bayern.ge სლაიდერი გვერდი 86
პრევიუ ცრვენა ზვეზდა  ბაიერნი
დიუსელდორფში ბაიერნის ტრიუმფის შემდეგ მიუნხენელების წინ ახალი ამოცანაა ჩემპიონთა ლიგა დღეს რეკორდმაისტერი სტუმრად ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება ჩვენ სრულად ვართ მობილიზებულნი გვინდა მოვიგოთ კარგად ვართ მომზადებულნი და ისევ გვსურს ვაჩვენოთ ისეთი კარგი თამაში როგორსაც გასული კვირეების განმავლობაში ვდემონსტრირებდით განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა სატურნირო მდგომარეობა ოთხი მატჩის შემდგომ 12 ქულით ბაიერნი ჯერჯერობით იდეალურ ჯგუფურ ეტაპს ატარებს და თავდაჯერებულად ლიდერობს ჯგუფში ფლეიოფის საგზური უკვე მოიპოვეს მიუნხენელებმა თუმცა ფლიქის გუნდს მაინც დიდი სურვილი აქვს რომ ბელგრადში გაიმარჯვოს ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ წარმატებული სერია და გავიმარჯვოთ ჯგუფში ამბობს ლეონ გორეცკა გუნდები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან პირველი მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით 30 დასრულდა მოწინააღმდეგე შიდა ჩემპიონატში ცრვენა ზვეზდა ლიდერობს თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მათი საქმე არც ისე კარგად მიდის ოთხი მატჩის შემდგომ სამი ქულით სერბები მესამე ადგილზე არიან ტოტენჰემის 7 შემდეგ და უსწრებენ ოლიმპიაკოსს 1 ფლეიოფში გასასვლელად ცრვენა ზვეზდას ბაიერნის დამარცხება სჭირდება ამასთან ოლიმპიაკოსიც უნდა დამარცხდეს მოსალოდნელ მატჩში მოწინააღმდეგეს ძალიან სჭირდება ქულები ისინი განსაკუთრებულად მოტივირებულნი იქნებიან აღნიშნა გორეცკამ ამასთან ბელგრადელებს ექნებათ სრული მხარდაჭერა თავიან სტადიონზე რადგან რაიოკო მიტიჩზე ძირითადად მათი გულშემატკივრები იქნებიან ჩვენ ძალიან ემოციური სტადიონი გველოდება მე ასეთი სტადიონების ფანი ვარ განაცხადა ლეონ გორეცკამ გუნდის შემადგენლობა ნიკლას ზიულე დიდი ხნით ვერ დაეხმარება ბაიერნს ჯვარისებრი იოგების დაზიანება ასევე გამოაკლდება გუნდს ლუკას ერნანდესი ტერფის ტრავმა და ფიტეარპი წინამხრის დაზიანება ამას ისიც ემატება რომ გუნდს ვერც დავიდ ალაბა დაეხმარება ეს უკანასკნელი პირველი შვილის დაბადებას ელოდება მიუნხენში მიქაელ კიუზანსიც ვერ გაემგზავრა ბელგრადში ავადმყოფობის გამო სამაგიეროდ მინდორზე შეიძლება გამოჩნდეს ჟერომ ბოატენგი ამასთან ჰანსი ფლიქმა განაცხადა რომ ჯერ კიდევ არ იცის როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ ითამაშებს მწვრთნელთა კომენტარები ჰანსი ფლიქი ამ სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფეროა მოუთმენლად ველი თამაშს გვესმის რომ სტადიონზე არსებულ ასეთ ატმოსფეროში ძალიან რთული მატჩი გველოდება მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტირებული პირველი ადგილი გვქონდეს ჯგუფში პედრო მარტინსი ცვერნა ზვეზდას მწვრთნელი ჩვენთან სტუმრად მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო გუნდი მოვიდა მათ მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ იმედი გვექნება რომ ჩვენი გულშემატკივრები მხარს მთელი 90 წუთის განმავლობაში დაგვიჭერენ ფაქტები ბაიერნი ზედიზედ მეთორმეტედ გადის ფლეიოფში 20122013 წლის სეზონიდან მოყოლებული ბაიერნმა ჯგუფურ ეტაპზე 36 მატჩში გაიმარჯვა და სულ 111 ქულა დააგროვა ამ პერიოდისთვის საუკეთესო მაჩვენებელი ამასთან მიუნხენელები უკვე ზედიზედ 14 მატჩია რაც ჯგუფურ ეტაპზე არ მარცხდებიან 12 მოგება 2 ფრე მსაჯი მოსალოდნელი მატჩის მსაჯი ბიორნ კეიპერსია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 46 წლის მსაჯისთვის ეს მესამე თამაში იქნება აქამდე ბაიერნის ოთხ მატჩზე იყო კეიპერსი მსაჯი ორი გამარჯვება ფრე და მარცხი ფორმა ბაიერნი საჩემპიონთალიგო ფორმით ითამაშებს ჩვენს გოლკიპერს მწვანე ფორმა ექნება ცრვენა ზვეზდა თეთრი და წითელი ფერებით შეიმოსება
Bild ბაიერნში ფლიქის დარჩენის გარანტია არ არსებობს
ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ მიუნხენური გრანდის დროებითი მწვრთნელი ჰანსი ფლიქი გახდა ბაიერნში მის დარჩენასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოსაზრებები გაისმის ბოლო ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებსBildის ცნობით არ არსებობს იმის გარანტია რომ ჰანსი ფლიქი ზამთრის არდადეგების შემდეგ კვლავ ბაიერნის მწვრთნელად დარჩება დაუმარცხებელი სერიაც რომ გააგრძელოს მაინც რუმენიგე და ბრაცო ეძებენ ტრენერს რომელიც ახალი ეპოქის შექმნას შეძლებს კლუბის ხელმძღვანელობა კანის ჩათვლით გადაწყვეტს დარჩეს თუ არა ფლიქი ბაიერნის მწვრთნელადშეგახსენებთ რომ ჰანსი ფლიქის ხელმძღვანელობით ბაიერნმა ჯერჯერობით ყველა თამაშის მოგება შეძლო
ალაბა ფლიქი არაჩვეულებრივი ადამიანია
მიუნხენის ბაიერნის ავსტრიელმა ფეხბურთელმა დავიდ ალაბამ რეკორდმაისტერის ახალ მწვრთნელზე ჰანსი ფლიქზე ისაუბრაჰანსი ფლიქი ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს ის გვაჩვენებს ძველი თამაშებიდან კადრებს რათა მივხვდეთ რა მომენტში შეგვეძლო უკეთ თამაში რა გვაქვს გამოსასწორებელი და რომ ჩვენ დაცვის ხაზს შეგვიძლია უფრო მაღლა ვიდგეთ მისი ადამიანურობა დიდი ფაქტორია ის არაჩვეულებრივი ადამიანია ძალიან კარგად გვეწყობა ჰანსი ცდილობს რომ თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი საუკეთესო მხარე აჩვენოსჰანსი ფლიქი ბაიერნს დროებით წვრთნის თუმცა უკვე მოახერხა კლუბში წარმატების მიღწევა დარჩება თუ არა ის მიუნხენელების ტრენერის პოსტზე ზამთარის არდადეგების შემდეგ გახდება ცნობილი
კოვაჩი დორტმუნდის ბორუსიას გაწვრთნის
ბაიერნის ყოფილი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის ბედი ჯერაც გაურკვეველია გერმანული მედია ხორვატი ფეხბურთელის შესაძლო მომავალზე საუბრობს Bildის ინფორმაციით ნიკო კოვაჩმა შეიძლება ფავრი შეცვალოს და დორტმუნდის ბორუსიის მწვრთნელი გახდეს 48 წლის სპეციალისტს მაღალ შეფასებას აძლევს ჰანსიოაჰიმ ვაცკე თუმცა მატს ჰუმელსთან არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნიკოს დორტმუნდში გადასვლას შეგახსენებთ რომ მიუნხენური გრანდი კოვაჩმა ფრანკფურტის აინტრახტთან დამარცხების შემდეგ დატოვა ბაიერნი დროებით ჰანსი ფლიქმა ჩაიბარა
ფლიქი განვითარება გვჭირდება
მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად დიუსელდორფის ფორტუნას დამარცხება ანგარიშით 04 შეძლო მატჩის შემდგომ საკუთარი აზრი რეკორდმაისტერის ამჟამინდელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიქმა გამოთქვა ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ პირველი ტაიმით შევძელით რეალიზებული გაგვეხადა ის რასაც ვგეგმავდით პირველივე წუთიდან ზეწოლას ვახდენდით მეტოქეზე რითაც დავამტკიცეთ რომ ვთამაშობდით გამარჯვებისთვის პირველ ტაიმში გუნდმა შთამბეჭდავი თამაში აჩვენა მეორე ტაიმში გამოჩნდა რომ კიდევ გვჭირდება განვითარება სწორედ ამაზე ვიმუშავებთ მომავალში ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს გუნდთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს ფეხბურთელებმა კარგად შეძლეს ჩვენი გეგმის რეალიზება ვკითხულობთ ფლიქის კომენტარს ბაიერნის ოფიციალურ ვებგვერდზენიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ მიუნხენის ბაიერნი ჰანსი ფლიქმა ჩაიბარა და წარმატებულად ახერხებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას
ული ჰიონესის 10 საუკეთესო გადმობირება
1979 წლის პირველ მაისს ული ჰიონესი მძიმე ტრამვის გამო მოედნიდან ბაიერნის ოფისში გადმოვიდა 15 ოქტომბერს კი ყველაფერი მორჩება 64 წლის გერმანელი საბოლოოდ დატოვებს გუნდს 10 ლოთერ მათეუსი ლეგანდარული გერმანელი რეკორდმაისტერში 1992 წელს ინტერიდან გადმოვიდა და გუნდს სამი წელი გუნდს მისი შესაძლებლობებით ეხარებოდა 9 მეჰმეტ შოლი მეჰმეტიც გუნდს 1992 წელს შეურთდა და 2007 წლამდე დარჩა ჯადოქარი ნამდვილად ფანების საყვარლად ჩამოყალიბდა რამაც გუნდის იმიჯი ძალიან გააუმჯობესა 8 ოლივერ კანი 1994 წელს გერმანელი ლეგანდარული მეკარე ბაიერნში კარლსრუჰედან გადმოვიდა და ალბათ არც ერთი არ ანსახიერებნდა ბაიერნის მენტალიტეტს როგორც ის 7 ჯიოვანო ელბერი ბრაზილიელი მიუნხენში 1997 წელს ჩამოვიდა და მალევე დაამტკიცა თუ რა დონის შემტევი იყო ის მისი სრულიად შეცვლა ვერცერთმა ფეხბურთელმა ვეღარ შეძლო თუმცა ერთი მაინც მახსენდება 6 ბიქსენტე ლიზარუ ფრანგი განაპირა მცველი არაფრით არ გამოირჩეოდა ის უბრალოდ დაუღლელად მუშაობდა საკუთარ თავზე რის გამოც მან შეძლო ბაიერნის ლეგენდა გამხდარიყო 5 ფრანკ რიბერი მთელი 12 წელი თამაშობდა ფრანგი მიუნხენში მან გუნდი წინა წელს დატოვა მისი შეხსენება ალბათ უკვე ზედმეტია4 არიენ რობენი მფრინავი ჰოლანდიელი რეალ მადრიდიდან 2009 წელს გადმოვიდა ამის შემდეგ კი რაც მხდა უბრალოდ ისტორიაა მან თავისი კარიერა 2013 წელს დააგვირგინა როცა ბაიერნმა მისი წყალობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო 3 მანუელ ნოიერი ამ ტრანსფერს თავიდან ბევრი კრიტიკულად უყურებდა მაგრამ ეს მაინც მოხდა 2011 წელს გერმანელი რეკორდმაისტერისრიგებს შეურთდა და ის საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა 2 პეპ გვარდიოლა სანამ ის ბაიერნში გადმოვიდა პეპი უკვე ითვლებოდა საუკეთესო მწვრთნელად ესპანელმა მიუნხენში სამი წელი იმუშავა და გუნდს რამოდენიმე ტიტულიც მოაგებინა 1 რობერტ ლევანდოვსკი თუ რა კარგია შემტევია პოლონელი ამ სეზონში მტკიცდება მაგრამ ამ ტრასფერს მისი ფასი და ყოფილი გუნდი ქმნის რობერტი 2014 წელს ბორუსია დორტმუნდიდან უფასოდ გადმოვიდა
