ხვალ, 20:00 საათზე მიუნხენის ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ დაპირისპირებას ინგლისელი არბიტრი, ენტონი ტეილორი იმსაჯებს, რომელთანაც გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებს ცუდი მოგონებები აკავშირებთ.
ყველას გემახსოვრებათ ევრო 2024-ის 1/4-ფინალი ესპანეთსა და გერმანიას შორის, როდესაც მარკ კუკურელიას ჯამალ მუსიალას დარტყმის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ხელზე ხვდება, ხოლო მსაჯი, რომელმაც ეპიზოდი გაატარა და გერმანიას 100%-იანი პენალტი არ მისცა, სწორედ ენტონი ტეილორი გახლდათ.