bayern.ge სლაიდერი გვერდი 20
ბაიერნმა კომანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ რომ მანჩესტერ იუნაიტედი მიუნხენის ბაიერნის შემტევის კინგსლი კომანის ტრანსფერზე მუშაობს თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ვერ შედგებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰანს ფლიკის მომავალი სეზონის გეგმებში შედის და შესაბამისად რეკორდმაისტერი მის გაყიდვას არ აპირებსწყაროს ცნობით კომანი როტაციის ფეხბურთელი იქნება და ლეროი სანესა და სერჟ გნაბრის დასვენების საშუალებას მისცემს გარდა ამისა ტრავმების დროს შეძლებს შემტევი მოთამაშეების ჩანაცვლებას
ოქროს ბურთის დაჯილდოება მაინც ჩატარდება France Football გამოკითხვას ატარებს
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პაუზის გამო ოქროს ბურთის 2020 წლის გათამაშება აღარ ჩატარდება თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვალოსფრანგულმა გამოცემა France Footballმა რომელიც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას ატარებს სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა დადო სადაც მარტივი კითხვაა დასმულიეთანხმებით თუ არა France Footballის გადაწყვეტილებას ოქროს ბურთის ჩატარებაზე ამ მომენტისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 13000მდე ადამიანმა მიიღო და მათი 70 უარყოფით პასუხს სცემსგამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ამ ლინკზე
მანჩესტერი ბაიერნის ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავი კინგსლი კომანი გამოჩნდაბრიტანული გამოცემების ინფორმაციით წითელი ეშმაკები სერიოზულად არიან დაინტერესებული 24 წლის შემტევის დამატებით და გეგმავენ რომ ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ განახორციელონმოგეხსენებათ მანჩესტერელთა რიგებში უკვე ირიცხებიან ენტონი მარსიალი და პოლ პოგბა რომლებსაც კომანი ნაკრებიდან კარგად იცნობს შესაბამისად ოლე გუნა სულშერს ფრანგული ტრიოს შექმნა სურსჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდას აპირებს მანჩესტერი დიდი ალბათობით ბაიერნი კომანს 50 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ შეელევა
სანე იოზუა კიმიხი ყველაზე გამაღიზიანებელი იყო
გუშინ ლეროი სანეს პრეზენტაცია შედგა მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელის რანგში რა დროსაც 24 წლის ვინგერს არაერთი კითხვა დაუსვესმათი უმრავლესობა ტრანსფერს შეეხებოდა და ერთერთ კითხვაში ჟურნალისტს აინტერესებდა თუ ვინ მიიღო ყველაზე დიდი წვლილი ფეხბურთელებიდან სანეს ბაიერნში ტრანსფერში რაზეც ამ უკანასკნელმა სიცილით უპასუხავფიქრობ ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც იოზუა კიმიხი იყო ის ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა თუ როგორ მიდიოდა საქმეები აცხადებს სანე
რა თხოვნით მიმართა კოუტინიომ თავის აგენტს
მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფილიპე კოუტინიო მიუნხენის ბაიერნის რიგებს დატოვებს თუმცა ამ დრომდე უცნობია სად გააგრძელებს ის კარიერასბრიტანული გამოცემების ინფორმაციით 28 წლის ნახევარმცველმა საკუთარ აგენტს თხოვნით მიმართა რომ მანამ სანამ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის ყველანაირი მოლაპარაკებები შეაჩეროსროგორც ჩანს ბრაზილიელი ფეხბურთელის სურვილია რომ ამ პერიოდის მანძილზე მთელი ყურადღება ევროტურნირებზე და ბაიერნზე ჰქონდეს მიმართული სხვა კლუბებთან კონტაქტი კი ამაში ხელს შეუშლისშეგახსენებთ რომ კოუტინიო ბაიერნის რიგებში იჯარის წესით ირიცხება და კლუბმა მის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა
ბაიერნმა შესაძლოა ტიაგოს შემცვლელი არ შეიძინოს
