bayern.ge სლაიდერი გვერდი 88
იდეალური კანდიდატი  ერიკ ტენ ჰაგი
ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება ერთერთი მათგანი კი ერიკ ტენ ჰაგია სავარაუდოდ ყველაზე შესაფერისი და იდიალური კანდიდატიადამიანი რომელიც თავბრუდამხვევად შემტევ ფეხბურთს ქადაგებსტოტალური ფეხბურთი 20 ერიკ ტენ ჰაგიჰოლანდიელი სპეციალისტის ძირითადი სათამაშო სისტემა არის მოდერნიზებული 433 რომელიც შეიცავს ექვსიანის რვიანის და ათიანის პოზიციებს ეს სისტემა შეტევისას სახეს იცვლის და გადაიქცევა 4231ად ჩვენ ეს ნათლად შეგვიძლია დავინახოთ აიაქსის გასული სეზონის თამაშებიდან სადაც ფრენკი დე იონგი6 ლასა შონე8 და ვან დე ბეეკი10 მოქმედებდნენ ცენტრში და გადიოდნენ შეტევაზეტენ ჰაგის სისტემის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის სისწრაფე ეს საჭიროა ბურთის დასაჭერად და თავისუფალი სივრცეების მომენტალური ათვისებისთვის თუ აიაქსის გასული სეზონის მატჩებს გადაავლებთ თვალს ნახავთ რომ ამსტერდამელები მოედნის აბსოლუტურად ყველა ნაწილში იყვნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ რიცხვობრივადაც აღემატებოდნენ მეტოქესბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაახალგაზრდავდა ამჟამად ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიცაა ალაბადევისი ჰერნანდესი კიმიხი და სულე რომლებსაც აქვთ სისწრაფე და არ გაუჭირდებათ ამ სისტემაზე მორგებაბოლო წლებში მიუნხენელების ერთერთი მთავარი პრობლემა იყო დაცვიდან შეტევების სწრაფი ორგანიზება ტენ ჰაგი კი ამის სპეციალისტია დაცვიდან შეტევაში ამოსვლასთან ერთად ტენ ჰაგი გამოირჩევა შეტევების სწრაფი ორგანიზებით როდესაც ბურთი ხვდებოდა მცველებსა და ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის დე იონგი6 დაუყონებლივ გზავნიდა ბურთს ფლანგების მიმართულებით რაც ცენტრაულ ნახევამრცველებს და 10იანს აძლევდა ცენტრის დაკავების საშუალებასტიაგო ალკანტარა და კოუტინიო იქნებიან ტენ ჰაგის ნახევარდაცვის მთავარი ფიგურები გორეცკა ან ტოლისო კი დაიკავებენ რვიანის პოზიციას ჰოლანდიელის სისტემაში ვინგერებს მოეთხოვებათ სისწრაფე გნაბრი და კომანი კი სრულყოფილად აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს ლევანდოვსკი შეასრულებს ზუსტად იმ ფუნქციებს რასაც ტადიჩი ასრულებდა ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი რომელიც გაიტანს გოლებს და მისცემს სივრცეს სხვა ფეხბურთელებსბაიერნი პრესინგს 4231 ან 442 სისტემით განახორციელებს თავს კი 451 ტაქტიკით დაიცავს სადაც ყველა ნახევარმცველს ექნება განსაზღვრული როლი დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსერიკ ტენ ჰაგი ბაიერნისთვის იდიალური ვარიანტი იქნება მას აქვს ამ კლუბში მუშაობის გამოცდილება ლაპარაკობს გერმანულად და უყვარს კლუბი იდეალურ შემთხვევაში ბაიერნი სეზონის ბოლომდე ეგ დროებით მწვრთნელს დანიშნავს მოვლენების ასეთი განვითარება მის გადმოსვლას კიდევ უფრო რეალურს გახდის
ტენ ჰაგი ფაქტობრივად გამოირიცხა
ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ ტენ ჰაგი ბაიერნის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა თუმცა ორშაბათს გამართულ პრესკომფერენციაზე ჰოლანდიელმა ყველაფერს ნათელი მოფინა შემიძლია დაგიდასტუროთ მე ვრჩებიკლუბთან სერიოზული გეგმები მაქვს შესაბამისად აიაქსთან ერთად მიმდინარე სეზონს აუცილებლად ჩავამთავრებბაიერნი შესანიშნავი კლუბია მიუნხენთან ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს ეს კლუბი ჩემს გულშია თუმცა ახლა ჩემი მთელი ყურადღება აიაქსს ეკუთვნის ამჟამად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩელსისთან გასამართი მატჩია განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმაშეგახსენებთ რომ ჰოლანდიელი ბაიერნის მეორე გუნდს პეპ გუარდიოლას პერიოდში წვრთნიდა მიმდინარე სეზონში კი აქტიურად განიხილებოდა რეკორდმაისტერის მომავალ დამრიგებლად თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ფაქტობრივად გამორიცხავს ამას
Das Besondere Eins ჟოზეს და ბაიერნს ერთმანეთი სჭირდებათ
დარწმუნებული ვარ მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მიუნხენის ბაიერნის თითოეული გულშემატკივარის თავში ტრიალებდა აზრი როდის წავა გუნდიდან ნიკო კოვაჩი მოდი გვერდზე გადავდოთ ხორვატი სპეციალისტის სამუშაოს შეფასება და ყველა დეტალი რომელიც მას ეხება რადგან ნიკო უკვე წავიდაახლა კი დროა ბაიერნმა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთოსრეკორდმაისტერმა ნიკო გუშინ საღამოს მისივე ინიციატივით დაითხოვა ამიტომ გერმანულმა გრანდმა 1 კვირა აიღო იმისათვის რომ იპოვნოს შესაფერისი კანდიდატი და გუნდი სეზონის ბოლომდე საიმედო ხელში დატოვოსროგორც წესი სეზონის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელის