კროკობეთი
კროკობეთი
ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

სიახლეები

ფლიკი: "99%-ით მზადყოფნა "სევილიას" დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სუპერთასის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სევილიამ ევროპის ლიგის მოგება დაიმსახურა. მათ კარგი, საინტერესო გუნდი ჰყავთ, რომელსაც ძლიერი სპეციალისტი უდგას თავში. ველოდებით დინამიურ, ინტენსიურ თამაშს."

"გადაწყვეტილება ასეთია, რომ სუპერთასი ბუდაპეშტში ტარდება და ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. რთული იქნება, მაგრამ ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა."

"რობერტ ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა, ისევე როგორც ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც აქ ჩვენთან ერთადაა."

"ხვალ 100%ით მზად უნდა ვიყოთ, რადგან 99% საკმარისი არ იქნება "სევილიას" დასამარცხებლად. სუპერთასზე გამოსვლის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად." - აცხადებს ფლიკი.
ვერნერი: "ბაიერნთან თამაშის შემდეგ ჩელსიში ტრანსფერში დავეჭვდი"
ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა, ტიმო ვერნერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც "ჩელსი" "ბაიერნთან" საკუთარ კედლებში 0:3 დამარცხდა, დავეჭვდი, გადავსულიყავი თუ არა ლონდონურ კლუბში."

"ლაიფციგის შემადგენლობაში არაერთხელ მიწევდა მიუნხენელებთან ასპარეზობა და ყველა შეხვედრას ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით. "ჩელსი" კი მტკივნეულად დამარცხდა." - აცხადებს ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფორვარდის დამატებით მიუნხენის "ბაიერნიც" იყო დაინტერესებული.
გიოტცეს ტრანსფერზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიუნხენის "ბაიერნი" მარიო გიოტცეს დაბრუნება სურს. დღეს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გაჟღერდა.

კერძოდ, Bild-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის დამატება პირადად ჰანს ფლიკს სურს. მოგეხსენებათ, გუნდის დამრიგებელი გერმანიის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და შესაბამისად, გიოტცეს შესაძლებლობებს კარგად იცნობს და სჯერა, რომ მას ფორმის დაბრუნება შეუძლია.

თუმცა, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის დაბრუნებას გარკვეულ რისკად აფასებს და ამის გამო უარზეა. ისინი მიიჩნევენ, რომ გიოტცეს დამატების შემთხვევაში კლუბზე ზეწოლა გაიზრდება, რადგან მარიო მხოლოდ სათადარიგო რგოლის მოთამაშედ განიხილება და მედია ამას უარყოფითად გააშუქებს.

იმ შემთხვევაში, თუ გიოტცე "ბაიერნში" დაბრუნდება, მაშინ ის ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, გახანგრძლივების პერსპექტივით.
„ევროპაბეთი“ თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს
„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ. 

უკონკურენტო პირობებთან ერთად „ევროპაბეთის“ მაგიდის თამაშების პლატფორმაზე სიახლეა გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა.  ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი, სივრცე სადაც მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან. 
 
ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი: “ უფასო სამაგიდო თამაშების შეთავაზება ჩვენი პასუხისმგებლიანი თამაშისა და ოპერირების გაგრძელებაა. ნარდი, დომინო და ბურა ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული გართობის საშუალებებია და გვიხარია, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ შესაძლებლობას ითამაშოს პოპულარული თამაშები რეგიონის ყველაზე მსხვილ პორტალზე მხოლოდ სიამოვნებისთვის. 

პანდემიის პერიოდში ამ პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ. უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს.“


ბოლო 6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში, სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს. 

უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად  ბეთსონის ჯგუფის წევრი უარს ამბობს იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ერთმანეთს სრულიად უფასოდმხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშონ.

პორტალზე თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა. 


წლის საუკეთესო ათეულში კიდევ სამი "ბაიერნის" ფეხბურთელი მოხვდა
მოგეხსენებათ, დღეს UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლი სამეული დაასახელა, სადაც მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ათეულში "ბაიერნის" კიდევ 3 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან ტიაგო ალკანტარა, თომას მიულერი და იოზუა კიმიხი.

მეოთხედან მეათე ადგილამდე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:


წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლი სამეული ცნობილია
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის მებრძოლი სამეული დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 3 მოთამაშეს შორის ორი მიუნხენის "ბაიერნიდან" მოხვდა. ესენი არიან რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი. რაც შეეხება მესამე ფეხბურთელს, ეს კევინ დე ბრუინი გახლავთ.

