჩვენ მათ დუბლით დავემშვიდობეთ ისინი ბაიერნის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მათ გარეშე ამდენ წარმატებას ვერ მივაღწევდით განმარტა მანუმ33 წლის გერმანელმა სეზონის ბოლოს რამდენიმე კვირა გამოტოვა მაგრამ ბაიერნს ფინალამდე დაუბრუნდა და ბერლინში ორი საოცარი ბურთიც მოიგერიანოიერის კარგი თამაშის წყალობით მიუნხენელებმა ფინალი ლაიფციგს 30 მოუგეს და დუბლი გაიფორმეს
კოვაჩი ნოიერი სენსაციური იყო
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის მოგება შეაფასალაიფციგი შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე რთული ვარიანტი იყო მატჩზე კონტროლი მხოლოდ 30 წუთის შემდეგ დავამყარეთ ჩემი კომპლიმენტები მანუელ ნოიერს რომელიც დღეს სენსაციური იყო და ორჯერ გადაგვარჩინა გაშვებულ გოლსფავორიტები ვიყავით მაგრამ ლაიფციგი ქებას იმსახურებს გასულ წელს მოვიგე თასი და კლუბი ცრემლებით დავტოვე ამჯერად ცრემლები აღარ არისვულოცავ ჩემს გუნდს ის რაც დღეს და წინა კვირას მოხდა ნამდვილად ძალიან მაბედნიერებს განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმარეკორდმაისტერმა ფინალში ლაიფციგი 30 გაანადგურა და დუბლი გაიფორმა
შალკემ ლეროი სანეს თხოვნით მიმართა
გელზენკირხენის შალკე კლუბის ყოფილი მოთამაშის ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა23 წლის გერმანელი გარემარბი მანჩესტერ სიტიში ბოლომდე კმაყოფილი არ არის და გერმანიაში დაბრუნება სურსსიტუაციით სარგებლობას რეკორდმაისტერი აპირებს და მიუნხენური გრანდი მოლაპარაკებებში უკვე ჩაერთობრიტანულ პრესაში დაიწერა რომ ლეროი მიუნხენში გაბარგებაზე თანახმაა ხოლო ბაიერნი მზად არის 70 მილიონი ევრო გამოჰყოსგელზენკირხენულმა კლუბმა ეს ინფორმაცია ტვიტერზე გააზიარა და ლეროის თხოვნით მიმართა არ გააკეთო ეს ლეროილეროი სანე შალკეს აღზრდილია და ლურჯების მაისურით 201416 წლებში 57 თამაშში 13 გოლის გატანა მოახერხა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0