ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

სიახლეები

ნოიერი: "რატომ გამოვედი პირველი გოლის დროს? დავინახე, რომ დაცვა სწორად არ იდგა"
მანუელ ნოიერმა "ლაიფციგთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის კარგი შეხვედრა გამოვიდა. საბოლოო ჯამში ერთ ქულას უნდა დავჯერდეთ."

"მატჩამდე რომ გეთქვათ, თუ გვაწყობდა ეს შედეგი, უარს ვიტყდოდი. თუმცა, ახლა ამ ქულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ."

"პირველი გოლის დროს დავინახე, რომ დაცვა არ იყო ადგილზე და სწორედ ამიტომ გამოვედი საჯარიმოდან. სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა. თუმცა, ასეთები ხდება ხოლმე." - აცხადებს მანუ.
ფლიკი: "გიჟური შეხვედრა გამოვიდა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაიფციგთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"დღევანდელი ქულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ გიჟურ მატჩში არ წავაგეთ. ფორსბერგის გოლის ეპიზოდში ის სულ მარტო იდგა საჯარიმოში."

"კომანს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა. მისი მსგავსი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე ძალიან იშვიათობაა."

"ამჟამად 4 უმაღლესი დონის ვინგერი გვყავს, რაც სასიხარულოა. კინგსლი დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე."

"ხავი მარტინესის ტრავმის სიმძიმეს ხვალ გავიგებთ. ბოატენგს კუნთი აწუხებდა და სწორედ ეს გახდა მისი შეცვლის მიზეზი." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნი" 3:3 "ლაიფციგი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაიფციგს" უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა - 3:3.

გთავაზობთ ფეხბურთელების რეიტინგებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


"ბაიერნი" - "ლაიფციგი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4

ლინკი 5​​​
"ბაიერნი" - "ლაიფციგი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" მასპინძლობს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სასტარტო შემადგენლობას.

ნოიერი - პავარი, ზულე, ბოატენგი, ალაბა - მარტინესი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ბიერჰოფი: "ლიოვს სპეციალური მოთხოვნები დავუწესეთ"
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ოლივიე ბიერჰოფმა პრესასთან ნაკრების მომავალზე ისაუბრა.

"გუნდი ახალგაზრდა არ არის, თუმცა, გამოცდილება სჭირდება. მაგალითად, სერჟ გნაბრის, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია, მხოლოდ 17 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში, კაი ჰავერცის - 10."

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრახის შემდეგ ლიოვს სპეციალური მიზნები დავუწესეთ. გუნდის განვითარება, ერთა ლიგაში A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება, ევრო 2020-ზე უპრობლემოდ მოხვედრა და 2022 წლის მუნდიალისთვის პირველ კალათაში ყოფნა."

"2018 წელს ძალიან ნელ ფეხბურთს ვთამაშობდით და სტილის ცვლილების აუცილებლობა იყო. დრო იყო, უფრო მეტად სისწრაფეებზე გვეთამაშა. გნაბრი, სანე, ვერნერი. ეს ფეხბურთელები ნელ ტემპში ვერ ითამაშებენ."

"ვეტერანების დაბრუნება ნაკრებში? ეს გადაწყვეტილება 2019 წლის მარტიდან მოქმედებს და არ იცვლება. ის მწვრთნელის პრეროგატივაა." - აცხადებს ბიერჰოფი.
ESPN-მა წლის საუკეთესოები დაასახელა
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა პოზიციების მიხედვით.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ წლის საუკეთესო მეკარედ გამოცემამ მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი, მანუელ ნოიერი დაასახელა.

მარჯვენა მცველების რეიტინგში მესამე ადგილზე ბენჟამინ პავარი გავიდა, რომელიც აჩრაფ ჰაკიმსა და ალექსანდრ არნოლდს ჩამორჩა.

ცენტრალურ მცველებში ფრანგის მსგავსად სერხიო რამოსისა და ვირჯილ ვან დაიკის სემდეგ მესამე ადგილი ერგო დავიდ ალაბას. მარცხენა მცველებში კი ალფონსო დეივისი ენდი რობერტსონის შემდეგ საუკეთესოდ დასახელდა.