გამოცვლა იოლი არ არის მით უმეტეს როდესაც ხარ მიუნხენის ბაიერნი და ბაზარზე ნებისმიერ თავისუფალ სერთიფიცირებულ მწვრთნელს ვერ აიყვან თუმცა შეიძლება ითქვას რომ მიუნხენურ კლუბს გაუმართლა ვინაიდან იდეალური მინიმუმ იდეალურთან მიახლოვებული მაინც კანდიდატი არის და ეს Das Besondere Eins გახლავთრას ნიშნავს ეს მარტივია The Special One იგივე ჟოზე მოურინიოშესაძლოა ბევრს გაუკვირდეს მაგრამ ამ მომენტისთვის არსებული სიტუაციიდან მოთხოვნებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება საკმაოდ ბევრი საინტერესო მიმზიდველი ფაქტორი და დეტალი თუ რატომ არის ამ მომენტისთვის ჟოზე მოურინიო და მიუნხენის ბაიერნი იდეალური თანდემი დიახ ჟოზე თავისი არც ისე მხიარული და ოდნავ დაცვითი ფეხბურთით შესაძლოა იყოს სწორედ ის სპეციალისტი რომელიც გენიალური იუპ ჰაინკესის შემდეგ მიუნხენში ჩამოიტანს ტიტულს და არა სასალათესრატომ როგორ მოდი გავყვეთ დეტალებს არგუმენტებითა და ფაქტებით ასევე იუმორითაცმოურინიო ნიკო კოვაჩი არ არისსათაური მხოლოდ გაფორმებისთვის არ არის შერჩეული სანამ ღრმა დეტალებამდე ჩავალთ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რომ ჟოზე მოურინიო დღესდღეობით იმ მწვრთნელებს შორის რომლებიც ხელმისაწვდომი არიან ყველაზე დიდი სახელია დიახ მიუხედავად ნიკო კოვაჩისადმი ღრმა პატივისცემისა ჟოზე კოვაჩი არ არის პეტრ ჩეხი ჯონ ტერი ფრენკ ლამპარდი არიენ რობენი დიდიე დროგბა ხავიერ ძანეტი სამეულ ეტოო ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუ ეს იმ მოთამაშეების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია რომელთან ერთადაც ჟოზეს აქვს ნამუშევარი და არაერთი ტიტული მოგებულიარ დავიწყებ ჟოზეს კარიერული ტიტულების ჩამოთვლას პორტუგალიელი ვარსკვლავია ის ლეგენდარული მწვრთნელია რომლის მოთხოვნასაც კლუბი უბრალოდ ვერ გაატარებს როგორც კოვაჩის შემთხვევაში იყო რამდენიმეჯერ მაგალითად იოვიჩი და რებიჩი ჟოზე არავის შეარჩენს მისი მითითებებისა და დავალებების არ გათვალისწინებას მას აქვს დისციპლინა ავტორიტეტი და სიტყვის ძალაუფლება ფაქტორები რომლებიც ნიკო კოვაჩმა ასე თუ ისე წარმატებული სამტიტულიანი სეზონის შემდეგაც ვერ მოიპოვაჟოზესთვის მიუნხენი ახალი და უნიკალური შესაძლებლობააპასუხი მთავარ შეკითხვაზე რატომ სჭირდებათ ერთმანეთი ასე ძალიან მოურინიოსა და ბაიერნს ეს ცოტათი ღრმა საკითხიაიუპ ჰაინკესის ტრიუმფალური ტრებლის შემდეგ რეკორდმაისტერი მსოფლიოში უძლიერესი გუნდი იყო და ამ გუნდს სათავეში ჩაუდგა ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტი პლანეტაზე ეპოქალური ბარსელონას შემქნელი პეპ გვარდიოლა პეპმა სამი წელი ყველაფერი მოიგო გერმანიაში დაახმო რეკორდები გადაურბინა ყველას მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასცდა 12 ფინალსშემდეგ იყო ლეგენდარული კარლო ანჩელოტი რომელმაც მადრიდის რეალის ბარიერი ვერ გადალახა შემდეგ კი პირველივე სერიოზული ფეხის დაცდენა ძვირად დაუჯდადაბოლოს იყო ნიკო კოვაჩიჰაინკესის ტრებლიდან არც ისე ცოტა 67 წელი გავიდა და ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს გერმანული მანქანა რომელიც მსოფლიოს უძლიერესი გუნდი იყო მოძველდა და ევროპაში სახელი ცოტათი შეელახა მეორეს მხრივ კი არის ჟოზე მოურინიო რომელმაც პორტუსა და მილანის ინტერს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და ორივე შემთხვევაში ფანტასტიკურ წარმატებას მიაღწია ინტერის შემდეგ ჟოზე წავიდა სამეფო კლუბში სადაც სამი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი სამუშაო შეასრულა გვარდიოლას ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატი სარეკორდო 100 ქულითა და 121 გატანილი გოლით მოუგო მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს გახდაშემდეგ იყო დაბრუნება ინგლისში ჯერ ლონდონის ჩელსი და ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედი ტიტულები ჟოზეს კარიერის შემადგენელი ნაწილია და მან ყველგან რაღაც მოიგო მაგრამ ჩელსიმაც და იუნაიტედმაც ჟოზეს სეზონის დასაწყისიდან უხმეს კარისკენ მოურინიომ სამი დიდი კლუბიდან კარი მოიხურა და მისი ბოლო ტრიუმფიდან ჩემპიონთა ლიგაზე მალე დეკადა იგივე ათწლეული გავაახლა კი მოურინიოს ეძლევა შანსი რომ ჩაიბაროს სუპერგუნდი უმაღლესი კლასის შემსრულებლებით და დაიბრუნოს განსაკუთრებულის წოდება ბაიერნს სჭირდება ჩემპიიონთა ლიგის ტიტული ხოლო ჟოზეს გუნდი რომლითაც მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და დაამტკიცებს რომ მისი შესაძლებლობები სულაც არ არის ჩამოსაწერი და მოძველებული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოსაგებად რეაბილიტაცია მოტივაცია შესაძლებლობების დამტკიცება პირველობის წყურვილი მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები რომლებიც ჟოზესა და ბაიერნს