მიუნხენის ბაიერნის შემტევი, სერჟ გნაბრი რეაბილიტაციის პროცესში სერიოზულ პროგრესს აჩვენებს. გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც მძიმე ტრავმის გამო სეზონის ფინიში და მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, ინდივიდუალური ვარჯიშების დროს უკვე შეძლო სპრინტების შესრულება და მოედანზე ბურთით, საფეხბურთო ბუცებით ივარჯიშა.
გეგმის მიხედვით, კლუბი მის გუნდურ ვარჯიშებში დაბრუნებას წინასასეზონო მომზადების დროს, მაქსიმალური სიფრთხილით გეგმავს. გნაბრის სრულფასოვანი ქამბექი ყველაზე გვიან ახალი სეზონის სტარტისთვისაა გათვლილი.