კოვაჩმა გვარდიოლას ბოდიში მოუხადა

კოვაჩმა გვარდიოლას ბოდიში მოუხადა

"ფენერბაჰჩესთან" აუდის თასის 1/2 ფინალური მატჩის (6:1) შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, პეპ გვარდიოლასთან საუბარზე კომენტარი გააკეთა.

"პეპს მართლაც დავურეკე და საკუთარი განცხადებების გამო ბოდიში მოვუხადე.

მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები და აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს "მანჩესტერ სიტისაც", - განაცხადა კოვაჩმა.

გერმანული გრანდი აქტიურად მუშაობს "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს, ტრანსფერზე.

ამ თემაზე ნიკო კოვაჩმა ახლახანს საკმაოდ დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბაიერნი" სანეს აუცილებლად დაიმატებს.

როგორც ჩანს, კოვაჩის ეს განცხადება ინგლისურ კლუბში არ მოეწონათ და თავად კოვაჩმაც მოიხადა ბოდიში.


31-07-2019, 10:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2