bayern.ge სლაიდერი გვერდი 26
შეძლებს თუ არა ლეროი სანე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს
მას შემდგომ რაც ლეროი სანემ მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს მოაწერა ხელი გაჩნდა კითხვა შეძლებს თუ არა ის გუნდის დახმარებას ჩემპიონთა ლიგაზეFIFAს რეგულაციების მიხედვით ფეხბურთელები რომლებიც 1 ივნისის შემდეგ დარეგისტრირდნენ გუნდში ვერ შეძლებენ სეზონის ვერცერთ დარჩენილ მატჩში მონაწილეობის მიღებასშესაბამისად ლეროი სანე ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის მაისურის მორგებას ვერ მოახერხებს ისევე როგორც მას არ აქვს უფლება ხვალ გერმანიის თასის ფინალში მიიღოს მონაწილეობა
კანი ლეროი სანე იდეალურად ერგება ბაიერნის ხასიათს
ოლივერ კანმა ლეროი სანეს გაფორმების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთაყველა მოხარული ვართ რომ ლეროი სანეს შეძენა მოვახერხეთ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არავის ეპარება მისი სისწრაფე შესანიშნავი ტექნიკა და გოლის ალღო ბაიერნს ძალიან წაადგებასანეს დამატებით ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროტურნირებზე წარმატებისთვის ის იდეალურად ერგება ჩვენი გუნდის ხასიათსა და მენტალიტეტს აცხადებს კანი
სალიჰამიჯიჩი სანეს ტრანსფერში ყველაზე დიდი წვლილი მან შეიტანა
ლეროი სანეს დამატების შემდეგ ჰასან სალიჰამიჯიჩმა პირველი განცხადება გააკეთამოხარული ვართ სანეს ტრანსფერით ის იმ ტიპის ფეხბურთელია რომელსაც შეუძლია გუნდის შეტევის გაძლიერება გნაბრის კომანისა და სანეს ტრიოთი ნამდვილად შესაძლებელია ჩვენი შეტევითი პოტენციალის გაზრდამინდა მადლობა გადავუხადო მანჩესტერ სიტის ტრანსფერის წარმატებით განხორციელებისთვის ასევე ჰერბერტ ჰაინერს რომელმაც დიდი შრომა ჩადო ამ ყველაფერში აცხადებს სალიჰამიჯიჩი
იურგენ კლოპი ბაიერნის ვარსკვლავის ტრანსფერს ითხოვს
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ ტიაგო ალკანტარა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის ბაიერნის რიგებს დატოვებსბრიტანული გამოცემების ინფორმაციით 29 წლის ნახევარმცველის დამატებასთან ძალიან ახლოს არის მერსისაიდული ლივერპული მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მხოლოდ სატრანსფერო ფასის შეთანხმება დარჩაწყაროს ცნობით ტიაგოს დამატება პირადად იურგენ კლოპის მოთხოვნაა რომელიც მეტნაკლებად იცნობს ესპანელ ნახევარმცველს და კარგად იცის მისი შესაძლებლობებიშეგახსენებთ რომ ალკანტარას ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს
სანე ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული სწორედ ესაა
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ლეროი სანემ პირველი პრესკონფერენცია გამართაბაიერნი უდიდესი კლუბია რომელიც საკუთარ თავსა და ყველა ფეხბურთელს ასევე უდიდეს მიზნებს უწესებს შესაბამისად ამის შესრულება აუცილებელიადიდი სიხარულით ველოდები როდის ჩავატარებ პირველ ვარჯიშს გუნდთან ერთად ჰანს ფლიკს უკვე დიდი ხანია რაც ვიცნობ და სასიამოვნოა რომ მასთან ერთად მომიწევს მუშაობაახალი გამოწვევების არ მეშინია ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და იმედი მაქვს რომ ამას მოვახერხებ აცხადებს სანე
ბაიერნმა სიტის ლეროი სანეს გამო ბოდიში მოუხადა
მოგეხსენებათ ლეროი სანეს ტრანსფერი მიუნხენის ბაიერნში სულ ახლახანს დადასტურდათუმცა ოფიციალურად გაცხადებამდე რეკორდმაისტერის გვერდზე განთავსდა ფოტოები სადაც აღბეჭდილი იყო გერმანელი ფეხბურთელი გუნდის ფორმაში გამოწყობილი რომელიც მალევე წაშალეს თუმცა ფოტოები მაინც გავრცელდა სოციალურ ქსელშიამ მიზეზის გამო მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტის პირადად მიმართა და ოფიციალური წერილით ბოდიში მოუხადა
რა ნომრით ითამაშებს ლეროი სანე ბაიერნში
სულ ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა ლეროი სანეს ტრანსფერი დაადასტურაადიდასის ოფიციალური გვერდის თანახმად 24 წლის გერმანელი ვინგერი რეკორდმაისტერის რიგებში 10ნომრიან მაისურს ჩაიბარებსმოგეხსენებათ ამჟამად აღნიშნული ნომერი ფილიპე კოუტინიოს აცვია როგორც ჩანს კლუბი ბრაზილიელი ნახევარმცველის შენარჩუნებას აღარ აპირებს და შესაბამისად მისი მაისურიც სანეს გადაეცაშეგახსენებთ რომ ბაიერნმა სანეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა
ოფიციალურად ლეროი სანე ბაიერნის ფეხბურთელია
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ ლეროი სანე რეკორდმაისტერის ფეხბურთელიაახალგაზრდა ვინგერმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელიგერმანული წყაროების ცნობით ბაიერნმა სანეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა
ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის 202021 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია
