დღეს დილიდან საფეხბურთო სამყარო პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ფეხბურთელის, დიოგო ჟოტას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა.
როგორც მედიაში დაიწერა, ავტოკატასტროფის დროს მანქანაში ჟოტასთან ერთად მისი ძმა, ანდრე სილვაც იმყოფებოდა, რომელიც ასევე ადგილზე დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამძიმარს ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი აქვეყნებს:
"აბსოლუტურად დამანგრეველი ამბავი. გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვინც დიოგოსა და მის ძმასთან ახლოს იყო. დაე, იგრძნოთ ძალა და მხარდაჭერა ამ უკიდურესად რთულ დროს. მშვიდად განისვენეთ", - წერს კომპანი.