მოგეხსენებათ ტიაგო ალკანტარა მიუნხენის ბაიერნის დატოვებასთან საკმაოდ ახლოსაა და აღნიშნული ინფორმაცია კარლ ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა თავდაპირველად იყო საუბრები იმის შესახებ რომ კლუბი კაი ჰავერცს მოიყვანდა მის ნაცვლად თუმცა როგორც ჩანს ეს ტრანსფერი არ შედგებაგერმანული გამოცემა Sport1ის ინფორმაციით რეკორდმაისტერი საერთოდ არ აპირებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ტიაგოს შემცვლელზე ზრუნვას და ჰანს ფლიკს საკუთარი შემადგენლობის ეიმედებამოგეხსენებათ ბაიერნმა სულ ცოტა ხნის წინ დაიმატა ფრანგი ამომავალი ვარსკვლავი ტანგუი ნიანზუ კოუასი წყაროს ცნობით ჰანს ფლიკი მას ძირითად გუნდში ავარჯიშებს და გეგმავს რომ მომავალ სეზონში ხშირად მისცეს სათამაშო დრო
რუმენიგე სიმართლეა ტიაგოს ბაიერნის დატოვება სურს თუმცა კონკრეტული კლუბები არ დაგვკავშირებიან
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ ლეროი სანეს წარდგენის დროს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრაჰასანი ესაუბრა ტიაგოს და ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები თუმცა ფეხბურთელმა განაცხადა რომ მას რაიმე ახლის გამოცდა და მიუნხენის დატოვება სურსჯერჯერობით კონკრეტულად არცერთი კლუბი არ დაგვკავშირებია ალკანტარას თაობაზე ჩვენი სურვილია რომ ესპანელიც და დავიდ ალაბაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარეობის დროს ჩვენთან ერთად იყვნენ აცხადებს რუმენიგე
სანე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მიუნხენში პროგრესისთვს და წარმატებისთვის გადმოვედი
ლეროი სანეპ მიუნხენის ბაიერნში პრეზენტაციის დროს პირველი კომენტარი გააკეთაგუნდური ვარჯიშის დროს რამდენიმე ფეხბურთელს შევხვდი ისინი თბილად დამხვდნენ რამდენიმე თანაგუნდელს უკვე ვიცნობ ეროვნული ნაკრებიდანტრანსფერი საკმაოდ სწრაფად განხორციელდა მე ჰასან სალიჰამიჯიჩს ვესაუბრე და ორივე შევთანხმდით რომ მისი დასრულება მალევე გვსურდაჯერ კიდევ ბევრი კომპონენტის განვითარება მსურს მაგალითად ძალიან კარგად ვხმარობ მარცხენა ფეხს თუმცა ასევე მსურს რომ ვივარჯიშო მარჯვენა ფეხით თამაშშიც აქ პროგრესისთვის და წარმატებისთვის მოვედიკლუბს თავიდანვე განვუცხადე რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მისი ჩემს თავზე აღების არ მეშინია სწორედ ამიტომ ავირჩიე 10 ნომერი თუმცა ეს წნეხის ქვეშ არ მომაქცევს მე ჩემი მიზნები მაქვს რომლის შესრულებასაც ვეცდებიჩემპიონთა ლიგა ურთულესი ტურნირია რომელიც ბაიერნს არაერთხელ მოუგია კლუბს კვლავ აქვს შანსი ამ გათამაშების მოგების და იმედი მაქვს წარმატებასაც მიაღწევენ აცხადებს სანე
რიბერი მიუნხენი ძალიან მენატრება
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრენკ რიბერიმ ემოციური განცხადება გააკეთაბავარია და მიუნხენი ჩემი მეორე სახლია იქ ძალიან ბევრი რამ მენატრება განსაკუთრებით კი ის ადამიანები და მეგობრები რომლებთან ერთადაც ამდენი დრო გავატარე აცხადებს ფრენკიშეგახსენებთ რომ რიბერიმ ბაიერნში გატარებული 12 წლის შემდეგ გასულ წელს ფლორენციულ ფიორენტინას მიაშურა
სასიხარულო ინფორმაცია ალაბა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
გერმანულ პრესაში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა მიუნხენის ბაიერნი გუნდის ლიდერ დავიდ ალაბასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაააღნიშნული ინფორმაცია ირიბად თავად ავსტრიელმა მცველმაც დაადასტურასაუბრები სისტემატიურად მიმდინარეობს მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ მსურს მე ნაკლებად ვერთვები ამ პროცესში რადგან მსურს რომ მთელი კონცენტრაცია გუნდზე და ჩემპიონთა ლიგაზე მქონდეს აცხადებს ავსტრიელიწყაროს ცნობით იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება მაშინ ის ოფიციალურად სწორედ ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ დადასტურდება
