მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ვინგერმა არიენ რობენმა პეპ გვარდიოლა გაიხსენა და მასთან ერთად გატარებული პერიოდი შეაფასაგვარდიოლასთან ერთად ბევრს ვხალისობდი და მისი წყალობით მართლაც განვვითარდი ამის ერთერთი მიზეზი ის იყო რომ პეპი სხვადასხვა პოზიციაზე მათამაშებდაპეპმა მიუნხენში საკმაოდ გამორჩეული სპეციფიკური სათამაშო სტილი დაამკვიდრა ის საფეხბურთო მანიაკია ოღონდ კარგი გაგებითჩემპიონთა ლიგაზე ტრავმების გამო არ გაგვიმართლა არავინ იცის რა მოხდებოდა ყველა მწყობრში რომ ყიფილიყომაშინ ბაიერნი მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ვწუხვარ რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება არ გამოგვივიდაზოგი ამბობს რომ პეპი მიუნხენში წარმატებული არ იყო რადგან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებპეპის ხელმძღვანელობით ულამაზეს ფეხბურთს ვთამაშობდით და ზედიზედ სამჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალშივიცი რომ მწვრთნელებს ტიტულების მიხედვითაც აფასებენ მაგრამ მე ამის მიღმაც ვიყურები ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის განაცხადა 35 წლის ჰოლანდიელმაესპანელ სპეციალისტი მიუნხენურ გრანდში 201316 წლებში მოღვაწეობდა და ბაიერნს 7 ტიტული მოაგებინა მათ შორის 3 ბუნდესლიგა 2 გერმანიის თასი 1 უეფას სუპერთასი და 1 კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი





















