მიუნხენის ბაიერნი ფრანკფურტის აინტრახტთან ბუნდესლიგის მე10 ტურში განადგურდა რეკორდმაისტერის კარში მასპინძლებმა 5 ბურთის შეგდება შეძლეს სტუმრები კი მხოლოდ ლევანდოვსკის 1 გოლს დასჯერდნენმიუნხენელთა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა უკმაყოფილება ვერ დამალა და მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ისაუბრათამაში ისე წარიმართა როგორც არავინ ელოდა შეუძლებელი იყო ანგარიშით 51 წაგება მიუხედავად იმისა რომ 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით ეს სამწუხაროაბევრი შეცდომა დავუშვით როდესაც ვკარგავდით ბურთს მოწინააღმდეგის ფლანგზე ჯგუფურად უნდა გვემოქმედა და დაგვებრუნებინა იგი დავუშვით ჩვეულებრივი შეცდომები რის გამოც სასტიკად დავისაჯეთრთულია 80 წუთის განმავლობაში ფრანკფურტში 10 ფეხბურთელით თამაში ჩვენ ჩვენგან ამას არ ველოდით ცუდი გამოდგა მეორე ტაიმი წითელი ბარათი გადამწყვეტ ფაქტორად იქცა თუმცა მაინც ვერ ვიტყვი რომ კარგად ვითამაშეთმარცხის მიზეზები არ ვარ ვალდებული რომ ეს გაგიზიაროთ რისი გაგება გსურთ ჩემგან ჩვენ კარგად დავიწყეთ თამაში შემდეგ კი მოთამაშე დავკარგეთჩემს მომავალს რაც შეეხება არაფერი ვიცი თქვენ ალბათ უკეთ იცით რა უნდა ვიცოდე ასეთი მატჩის შემდეგ ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა როგორი იქნება ჩემი მომავალი ეს უნდა ჰკითხოთ მათ ვინც ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებსვიცი როგორ მუშაობს ეს ბიზნესი გულუბრყვილო არ ვარ აქამდე არ დავნებებულვარ და არც ახლა დავნებდებინიკო კოვაჩის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება მიუნხენელთა ქომაგები მისი პოსტიდან მოხსნას ითხოვენ აქამდე ბაიერნის უფროსობა ზურგს უმაგრებდა ხორვატ მწვრთნელს მაგრამ არავინ იცის დღევანდელი მატჩის შემდეგ რა ბედი ეწევა მას ფაქტი ერთია თამაშის დასრულების მერე ბრაცომ რუმენიგემ და ჰიონესმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს





