სანეს პრეზენტაციის ოფიციალური თარიღი დადასტურდა
უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია თუმცა კლუბმა მისი პრეზენტაციის მოწყობა ვერ მოახერხაბუნდესლიგის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკი და გუნდის სხვა მნიშვნელოვანი პირები შვებულებაში იყვნენ გასულები რამაც პრეზენტაციის თარიღი გადადო ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა რომ გერმანელი ვინგერის წარდგენა ხვალ თბილისის დროით 1600 საათზე მოხდებაპროცესს სხვა პირებთან ერთად კარლ ჰაინც რუმენიგე და ჰასან სალიჰამიჯიჩიც დაესწრებიან
სანეს პირველი ვრცელი ინტერვიუ ბაიერნის ფეხბურთელის რანგში
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ლეროი სანემ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა რომელსაც სრულად გთავაზობთმე გერმანელი ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ გერმანიის უდიდეს კლუბში ვიცი რომ ხშირად ვიქნები მოვლენების ეპიცენტრში თუმცა ზეწოლის არ მეშინია ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის წარმატების მოსატანადსიტისთვის უარის თქმა მარტივი არ ყოფილა პეპი უდიდესი მწვრთნელია ვის გამოც მანჩესტერში გადავბარგდი თუმცა მსურდა რაიმე ახლის გასინჯვა ბაიერნის იდეოლოგია იდეალურად ერგება ჩემს გემოვნებასჰასან სალიჰამიჯიჩმა უდიდესი როლი ითამაშა ტრანსფერში მან კარგად ამიხსნა თუ რა გეგმები აქვს კლუბს მაჩვენა როგორ მუშაობენ მიუნხენში და დამარწმუნა ამ გადაწყვეტილების სისწორეშიაქ ბევრ ადამიანს ვიცნობ და ვხვდები რომ ამ გუნდს ძალიან კარგად ვერგები ბაიერნიდან არაერთი ადამიანი დამიკავშირდა ოლივერ კანი ჰერბერტ ჰაინერი კარლ ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესიც კი მათ მე დამარწმუნესჭორები დადის რომ მე რთული ხასიათის მოთამაშე ვარ რაც ძალიან მაკვირვებს როგორ შეუძლიათ ადამიანებს ისაუბრონ სხვაზე როდესაც მას საერთოდ არ იცნობენ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა2016 წელს ბაიერნი მართლაც ცდილობდა ჩემს შეძენას თუმცა მაშინ რობენი და რიბერი გასაოცარ ფორმაში იყვნენ მე კი ახალგაზრდა ვიყავი და სათამაშო დრო მსურდა სწორედ ამიტომ ვთქვი უარიწარსულში 10 ნომერს ატარებდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები როგორებიც არიან არიენ რობენი და ული ჰიონესი ამ ნომრის დატვირთვას ვხვდები და ვეცდები გავამართლო მოლოდინებიჰანს ფლიკს 21წლამდე ნაკრებიდან კარგად ვიცნობ ტრანსფერამდე და მას შემდეგაც ვესაუბრე ჰანსს და ვიცი მისი დამოკიდებულება მას დიდი გეგმები აქვს როგორც გუნდთან ასევე ჩემთან მიმართებაშიარ ყოფილა ისე თითქოს ბაიერნის მოთამაშეები ყოველდღიურად მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ როდის გადმოვიდოდი იოზუა კიმიხი ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი ინფორმირებულები იყვნენ და შესაბამისად ძირითადად კონტაქტი სწორედ მათთან მქონდარა თქმა უნდა მსურს რომ ბევრი ვითამაშო მაგრამ ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვერ მოვითხოვ ამას ვერცერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ვერ შეძლებს როტაციების მომხრე ვარ და ვთვლი რომ მან უნდა ითამაშოს ვინც იმსახურებსვფიქრობ ცუდი არ არის რომ ჩემი ტრანსფერი იაფი დაჯდა რაც შეეხება 145 მილიონი ევროს გადახდას მივიჩნევ რომ ასეთი თანხა არცერთი ფეხბურთელი არ ღირსბაიერნს ინგლისში დიდ პატივს სცემენ რა თქმა უნდა იყო ხუმრობები