საუკეთესო ცენტრ. ნახევარმცველებში პირველი ადგილი იოზუა კიმიხმა, მეორე კი ტიაგო ალკანტარამ დაიკავა. შემტევ ნახევარმცველებში კი მეხუთე ადგილი ლეონ გორეცკას ერგო, მეორე - თომას მიულერს. აქ პირველ ადგილზე კევინ დე ბრუინი გავიდა.

ვინგერებს შორის სერჟ გნაბრი რაჰიმ სტერლინგისა და სადიო მანეს შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება თავდამსხმელს, პირველი ადგილი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიმატა.
UEFA-ს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა.

სიმბოლური ნაკრები შედგენილია იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ყველაზე მეტჯერ მოხვდნენ UEFA-ს წლის საუკეთესო თერთმეტეულში.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კაპიტანი, ფილიპ ლამიც მოხვდა.

სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:


ბუნდესლიგის ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored-მა საკუთარ რეიტინგებზე დაყრდნობით გერმანიის ბუნდესლიგის ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე, კინგსლი კომანი მოხვდა.

გასულ თვეში "რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგაში 3 მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება 7:4.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ფლიკი: "კიმიხის სურვილზე რომ იყოს, ის ხვალ აუცილებლად ითამაშებდა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაიფციგთან" მატჩამდე პრესასთან ისაუბრა.

"ტოპ თამაშები ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემი გუნდისგან ველოდები უკეთეს თამაშს, ვიდრე გასულ კვირებში. 3 ქულა მიუნხენში უნდა დარჩეს."

"ლეროის სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ამის შემდეგ სწრაფად დაბრუნება, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა, ის ნელ-ნელა ინტეგრირდება გუნდში და მუდამ პროგრესირებს ვარჯიშებზე."

"ალფონსო დეივისმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა, ხვალ არ იქნება. არ გამოვრიცხავ, ოთხშაბათს შეძლოს გარკვეული დროის გატარება მინდორზე. სხვა მხრივ, ტოლისოსა და კიმიხის გარდა ყველა ჯანმრთელია."

"როდესაც ნაგელსმანი ჯერ კიდევ "ჰოფენჰაიმში" იყო, მაშინ ვიცოდი მისი სამწვრთნელო შესაძლებლობების შესახებ. მეტოქე მუდამ გახსნილ, ლაღ ფეხბურთს თამაშობს და წნეხში აქცევს ოპონენტს. ამას უდიდეს პატივს ვცემ."

"ეს ის შეხვედრაა, სადაც წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია. ორივე გუნდს გააჩნია პლიუსები. გპირდებით, რომ ჩემი ფეხბურთელები გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებენ."

"ეს რომ კიმიხზე იყოს დამოკიდებული, ხვალ 60 წუთს ითამაშებდა. იოზუას საოცარი მენტალობა აქვს. ის მუშაობს ყოველდღიურად დაბრუნებაზე. არ ვაპირებთ აჩქარებას, როდესაც დრო მოვა ის შემოგვიერთდება."

"რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი უკანა ხაზის შედეგებით, თუმცა, ამას გარკვეული მიზეზები აქვს და უნდა გამოვასწოროთ ხარვეზები." - აცხადებს ფლიკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
რობერტ ლევანდოვსკი
1
რობერტ ლევანდოვსკი
გოლი: 15 3 15 0
სერჟ გნაბრი
2
სერჟ გნაბრი
გოლი: 4 0 4 0
თომას მიულერი
3
თომას მიულერი
გოლი: 4 0 4 0
ფილიპე კოუტინიო
4
თომას მიულერი
გოლი: 4 0 4 0
ლეონ გორეცკა
5
ლეონ გორეცკა
გოლი: 3 2 1 0
თომას მიულერი
1
თომას მიულერი
ასისტი: 4 0 4 0
სერჟ გნაბრი
2
რობერტ ლევანდოვსკი
ასისტი: 3 0 3 0
იოზუა კიმიხი
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 4 0 4 0
ივან პერიშიჩი
4
ლეროი სანე
ასისტი: 2 0 2 0
ფილიპე კოუტინიო
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 1 0 1 0
ჟერომ ბოატენგი
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
ხავი მარტინესი
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
ტიაგო ალკანტარა
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
იოზუა კიმიხი
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
ბენჟამენ პავარი
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0
რეკლამა