bayern.ge სლაიდერი გვერდი 25
როგორი იქნება ბაიერნის შემადგენლობა მომავალ სეზონში
ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა მიუნხენის ბაიერნის მომავალი სეზონის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნასაიტის აზრით რეკორდმაისტერი სხვა მნიშვნელოვან ტრანსფერს აღარ განახორციელებს და მხოლოდ ლეროი სანეთი შემოიფრგლებაიხილეთ თერთმეტეული
ბაიერნი და რეალი ფრანგი ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძვიან
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ მადრიდის რეალი სერიოზულად არის დაინტერესებული რენის ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას დამატებითფრანგული გამოცემა LEquipeს ინფორმაციით 17 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნიც ჩაერთოწყაროს ცნობით რეკორდმაისტერს არ გამორჩენია ის პროგრესი რაც ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის განმავლობაში აჩვენა და მზადაა რომ მის დასამატებლად ყველაფერი გააკეთოსთუმცა ტრანსფერს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აფერხებს კამავინგას შეძენა პირადად ზიდანის მოთხოვნაა რომელსაც ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და არ არის გამორიცხული ამის გამო მან სწორედ მადრიდში არჩიოს გადაბარგება
ბუნდესლიგის მე18 კლუბის ვინაობა ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგაში გადმოსასვლელი საპლეიოფო შეხვედრა რომელშიც ჰაიდენჰაიმმა ბრემენის ვერდერს უმასპინძლა და დაუზავდა 22ვინაიდან პირველი შეხვედრა ბრემენში უგოლო ფრით დასრულდა შესაბამისად ვერდერმა შეძლო და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა შესაბამისად ის მომავალ სეზონშიც იასპარეზებს გერმანიის საუკეთესო ლიგაშიშეგახსენებთ რომ მეორე ბუნდესლიგიდან ბიელფილდის არმინიამ და შტუტგარტმა მოახერხეს
შედგება თუ არა ჰავერცის ტრანსფერი  რუმენიგეს განცხადება
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ კაი ჰავერცის სავარაუდო ტრანსფერზე განცხადება გააკეთამსურს ლევერკუზენის ხელმძღვანელობას ვურჩიო რომ ჰავერცი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში შეინარჩუნონ ეს ყველასთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნებაფინანსური თვალსაზრისით ამჟამად 100მილიონიანი ტრანსფერების განხორციელება წარმოუდგენლად მეჩვენება შესაბამისად კაის მიმდინარე ზაფხულში დიდი ალბათობით ვერ შევიძენთ აცხადებს რუმენიგე
ტიაგო გადაწყვეტილია ალაბას მოთხოვნები ცნობილია
გერმანული გამოცემა Bild მიუნხენის ბაიერნიდან წამსვლელ ფეხბურთელთა თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებსწყაროს ცნობით ტიაგო ალკანტარას წასვლა უკვე 99ით გადაწყვეტილია და ის მიმდინარე ზაფხულს ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება დიდი ალბათობით მისი მომავალი კლუბი მერსისაიდული ლივერპული იქნებარაც შეეხება დავიდ ალაბას მისი დარჩენის შანსები 5050ზეა როგორც ცნობილია ავსტრიელს გაზრდილი ხელფასი სურს კერძოდ წელიწადში 20 მილიონი ევროს სახით შესაბამისად ალაბა სწორედ იმ კლუბში გააგრძელებს კარიერას რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს
ცნობილია სად გაიმართება 18 ფინალის განმეორებითი მატჩები
მას შემდგომ რაც UEFAმ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ეტაპების ერთ ქვეყანაში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო გაჩნდა კითხვა თუ სად ჩატარდება 18 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩებიესპანური გამოცემა Diario ASის ინფორმაციით ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანის ზემოხსენებული შეხვედრების გამართვაც პორტუგალიაში სურდა რათა კორონავირუსის საფრთხისგან თავი აერიდებინათ თუმცა ბარსელონამ და სიტიმ უკმაყოფილება გამოთქვესშესაბამისად დარჩენილი ოთხივე შეხვედრა მათ შორის ბაიერნისა და ჩელსის დაპირისპირება მასპინძელი გუნდის ქალაქში გაიმართება ამის შემდეგ კი გასული კლუბები პორტუგალიაში გაემგზავრებიან რვათა ფინალში მონაწილეობის მისაღებად
კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ორი ფავორიტი დაასახელა
მერსისაიდული ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა რომელთა შორის მიუნხენის ბაიერნიც მოხვდაჩემი აზრით გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მიუნხენის ბაიერნსა და მანჩესტერ სიტის აქვთ არ ვიცი რა მოხდება მათ დაპირისპირებაში ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ მათი გზები ფინალში ან 12 ფინალში გადაიკვეთებაარ ვფიქრობ რომ სხვა კლუბები უშანსოდ არიან ამ ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს თუმცა ფავორიტი მაინც ეს ორია აცხადებს კლოპი
ბაიერნმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელი ამოიღო მიზანში
