ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის რბოლაში - რა შანსები გვაქვს?
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. ევროპული გრანდები კვლავინდებურად ცდილობენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოპოვებას, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მათ შორის ფავორიტები უკვე გამოიკვეთა.

ტოპ გუნდები ჩემპიონობის შანსებით:

1. რეალი – 18%
2. ბარსელონა – 17%
3. ინტერი – 17%
4. პსჟ – 16%
5. არსენალი – 16%
6. ბაიერნი – 11%
7. ასტონ ვილა – 3%
8. დორტმუნდი – 3%

სამწუხაროდ, მიმდინარე მონაცემებით, მიუნხენის ბაიერნს 11%-იანი შანსი აქვს, რაც ლიდერ რეალზე (18%) საგრძნობლად ნაკლებია. თუმცა, როგორც ვიცით, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მონაწილეა და ხშირად იმარჯვებს მაშინ, როდესაც მას არ მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად.
"ბაიერნს" უეფასგან კიდევ ერთი ჯარიმა და პირობითი სანქცია დაეკისრა

უეფამ ბაიერნი დააჯარიმა - მიუნხენელებს 50,000-ევროს გადახდა მოუწევთ და პიროტექნიკის ანთების გამო ერთი მატჩით რამდენიმე სექტორი დაიხურება. 

 

სტადიონის ნაწილობრივი დახურვა იმოქმედებს ორწლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.


ეს ნიშნავს, რომ სასჯელი ძალაში დაუყოვნებლივ არ შედის. თუმცა, თუ მომდევნო ორ წელში მსგავსი შემთხვევა განმეორდება, მაშინ Südkurve ვეღარ უქომაგებს ბაიერნს ერთი მატჩით.

"თქვენ ყველამ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარეთ.." - დრეზენმა გუნდს სიტყვით მიმართა
იან-კრისტიან დრეზენმა გამარჯვების აღნიშვნისას გუნდს სიტყვით მიმართა: „დღეს ვინმეს გამორჩევა რთულია. თქვენ ყველამ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარეთ, გუნდურობა გამოავლინეთ, ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ.

როგორც უკვე ვთქვი, არ მინდა ვინმე ცალკეულად გამოვყო, მაგრამ გილოცავ, ჰარი, ჩემპიონთა ლიგის სეზონში 10 გოლის გამტანი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი რომ გახდი. კიდევ ბევრი წინ არის, რადგან ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.

მინდა კიდევ ერთი მოთამაშე აღვნიშნო. რა თქმა უნდა, ყველანი ვწუხვართ, რომ მანუელ ნოიერი დაშავდა, მაგრამ საოცარია, როგორ ითამაშა იონას ურბიგმა დღეს, რა სიმშვიდე გამოიჩინა მოედანზე და 2-3 კარგი სეივიც გააკეთა. განსაკუთრებული აპლოდისმენტები იონას ურბიგს.

ვიმედოვნებ, ეს გზა გაგრძელდება – გააგრძელეთ იგივე შემართებით, როგორც დღეს და პირველ შეხვედრაში.“
ალონსო: "გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი მსოფლიოს საუკეთესოებთან"
ჩაბი ალონსო: "პირველ ტაიმში ვცდილობდით რაღაც გაგვეკეთებინა. ახლოს ვიყავით გოლის გატანასთან და გვქონდა საკმარისი შანსები. გვქონდა პირველი გოლის გატანის დიდი შანსი. ცოტა დაძაბული იყო, მაგრამ ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბაიერნის პირველი გოლის შემდეგ, ძალიან რთული გახდა ყველაფერი.

ჩემპიონთა ლიგა არის შეჯიბრი, სადაც არ შეიძლება შეცდომის დაშვება და ჩვენ ძალიან ბევრი დავუშვით. რაღაც სანახაობრივი გვჭირდებოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. შესრულება კარგი იყო. ხარისხის ნაკლებობა არ იყო, ეს იყო ეფექტურობის ნაკლებობა.

ჩვენ გუნდში დიდი განვითარება ვნახეთ. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ყველაზე რთულია. გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი მსოფლიოს საუკეთესოებთან. ჩვენი გზით უნდა წავიდეთ მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ღამის შემდეგ ყველაფერი კატასტროფაა“
.
კომპანი: "მოუთმენლად ველოდები ინტერთან დაპირისპირებას.."
ვენსან კომპანი ლევერკუზენთან გამარჯვებაზე და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაზე:

"ბიჭებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად მოტივირებულები არიან იმისთვის, რის მიაღწევას ცდილობენ. ახლა მოვიგეთ, მაგრამ არ მინდა ზედმეტად ავყვე ემოციებს.


მეორე ტაიმი ძალიან საინტერესო იყო. პირველ ნახევარში ჩვენი ჩვეულებრივი სტილით, პრესინგით ვითამაშეთ, თავს ვიკავებდით და ვიცოდით, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გვექნებოდა, მაგრამ მაინც შევქმენით რამდენიმე.


