"ბაიერნის" სპორტული დირექტორი ერლინგ ჰალანდზე ინფრომაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, ნორვეგილეისათვის ბრძოლაში გერმანელებიც ერთვებიან.
"დორტმუნდში" წინა სეზონი ჰალანდს ნამდვილად კარგი ჰქონდა, რადგან 41 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ მიუხენელები მისთვის აუცილებლად იბრძოლებენ და ის ტოპ-ფეხბურთელია: 60 მატჩში 60 გოლი - ეს შეუძლებელი შედეგია. ასეთი ფეხბურთელით დაინტერესება ბუნებრივია" - განაცხადა "ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა.
ტონი კროოსმა საიტ Bams-თან მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც "ბაიერნის შანსებზე და ნაგელსმანზე საუბრობს.
"ვინ მოიგებს ბუნდესლიგას? - რა თქმა უნდა, "ბაიერნი." მათ საუკეთესო გუნდი ჰყავთ და არიან სტაბილურები ბოლო რამდენიმე წელიწადში."
"სხვა სახეები ცვლიან ძველ ფეხბურთელებს, თუმცა ამის მიუხედავად გუნდი ისევ ძალიან ძლიერია. მაგალითად ჯოშუა კიმიხს მოვიყვან, რომელიც ნამდვილი ლიდერია."
"ვისურვებდი, რომ ნაგელსმანს ტიტულების მოგება შეძლოს, რადგან მას შეუძლია გახდეს საუკეთესო მწვრთნელი, ეს მისი პირველი სეზონი იქნება და იმედია წარმატებულიც", - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.
19 წლის ინგლისელი ფეხბურთელით, რომელიც "პეესვეს" ახალგაზრდული გუნდიდან უკვე მე-2 სეზონია რაც დააწინაურეს ევროპის ტოპ კლუბები არიან დაინტერესებული, მათ შირისაა "ბაიერნიც".
25 წლის მცველი ნიკოლას ზულე სავარაუდოდ "ბაიერნში" დარჩება, რადგან იულიან ნაგელსანს ძალიან სჭირდება დაცვაში საიმედო ფეხბურთელი და სატრანსფერო ბაზარზე ასეთი არავინ ჩანს.
როგორც მოგეხსენებათ, იოზუა კიმიხი და "ბაიერნი" ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. გერმანელი ფეხბურთელი თავისი დაბალი ხელფასის გამო გაუნაწყენდა კლუბს და მომატება მოსთხოვა, "რეკორდმაისტერმა" კი ბევრი ფიქრის შემდეგ იოზუას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სურვილი აუსრულა.
იოზუა კიმიხთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მიუნხენის "ბაიერნი" კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ იოზუა "რეკორდმაისტერთან" შეთანხმებას მიაღწევს, მაშინ გუნდში ლეონ გორეცკაც დარჩება.
მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. კიმიხთან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია შესული და სავარაუდოდ, ის მალევე გახანგრძლივდება, გორეცკასთან კი საქმე უფრო რთულადაა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ლეონი თანაგუნდელის პასუხს ელოდება.
ალექსანდერ ნუბელი "მონაკოში" გადასვლაზე საუბრობს. მას პრეს-კონფერენცია ჰქონდა სადაც სხვადასხვა საკითხებსაც შეეხო.
"მონაკო" იმითომ ავირჩიე, რომ მშვენიერი შანსი იყო ჩემთვის. მინდოდა სხვა ქვეყანაში, სხვა გამოცდილების მიღება. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ბედნიერი ვარ."
"უკვე ვსწავლობ ახალ ენასაც, გუნდში გერმანულიც ესმინთ მცირე დოზით, თუმცა ფრანგულად ყველაფერი უფრო ადვილად მოგვარდება."
"იმედი მაქვს მაე გავივლი აკიმატიზაციას და შევეწყობი ახალ ფეხბურთელებსა და ლიგა 1-ს. უკეთესი იქნება, თუ აქ ორი წლით დავრჩები.", - განაცხადა ნუბელმა პრესასთან.