UEFAმ ჩემპიონთა ლიგის 202021 წლების სეზონის კალენდარი ოფიციალურად დაამტკიცაგათამაშება სტარტს 20 ოქტომბერს აიღებს ფინალური შეხვედრა კი 29 მაისს ქალაქ სტამბულში გაიმართებასრული კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურებაჯგუფური ეტაპი1 ტური 2021 ოქტომბერი2 ტური 2728 ოქტომბერი3 ტური 34 ნოემბერი4 ტური 2425 ნოემბერი5 ტური 12 დეკემბერი6 ტური 89 დეკემბერი18 ფინალური ეტაპი 16 თებერვალიფინალი 29 მაისი
ბაიერნში ადასტურებენ  ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება
როგორც ჩანს კაი ჰავერცის ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად რეკორდმაისტერი მის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებსლევერკუზენთან მატჩამდე მცირე დრო გვაქვს და არ მსურს რაიმე კონკრეტულის თქმა რადგან შემდგომ მთელი კვირა ამ თემამ უნდა იტრიალოსკაი შესანიშნავი ფეხბურთელია რომელმაც თავისი შესაძლებლობები ყველას აჩვენა არ არის გასაკვირი რომ ჩვენ მის მიმართ ინტერესი გვაქვს აცხადებს ჰიონესიგერმანული გამოცემების ინფორმაციით ტრანსფერის შემთხვევაში ბაიერნს ჰავერცის სანაცვლოდ მოუწევს გადაიხადოს 70 მილიონ ევროს დამატებული 30 მილიონი ევრო ბონუსების სახით
ლეროი სანე მიუნხენში ჩაფრინდა ვიდეო ფოტო
ლეროი სანეს ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებამდე რამდენიმე საათი რჩებაახალგაზრდა ვინგერი უკვე მიუნხენში ჩაფრინდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად აღნიშნული ფაქტის ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელებში გავრცელდა
რას წარმოადგენს ბაიერნის ახალი შენაძენი ტანგე კოუასი ვიდეო
მოგეხსენებათ დღეს მიუნხენის ბაიერნმა 18 წლის ტალანტი ტანგე კოუასი ოფიციალურად გაიფორმაგთავაზობთ ვიდეოს სადაც კარგად არის ნაჩვენები თუ რას წარმოადგენს რეკორდმაისტერის ახალგაზრდა შენაძენი
ოფიციალურად კოიასიმ ბაიერნთან კონტრაქტს მოაწერა ხელი
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ ამომავალმა ვარსკვლავმა ტანგე კოიასიმ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი18 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად პსჟს რიგებში გამოდიოდა და შემდგომ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა კლუბი მან რეკორდმაისტერთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელიძალიან ბედნიერი ვარ რომ ბაიერნის რიგებში მეძლევა თამაშის შანსი ეს დიდებული და ტრადიციული კლუბია იმედი მაქვს აქ წარმატებას მივაღწევ და დავეხმარები გუნდს გამარჯვებებში აცხადებს კოიასიროგორც ცნობილია ბაიერნს 18 წლის მცველის სანაცვლოდ მხოლოდ 300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს პარიზში გატარებული სავარჯიშო პერიოდის კომპენსაციის სახით არადა კოიასის სატრანსფერო ღირებულებად Transfermarktზე 11 მილიონი ევრო მიიჩნევა
ბაიერნის ვარსკვლავმა სიტიში გადასვლაზე უარი განაცხადა
გერმანული პრესა აქტიურად საუბრობს იმის შესახებ რომ კინგსლი კომანი მიმდინარე ზაფხულში ბაიერნის რიგებს დატოვებსBildის ინფორმაციით ფრანგი შემტევი ახლოს იყო მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან თუმცა ტრანსფერი არ შედგაწყაროს ცნობით რეკორდმაისტერი კომანის გამოყენებას სანეს ტრეიდში გეგმავდა თუმცა თავად ფეხბურთელმა განაცხადა უარი ქალაქელთა რიგებში გადასვლაზეის ფიქრობს რომ მიუნხენში ბედნიერია და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა შეუძლია შესაბამისად მან დარჩენა გადაწყვიტა
Breaking ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია
ლეროი სანეს სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ახალგაზრდა ვინგერი უკვე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია და კლუბი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებსწყაროს ცნობით რეკორდმაისტერმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა სანე კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს
რა ხდება ალაბასთან დაკავშირებით  მხარეების პოზიციები ცნობილია
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ დავიდ ალაბას მიუნხენის ბაიერნის დატოვება სურსგერმანულმა გამოცემებმა 28 წლის მცველის სავარაუდო მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაავრცელესწყაროს ცნობით ალაბას მთავარ მიზანს კლუბის დატოვება არ წარმოადგენს მას უბრალოდ სურს გაუმჯობესებული კონტრაქტი და მნიშვნელობა არ აქვს ამას რეკორდმაისტერის რიგებში მიიღებს თუ სხვაგანროგორც ცნობილია იმ შემთხვევაში თუ ალაბას კლუბის დატოვება მოუწევს მაშინ მას ლა ლიგაში სურს გადაბარგება და არა პრემიერლიგაშირაც შეეხება ბაიერნის პოზიციას კლუბისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური სარგებელის მიღება შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ მხარეები კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან მაშინ ალაბა მიუნხენს ვადის ამოწურვამდე ამ ზაფხულშივე დატოვებს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2