ფაბრიციო რომანო თავის პოდკასტში ადასტურებს, რომ ამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენიდან ბრედლი ბარკოლას შეძენა სცადა, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა.
გერმანული კლუბი ახლაც კი იმედოვნებს, რომ შესაძლოა საქმე გამოვიდეს, თუმცა ბაიერნს უარი პირადად პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ შეუთვალა.
პარიზელთა მფლობელს არ სურს, რომ ლუის ენრიკეს შეტევაში არჩევანი შეუმცირდეს და ბარკოლას გაშვებაზე უარს აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნიდან ინტერესი რეალურია.
22 წლის ფრანგმა გარემარბმა გასულ სეზონში ჯამურად 21 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი ფასი 70 მილიონი ევრო გახლავთ.