აერთიანებთმოურინიოს პირადი ანგარიშებიც აქვს ბაიერნს კი დასაკარგი არაფერი აქვსმოდი ახლა ერთი წუთით უბრალოდ დაფიქრდით თუ რას იტყვის ჟოზე თუ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს მიხვდით რა თქმა უნდა ირონიულად ახსენებს თავის მთავარ კარიერულ მოტოქე პეპ გვარდიოლას ჟოზესთვის ბაიერნი არამხოლოდ ახალი შესაძლებლობა არამედ მთავარი კონკურენტი გვარდიოლას დაჯაბნისა და დამცირების უნიკალური შანსიცაა ჟოზეს ყოველთვის ექნება სათქმელი რომ მან გააკეთა ის რაც პეპმა სამი წელი ვერ გააკეთა გუნდით რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სახელითა და სტატუსით ჩაიბარასაინტერესოა რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჟოზეს მიუნხენური პროექტი ჩავარდება გაგიკვირდებათ და არც არაფერისაქმე მარტივადაა წაგებული არც ჟოზე და არც ბაიერნი დარჩება როგორ მიუნხენური კლუბი ეტიკ ტენ ჰაგის კანდიდატურას მიუბრუნდება ან განიხილავს იულიან ნაგელსმანის თომას ტუხელის თუნდაც იურგენ კლოპის ვარიანტებს რა ხეირი მოურინიოს ჟოზეს კლასი და გამოცდილება ბუნდესლიგის ტიტულს ნამდვილად უნდა ეყოს რაც პორტუგალიელს ისტორიაში ოქროს ასოებით შეიყვანს იცით ვის აქვს მოგებული ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში აქ ტრიუმვირატია ანჩელოტი იტალია ინგლისი გერმანია გვარდიოლა ესპანეთი გერმანია ინგლისი და მოურინიო ინგლისი იტალია ესპანეთიანჩელოტისა და გვარდიოლას მსგავსად ჟოზე იგებს ვერცხლის სინს და ხდება ისტორიაში პირველი და ერთადერთი სპეციალისტი რომელიც ევროპის საუკეთესო ოთხი ჩემპიონატის ტიტულს მოიპოვებს ამას დავუმატოთ პორტუგალიის ეროვნული ჩემპიონატიც და მივიღებთ სრულ კოლექციას მოურინიოს სულ რომ არაფერი სალაპარაკო და ჟურნალისტებთან სათამაშო თემა მიეცემა თანაც საკმაოდ მყარი არგუმენტებითჟოზე მიიღებს იმას რაც სურს შემადგენლობა კლასი გულშემატკივრებიგასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თავად ჟოზეს ძალიან უნდა ბაიერნში თავის გამოცდა მას სურს ახალი გამოწვევა გერმანიაში არასოდეს უმუშავია და თანაც მადრიდის რეალის შემდეგ ჟოზეს არ ჰყოლია იმ კალიბრის გუნდი რომელიც ახლა მას ალიანს არენაზე დახვდება ლონდონში ჟოზე გულშემატკივრების პასიურობას უჩიოდა მანჩესტერში მოთამაშეების ნაკლებობასმიუნხენში კი ყველაფერია შემადგენლობაც ქომაგებიც და რაც მთავარია განახლებული ხელმძღვანელობა ბაიერნში მოურინიოს არა ჰიონესი არამედ გაცილებით კრიტიკულად და თანამედროვედ მოაზროვნე კალე რუმენიგე დახვდება ახალ პრეზიდენტთან ერთად ჰერბერტ ჰაინერი კი ყველაფერს გააკეთებს რათა ბაიერნის ფანების გული მალევე მოიგოს და თუ ჟოზე რაიმეს მოისურვებს იანვრის სატრანსფერო ფანჯარა და ლეროი სანე მზად იქნებიანმიუნხენში მოურინიოს დახვდება პროფესიონალი სკაუტები და არა ედ ვუდვორდი დახვდება მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ერთერთი მთავარი ტალანტი ევროპულ ფეხბურთში იოზუა კიმიხი და აშ ჟოზეს ექნება ყველაფერი იმისათვის რომ დადოს მაქსიმალური შედეგი და წუწუნის მაგივრად დრო საქმეში პროდუქტიულად დახარჯოსთამაშის სტილი კონტრასტი თუ მსგავსება მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს არის თუ არა მოურინიო ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელი ფილოსოფიური თვალსაზრისით თუ ვინმე ფიქრობს რომ პორტუგალიელი ზედმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობს ეს არგუმენტი არ არის შეუძლებელია ითამაშო ზედმეტად დაცვითი ფეხბურთი მაშინ როდესაც მოედანზე ტიაგო კოუტინიო გნაბრი კომანი ლევანდოვსკი გეყოლება დაცვაში კი ბაიერნს ნამდვილად ჰყავს იმ კლასისა და შესაძლებლობების მოთამაშეები რომ მოურინიომ თავისთვის საყვარელი და სასურველი ორგანიზება სტაბილურობა მოაწყოს მოუ არ არის შემტევი ფეხბურთის მოტრფიალე ის უფრო პრაგმატისტია მაგრამ ეს ბაიერნისთვის პრობლემა არ არის გვარდიოლამ სუპერშემტევი ლაღი და ლამაზი ფეხბურთით ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო რატომ უნდა თქვას რეკორდმაისტერმა უარი ახალ შესაძლებლობაზე მოურინიო შესაძლოა ზედმეტად ფრთხილია მაგრამ იდეალურად შეუძლია გამოიყენოს ბაიერნის ფლანგების სიძლიერე კონტრშეტევების სახით და ათამაშოს გუნდს კარგი ფეხბურთი რომელიც მოიტანს შედეგსბაიერნს მუდმივად ახასიათებდა მებრძოლი ხასიათი თავდადება და გამარჯვებებისკენ სწრაფვა ვერ ვიტყვით რომ შემტევი და ლაღი ფეხბურთი გერმანული გრანდის გენებშია შესაბამისად იმის თქმა რომ მოურინიო ბაიერნისთვის სტილისტურად არაშესაფერისი მწვრთნელია სიმართლეს არ შეესაბამება ჟოზეს აქვს თავისი ფილოსოფია ხედვები და სტრატეგია ისევე როგორც ჰაინკესს პეპს გვარდიოლას მოურინიოს არ უყვარს ექსპერიმენტები რაც ამ მომენტისთვის ბაიერნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ბოლოს უნდა