ბაიერნის სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი ადასტურებს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბი 2 ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება.
გასაყიდ სიაში კიმ მინ-ჯე და ჟოაუ პალინია არიან. ებერლის თქმით, მათ გასხვისებას ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეცდება.
"ტურნირის ბოლომდე ორივე ჩვენთან ერთად იქნება, მის შემდეგ კი ვნახავთ თუ რას მოიტანს სატრანსფერო ფანჯარა", - ამბობს ებერლი.
Transfermarkt-ზე კიმი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული, პალინიას ფასი კი 30 მილიონი ევრო გახლავთ.