ფაბრიციო რომანომ მადრიდის რეალისა და მაიკლ ოლისეს ირგვლივ ატეხილ ხმაურზე უახლესი და ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. ინსაიდერის თქმით, ფლორენტინო პერესს ფრანგი შემტევის გადაბირება სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც მადრიდულ კლუბშიც დაუდასტურეს.
თუმცა, ბაიერნმა როგორც პრესაში, ისე პირად საუბრებში, „სამეფო კლუბს“ კარი მომენტალურად ჩაუკეტა და ყოველგვარ მოლაპარაკებებზე კატეგორიული უარი თქვა. რომანოს განცხადებით, მიუნხენელებისგან მკაცრი უარის მიღების შემდეგ, რეალი იძულებული გახდა სხვა ვარიანტებზე გადართულიყო და არჩევანი ხულიან ალვარესზე შეაჩერა.