"არსენალი" კიმიხის მიმართ ინტერესს გამოხატავს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე გამართა. პრემიერ ლიგის გრანდს სურს, რომ კიმიხი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ჟორჟინიოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
კიმიხმა ორი წერილობითი შეთავაზება მიიღო უცხოეთიდან, ერთ-ერთი სწორედ პრემიერ ლიგიდანაა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გერმანელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ ჩქარობს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
თვითონ კიმიხმა მიუნხენის კლუბი უკვე გააფრთხილა მის მიმართ არსებული შეთავაზებების შესახებ. მიუხედავად ამისა, კიმიხის გარემოცვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მაქს ებერლსა და კრისტოფ ფროინდთან კვლავ მიმდინარეობს.
შეთანხმება "ბაიერნთან" კვლავაც შესაძლებელია, თუმცა კლუბი მზადაა, მხოლოდ იგივე ან უფრო დაბალი ანაზღაურება შესთავაზოს მას.
დაიო უპამეკანოს მოქმედ კონტრაქტში „ბაიერნთან“ გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს.
ამჟამად ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, ახალ კონტრაქტშიც ჩაიწეროს გამოსასყიდი პუნქტი.
მითი იმის შესახებ, რომ „ბაიერნი“ არ უშვებს თავის ფეხბურთელების კონტრაქტებში გამოსასყიდ მუხლებს, ახლა უკვე სრულად წარსულს ჩაბარდა.
„ბაიერნმა“ კიმიხს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ოდნავ გაუმჯობესებული იყო მოქმედთან შედარებით – ამჟამად ის დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში. თუმცა, ორშაბათს გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კლუბმა თავისი შეთავაზება უკან გამოიწვიოს, რადგან ფეხბურთელი მეტისმეტად დიდხანს აჭიანურებდა პასუხს.
გაგრძელების შესაძლებლობა საბოლოოდ არ არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება უკან იქნა გამოთხოვილი, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა საეჭვოა, „ბაიერნმა“ კიმიხს იგივე პირობები კვლავ შესთავაზოს.
თომას მიულერს არ ექნება პრობლემა, იყოს სათადარიგო მოთამაშე, თუ მომდევნო სეზონშიც დარჩება „ბაიერნში“. მას კარგად ესმის, რომ აღარ იქნება რეგულარული სასტარტო შემადგენლობის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, „ბაიერნი“ აღარ გადაუხდის მიულერს 17 მილიონ ევროს, ხოლო თავად ფეხბურთელიც მზად არის, შემცირებული ხელფასით დარჩეს – ორივე მხარემ უნდა შეათანხმოს „სამართლიანი თანხა“.
ნოემბერში ებერლსა და მიულერს შორის პირველი განხილვა შედგა, ხოლო მოლაპარაკებები მარტსა და აპრილში გაგრძელდება. თუ ის ზაფხულში „ბაიერნს“ დატოვებს, ეს აუცილებლად არ ნიშნავს კარიერის დასრულებას. MLS-ის კლუბები უკვე ცდილობენ მიულერის გადაბირებას, ისე როგორც ადრე „ბაიერნის“ სხვა ლეგენდები – გერდ მიულერი და ფრანც ბეკენბაუერი – კარიერის ბოლოს აშშ-ში გადაბარგდნენ.
ბაიერნის ხელმძღვანელებმა ვენსან კომპანის გარანტია მისცეს, რომ იგი თანამდებობაზე დარჩება ჩემპიონთა ლიგის შედეგის მიუხედავად.
ბელგიელისთვის ბუნდესლიგის მოგება საკმარისი იქნება, რათა „ბაიერნში“ მშვიდად გააგრძელოს მუშაობა.
კლუბის ხელმძღვანელობა სრულადაა დარწმუნებული კომპანის მუშაობაში.