ხსენებული ჯილდოს გამარჯვებული 1 ოქტომბერს გაირკვევა.
ფლიკმა "სევილიასთან" მატჩისთვის განაცხადი დაასახელა
ევროპის სუპერთასისთვის ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება. თამაში 24 სექტემბერს გაიმართება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე "რეკორდმაისტერი" უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. ჰანს ფლიკმა კი სამატჩო განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში ხავი მარტინესიც მოხვდა, რომელსაც ბილბაოს "ატლეტიკში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება კინგსლი კომანს, ის კარანტინის შეზღუდვის გამო კვლავ ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.

სრული განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:


"ბაიერნი" სატრანსფერო ბრძოლაში "ბარსელონასთან" დამარცხდა
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ეძებს ახალ მარჯვენა მცველს და ამ პოზიციაზე სერჟინიო დესტის ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერი აღარ შედგება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელისთვის სატრანსფერო ბრძოლაში "რეკორდმაისტერი" კატალონიის "ბარსელონასთან" დამარცხდა.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" უკვე მიაღწია საბოლოო შეთანხმებას ამსტერდამის "აიაქსთან" და დესტი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ ესპანურ კლუბში გადაბარგდება.

ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ თანხის გადასახდელად "ბაიერნიც" მზად იყო, თუმცა, კატალონიაზე არჩევანი თავად სერჟინიომ შეაჩერა.
ფლიკს ტიაგოს შემცვლელად ყოფილი ფეხბურთელი სურს
ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" დამრიგებელს, ჰანს ფლიკს ამ პოზიციაზე ყოფილი ფეხბურთელის, მარიო გიოტცეს დაბრუნება სურს.

მოგეხსენებათ, 28 წლის ნახევარმცველი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ფლიკი მიიჩნევს, რომ გიოტცეს ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და მისი მოყვანის სურვილი აქვს.

თუმცა, თავად კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის დაბრუნება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს კი მასთან კონტრაქტის გაფორმებას აბრკოლებს.
ხავი მარტინესის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა
როგორც ჩანს, ხავი მარტინესის რვაწლიანი კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" საბოლოოდ დასრულდა.

დღეს "რეკორდმაისტერმა" ყოველწლიური ფოტოსესია მოაწყო ლუდი პაულანერისთვის, რომელსაც გუნდის ერთადერთი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი არ ესწრებოდა. მიზეზი მისი მომავალი ტრანსფერია.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება, სადაც ის "ბილბაოსთან" მოლაპარაკებებს ასრულებს.

წყაროს ცნობით, ხავი მარტინესის დაბრუნება ბასკურ გუნდში უკვე გადაწყვეტილია და ტრანსფერი უახლოეს დროში დადასტურდება.
"ბაიერნი" "ჩელსის" ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარსკვლავი, კალუმ ჰადსონ-ოდოი კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

"რეკორდმაისტერის" დამრიგებელი, ჰანს ფლიკი ახალი ვინგერის ტრანსფერს ითხოვს და ევროპული გამოცემების ინფორმაციით, კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 19 წლის ფეხბურთელი იქნება.

მოგეხსენებათ, ოდოის შეძენა "ბაიერნს" 2019 წელსაც სურდა, თუმცა, მაშინ ის კლუბმა არ გაუშვა და ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

გასულ წელს კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს იხდიდა. იმის გათვალისწინებით, რომ "ჩელსიმ" ზაფხულში ძალიან დიდი თანხები დახარჯა, არ არის გამორიცხული, მიმდინარე წელს კლუბი ამ წინადადებას დათანხმდეს.
"ბაიერნი" - "სევილია" სავარაუდო შემადგენლობები
ხუთშაბათს, 24 სექტემბერს მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ანდალუსიის "სევილიას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს მომავალი შეხვედრისთვის.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, სულე, ბოატენგი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.

"სევილია": ბონო - ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო - რაკიტიჩი, გუდენჟი, ფერნანდო - სუსო, დე იონგი, ოკამპოსი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
რობერტ ლევანდოვსკი
1
სერჟ გნაბრი
გოლი: 3 0 3 0
სერჟ გნაბრი
2
რობერტ ლევანდოვსკი
გოლი: 0 0 1 0
თომას მიულერი
3
ლეროი სანე
გოლი: 1 0 1 0
ფილიპე კოუტინიო
4
თომას მიულერი
გოლი: 1 0 1 0
ლეონ გორეცკა
5
ლეონ გორეცკა
გოლი: 1 0 1 0
თომას მიულერი
1
რობერტ ლევანდოვსკი
ასისტი: 2 0 2 0
სერჟ გნაბრი
2
ლეროი სანე
ასისტი: 2 0 2 0
იოზუა კიმიხი
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 2 0 2 0
ივან პერიშიჩი
4
თომას მიულერი
ასისტი: 1 0 1 0
ფილიპე კოუტინიო
5
ფილიპე კოუტინიო
ასისტი: 0 0 0 0
ჟერომ ბოატენგი
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
ხავი მარტინესი
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
ტიაგო ალკანტარა
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
იოზუა კიმიხი
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
ბენჟამენ პავარი
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0
რეკლამა