ჩემს წასვლასთან დაკავშირებით მაგრამ კლუბში არავის დაუცინია არც ბუნდესლიგაზე და არც ბაიერნზედიდი იმედი მაქვს რომ დავიდი მიუნხენში დარჩება მე მიყვარს მისი სათამაშო სტილი და უდიდეს პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს მან დაამტკიცა რომ არა მხოლოდ უძლიერესი მარცხენა მცველი არამედ უდიდესი ცენტრალური მცველიცააბიჭები მშივრები არიან და ყველაფერს გააკეთებენ ევროპული ტიტულის მოსაგებად ვფიქრობ წელს ბაიერნი ერთერთი მთავარი ფავორიტიაბაიერნს სურდა რომ ახალი სეზონისთვის მიუნხენში გამევლო მომზადება კლუბთან ერთად იმ შემთხვევაში თუ სიტიში დავრჩებოდი ამის საშუალება არ მექნებოდარობერტი დიდებული ფეხბურთელია და მას გასაოცარი სეზონი აქვს ვფიქრობ ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მას მართლაც სერიოზული შანსები ექნებოდა ოქროს ბურთის მოპოვების აცხადებს სანე
ნოიერი ყველაფრის მიუხედავად მე მაინც საუკეთესო ვარ
მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა მანუელ ნოიერმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერაყველა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი კარიერა აქვს რომლის დასრულების შემდეგაც უკან ვეღარ დაბრუნდები თუ დავინახავ რომ ფეხბურთი მხრებზე მაწვება მაშინ დავასრულებ კარიერას ისევე როგორც ეს ფილიპ ლამმა გააკეთათუმცა ამ მომენტში ვხედავ რომ უდიდესი წყურვილი მაქვს ფეხბურთის თამაშის წინ კიდევ არაერთი ტიტულია რომლის მოგებაც მსურსრომელი მწვრთნელი ათამაშებს ფეხბურთელს თუ ის საუკეთესო არაა მიუხედავად იმისა რომ 17 წლის აღარ ვარ მაინც ვფიქრობ რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ ეს კი მტკიცდება იმით რომ ნაკრებში და ბაიერნში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად მე მაინც პირველი კიპერი ვართუ ჩელსის გავცდებით ჩვენ ერთმატჩიანი დაპირისპირებები გვიწევს ლისაბონში ორთამაშიან დუელებში ვფიქრობ ფავორიტები ვიყავით ყველგან ერთ შეხვედრაში კი შესაძლოა ყველაფერი მოხდეს აქ იღბალი დიდ როლს ითამაშებს ამის მიუხედავად ვთვლი რომ ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება ჩვენთან თამაში აცხადებს მანუ
ბაიერნ IIის მწვრთნელი გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა
მიუნხენის ბაიერნის სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი სებასტიან ჰიონესი შესაძლოა მომავალ სეზონში გუნდის კონკურენტად მოგვევლინოსგერმანული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერის მეორე გუნდის დამრიგებელი ძალიან ახლოს არის გუნდის დატოვებასთან და დიდი ალბათობით ის ჰოფენჰაიმის ძირითად შემადგენლობას ჩაიბარებსწყაროს ცნობით ჰანს ფლიკის სურვილია რომ ჰიონესმა კვლავ შეინარჩუნოს ადგილი მიუნხენში და მომავალ სეზონშიც გაუძღვეს გუნდს თუმცა ბუნდესლიგის ერთერთი ძლიერი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიცია საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს მისთვის
ოფიციალურად ბაიერნი 31 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და დიდი ხნის განმავლობაში სპარინგ პარტნიორს ეძებდა რომელსაც აუდის თასის ფარგლებში 31 ივლისს დაუპირისპირდებათავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ეს გუნდი ლევერკუზენი იქნებოდა შემდგომ კანდიდატად ლიონი დასახელდა თუმცა დღეს ოფიციალურად დადასტურდა რომ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდი მარსელის ოლიმპიკს შეხვდებაფრანგული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ რომ ბაიერნი და მარსელი ერთმანეთს 31 ივლისს თბილისის დროით 1800 საათზე დაუპირისპირდებიან
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2