SportBild პეპ გვარდიოლა შესაძლოა ბაიერნში დაბრუნდეს
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა SportBildმა არ გამორიცხა პეპის მიუნხენში დაბრუნება არგუმენტად კი რამდენიმე ფაქტი მოყავსწყაროს ინფრომაციით პეპსა და ბაიერნის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა არასდროს გაფუჭებულა მეტიც ხშირად ხდებოდა ინფორმაციების გაცვლა და რჩევების მიღება ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი ბაიერნისა და ლივერპულის დაპირისპირებაა ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალშიპეპის დაბრუნების შესაძლებლობას SportBildის გარდა ადასტურებენ ისეთი სანდოგამოცემები როგორებიცაა The Athletic Spox და AZ ყველაფრის მიუხედავად პეპ გვარდიოლას დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა იმ შემთხვევაშიც კი თუ ის სიტის დატოვებს სავარაუდოდ ესპანეთის ნაკრებს ჩიაბარებს
მიუნხენში ლეროი სანეზე ალაპარაკდნენ
ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ედმუნდ შტოიბერმა SportBildთან ინტერვიუში ლეროი სანეს პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა და განმარტა თუ რატომ ჩაიშალა ის ზაფხულშიმანჩესტ სიტისთან მოლაპარაკებები გვქონდა თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო თუმცა სანეს მძიმე ტრავმამ ყველაფერი ჩაშალა ედმუნდმა ისაუბრა ბაიერნის გეგმებზე სანესთან დაკავშირებით მან არ გამორიცხა ახალი შეთავაზების გაკეთება სიტისთვისჩვენ დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები მე როგორც მრჩეველთა საბჭოს დირეკტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მაქვს გავლენა სპორტული დირეკტორის გუნდზე თუ ისინი გადაწყვეტენ ახალი შეთავაზების გაკეთებას ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ განაცხადა ედმუნდ შტოიბერმაშტოიბერი ამჟამად ბაიერნის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია შესაბამისად მას მართლაც შესწევს სანეს საკითხის წინ წამოწევა ის აანალიზებს რომ ამის მისაღწევად კლუბს თავისთვის უპრეცენდენტო თანხის100მილიონი დახარჯა მოუწევსჩვენ ვიცით რა ხდება სატრანსფერო ბაზარზეფასები ალოგიკურად იზრდება თუმცა ეს აუცილებელია თუ ბაიერნს კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად სურს დარჩენააღსანიშნავია ფაქტია რომ ბაიერნის ფინანსური დირეკტორი იანკრისტიან დრეზენი ამ მოსაზრებას იზიარებს და კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულია
Bild ფლიკი ზამთრის შესვენებამდე ბაიერნში დარჩება
ავტორიტეტული გამოცემა Bild იუწყება რომ ბაიერნი სანაკრებო პაუზის პერიოდში ჰანსი ფლიკთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადააგასული კვირის განმავლობაში კლუბს უამრავი მწვრთნელი დაუკავშირეს თუმცა ამჟამად დროებითი მწვრთნელის პოზიციაზე ფავორიტი ფლიკია გერმენალის ხელმძღვანელობით ბაიერნმა ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სადაც მიუნხენელებმა 6 გოლი გაიტანეს საპასუხოდ კი 0 მიიღესგერმანელი სპეციალისტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე კლუბში გამოსაცდელი ვადით დარჩება თუმცა გრძელვადიანი კონტრაქტი ნაკლებად სავარაუდოააღსანიშნავია რომ ფლიკის მუშაობით მიუნხენში კმაყოფილები არიან ჰერმან ჰერლანდმა ის იუპ ჰაინკესს შეადარა მაგრამ კლუბის ბოსების მთელი ყურადღება ერიკ ტენ ჰაგისკენ არის მიმართული რომელიც დიდი ალბათობით ბაიერნს სეზონის ბოლოს ჩაიბარებს