მეორე ნახევარში კარგად ვიყავით დაცვაში, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს მოედანზე ბევრი შემტევი ჰყავდა. მაგრამ მაინც ვიბრძოლეთ, ვიგერიებდით ჩაწოდებებს და კვლავ საშიშად გამოვიყურებოდით.


კარგი ბალანსი გვქონდა. მოუთმენლად ველოდები ინტერთან დაპირისპირებას, მაგრამ მანამდე კიდევ რამდენიმე თამაში გვაქვს. ჩემი საქმე ყოველთვის შემდეგი მატჩისთვის მზადებაა."

ნაგელსმანი: “ჩვენს გუნდში კიმიხს მარჯვენა მცველად ვხედავ”
გააგრძელებს თუ არა ნაგელსმანი კიმიხის მარჯვენა მცველად გამოყენებას თუ ისევ ნახევარდაცვაში გადაიყვანს?:

"უნდა ავწონ-დაწონო: რა გვჭირდება უფრო ნაკლებად და რა უფრო მეტად. ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ სტაბილურ მარჯვენა მცველს, კიმიხის გარდა, განსაკუთრებით ჰენრიხსის ტრავმის შემდეგ.

მეექვსე ნომერში მყავს პასკალი, სტილერი, პავლო, ანდრიხი, ფელიქსი და სხვა კანდიდატები. ეს არის ყველაზე ნაკლებად საჭირო. ამიტომაც მე მას მარჯვენა მცველად ვხედავ.”
"ის ძალიან მშვიდია და ძალიან კარგად ვარჯიშობს." - კომპანი იონას ურბიგზე
ლევერკუზენთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვენსან კომპანიმ იონას ურბიგზე ისაუბრა:

"ის ძალიან მშვიდია და ძალიან კარგად ვარჯიშობდა. დიდ თამაშებში გამოცდილ ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის აღება უწევთ.

გუნდში ყველამ თავისი როლი შეასრულა. ჩვენ ამას ვაკეთებდით, მაშინაც კი, როცა მანუელ ნოიერი, ჰარი კეინი და ჯამალ მუსიალა ტრავმირებულები იყვნენ.

არანაკლებ შედეგს ველოდებით ხვალ."
კომპანი: "ჩვენ დიდი გავლენა გვექნება ხვალინდელ თამაშზე"
კომპანი იმაზე, თუ რას ელოდება ლევერკუზენისაგან ხვალ:

"როგორც მწვრთნელი სწრაფად აითვისებ, რომ 100 პროცენტით ვერასოდეს გაიგებ მომავალს.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რაც შეგვიძლია. ეს ეხება დუელებს, რომლის მოგებაც გვინდა და გოლების გატანას.
  
დღის ბოლოს, ფეხბურთელების ხარისხი გადაწყვეტს საკითხებს. ჩვენ ასევე დიდი გავლენა გვექნება ხვალინდელ თამაშზე."
ალონსო: “რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს შეუძლია რთული საქმეების გაკეთება”
ჩაბი ალონსო: "ჩვენ მოვიგეთ ბუნდესლიგა დაუმარცხებლად. ჩემთვის ეს უფრო რთულია ვიდრე ხვალ “ბაიერნის” განადგურება და შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ასე რომ, გუნდს შეუძლია რთული საქმეების გაკეთება. ფეხბურთელებმა იციან და გრძნობენ იმას, რაც მნიშვნელოვანია.

ამ სიტუაციაში პირველ გოლს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს.”


"კარგი მომენტია იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ სრული გუნდი ვართ და შეგვიძლია მოვიგოთ ვირცის გარეშეც. არ არსებობს იმაზე დიდი გამოცდა, ვიდრე ხვალ ფლოს გარეშე თამაში."

ოფიციალურად: ფლორიან ვირცი ტრავმირებულია!
როგორც მოსალოდნელი იყო, ფლორიან ვირცი სამშაბათს, მიუნხენის ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, ვირცი მიუწვდომელი იქნება გერმანიის ნაკრებისთვის უეფას ერთა ლიგის მომდევნო მეოთხედფინალში იტალიასთან.

ლევერკუზენმა ეს ინფორმაცია კლუბის ვებსაიტზე გამოაქვეყნა.
გნაბრი: "ახლა ჩვენ გვყავს საუკეთესო მეტოქე იტალიის სახით"
სერჟ გნაბრი გერმანიის ნაკრების ერთა ლიგის მოგების შანსებზე:

„მარცხის მიუხედავად, ეროვნული ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატიდან დიდი იმპულსით გამოვიდა, რაც მე პირადად სამწუხაროდ გამოვტოვე.

ეს დადებითი მიმართულება თითქმის გამონაკლისის გარეშე დავადასტურეთ ერთა ლიგის თამაშებში.

ახლა ჩვენ გვყავს საუკეთესო მეტოქე იტალიის სახით, რომელიც მეოთხედფინალში გასვლას ელოდება."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0