უპამეკანო "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს აფორმებს? - უთანხმოება მხარეებს შორის
დაიო უპამეკანოს ბაიერნთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მხოლოდ რამდენიმე დეტალის დაზუსტება დარჩა. 

ფეხბურთელის გარემოცვას სურს, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი შევიდეს, როგორც ჰარი კეინისა და ჯამალ მუსიალას შემთხვევაში, მაგრამ ბაიერნის ხელმძღვანელობა ამას არ თანხმდება.

წარსულში უპამეკანო პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ არის აქტუალური.
ბაიერნი - ლევერკუზენი (შეხვედრის ოფიციალური დეტალები)
ოფიციალურად: ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლევერკუზენს დაუპირისპირდება.

  • პირველი მატჩი: 5 მარტი, თბილისის დროით 00:00 - საათი. ალიანც არენა
  • მეორე მატჩი: 12 მარტი, თბილისის დროით 00:00 - საათი. ბაიარენა

თუ რეკორდმაისტერი მეოთხედფინალში გავა, მეტოქედ ინტერი ან ფეინოორდი ეყოლება.
"ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გავლენ" - დიდი ჰამანი "ბაიერნის" ახლანდელ ფორმაზე
დიდი ჰამანი: „ბაიერნი კვლავ არ იყო კარგ ფორმაში [სელტიკთან], ზუსტად ისე, როგორც ლევერკუზენთან ფრედ თამაშისას. 

ისინი დიდხანს აგებდნენ თამაშს საშუალო დონის ევროპული გუნდის წინააღმდეგ. მათ ბევრად მოუწევთ გაუმჯობესება.“

მერვედფინალის წილისყრაზე: „ეს აშკარად სხვა ტურნირია და სხვა თამაშია, ვიდრე შაბათს იყო – მაგრამ ლევერკუზენი უკეთესად თამაშობს. 

რაც შეეხება ატლეტიკოს, მათთან თამაში რთულია, შეიძლება უბრალოდ 'შეგჭამონ'.

თუ ბაიერნი საგრძნობლად არ გაუმჯობესდება, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეტოქე – ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გავლენ.“
ნიუბელმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა – ისევ "შტუტგარტში" დარჩება?

მანუელ ნოიერის კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ალექსანდერ ნიუბელის ბაიერნთან ხელშეკრულებაც ავტომატურად ერთი წლით, 2030 წლამდე გაგრძელდა. 


ეს პუნქტი გასული წლის აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო. 


ნიუბელი შტუტგარტში იჯარით 2026 წლამდე რჩება, ხოლო ყველა მხარე ელოდება, რომ ის მომავალ სეზონსაც ისევ მანდ გაატარებს.

უპამეკანო "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს? - ცნობილია დეტალები

დაიო უპამეკანო ძალიან ახლოსაა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან 2026 წლის შემდეგაც. 


მოლაპარაკებები უკვე კარგად წარიმართა. კლუბში არანაირი ეჭვი არ აქვთ, რომ უპამეკანო მომავალში გუნდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცევა, ამიტომ მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა სურთ რაც შეიძლება მალე. 


სავარაუდოდ, უპამეკანო ახალ კონტრაქტს იოზუა კიმიხზე ადრე მოაწერს ხელს.

“მაქსი ჩვენთან მაშინ მოვიდა, როდესაც სიტუაცია მარტივი არ იყო..” - ჰაინერი ებერლზე
ჰაინერი მაქს ებერლის მუშაობის შეფასებაზე:

“ჩვენ კლუბსა და სპორტულ მენეჯმენტში სიმშვიდე კვლავ დავიბრუნეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსი ჩვენთან მაშინ მოვიდა, როდესაც სიტუაცია მარტივი არ იყო. იმ სეზონში ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დავიკავეთ და ახალი მწვრთნელის ძიებაში ვიყავით. 

მან რთულ პირობებში სწრაფად აუღო ალღო. ფაქტია, რომ, მთელი პატივისცემით, „ბაიერნი“ სხვა მასშტაბის კლუბია, ვიდრე „გლადბახი“ ან „ლაიპციგი“. ეს უკვე საზოგადოების აღქმითაც კი იგრძნობა.

ჯამალ მუსიალას, მანუელ ნოიერის და ალფონსო დეივისის კონტრაქტების გახანგრძლივებით, ასევე ტომ ბიშოფისა და იონას ურბიგის ტრანსფერებით, მაქსი და კრისტოფ ფროინდი აქტიურად ავითარებენ ჩვენს გუნდს. მომავლის ოპტიმიზმით ვუყურებთ.”
"რომელ ფეხბურთელს შეიძენდით?" - იამალი მისთვის ტოპ 3 ფეხბურთელს ასახელებს
ლამინ იამალი თავის სამ საყვარელ ფეხბურთელს ასახელებს: 

„მუსიალა, ნეიმარი და სავინიო.“

თუ ამ სამიდან მხოლოდ ერთის შეძენა შეგიძლია, ვინ იქნებოდა?