დაიდოს კონკრეტული შედეგი ამიტომ მოურინიოს ფილოსოფია შესაძლოა არ იყოს ბევრისთვის მისაღები მაგრამ გავიხსენოთ რომ როდესაც მას მართლაც ძლიერი გუნდები ჰყავდა პრემიერ ლიგაშიც და ლა ლიგაშიც გატანილი გოლების რაოდენობით ჩელსიმ და რეალმა რეკორდები დაამყარეს ამიტომ ნუ შეგეშინდებათ რომ მიუნხენში ავტობუსი ჩამოდის ბაიერნს საკმარისად ძლიერი გუნდი ჰყავს რომ ჟოზემ ავტობუსი დაუყენოს მანუს წინდაბოლოს საბოლოო ვერდიქტი ერიკ ტენ ჰაგი აიაქსს ახლა არ მიატოვებს მასიმილიანო ალეგრისა და არსენ ვენგერს ჟოზე მოურინიო ტიტულებითაც აღემატება და მოტივაციითაც რომელიც გააჩნია ვენგერი ეცდება რომ ბაიერნში დანერგოს თავისი ცნობილი სტილი და ლაღი ფეხბურთი ხოლო ჟოზეს აქცენტი პირადპირ შედეგზე იქნება მას წარმატება სწყურია რალფ რანგნიკიც მშვენიერი ვარიანტია მაგრამ მოდი ისევ მარტივად ვთქვათ რომ ყველამ გაიგოს მოურინიო რანგნიკი არაათანაც განსაკუთრებული გერმანულად ძალიან კარგად ჟღერს Das Besondere Eins ვფიქრობ ჟოზეს განსაკუთრებული ხასიათი და მთლიანად პერსონა ბაიერნისთვის მინიმუმ ძალიან საინტერესო სეზონის წინაპირობაამოამზადა დავით მაღრაძემ სპეციალურად BAYERNGEსთვის
ზონური თავდაცვისა და კონტრშეტევების დიდოსტატი  ჟოზე მოურინიო
ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ ბაიერნის დღის წესრიგში დადგა მთავარი მწვრთნელის პოსტი ერთერთი მათგანი ჟოზე მოურინიოა დღეს ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ პორტუგალიელი სპეციალისტის დეტალური ანალიზიზონური თავდაცვა და კონტრშეტევებიჩელსისა და მადრიდის რეალში ის როგორც წესი თამაშობდა 4231 სისტემით ხოლო თავს იცავდა 442ით ამის მიზეზი გახლდათ ზემოთ აწეული დაცვის ხაზი და ზონური პრესინგი რათა კონტრშეტევები გამხდარიყო მაქსიმალურად სწრაფიროგორც წესი კოუტინიო და ლევანდოვსკი შეთამაშებულნი არიან კომანსა და გნაბრისთან ამ სისტემაში კი მათთვის იოლი გახდება ვინგერის მოძებნა და კონტრშეტევის წამოწყებაასევე მოცემულ სისტემაში კოუტინიო და ლევანდოვსკი შეითვისებენ დაცვით ფუნქციებს რადგან 442 ტაქტიკის მთავარი აზრი არის ის რომ როცა მოწინააღმდეგე გიტევს თერთმეტივე ფეხბურთელი უნდა იყოს ბურთის უკან და მზად იყოს კონტშეტევის წამოსაწყებადნახევარდაცვის ზონა სავარაუდოდ დაკომპლექტდება გნაბრის გორეცკას კიმიხისა და კომანისგან წითლად მონიშნული ზონები აღნიშნავს საკვანძო წერტილებს ნახევარდაცვაში მარჯვნივ და მარცხნივ ხოლო ცენტრალური ზონა უნდა დაიკავოს კიმიხმა რომელიც არის ენერგეტიკული და მარტივად ჩაშლის შეტევებს ორი ცენტრალური მცველი კი იოზუას დააზღვევსყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი წითლად მონიშნული ზონების ჩაკეტვა იქნება ბაიერნი მუდმივად განახორციელებს პრესინგს მოცემულ ზონებზე რაშიც ლევანდოვსკი და კოუტინიოც იქნებიან ჩართულნი ამ ზონებში მოპოვებულ ბურთს კი ცენტრალური მცველები გადაანაწილებენდაცვაში მოცემულია ორი ზონა რომელიც წითლადაა მონიშნული მარჯვენა და მარცხენა ამ ზონებზე უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ფლანგის მცველებს ისინი საჭირო იქნებიან როგორც ფლანგებზე ასევე მცველების უკან გოლის გატანა მაქსიმუმ სამი პასით განსაკუთრებულის მაგია პორტუგალიელი სპეციალისტი ამ გეგმის განსახორციელებლად რამდენიმე განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს1 თუ ნახევარმცელი მოიპოვებს ბურთს როგორც დიაგრამაზეა მოცემული მას აუცილებლად მოუწევს ბურთთან ერთად წინ გაქცევა ამის შემდეგ მას ექნება 2 არჩევანი გააკეთოს პასი ფლანგზე ან გაუკეთოს პასი კოუტინიოს ნებისმიერ შემთხვევაში მესამე გადაცემით ბურთი მოხვდება ლევანდოვსკისთან 2 იმ შემთხვევაში თუ პრესინიგის ზონიდან ბურთს კოუტინიო მოიპოვებს მას აუცილებლად მოუწევს გადაცემის გაკეთება ვინგერზე ვინგერს ექნება სივრცე რომელსაც ლევანდოვსკი შექმნის მესამე გადაცემით კი ბურთი აუცილებლად მივა ლევანდოვსკისთან ან საპირისპირო მხარეს მყოფ ვინგერთან 3 ის შემთხვევაში თუ ბურთს მოიპოვებს ვინგერი მას აუცილებლად მოუწევს თავისი სიჩქარის ხარჯზე წინ გაქცევა ჟოზეს სისტემის მიხედვით შემტევებს და ნახევარმცველებს ეკრძალებათ ბურთთან ერთად სირბილი რადგან ისინი არ არიან საკმარისად სწრაფები კარგავენ ბურთს და იწვევენ მეტოქის კონტრშეტევებს ამ შემთხვევაში კომანს ან გნაბრის შეეძლებათ გაიტანონ ეგ სოლო გოლი ან გააკეთონ პასი ლევანდოვსკის ან კოუტინიოს მისამართით მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ჟოზე მოურინიოს მიერ ორგანიზებული მსოლიოს ყველაზე სწრაფი კონტრშეტევები რომლებმაც თავის დროზე მადრიდის რეალს ძველი დიდება დაუბრუნა და ერთადერთი იარაღი გამოდგა გვარდიოლას ტიკიტაკას წინააღმდეგ
ლევანდვსკის ოპერაცია სჭირდება