The Athletic პოჩეტინო ბაიერნის რადარზე მოექცა
ავტორიტეტული გამოცემა The Athletic იუწყება რომ მიუნხენის ბაიერნი თვალს ადევნებს პოჩეტინოს მდგომარეობას ტოტენჰემშიგამოცემა წერს თუ პოჩეტინო ტოტენჰემს დატოვებს ბაიერნი ყველაფერს გააკეთებს მის დასანიშნად სხვა მხრივ რეალი და მანჩესტერიც იმავეს გააკეთებენ შესაბამისად ეს ბაიერნისთვის რთული ამოცანა იქნება47 წლის არგენტინელ სპეციალისტს გუნდის ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს რაც ტოტენჰემის შედეგებზეც აისახება არ არის გამორიცხული რომ პოჩეტინომ სეზონის ბოლომდე მართლაც დატოვოს ჩრდილოეთ ლონდონიწყარო ამატებს რომ ჰანსი ფლიკმა ყველანაირი მოლოდინი გაამართლა და კლუბი არ იჩქარებს მისი შემცვლელის მოძებნას ასევე ერიკ ტენ ჰაგი ამჟამად ბაიერნის ნომერი პირველი პრიორიტეტიატენ ჰაგი ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა ბაიერნის მეორე გუნდს მას ყოველთვის ჰქონდა უფრო მეტის ამბიცია მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის შანსი არასდროს მიუციატომას ტუხელი და რალფ რანგნიკი ასევე განიხილებიან კანდიდატებად თუმცა მათი რეკორდმაისტერში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა
Ligablattმა მოთამაშეები შეაფასა
ბაიერნი 9 ნოემბერს დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდა და თამაში 40 მოიგო ამ თამაშის შემდეგ გერმანულმა გამოცემა Ligablattმა ბაიერნის ფეხბურთელები შეაფასა მანუელ ნოიერი ის დიდი ალბათობით ბურთებს აიღებდა რომელიმე მის კარში რომ წამოსულიყო მაგრამ ასეთი დარტყმები არ ყოფილა ნიშანი 3 ბენჟამინ პავარი ფრანგმა თამაში უშეცდომოდ ჩაატარა არაჩვულებრივი გადაცემაც გააკეთა ნიშანი 2ხავი მარტინესი ესპანელმა ზუსტად ისე ითამაშა როგორსაც ყველა ითხოვდა ჭკვიანურად და უჯარიმოდ ნიშანი 2 დავიდ ალაბა ავსტრიელს ისევ მცველის როლზე მოუწია თამაში და შეცდომაც არ დაუშვია ნიშანი 2 ალფონზო დეივისი ახალგაზრდა კანადელმა მისი ცხოვრების საუკეთესო თამაში ჩაატარა დაცვაშიც კარგად გამოიყურებოდა და ის ასევე გუნდს შეტევაშიც კარგად ეხმარებოდა ნიშანი 1 იოზუა კიმიში იოზუამ ექვსიანის როლი არაჩვეულებრივად შეასრულა და დაამტკიცა რომ ის უმაღლესი დონის ჩამშლელია ნიშანი 1 ტომას მიულერი გერმანელმა თავისი მეხუთასე მატჩი ჩაატარა ბაიერნის რიგებში და ორი შედეგიანი გადაცემის გაკეთებაც შეძლო ნიშანი 1 ლეონ გორეცკა ნიჭიერი გერმანელი ამ თამაში შეუმჩნევლად დარჩა და თავისი თანაგუნდელების კარგი თამაშით დაიჯაბნა ნიშანი 3 სერჟ გნაბრი მზაერეულმა მარჯვენა ფლანგიდან რამოდენიმე კარგი დრიბლინგი შემოგვთავაზა და გოლიც გაიტანა ნიშანი 2 კინგსლი კომანი ფრანგი ფეხბურთელი ძალიან აქტიურად თამაშობდა და გუნდის შეტევასაც ძალიან ეხმარებოდა ნიშანი 1 რობერტ ლევანდოვსკი პოლონელი კვლავ საუკეთესო იყო მან ორი გოლის გატანა შეძლო და დაანახა მსოფლიოს თუ ვინ არის საუკეთესო ცხრიანი ნიშანი 1 PS ნიშანი 1 საუკეთსოა ნიშანი 6 კი ყველაზე ცუდი შეფასებაა
