გუშინ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Footballმა ოფიციალურად დაადასტურა რომ 2020 წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია არ გაიმართება და შესაბამისად ტიტულიც არავის გადაეცემა მიზეზად კი კორონავირუსისგან გამოწვეული საფეხბურთო პაუზა გახლავთამ ფაქტმა ბაიერნის ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს სრულიად ლოგიკურიც არის რადგან წელს ჯილდოს მოგების ერთერთ მთავარ კანდიდატად სწორედ რობერტ ლევანდოვსკი განიხილებოდა თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მიუნხენელი მოთამაშე ამ ტიტულისთვის ბრძოლაში იჩაგრება გადავხედოთ ისტორიას21ე საუკუნის დასაწყისი რეკორდმაისტერის ლეგენდის ოლივერ კანისთვის ნამდვილი ზენიტი გახლდათ გუნდმა მასთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა და რაც ყველაზე მთავარია ჩემპიონთა ლიგა ტიტანი გუნდის უდაო ლიდერი გახლდათ და ამაზე აბსოლუტურად ყველა სტატისტიკა მოწმობსბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მადრიდის რეალისგან და მანჩესტერისგან 4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი მიიღო რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ კანმა შეიტანა რაც შეეხება ფინალურ მატჩს ეს გახლავთ ერთერთი საუკეთესო ბენეფისი მეკარეების მხრიდან ფინალების ისტორიაში ტიტანმა პენალტების სერიაში სამი დარტყმა მოიგერია და თანაც აქედან 2 იმ დროს როდესაც ვალენსია გატანის შემთხვევაში ტიტულს იგებდა მესამე სეივის შემდეგ კი ბაიერნმა დაისაკუთრა ჩემპიონობაგერმანიაში კლუბმა ურთულესი ბუნდესლიგა მოიგო ბოლო ტურში კანი რა თქმა უნდა სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა და რაც ყველაზე მთავარია წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დასახელდა თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ მიღწევების მიუხედავად ოქროს ბურთის ჯილდო საბოლოოდ მაიკლ ოუენმა დაისაკუთრა პოზიციით ფორვარდი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ წელს მხოლოდ 31 გოლი იყო და ამ შედეგით 5 საუკეთესო ბომბარდირშიც კი არ შედიოდა რაც შეეხება ტიტულებს ასოციაციის თასი ინგლისის თასი და უეფას თასი რაც დამეთანხმებით უმაღლესი სინჯის ტიტულებში არ გადისამ ყველაფრის ფონზე კანმა ოქროს ბურთის მოგება ვერ მოახერხა მეტიც მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ზემოხსენებული ოუენისა და რეალის ლეგენდის რაულის შემდგომახლა დროა გადმოვინაცვლოთ 2013 წელში სადაც სიტუაცია დაახლოებით იდენტურია თუმცა იცვლებიან მოქმედი პირები 201213 წლების სეზონის მიუნხენის ბაიერნი ერთერთი საუკეთესოა კლუბის ისტორიაში გუნდმა ტრებლის მოპოვება მოახერხა და სრული 6 ტიტულის მოსაგებად მხოლოდ გერმანიის სუპერთასი დააკლდა რეკორდმაისტერი გასაოცარ ფეხბურთს თამაშობდა და ამაში უდიდესი წვლილი ფრენკ რიბერის შეჰქონდაფრანგი ვინგერის მეთაურობით გუნდმა ჯერ საკმაოდ ძლიერი არსენალი დაიფრინა ლიგის 18 ფინალიდან ამის შემდგომ იუვენტუსის ჯერი დადგა ნახევარფინალში კი ისტორიაში ერთერთი საუკეთესო პერფორმანსი და ორმატჩიან დუელში შვიდბურთიანი სხვაობით დამარცხებული ბარსა ვიხილეთ გუნდმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო გერმანიის ბუნდესლიგაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი რა თქმა უნდა რიბერის ერგო ფრენკი ასევე საუკეთესოდ დასახელდა უეფას სუპერთასის შეხვედრაშიცამ ყველაფერს დაემატა ისიც რომ UEFAმ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფრენკ რიბერი აღიარა ფრანგმა მოთამაშემ ლეო მესისა და კრისტიანო რონალდუს საგრძნობლად გაასწრო ყველაფერი მოასწავებდა იმისკენ რომ წლის ბოლოს ფრენკი ნანატრ ოქროს ბურთს ჩაიგდებდა ხელში თუმცა საბოლოოდ Fifaმ და France Footballმა გადაწყვეტილება მიიღეს რომლის მიხედვითაც ხმის მიცემის პროცედურამ გარკვეული ვადით გადაიწიაამ პერიოდში სანაკრებო მატჩები ტარდებოდა სადაც რონალდუს პერფორმანსის წყალობით პორტუგალიამ შვედეთსს ძლია და მუნდიალის საგზური მოიპოვა ამ თამაშებმა რა თქმა უნდა დიდი ზეგავლენა იქონია ფსიქოლოგიურად საზოგადოებაზე და მივიღეთ ის რომ რიბერიმ ოქროს ბურთის გამოკითხვაში საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა და 4ით ჩამორჩა პორტუგალიელს არადა UEFAს გამოკითხვაში რომელიც დაახლოებით 2 თვით ადრე ჩატარდა ფრანგმა ორჯერ უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე რონალდუმ და მესიმ ერთადდა ბოლოს მოვაღწიეთ უკვე 2020 წლამდე რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია თუმცა უდაოა რომ ოქროს ბურთის მოგების ერთერთი მთავარი პრეტენდენტი სწორედ ბაიერნის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკიაფეხბურთის ორი ტიტანიდან კრისტიანო რონალდუ ლეო მესი არცერთს არ აქვს იდეალური სეზონი არგენტინელი ლეგენდა წელს უტიტულო სეზონს ჩაატარებს თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს რაც დიდი ალბათობით ასეც მოხდება რაც შეეხება რონალდუს მისმა იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალი დათმო ხოლო ევროტურნირებზე მთავარ ფავორიტად ნამდვილად არ განიხილებაამ ყველაფრის ფონზე ბევრი ფიქრობდა რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ახალ სახეებს ვნახავდით მაგალითად კევინ დე ბრუინისა და რობერტ ლევანდოვსკის სახით თუმცა ფრანგულმა გამოცემამ სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო და წელს ტიტული საერთოდ აღარ გაიცემა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეთქმულების თეორიის მოყვარულ ადამიანებს ბევრ კითხვას უჩენს ებრძვის თუ არა განგებ France Football და Fifa მიუნხენის ბაიერნს





















