"ბაიერნის" ბოსების მოულოდნელი გადაწყვეტილება კომპანისთან დაკავშირებით

ბაიერნის ხელმძღვანელებმა ვენსან კომპანის გარანტია მისცეს, რომ იგი თანამდებობაზე დარჩება ჩემპიონთა ლიგის შედეგის მიუხედავად. 


ბელგიელისთვის ბუნდესლიგის მოგება საკმარისი იქნება, რათა „ბაიერნში“ მშვიდად გააგრძელოს მუშაობა. 


კლუბის ხელმძღვანელობა სრულადაა დარწმუნებული კომპანის მუშაობაში.

“ნებისმიერ დროს გავახანგრძლივებდი მასთან კონტრაქტს.“ - ჰიონესი მიულერზე
ული ჰიოენესი თომას მიულერის მომავალზე:

„როგორც პიროვნება და გუნდის წევრი, ნებისმიერ დროს გავახანგრძლივებდი მასთან კონტრაქტს.

მაგრამ თუ სიტუაცია ისეთია, რომ ის მხოლოდ სათადარიგოზე იჯდება, მე მას ვურჩევდი კლუბის დატოვებას.

დიდი კარიერის ღირსი არ იქნებოდა, თუ ის სათადარიგოთა სკამზე დაასრულებდა."
"ბაიერნის" მომავალი მეფე და ახალი ბეკენბაუერი? - ჰაინერმა მუსიალაზე ისაუბრა
ჰერბერტ ჰაინერი: "ჯამალ მუსიალას შეუძლია გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი „ბაიერნიდან“. როცა ასეთი მოთამაშეები დიდი ხნით არიან შენს გუნდში, ეს სხვებისთვისაც სიგნალია, რომ აქ დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. 

ჯამალი იქნება „ბაიერნის“ ახალი თაობის სახე - მან სრულად გაიაზრა რას ნიშნავს ამ კლუბში თამაში და თავს როგორც კლუბში, ისე ქალაქშიც სახლში გრძნობს.

ის უკვე აჩვენებს, რომ ერთ დღეს ჩვენი გულშემატკივრები მისით ისე აღფრთოვანდებიან, როგორც ფრანც ბეკენბაუერით ან თომას მიულერით. ყველას, ვინც აქ ხელს აწერს კონტრაქტს, უნდა ჰქონდეს სურვილი, გახდეს კლუბის ლეგენდა."
რა განსხვავებაა "სიტისა" და "ბაიერნს" შორის? - კომპანის პასუხი
ვენსან კომპანი თავის დროზე მანჩესტერ სიტიში და ახლა ბაიერნში მუშაობის განსხვავებაზე:

"ვფიქრობ, იგივენაირად შემიძლია აქაური ფეხბურთელების იდენტიფიცირება. დიდი განსხვავება სიტის გასახდელსა და აქაურ გარემოს შორის არ არის და ეს ნამდვილად უპირატესობაა.

მე ვიცი, რა აძლევს მოტივაციას ჩემს ფეხბურთელებს, რა ამბიციები აქვთ და რა მარტივი პრობლემები აწუხებთ.

ასევე გამიმართლა, რომ ძალიან კარგი ჯგუფი მყავს. ამიტომაც კარგად ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დინამიკის დაცვა."
სანეს მომავალი "ბაიერნში" კითხვის ნიშნის ქვეშ - კონკურენცია იზრდება!
მაქს ებერლი ლეროი სანესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შესახებ:

"თუ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი იქნება ლეროისთვის, ამას გავაკეთებთ. თუ ვიფიქრებთ, რომ ეს არ არის სწორი, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. 

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სანესთან და მის სააგენტოსთან. ვიცით, რომ ის თავისუფალი აგენტი იქნება ზაფხულში. მაგრამ ჩვენ გვინდა აქტიურად ვიმუშაოთ და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება."

მიუნხენური გამოცემების მიხედვით, ესპანეთისა და ინგლისის კლუბები დაინტერესებულნი არიან სანეს უფასოდ შეძენით. ბაიერნმა მალე უნდა გადაწყვიტოს შესთავაზოს თუ არა მას ახალი კონტრაქტი.
"დედამიწის ბედი ერთ თამაშზეა დამოკიდებული - რომელ კლუბს აირჩევდი?“ - მიულერის პასუხი
ჟურნალისტმა თომას მიულერს გუშინდელი თამაშის შემდეგ ჰკითხა: 

„თუ უცხოპლანეტელები ხვალ დედამიწას დაესხმებიან თავს, კაცობრიობას დაიმორჩილებენ და იტყვიან: 'კიდევ გაქვთ შანსი, შეგიძლიათ ბუნდესლიგიდან ერთი გუნდი აირჩიოთ, რომ საუკეთესო უცხოპლანეტელთა გუნდს ეთამაშოთ.' - ვინ უნდა ავარჩიოთ? ბაიერნი თუ ლევერკუზენი, რომ ეს ერთი მატჩი ჩავატაროთ და ყველა გადავარჩინოთ?"

მიულერი: „ჩემი პასუხი აშკარაა, არა? რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ვიქნებით. მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მცდელობა იყო ასეთი პასუხის მისაღებად [იცინის].