მიუნხენის ბაიერნი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობსბრიტანული გამოცემების ინფორმაციით ამჯერად რეკორდმაისტერის რადარზე ლონდონის არსენალის ფეხბურთელი ჰექტორ ბელერინი გამოჩნდაწყაროს ცნობით მეთოფეები სედრიკ სოარეშის დამატებას აპირებენ შესაბამისად 25 წლის მცველს კლუბის გამოცვლა მოუწევს და არ არის გამორიცხული რომ ის საბოლოოდ მიუნხენში აღმოჩნდესროგორც ცნობილია ბელერინის ტრანსფერით გარდა მიუნხენის ბაიერნისა ასევე პსჟ და იუვენტუსი არიან დაინტერესებული
ფლიკი ოქროს ბურთი ლევანდოვსკის რატომაც არა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გერმანიის თასის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთაალაბამ იცის თუ როგორ აფასებენ მას შესანიშნავი იქნება კარიერის იმ კლუბში დასრულება სადაც მთელი შენი ცხოვრება გაატარე იმედი მაქვს ასეც მოხდებავიცი რომ ტიაგოს სხვა ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა და მის არჩევანს ვაფასებ თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დარჩენაში დავარწმუნოლევანდოვსკის ოქროს ბურთი როდესაც მის წლევანდელ შედეგებს გადახედავ ამაზე აუცილებლად იფიქრებ მისი მიღწევები ნამდვილად გასაოცარია ასე რომ ოქროს ბურთის მოგება ნამდვილად შესაძლებელიასანეს ტრანსფერი ძალიან წაადგება გუნდს ეს ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აცხადებს ფლიკი
მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის გამარჯვებულია
დღეს გერმანიის თასის ფინალური მატჩი გაიმართა რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდა და 42 დაამარცხაშეხვედრა სრულად რეკორდმაისტერის უპირატესობით წარიმართა ანგარიშის გახსნა მე16 წუთზე დავიდ ალაბამ საჯარიმო დარტყმის შედეგად მოახერხა რასაც 8 წუთში სერჟ გნაბრის გოლი მოჰყვამეორე ტაიმის სტარტზე 59ე წუთზე ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა სამამდე გაზარდა დარჩენილ დროში ლევერკუზენის მოთამაშეებმა ორი ბურთის გაქვითვა მოახერხეს რასაც პოლონელის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და საბოლოოდ ტიტული რეკორდმაისტერს გადაეცატურნირის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა რომელმაც ხუთი გოლის გატანა მოახერხა
ლევანდოვსკიმ 35 მეტრიდან ლევერკუზენის კარი დალაშქრა ვიდეო
მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლევერკუზენის ბაიერის კიპერის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 03 გახადაიხილეთ ვიდეო
ლევერკუზენი  ბაიერნი სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდებამატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელანოიერი პავარი ბოატენგი ალაბა დეივისი კიმიხი გორეცკა კომანი მიულერი გნაბრი ლევანდოვსკი
ბაიერნის სარეზერვო გუნდი ბუნდესლიგა 3ის ჩემპიონია
დღეს ბუნდესლიგა 3ის უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართამიუნხენის ბაიერნის სარეზერვო გუნდი კაიზერსლაუტერნს ესტუმრა და ანგარიშით 10 დამარცხდა თუმცა ამის მიუხედავად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მაინც მოახერხარეკორდმაისტერის ორივე კონკურენტმა კიკერსმაც და ბრაუნშვაიგმაც საკუთარი მატჩები ვერ მოიგეს შესაბამისად კლუბმა პირველი ადგილი და შესაბამისად თასიც მოიპოვასამწუხაროდ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციების მიხედვით სარეზერვო გუნდებს მე3 დივიზიონზე მაღლა ასვლის უფლება არ აქვთ შესაბამისად ბაიერნი IIიც კვლავ მესამე ბუნდესლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას
შეძლებს თუ არა ლეროი სანე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს
მას შემდგომ რაც ლეროი სანემ მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს მოაწერა ხელი გაჩნდა კითხვა შეძლებს თუ არა ის გუნდის დახმარებას ჩემპიონთა ლიგაზეFIFAს რეგულაციების მიხედვით ფეხბურთელები რომლებიც 1 ივნისის შემდეგ დარეგისტრირდნენ გუნდში ვერ შეძლებენ სეზონის ვერცერთ დარჩენილ მატჩში მონაწილეობის მიღებასშესაბამისად ლეროი სანე ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის მაისურის მორგებას ვერ მოახერხებს ისევე როგორც მას არ აქვს უფლება ხვალ გერმანიის თასის ფინალში მიიღოს მონაწილეობა
კანი ლეროი სანე იდეალურად ერგება ბაიერნის ხასიათს
ოლივერ კანმა ლეროი სანეს გაფორმების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთაყველა მოხარული ვართ რომ ლეროი სანეს შეძენა მოვახერხეთ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არავის ეპარება მისი სისწრაფე შესანიშნავი ტექნიკა და გოლის ალღო ბაიერნს ძალიან წაადგებასანეს დამატებით ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროტურნირებზე წარმატებისთვის ის იდეალურად ერგება ჩვენი გუნდის ხასიათსა და მენტალიტეტს აცხადებს კანი
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0