რობერტ ლევანდოვსკი თავისი ცხოვრების საუკეთესო ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს31 წლის პოლონელმა ამ სეზონში იხსნა ბაიერნი და თავის გუნდს არაერთხელ გადაურჩინა 3 ქულა სამწუხაროდ რობერტი უკვე რამდენიმე კვირაა ბარის ტრამვას უჩივის რისგამოც მას მალე ოპერაცია ჩაუტარდება და ორი კვირის გაუქმება მოუწევს მაგრამ რაც მთავარია ლევანდოვსკის შეეძლება ოლიმპიაკოსთან და დორტმუნდთან თამაში რის შემდეგაც მას ბაიერნის ექიმები მალევე ჩაუტარებენ ოპერაციას
ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა კიდევ უფრო რეალური ხდება
ყოფილი მანჩესტერისა და ჩელსის დამრიგებელი არის ერთერთი მთავარი ფავორიტი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზებაიერნის ბოსებმა კოვაჩს არაერთხელ მისცეს შანსი თუმცა 18 თვის შემდეგ გადაწყვიტეს რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა კატალოზატორი კი აინტრახტთან განცდილი ფიასკო აღმოჩნდაპორტუგალიელი სპეციალისტი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ უსამსახუროდაა თუმცა მან არაერთხელ გამოთქვა ფეხბურთში დაბრუნების სურვილი ინგლისში ესპანეთში იტალიასა და პორტუგალიაში მან ყველაფერი მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი მის გეგმებში არ შედის ერთადერთი ვარიანტი კი ბუნდესლიგააბასტიან შვაინშტაიგერმა რომელმაც 13 წელი გაატარა რეკორდმაისტერში და იმუშავა მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ ოლდ ტრაფორდზე საინტერესო განცხადებას აკეთებს მე შემიძლია წარმოვიდგინო მოურინიო გერმანიაში განაცხადა Deutsche Walleთან ინტერვიუშიმე მახსოვს ის ყოველთვის მისვამდა კითხვებს გერმანიასა და მიუნხენის ბაიერნზე ჩვენს გასვლით შეხვედრებში მის ტელევიზორში ყოველთვის ნახავდით ბუნდესლიგასმან ზედმიწევნით იცის ყველა ფეხბურთელი რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს თუნდაც შედარებით დაბალი კლასის გუნდებიდან ის ასევე სწავლობს გერმანულ ენას ბასტიან შვაინშტაიგერიმოურინიო დაკავშირებული იყო არსენალთან და დორტმუნდის ბორუსიასთან თუმცა ჭორები ჭორებად დარჩა როგორც ჩანს განსაკუთრებულს მიუნხენის ბაიერნის გაწვრთნა აქვს გადაწყვეტილი და თუ გერმანული გიგანტი ინტერესს გამოიჩენს ის აუცილებლად დათანხმდება
6 კანდიდატი  ერთერთმა ბაიერნის სეზონი უნდა გადაარჩინოს
ანტრახტთან დაფიქსირებული გამანადგურებელი 51ის და ბაიერნის ბოლო დროინდელი წარუმატებლობის გათვალისწინებით კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ ისინი მსგავს რამეებს არ პატიობენ ნიკო კოვაჩი კი გასულ ღამეს გაათავისუფლესვინ უნდა დაიკავოს მთავარი მწვრთნელის პოსტი ეს კითხვა ალბათ ყველა ბაიერნის გულშემატკივარს გაუჩნდა ჩვენ წარმოგიდგენთ 6 კანდიდატს რომელთაგან ერთერთი აუცილებლად ჩაიბარებს მიუნხენურ კლუბსჟოზე მოურინიოპორტუგალიაში იტალიაში ესპანეთსა და ინგლისში მოგებული ტიტულების შემდეგ განსაკუთრებული მზადაა გერმანიის დასაპყრობად მოურინიომ მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მომავალი კლუბი უკვე არჩეული ყავს თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გერმანულ ენას აქტიურად ეუფლება არაა გამორიცხული მისი მომავალი კლუბი სწორედ ბაიერნი იყოსმასიმილიანო ალეგრიიტალიელი სპეციალისტი რომელმაც 201819 წლების სეზონში მოულოდნელად დატოვა ტურინის იუვენტუსი და ფეხბურთიდან მინიმუმ ერთ წლიანი შესვენების აღება გადაწყვიტაალეგრი ევროპაში ერთერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება მან იტალიის ჩემპიონატი ხუთჯერ ზედიზედ მოიგო და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიარსენ ვენგერივენგერმა დიდი ფეხბურთი წელიწადზე მეტია დატოვა ბევრი ვარაუდობდა რომ ის აღარც დაბრუნდებოდა მაგრამ ფრანგი სპეციალისტი შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდავენგერი ამჟამად უკლობოდაა და თუ ბაიერნი ინტერესს გამოიჩენს სავარაუდოდ არსენალის ყოფილი დამრიგებელი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდებარალფ რანგნიკიგერმანელი სპეციალისტი ბაიერნის გრძელვადიან გეგმაში არ შედის მაგრამ სეზონის ჩასამთავრებლად კარგი ვარიანტია ის კარგად იცნობს გერმანულ ფეხბურთს რანგნიკი წვრთნიდა ჰოფენჰაიმს იყო ლაიფციგის სპორტული დირექტორი შემდეგ კი მწვრთნელიჰანს ფლიკიარ არის საჭირო გადააგდო ბავშვი აბაზანის წყალთან ერთად თუ აბაზანის წყალი ცუდია ეს გერმანული ანდაზაა და ამ შემთხევაში ბავშვი შეიძლება იყოს ჰანსი ფლიკი მართალია ის კოვაჩის ასისტენტი იყო და ბაიერნის წარუმატებლობაში გარკვეული წვლილი მასაც მიუძღვის მაგრამ მან თავი დადებითით უფრო დაგვამახსოვრაროგორც გერმანულ მედიაში წერდნენ ფლიკმა შეიტანა ლომის წვლილი ტოტენჰემთან გამართულ გამანადგურებელ შეხვედრაში ასევე ის ბაიერნისთვის ადვილად ხელმისაწვდომია მომავალ ორ შეხვედრაში გუნდს სწორედ ის უხელმძღვანელებსერიკ ტენ ჰაგიჰოლანდიელი სპეციალისტი რომელიც ბაიერნს უკვე არაერთგზის დაუკავშირეს აღსანიშნავი ფაქტია რომ რეკორდმაისტერში გადასვლას არც თავად ტენ ჰაგი გამორიცხავს და მისი ამჟამინდელი კლუბის აიაქსის ხელმძღვანელობაც მოხიბლულია ამ ფაქტითტენ ჰაგი პეპ გვარდიოლას ფილოსოფიის გამგრძელებლად მოიაზრება მან უკვე დაანახა მსოფლიოს თავისი ძალა გასულ სეზონში სადაც აიაქსის თავბრუდამხვევმა თამაშმა ბევრს ფეხბურთი შეაყვარა ბევრისთვის კი ეს უბრალოდ საფეხბურთო ზეიმი იყოაიაქსის დამრიგებელს ყველაფერი აქ რათა მიუნხენში დაუყონებლივ გადაბარგდეს მან იცის გერმანული ენა უმუშავია ბაიერნის მეორე გუნდში და იცნობს შიდა სამზარეულს