იამალი: „გინდათ, ვთქვა ნეიმარი... მაგრამ არა – მუსიალა, რადგან მას კონტრაქტი აქვს.“
კომპანი: "ეს რთულად მოპოვებული ფრე იყო. ზედმეტად ბევრი მატჩი ჩავატარეთ"
ვენსან კომპანი სელტიკთან მატჩის შემდეგ: 

„ეს რთულად მოპოვებული ფრე იყო. ვფიქრობ, მეორე ნახევარში ბევრი შანსი გვქონდა, რომ 2-3 გოლი გაგვეტანა. კონტექსტი მნიშვნელოვანია – ბოლო 6 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ. საბოლოოდ, ლიგაში 8 ქულით წინ ვართ და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეც გავედით. ახლა ცოტაოდენი დრო გვაქვს დასასვენებლად.

რა თქმა უნდა, ყოველთვის გვინდა, რომ მეტოქეზე ბევრად უკეთესები ვიყოთ და თამაში სრულად ვაკონტროლოთ, განსაკუთრებით აქ, ალიანც არენაზე. მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგია ყველაზე მნიშვნელოვანი. 

ამ მატჩისგან ბევრს ვისწავლით. როგორც ვთქვი, კონტექსტიც გასათვალისწინებელია – ზედმეტად ბევრი თამაში გვქონდა. 3 დღის წინ ლევერკუზენთან მძიმე ბრძოლა გვქონდა, 6 დღის წინ კი სელტიკ პარკზე მნიშვნელოვანი შედეგი დავაფიქსირეთ, რაც დღეს დაგვეხმარა.“
შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ბაიერნი" გავიდა! (ვიდეო)
დღეს, "ბაიერნი" დაუპირისპირდა "სელტიკს". მატჩი ფრედ, 1 - 1 დასრულდა, თუმცა წინა შეხვედრის ხარჯზე მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ...
ბაიერნი - სელტიკი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:55 - საათზე, გაიმართება შეხვედრა მიუნხენის ბაიერნსა და სელტიკს შორის.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

ნოიერი © - სტანიშიჩი, უპამეკანო, კიმი, გერეირო - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მუსიალა, გნაბრი - კეინი.
როჯერსი: “ვფიქრობ, ცხოვრებაში უარესი რამ შეიძლება მოხდეს, ვიდრე მატჩის წაგება.”
ბრენდან როჯერსი: "ეს არის გამოწვევა. მაგრამ ეს არის ის, რაც გვინდა მივიღოთ.

ჩვენ ძალიან კარგად მოვედით აქამდე. როცა აქამდე მიხვალ, გსურს უმაღლესი დონის გუნდებთან თამაში.

ბაიერნი არის გუნდი, რომელსაც ჰყავს მსოფლიო დონის მოთამაშეები. ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ცხოვრებაში უარესი რამ შეიძლება მოხდეს, ვიდრე მატჩის წაგება.

ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავეცით.”
"ამ კონკრეტულ მატჩში, მეტოქემ ეს დაიმსახურა.." - კომპანი ლევერკუზენთან მატჩზე
ვენსან კომპანი ლევერკუზენის წინააღმდეგ თავდაცვით მიდგომაზე:

„როცა მეტოქე თამაშის კონტროლს იმსახურებს, ჩვენ უფრო ღრმად უნდა დავდგეთ – ეს უბრალოდ ასეა.

ამ კონკრეტულ მატჩში, მეტოქემ ეს დაიმსახურა და ჩვენ ამას მოვერგეთ. თანაც, კარგადაც გავართვით თავი. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, და არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ისიც, რომ ამას ჩვენი სტილით მივაღწიოთ.

ეს არასდროს შეიცვლება. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ასეთ დროს კი სწორი მენტალიტეტი საჭიროა და ჩვენ ეს ლევერკუზენის წინააღმდეგ დავამტკიცეთ.“
"რაღაც მსგავსი ერთხელ მაინც უნდა მომხდარიყო" - მუსიალა ლევერკუზენთან მატჩზე

ჯამალ მუსიალა ლევერკუზენთან მატჩზე: 


„ვფიქრობ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ – ამ სეზონში ბურთის კონტროლი ყოველთვის გვქონდა. ის, რაც ლევერკუზენის წინააღმდეგ მოხდა, როცა ასე ხშირად გვიწევდა დაცვა, არასდროს ყოფილა აქამდე. 


ეს კარგი გამოცდილება იყო – რაღაც მსგავსი ერთხელ მაინც უნდა მომხდარიყო, რომ მისგან გვესწავლა. ახლა ამ გამოცდილებას მომდევნო მატჩებში გამოვიყენებთ.“

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 30 8 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 8 1 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 11 5 6 0
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 9 2 6 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0