მე ყოველდღიურად მაქვს საქმე თქვენთან [ჟურნალისტებთან], ასე რომ, უცხოპლანეტელებზე ბევრიც ვიცი.“
მუსიალა ნამდვილი ბავარიელია - გერმანელის დასაფასებელი გადაწყვეტილება
ჯამალ მუსიალამ თავიდანვე ყველა წინადადება დაბლოკა და სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებიც არ დაუწყია. რამდენიმე ტოპ ევროპული კლუბი მზად იყო, ბაიერნზე მეტიც კი შეეთავაზებინა, მაგრამ მუსიალას მხოლოდ მიუნხენში დარჩენა აინტერესებდა. 

გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისი არჩევანი, თუ ბაიერნთან მოლაპარაკებები ჩავარდებოდა.

მუსიალა დიდ მადლიერებას გრძნობს კლუბის მიმართ, რომელმაც ახალგაზრდობაში დაიმატა, მას დაუჯერა და თავიდანვე მხარში ედგა. ძირითად შეთანხმებას უკვე მალევე მიაღწიეს, ხოლო შემდეგ მხოლოდ დეტალების დახვეწა დარჩა.
"ვერავის დავაძალებ ხელმოწერას" - მაქს ებერლი კიმიხთან მოლაპარაკებებზე

მაქს ებერლი კიმიხთან კონტრაქტის მოლაპარაკებებზე:


„ჩვენმა მხარემ მკაფიო პოზიცია დაიკავა და ახლა უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას. 


ვერავის დავაძალებ ხელმოწერას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი კონტრაქტის გაგრძელება გვინდა. 


გვინდა, რომ მომავალშიც ის ბაიერნის ერთ-ერთ სახედ დარჩეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული.“


"24-წამიანი შესვლა დამამცირებელი არ ყოფილა.." - მიულერი მათეუსს პასუხობს

თომას მიულერი ლოთარ მათეუსის განცხადებაზე, რომ სელტიკთან 24 წამით შეცვლაზე შესვლა დამამცირებელი იყო: 


„მწვრთნელთან კარგი კომუნიკაცია მაქვს. ყოველთვის მზად ვარ, როცა საჭირო ვარ. ეს დამამცირებელი არ ყოფილა. 


გუნდში ყველა თავს საერთო მიზანს უძღვნის. მწვრთნელი თავის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ყველაფერი კარგადაა."

ბაიერნი - აინტრახტი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება აინტრახტს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, დაიერი, კიმი, იტო - კიმიხი, პავლოვიჩი - ოლისე, მუსიალა, სანე - მიულერი.
ჰიონესი: “ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ლიგის ტიტულს დავიბრუნებთ“
ული ჰიონესი ინტერვიუში:

„ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ლიგის ტიტულს დავიბრუნებთ, ეს მშვენიერი საჩუქარი იქნება 125 წლის იუბილეზე.

2023/24 წლების რთული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრს საუბრობენ ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ჩემპიონატი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.”
"ბაიერნსა" და კიმიხს შორის მოლაპარაკებები გრძელდება - ჩაერთვება მადრიდის "რეალი"?
ბაიერნსა და კიმიხს შორის მოლაპარაკებები გრძელდება ახალი კონტრაქტის შესახებ. 

ბაიერნმა თავისი წინადადება გააკეთა და ბოლო 10 დღის განმავლობაში გარკვეული ბონუსები შეცვალა - ახლა ყველაფერი კიმიხის ხელშია და მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

რეალ მადრიდს კიმიხის სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ მისთვის არასდროს გაუკეთებიათ კონკრეტული შეთავაზება.
ტოპმიოლერი: "ბაიერნს იოლად არ ვათამაშებთ და სრული თავდაჯერებულობით გავალთ მოედანზე"
ტოპმიოლერი პრესკონფერენციაზე: 

„ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ მესამე ადგილზე ვართ და კარგი სეზონი გვაქვს. 

ბაიერნს იოლ თამაშს არ დავუტოვებთ და სრული თავდაჯერებულობით გავალთ მოედანზე. არ ვფიქრობ, რომ ბაიერნი ახლა რთულ პერიოდს გადის. ისინი მყარად ლიდერობენ სატურნირო ცხრილში, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ და ლევერკუზენშიც სასურველი შედეგი მიიღეს. 

ჩვენ ისეთ ბაიერნს ვხვდებით, რომელმაც ბოლო ცხრა საშინაო მატჩი მოიგო და ყველა შემთხვევაში მინიმუმ სამი გოლი გაიტანა. (ბუნდესლიგაში)“
კომპანი წილისყრაზე: "მოუთმენლად ველით ამ მატჩებს, რადგან ტოპ გუნდს ვეთამაშებით"
კომპანი ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე: 

„ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე მეხუთედ გვიწევს თამაში. ეს რაღაც კარგ მეტოქეობად ყალიბდება, გერმანიის ორ საუკეთესო გუნდის შორის.

მოუთმენლად ველით ამ მატჩებს, რადგან ტოპ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ გამარჯვება გვინდა.“
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 30 8 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 8 1 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 11 5 6 0
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 9 2 6 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0