bayern.ge სლაიდერი გვერდი 27
რატომ არ იყიდა ბაიერნმა აჩრაფ ჰაკიმი
ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნი აჩრაფ ჰაკიმის შეძენას გეგმავდა თუმცა ტრანსფერი არ შედგაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ფეხბურთელზე უარი საბოლოოდ თავად კლუბმა თქვა ამის მიზეზად კი სათამაშო სტილი სახელდებაკერძოდ 433 ტაქტიკაში გუნდს უფრო მეტად სჭირდება ისეთი მარჯვენა მცველი რომელიც დაცვით ფუნქციებს იდეალურად ასრულებს მაროკოელის მთავარ პლიუსს კი შეტევა წარმოადგენსშეგახსენებთ რომ საბოლოოდ ჰაკიმი მილანის ინტერში გადაბარგდა
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო შემადგენლობა ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscoredმა საკუთარი რეიტინგების მიხედვით ბუნდესლიგის 201920 წლების სეზონის საუკეთესო შემადგენლობა დაასახელათერთმეტეულში ყველაზე მეტი 5 წარმომადგენელი მიუნხენის ბაიერნიდან მოხვდა საუკეთესო შეფასება კი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიმსახურასრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება
RAI ალაბას მომავალი კლუბის ვინაობა ცნობილია
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ დავიდ ალაბას მიუნხენის ბაიერნის დატოვება სურსროგორც ცნობილია მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და ავსტრიელმა მცველმა კლუბს თავისი სურვილები გაუმხილაიტალიური რადიო Rai Sportის ინფორმაციით ალაბას დამატებით ყველაზე მეტად ტურინის იუვენტუსი არის დაინტერესებული და დიდი ალბათობით 28 წლის მცველი სწორედ ბებერ სინიორას მიაშურებსმოგეხსენებათ ალაბას ბაიერნთან კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება და შესაბამისად თუ კლუბს მისი უფასოდ გაშვება არ სურს ფეხბურთელის გაყიდვა მიმდინარე ზაფხულშივე მოუწევს
ოფიციალურად არიენ რობენი აქტიურ ფეხბურთში ბრუნდება
რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის ბაიერნისა და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდალეგენდარული ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი აქტიურ ფეხბურთში ბრუნდებაგრონინგენის ოფიციალური საიტის ცნობით ვეტერანი ფეხბურთელი პრესეზონის განმავლობაში გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს მან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელიშეგახსენებთ რომ რობენი სწორედ გრონინგენის აღზრდილია ის გუნდში 10ნომრიან მაისურს მოირგებს
შედევრი კუისენსიმ ულამაზესი დარტყმით ვოლფსბურგის კარი დალაშქრა ვიდეო
ვოლფსბურგისა და ბაიერნის შეხვედრის 37ე წუთზე მიკაელ კუისენსიმ ულამაზესი დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდაიხილეთ ვიდეო
ბრწყინვალე კომბინაია კომანმა დააგვირგვია ვიდეო
ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში მიუნხენის ბაიერნი ვოლფსბურგს სტუმრობსანგარიშის გახსნა მე4 წუთზე რეკორდმაისტერის ვინგერმა კინგსლი კომანმა ულამაზესი კომბინაციის გათამაშების შემდეგ მოახერხაიხილეთ ვიდეო
ვოლფსბურგი  ბაიერნი სასტარტო შემადგენლობა
ვოლფსბურგისა და ბაიერნის მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელანოიერი ოდრიოსოლა ბოატენგი ალაბა დეივისი კუისენსი გორეცკა კომანი მიულერი გნაბრი ლევანდოვსკი
ალაბასა და ბაიერნს შორის შეხვედრა შედგა
გერმანული გამოცემა Skyს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნსა და დავიდ ალაბას შორის შეხვედრა შედგამხარეები ერთმანეთს ოთხშაბათს მიუნხენში შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს თუმცა სამწუხაროდ კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიესწყაროს ცნობით ალაბას მიუნხენური სიტუაცია მოსწონს თუმცა თავის მხრივ არ სურს იმ ფუფუნების გაშვება რაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მოჰყვებამოგეხსენებათ 2021 წელს ავსტრიელს ბაიერნთან კონტრაქტი ეწურება მას კი სურს რომ რაც შეიძლება დიდი ანაზღაურება მიიღოს შესაბამიასდ იმ შემთხვევაში თუ რეკორდმაისტერი ალაბას ფინანსურ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს მაშინ მოთამაშეს კლუბს დატოვებს
ვოლფსბურგი  ბაიერნი სავარაუდო შემადგენლობა
ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენის ბაიერნი ვოლფსბურგს ესტუმრებაგთავაზობთ რეკორდმაისტერის სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვისნოიერი ოდრიოსოლა ბოატენგი ალაბა დეივისი კიმიხი გორეცკა გნაბრი მიულერი პერიშიჩი ლევანდოვსკი
ნიკლას სულეს დაბრუნების ზუსტი დრო ცნობილია
გერმანული გამოცემები მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველის ნიკლას სულეს დაბრუნების თარიღს აანონსებენწყაროს ცნობით ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვანე მინდორს მომავალ კვირაში გერმანიის თასის ფინალში დაუბრუნდებამოგეხსენებათ რეკორდმაისტერი გადამწყვეტ სათასო დაპირისპირებას 4 ივლისს ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ გამართავს და როგორც ჩანს სულე სწორედ ამ შეხვედრაში გამოჩნდებაშეგახსენებთ რომ 24 წლის მცველი გასული წლის ოქტომბერში დაშავდა და მას შემდგომ ვერ ეხმარება გუნდს
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელაპირველ ადგილზე მიუნხენის ბაიერნის ლიდერ რობერტ ლევანდოვსკი გავიდა პოლონელმა თავდამსხმელმა 30 მატჩში 33 გოლი გაიტანა და გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდომეორე ადგილზე დორტმუნდის ბორუსიას ამომავალი ვარსკვლავი ჯეიდონ სანჩო გავიდა რაც შეეხება მესამე ადგილს ეს ლევერკუზენის ნახევარმცველ კაი ჰავერცს ერგო
ჩემპიონთა ლიგის 14 და 12 ფინალის კენჭისყრის დრო ცნობილია
ბრიტანული გამოცემა Skyს ინფორმაციით UEFAმ ჩემპიონთა ლიგის 14 და 12 ფინალური ეტაპების კენჭისყრის საბოლოო თარიღი შეათანხმაწყაროს ცნობით პროცედურა პარასკევს 10 ივლისს თბილისის დროით 1400 საათზე გაიმართება ორივე ეტაპის კენჭისყრა ერთ დღეს ჩატარდებაშეგახსენებთ რომ 14 ფინალში გასული ოთხი გუნდის ვიანობა უკვე ცნობილია და ესენი არიან პსჟ ლაიფციგი ატლეტიკო და ატალანტა დანარჩენი გუნდები შემდეგი წყვილებიდან 78 აგვისტოს გამოირკვევაბაიერნი ჩელსისიტი რეალიბარსელონა ნაპოლიიუვენტუსი ლიონი
დეშამმა ლუკას ერნანდესს კარიერაზე რჩევა მისცა
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის მცველის ლუკას ერნანდესის დამატებით პსჟ არის დაინტერესებულიფრანგული გამოცემა Le10Sportის ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ მომავალზე აქტიურად ფიქრობს და ამის გამო რჩევა ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც ჰკითხაწყაროს ცნობით ლუკასი პირადად ესაუბრა დიდიე დეშამს და ამ უკანასკნელმა მას ურჩია რომ მიუნხენის ბაიერნში დარჩეს მისი აზრით საუკეთესო გამოსავალი სწორედ რეკორდმაისტერში თამაში და ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა იქნება
ბაიერნმა ალაბასა და ტიაგოს ფასები დაადო
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნს რამდენიმე ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე პრობლემები აქვს კერძოდ საუბარია დავიდ ალაბასა და ტიაგო ალკანტარაზეამ უკანასკნელს სულაც უკვე გადაწყვეტილი აქვს კლუბის დატოვება და დიდი ალბათობით ეს სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება შესაბამისად რეკორდმაისტერმა ფეხბურთელებს ფასები დაადოგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით მსურველებს დავიდ ალაბას შეძენა 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ რაც შეეხება ესპანელს მისი ფასი 80 მილიონ ევროდ განისაზღვრა
ოფიციალურად ბაიერნმა კიდევ ერთი ტალანტი გაიფორმა
მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ტალანტი გაიფორმაკლუბის ოფიციალური საიტის ცნობით 17 წლის ფეხბურთელმა მამინ სანიანმა დღეს სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ის თავდაპირველად რეკორდმაისტერის 19წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშებსმამინი სწრაფი ვინგერია რომელსაც გოლის ბრწყინვალე ალღო აქვს მის პროგრესს დიდი ხანია ვაკვირდებით და სასიამოვნოა რომ ჩვენი გუნდი არჩია აცხადებს აკადემიის ხელმძღვანელი იოხენ საუერისანიანი ბაიერნის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჰოფენჰაიმიდან შეუერთდა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0