5 რამ ჰანსი ფლიკის შესახებ
ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ მანამ სანამ მიუნხნენური კლუბი ახალ თავკაცს იპოვნის მთავარი მწვრთნელის როლს 54 წლის გერმანელი სპეციალისტი ჰანსი ფლიკი შეასრულებსეს მომდევნო ორი თამაში კი ბაიერნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია შინ ოლიმპიაკოსთან ჩემპიონთა ლიგაზე და შინ დორტმუნდის ბორუსიასთან გერმანიის ჩემპიონატშიასე რომ საინტერესოა თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ფლიკი რომელიც ბაიერნს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში1 ბაიერნის ოჯახის წევრი1965 წელს ქალაქ ჰაიდელბერგში დაბადებულმა ჰანსდიტერ ფლიკმა სახელის მოსახვეჭად და კარიერაში სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად ზანდჰაუზენს მიაშურა და იქ 198285 წლების პერიოდში სამი წელი დაჰყოის ბაიერნში 20 წლის ასაკში აღმოჩნდა და მიუნხენელების მაისურით 5 წელი იასპარეზა მან ბაიერნის მაისურით სულ 137 ოფიციალური მატჩი ჩაატარა მოიგო 4 ბუნდესლიგის ტიტული და 1986 წელს გერმანიის თასის მფლობელიც გახდა 1990 წელს კი შემტევი ნახევარმცველი კიოლნს შეუერთდა მაგრამ იქ სერიოზულმა ტრავმებმა ხელი შეუშალა და საბოლოოდ 1992 წელს 28 წლის ასაკში ფლიკს კარიერის დასრულება მოუწია2 ბანკის კურსი შტუტგარტის ნაცვლადთავისუფლად შეიძლებოდა რომ ფლიკის კარიერა სულ სხვაგვარად წარმართულიყო 18 წლის ასაკში მაშინ როდესაც ის ბანკის სტაჟიორი იყო და შემსწავლელ კურსებს გადიოდა შტუტგარტისგან მიიღო შემოთავაზება ფლიკმა ბანკის გამო ამაზე უარი თქვა ხოლო შვაბები 198384 წლების სეზონში ჩემპიონები გახდნენმინდოდა რომ ბანკში ტრენინგი ბოლომდე მიმეყვანა თუმცა შტუტგარტმა მითხრა რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მეორე გუნდში გამიშვებდა რაც არ მინდოდა უბრალოდ მინდოდა რომ რამაზე ვყოფილიყავი სრულიად კონცენტრირებული და არ ვიცოდი თუ რამდენი ხანი შემოვრჩებოდი ფეხბურთში გაიხსენა ფლიკმა 2014 წლის იანვარში Rundთან საუბრისას3 მენეჯმენტში გადასვლაკარიერული წარუმატებლობისა და უიღბლობის შემდეგ ფლიკმა ფეხბურთში მოღვაწეობი გააგრძელა შეისწავლა სამწვრთნელო კურსები და 2003 წელს დორტმუნდის ბორუსიასას ჰამბურგისა და ჰანოვერის ყოფილ თავკაც თომას დოლთან ერთად მოიპოვა პროფესიონალური ლიცენზია 2000 წელს ფლიკმა ჩაიბარა ჰოფენჰაიმი და კლუბს მომდევნო 5 წლის განმავლობაში განვითარებაში ეხმარებოდა სწორედ მან გადაიყვანა ჰოფენჰაიმი მეოთხედან მესამე დივიზიონში და ძალიან დიდი დახმარება გაუწია რალფ რანგნიკს რომელმაც შემდეგ სოფლელები მეორე ბუნდესლიგაშიც ააღზევა 2007 წელს შემდეგ ის ცოტა ხანი ზალცბურგში ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტი და მოსწავლე იყო სანამ მიიღო უმნიშვნელოვანესი ზარი4 მსოფლიო ჩემპიონიალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის რომ ჰანსი ფლიკი მსოფლიოს ჩემპიონია2006 წლის 23 აგვისტოს 1 კვირის თავზე რაც გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი გახდა ფლიკი ლიოვის ასისტენტად დაინიშნა საინტერესო და გასაოცარია რომ 1985 წელს ზანდჰაუზენმა ფლიკის შესაცვლელად ლიოვის ძმა მარკუსი დაიმატაეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც გერმანიის ეროვნული ნაკრების არც მთავარ და არც ასისტენტ მწვრთნელს ეროვნული გუნდის მაისურით არცერთი მატჩი არ ჰქონდათ ჩატარებული თუმცა ამან მათ ბუნდესნაკრების აღზევებასა და უდიდეს წარმატებაში ხელი არ შეუშალა ევრო 2008ს ფინალისა და 2010 წლის მუნდიალის ბრინჯაოს მედლების შემდეგ 2014 წლის მსოფლიო თასზე ლიოვმა და ფლიკმა მიზანს მიაღწიეს გერმანია ჩემპიონი გახდა ბრაზილიაში და ისტორიაში მე4 ტიტული მოიპოვა5 მშობლიური წარმატებები2015 წლის ნოემბერში მან მშობლიური ქალაქის მერიისგან სპეციალური ჯილდო მიიღო მას სპორტული მაღაზია აქვს გახსნილი და ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაციას უწევს 2014 წლის მუნდიალზე ტრიუმფის შემდეგ ფლიკი 2014 წლის სექტემბერში გერმანული ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი გახდა და ამ როლზე 2017 წლის იანვრამდე მუშაობდა