რუმენიგე ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი საფრთხის ქვეშ დააყენა
მიუნხენის ბაიერნის გენერალური დირექტორი კარლჰაინც რუმენიგე რობერტ ლევანდოვსკის ფანტასტიკური ფორმით აღფრთოვანებულიავფიქრობდი რომ გერდის რეკორდი სამუდამოდ ხელშეუხებელი იქნებოდა და მას ვერავინ დაამხობდა თუმცა ვფიქრობ ლევანდოვსკი არის პირველი რომელმაც ამ რეკორდის ხელშეუხებლობა ეჭვქვეშ დააყენაუბრალოდ გასაოცარი და არანორმალურია რომ ლევის ყოველ ტურში ერთიორი გოლი გააქვს აღნიშნა კალემ30 წლის პოლონელი თავდამსხმელი არანორმალურ სეზონს ატარებს და ბუნდესლიგის საწყის 11 ტურში ყოველ თამაშში გამოიჩინა თავილევანდოვსკიმ საწყის 11 ტურში უკვე 16 გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის 51 წლიანი რეკორდი დაამხოახლა კი ლევი გერდის კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს ბუნდესლიგის ერთ სეზონში რეკორდული გოლების რაოდენობა ამჟამად რეკორდი გერდს ეკუთვნის 40 გოლი 197172 წლების სეზონში
ლევანდოვსკი არ ჩერდება ბაიერნმა ბორუსია 40 გაანადგურა
გერმანიის ბუნდესლიგის მე11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე დორტმუნდის ბორუსია გაანადგურაპრინციპული დერ კლასიკერი ჰანსი ფლიკის გუნდმა 40 მოიგო და ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვაშეხვედრა თანაბრად დაიწყო მაგრამ მიუნხენელებმა უპირატესობა მოიპოვეს და გოლიც გაიტანეს დორტმუნდელებმა ბურთი ცუდად გამოიტანეს და რობერტ ლევანდოვსკი უმეთვალყურეოდ დატოვეს პავარმა ჩააწოდა ხოლო პოლონელმა თავით თავისი მორიგი გოლი გაიტანა 10გატანილი გოლის შემდეგ ბაიერნი უფრო დამაჯერებელი გახდა მიუნხენელები ბურთს აკონტროლებდნენ და უტევდნენ კარგი მომენტი ჰქონდა კომანს როდესაც ლევანდოვსკის პასის შემდეგ ცუდად მოარტყა ბურთს ფეხიგოლის გატანა შეეძლო სერჟ გნაბრისაც მაგრამ მას რომან ბიურკიმ აუღო საბოლოოდ 10 და მიუნხენელებმა ბორუსიას კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინესმეორე ნახევრის სტარტზე მიუნხენელებმა მეორე გოლიც გაიტანეს იოზუა კიმიხმა თომას მიულერს ფანტასტიკური გადაცემა გაუკეთა ხოლო მიულერმა სერჟ გნაბრის ცარიელ კარში გაატანინარეკორდმაისტერმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და უფრო ლაღად გააგრძელა თამაში 76ე წუთზე ლევანდოვსკიმ და მიულერმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს და პოლონელმა დუბლი გაიფორმა 304 წუთში კი ივან პერიშიჩის ჩაწოდების შემდეგ მატს ჰუმელსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგაარიში დააფიქსირა 40ამ გამარჯვების შემდეგ მიუნხენელებმა 21 ქულა დააგროვეს და ლიდერ მიუნხენგლადბახის ბორუსიას 1 ქულით ჩამორჩებიან
ბაიერნიბორუსიაშემადგენლობები