ოფიციალურად ბაიერნმა კოვაჩი გაათავისუფლა
მიუხნენის ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა რომ ნიკო კოვაჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვილიაკლუბის ხელმძღვანელობა 48 წლის ხორვატ სპეციალისტს დღეს შეხვდა და ერთიანი შეფასების შედეგად მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტესბოლო კვირეებში გუნდის შედეგებმა და თამაშის ხარისხმა მიგვანიშნა რომ რეაგირება იყო საჭირო ული ჰიონესს მე და ჰასან სალიჰამიჯიჩს კვირას ნიკოსთან საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდამინდა რომ ნიკოს გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებით შარშანდელი დუბლისთვის მადლობა გადავუხადო განაცხადა ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემნიკო კოვაჩმა რეკორდმაისტერი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში გუნდს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა201920 წლების სეზონი მიუნხენელებმა არასტაბილურად დაიწყეს ბაიერნი 10 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში მე4 ადგილზეა და წინა ტურში სტუმრად ფრანკფურტის აინტრახტთან 15 განადგურდა
ყველასათვის მოულოდნელად კოვაჩი რჩება
ბაიერნი ბოლო პერიოდია ვერ თამაშობს დამაჯერებლად ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი აინტრახტთან 51ით წაგება იყო ამდენი ცუდი თამაშისა და ფანების უკმაყოფილების გამო მედია ნიკო კოვაჩის გათავისუფლებით სპეკულირებდა ნიკო კოვაჩის შემცვლელად ასიმილიანო ალეგრი ტენ ჰაგენი ჟოსე მოურინიო და მიროსლავ კლოზე მოიაზრებოდნენ მაგრამ გავლენიანი ინგლისური გამოცემა TS იტყობინება რომ ნიკო კოვაჩს კიდევ ერთი შანსი ექნება და დროებით ჯერ კიდევ მწვრთნელი დარჩება ჯერჯერობით მწვრთნელს არ გავუშვებთ ამის შესახებ არც კი ვფიქრობთ ამბობს ბაიერნის შტაბის ერთერთი წევრი მანუელ ბონკეხორვატი სპეციალისტი აუცილებლად უხელმძღვანელებს გუნდს ოთხშაბათს ოლიმპიაკოსის და შაბათს დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ მხოლოდ ამ თამაშების შემდეგ გადახედავს რეკორდმაისტერის შტაბი და გადაწყვეტს დატოვოს თუ არა ნიკო
როგორ გაანადგურა კოვაჩმა ბაიერნი
მიუნხენის ბაიერნი გუნდი რომელიც ყოველთვის მისი ლამაზი თამაშით გამოირჩევოდა გუნდი რომელიც არ აკეთებდა დიდ ტრანსფერებზე მაგრამ მაინც სულ წარმატებული იყო გუნდი რომელიც ყოველთვის ერთერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა რომელიც შემტევ და კრეატიულ ფეხბურთს თამაშობდა ამ მომენტისთვის აღარ არსებობს პეპ გვარდიოლას შემდეგ მწვრთნელის პოსტი კარლო ანჩელოტიმ გადაიბირა პაპა კარლო გუნდს თავის საყვარელ დაცვურ სისტემას ათამაშებდა რაც არ გამოვიდა რის გამოც ის მეორე სეზონის დასაწყისში დაითხოვეს ბაიერნი კრიზისში იმყოფებოდა რის გამოც კლუბში ისევ იუპ ჰაინკესი დაბრუნდა და დაანახა მსოფლიოს თუ როგორ თამაშობს ბაიერნი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში რეალთან დამარცხდა ბუნდესლიგა მოიგო საფეხბურთო პოკალის ფინალში კი ბაიერნის მომავალი მწვრთნელის კლუბთან აინტრახტ ფრანქფურტთან მეორე ადგილს დასჯერდა20182019 წელს ნიკო კოვაჩი ბაიერნის მწვრთნელი ხდება და პირველ მატჩებს წარმატებულად ატარებს შუა სეზონში ნიკომ ბაიერნის სისტემა გადააწყო და ფეხბურთელებს დაცვური ფეხბურთის თამაში მოთხოვა რასაც დიდ ხანიანი წარუმატებელი სერიები მოჰყვა ბევრი ფიქრობდა რომ ბაიერნის ბოსები მას მალევე დაითხოვდნენ რაც არ მოხდა ხორვატმა სპეციალისტმა გუნდის კრზისის აღმოფრქვნა შეძლო და ორი ტიტულიც მოიგო სეზონი 2019 2020 ნიკო კოვაჩის პროფესიონალურ კარიერაში ყველაზე ცუდი გამოდგა რეკორდმაისტერი ყველაზე ცუდ ფეხბურთს თამაშობს რაც ჩვენ მისგან ბოლო 10 წლის განმავლობაში გვინახია მთელ დაცვაში ასევე ტრავმების გამო სრული ქაოსია შეტევაში კი მაყურებელს ხშირად ჰგონია რომ ერთადერთ ტაქტიკას რობერტ ლევანდოვსკი ჰქვია რომ არა პოლონელის უმაღლესი დონის თამაში ნიკო კოვაჩი უკვე დიდი ხნის დათხოვნილი იქნებოდა სამწუხაროდ ვერც ლევანდოვკიმ და ვერც ნოიერმა ვერ უშველეს ბაიერნს ფრანქფურტთან რის გამოც რეკორდმაისტერი 51 დამარცხდა ეს თამაში იყო ყველანაირად კატასტროფული რის შემდეგაც ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკო კოვაჩის დათხოვნაა
ვინ შეცვლის კოვაჩს  რუმენიგეს ფავორიტი ჰყავს
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ნიკო კოვაჩის შემცვლელზე ფიქრობს და კარლჰაინც რუმენიგეს თავისი რჩეულიც ჰყავსცნობილი გერმანული გამოცემა Sport1 იტყობინება რომ პირველადი ანალიზისა და ფიქრის შემდეგ რუმენიგემ თავისი ფავორიტი გამოავლინაბაიერნის გენერალური დირექტორი თვლის რომ ამ ეტაპზე ბაიერნისთვის იდეალური კანდიდატურა ამსტერდამის აიაქსის ჰოლანდიელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი იქნება49 წლის ჰოლანდიელი ყოფილი ბავარიელია 201315 წლებში ის ბაიერნის მეორე გუნდს ავარჯიშებდა და პეპ გვარდიოლას პერიოდში პირველ გუნდთანაც აქტიურად მუშაობდატენ ჰაგის ამჟამინდელი კონტრაქტი ამსტერდამულ კლუბთან 2022 წლამდეა გათვლილი
შვაინშტაიგერი მე შემიძლია გერმანიაში მოურინიო წარვადგინო
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ისაუბრა ბაიერნზე და კლუბს მწვრთნელად თავისი კანდიდატი შესთავაზა მე შემიძლია გერმანიაში მოურინიო წარვადგინო მახსოვს სულ მეკითხებოდა ბაიერნსა და ბუნდესლიგაზე მან ყველა მოთამაშე იცის პატარა გუნდებიდანაც კი ასევე სწავლობდა გერმანულს განაცხადა Bildთან ინტერვიუში 35 წლის გერმანელმაბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნის სახელს 2015 წლამდე იცავდა ორი წლის განმავლობაში კი როცა მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა მას ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა
Fox Sports Netherlands კოვაჩს დღეს გაათავისუფლებენ
2 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნი ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდა რეკორდმაისტერმა მარცხი განიცადა 15 და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე4 ადგილზე გადაინაცვლა ბაიერნის მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ფორტუნა არც აქამდე წყალობდა მხოლოდ უფროსობა ცდილობდა მის დაცვას როცა მიუნხენური გრანდი არადამაკმაყოფილებელ მატჩებს ატარებდა თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა თავად ნიკო კოვაჩი აცხადებს რომ არ იცის რა ბედი ეწევაFox Sports Netherlandsის ინფორმაციით მათ გერმანულმა წყაროებმა აცნობეს რომ ნიკო კოვაჩს დღეს გაათავისუფლებენ დროებით ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიის თამაშამდე მის ადგილს გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ასისტენტი ჰანს ფლიკი დაიკავებსჰანს ფლიკის შემდეგ კი მიუნხენურ გრანდს ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს კანდიდატები კი არიან მოურინიო ტუხელი და ტენ ჰაგი
კოვაჩი ჩემს მომავალზე არაფერი ვიცი
მიუნხენის ბაიერნი ფრანკფურტის აინტრახტთან ბუნდესლიგის მე10 ტურში განადგურდა რეკორდმაისტერის კარში მასპინძლებმა 5 ბურთის შეგდება შეძლეს სტუმრები კი მხოლოდ ლევანდოვსკის 1 გოლს დასჯერდნენმიუნხენელთა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა უკმაყოფილება ვერ დამალა და მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ისაუბრათამაში ისე წარიმართა როგორც არავინ ელოდა შეუძლებელი იყო ანგარიშით 51 წაგება მიუხედავად იმისა რომ 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით ეს სამწუხაროაბევრი შეცდომა დავუშვით როდესაც ვკარგავდით ბურთს მოწინააღმდეგის ფლანგზე ჯგუფურად უნდა გვემოქმედა და დაგვებრუნებინა იგი დავუშვით ჩვეულებრივი შეცდომები რის გამოც სასტიკად დავისაჯეთრთულია 80 წუთის განმავლობაში ფრანკფურტში 10 ფეხბურთელით თამაში ჩვენ ჩვენგან ამას არ ველოდით ცუდი გამოდგა მეორე ტაიმი წითელი ბარათი გადამწყვეტ ფაქტორად იქცა თუმცა მაინც ვერ ვიტყვი რომ კარგად ვითამაშეთმარცხის მიზეზები არ ვარ ვალდებული რომ ეს გაგიზიაროთ რისი გაგება გსურთ ჩემგან ჩვენ კარგად დავიწყეთ თამაში შემდეგ კი მოთამაშე დავკარგეთჩემს მომავალს რაც შეეხება არაფერი ვიცი თქვენ ალბათ უკეთ იცით რა უნდა ვიცოდე ასეთი მატჩის შემდეგ ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა როგორი იქნება ჩემი მომავალი ეს უნდა ჰკითხოთ მათ ვინც ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებსვიცი როგორ მუშაობს ეს ბიზნესი გულუბრყვილო არ ვარ აქამდე არ დავნებებულვარ და არც ახლა დავნებდებინიკო კოვაჩის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება მიუნხენელთა ქომაგები მისი პოსტიდან მოხსნას ითხოვენ აქამდე ბაიერნის უფროსობა ზურგს უმაგრებდა ხორვატ მწვრთნელს მაგრამ არავინ იცის დღევანდელი მატჩის შემდეგ რა ბედი ეწევა მას ფაქტი ერთია თამაშის დასრულების მერე ბრაცომ რუმენიგემ და ჰიონესმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს
სოუ ვიცოდით რომ გავიმარჯვებდით
ფრანკფურტის აინტრახტის ნახევარმცველმა ჯიბრილ სოუმ ბაიერნის დამარცხების შემდეგ თავისი აზრი დააფიქსირა დღეს ყველაფერი გამოგვივიდა წითელმა ბარათმა რა თქმა უნდა ხელი შეგვიწყო სახლში შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ მეტოქეს შევძელით გვეჩვენებინა ჩვენი ძლიერი მხარეები ვიცოდით რომ გავიმარჯვებდით მაგრამ ბაიერნის წინააღმდეგ იდეალური დღე გვჭირდებოდა დღეს ზუსტად ასეთი დღე იყომიუნხენელთა კარში გატანილი ერთერთი გოლი სწორედ 22 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელის სახელს უკავშირდება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0