დღეს 2130 წუთზე ბაიერნი ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება შემადგენლობები ასე გამოიყურება ბაიერნი ნოიერიმარტინესიპავარიდეივისიგორეცკაკიმიშიგნაბრიმიულერიკომანილევანდოვსკი სათადარიგო სკამი ტიაგოკოუტინიოქუაზენსიპერიზიჩიტოლისოულრაიხიმაი ბორუსია ბურკიჰაკიმიაკანჯიჰუმელსიშულცივიტცელივაიგელისანჩობრანდტიაზარიგიოცე სათადარიგო სკამი ზაგადუდილეინიდაჰუდიალკასერიროისიგუერეიროლარსენიჰიცი
Telegraaf ერიკ ტენ ჰაგი მომავალ ზაფხულს ბაიერნს ჩაიბარებს
გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე თავის მომავალზე ისაუბრა სადაც მან ბაიერნში მოახლოებული საკადრო ცვლილებები დაანონსა დორტმუნდთან გასამართი მატჩის მოგება გვსურს რადგან ეს იქნება საბოლოო წერტილი ჩემს მწვრთნელობაში და სეზონის ყველაზე მნიშნველოვანი მომენტი განაცხადა ჰანსი ფლიკმაგავრცელებული ინფრომაციის თანახმად ვენგერი მომავალ კვირას ბაიერნის წინადადებას განიხილავს და პასუხს ხელმძღვანელობას გააცნობსმე არ მყავს აგენტი საკუთარ თავს თავად წარმოვადგენ ბეკენბაუერთან ჰიონსესსა და რუმენიგესთან კავშირი უკვე 40 წელია მაქვს ყველაფერი რაც ვიცით ერთმანეთს ვუზიარებთმე დამირეკა რუმენიგემ და მომახსენა სიტუაცია ჩვენ გადავწყვიტეთ რომ წინადადებას განვიხილავდი და მომავალ კვირას ვისაუბრებდით განაცხადა არსენ ვენგერმაTelegraafის ინფორმაციით ბაიერნში ერიკ ტენ ჰაგის გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია არსენ ვენგერი გუნდს ზაფხულამდე ჩაიბარებს ზაფხულში კი ჰოლანდიელი სპეციალისტი ბაიერნში გადავა
5 მიზეზი თუ რატომ დაამარცხდება დღეს დორტმუნდის ბორუსია
შაბათს 9 ნოემბერს 2130 წუთზე Der Klassiker გაიმართება სადაც ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას სახლში ალიანც არენაზე მიიღებს ამ თამაშის შესახებ ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს ამიტომაც გაგაცნობთ 5 მიზეზს თუ რატომ უნდა გაიმარჯვოს დღეს რეკორდმაისტერმა 1 ბოლო შეხვედრები ალიანც არენაზე ბოლო 4 თამაში ამ გუნდებს შორის ალიანც არენაზე 51 41 60 50 დასრულდა და ყოველთვის ბაიერნმა გაიმარჯვა ეს კი იმას ნიშნავს რომ მიუნხენელებს დიდი მენტალური უპირატესობა ექნებათ 2 რობერტ ლევანდოვსკი პოლონელი შემტევი თავისი ცხოვრების საუკეთესო სეზონს ატარებს მან ჯერჯერობით ბუნდესლიგის ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა და ის შეეცდება რომ თავისი სერია არ გააფუჭოს 3 ბორუსია დორტმუნდის ტრავმირებული ფეხბურთელებიბორუსიას ორი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება დააკლდეს მარკო როისი და ჯეიდენ სანჩო ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ისინი დიდი ალბათობით გუნდს ვერ დაეხარებიან 4 ახალი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ბაირნის ახალი მწვრთნელია რომელსაც გუნდი უფრო ენდობა ვიდრე ის ნიკო კვაჩს ენდობოდა ამიტომაც რეკორდმაისტერი ყველაფერს გააკეთებს ამ თამაშის მოსაგებად 5 კლუბის ბოსები მწვრთნელს ზურგს უმაგრებენ ული ჰიონესსა და კარლჰაინც რუმენიგეს ჰანსი ფლიკი მოსწონთ კლუბის ბოსები ახალ მწვრთნელს ბოლომდე ენდობიან რაც დიდი შეღავათია მწვრთნელისა და გუნდისათვის
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2