bayern.ge სიახლეები გვერდი 391
Bild ყველა დროის 10 საუკეთესო გერმანელი მწვრთნელი
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bildმა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო სპეციალისტი გამოარჩიაავტორიტეტული გაზეთის გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა დაიკავამეორე ადგილზე გავიდა დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი და ლივერპულის ამჟამინდელი დამრიგებელი არაორდინალური იურგენ კლოპისამეულს კი მიუნხენური კლუბის მორიგი ლეგენდარული მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი აგვირგვინებსამ ათი სპეციალისტიდან 6 მწვრთნელს სხვადასხვა დროს მიუნხენური კლუბი ჰყავს გაწვრთნილი1 იუპ ჰაინკესი 382 იურგენ კლოპი 193 ოტმარ ჰიტცფელდი 124 ზეპ ჰერბერგერი 85 ოტო რეჰაგელი 86 ფრანც ბეკენბაუერი 67 უდო ლატეკი 58 იოახიმ ლიოვი 29 ჰელმუტ შონი 210 დეტმარ კრამერი 0
ბოატენგი ბედნიერი არ ვარ და თავს არ მოვიტყუებ
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა კლუბში თავისი მდგომარეობა დეტალურად განიხილაერთხელაც იუპ ჰაინკესს ვუთხარი ბაიერნთან ერთად 10 ტიტული მოვიგე ამ კლუბის შესახებ ყველაფერი ვიცი და ახალი იმპულსი მჭირდებააქ ყოფნა მომწონს და მიუნხენი მიყვარს ეს მშვენიერი დრო იყო მაგრამ გავიგებ როდესაც წასვლის დრო მოვასაკუთარი შესაძლებლობები ვიცი ვიცი რა უნდა გავაკეთო როგორ ვითამაშო როდესაც მყავს კლუბი და მწვრთნელი რომლებიც მენდობიანრატომ არ აღვნიშნე გუნდთან ერთად ფეხბურთელი ვარ და მტკივნეულია როდესაც საკმარის სათამაშო პრაქტიკას არ ღებულობსაკუთარ თანაგუნდელებს პატივს ვცემ მაგრამ არ მიყვარს თვალთმაქცობა არ შემიძლია შეცვლა და თავის მოტანა რომ თითქოს ბედნიერი ვარდამიჯერეთ უკანასკნელი ადამიანი ვარ რომელსაც შესაძლოა კრიტიკა ეწყინოს როდესაც რეალურად არის ვინმე შენზე უკეთესისაკუთარი ძალები ვიცი ვიცი რა შემიძლია მაგრამ არ შემიძლია ღილაკზე თითის დაჭერა და უცებ გაღიმება თითქოს ყველაფერი კარგადაა ეს ჩემზი არ ზის განაცხადა ბოატენგმა30 წლის გერმანელი წლების განმავლობაში ბაიერნის ძირითადი მცველი იყო მაგრამ გასულ სეზონში ძირითადში ადგილი დაკარგა
აგენტმა ბოატენგის მომავალზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის აგენტმა კრისტიან ნერლინგერმა თავისი კლიენტის სიტუაცია შეაფასაჟერომისთვის ახალი კლუბის მოძებნა არ მჭირდება როდესაც სატრანსფერო ბაზარზე მაღალი კლასის მოთამაშე ჩნდება კლუბები თავად გამოდიან კონტაქტზეახლა ჟერომი ოჯახთან ერთად არდადეგებზეა ის მორალურად კარგ მდგომარეობაში კარგ ფორმაში დაბრუნდება ამ მომენტისთვის ბოატენგის კლუბი მიუნხენის ბაიერნია განმარტა ნერლინგერმა30 წლის გერმანელი რეკორდმაისტერს აღარ სჭირდება და მიუხნენური კლუბი მზად არის ბოატენგი ამ ზაფხულს გაყიდოს
ბოატენგი შარშან ფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა თავის მომავალზე ისაუბრა და გასული წლის ზაფხულიც გაიხსენაგასული სეზონის დაწყებამდე ბოატენგს პარი სენ ჟერმენი სერიოზულად აკვირდებოდა და მისი ტრანსფერი რეალური იყო მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ბოლოს ჩაიშალაფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი როდესაც გაძლევენ პირობას და შენს სანაცვლოდ ადეკვატურ თანხას იხდიან ხოლო შემდეგ ყველაფერი იშლება ეს შიგნიდან განადგურებსბაიერნში სეზონის პირველი ნახევარი ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა შემდეგ საკუთარ თავს ვაჯობე კარგი მატჩები ჩავატარე მაგრამ მაინც სათადარიგო სკამზე ვრჩებოდირა მოხდება მომდევნო სეზონში კვლავ უნდა შევუტიო არ გამოვრიცხავ რომ ბაიერნში დავრჩე სირთულეებს არ გავურბივარ ვინაიდან ყველაფერი სწრაფად იცვლება განაცხადა 30 წლის გერმანელმაახალი სეზონიდან ბაიერნს ორი მსოფლიო ჩემპიონი მცველი ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი ემატება ამიტომ ბოატენგის ადგილი აღარ რჩება
პავარი შტუტგარტს ემოციურად დაემშვიდობა
მიუნხენის ბაიერნის მომავალი უნივერსალური მცველი ბენჟამენ პავარი თავის ყოფილ კლუბს გამოემშვიდობა23 წლის ფრანგი მცველი 1 ივლისიდან რეკორდმაისტერს შეუერთდება მან დატოვა შტუტგარტი რომელიც ამ სეზონის შედეგად ბუნდესლიგიდან გავარდაშტუტგარტის გულშემატკივრებო ძალიან დიდი მადლობა ამ დიდებული მომენტებისთვის ამ რთული სეზონის განმავლობაშიც ყველას დავანახეთ ამ კლუბის სიდიადემადლობა თქვენ იმისათვის რომ გუნდში ადაპტაციაში დამეხმარეთ და სიტუაცია გამიმარტივეთ ამ კლუბისათვის ყველაფერი გავაკეთე მუდმივად თქვენი ერთგული ვიყავითქვენ სამუდამოდ იქნებით ჩემს გულში მადლობა დაწერა პავარმა ინსტაგრამზებენჟამენ პავარმა შტუტგარტში 2016 წლიდან სამი სეზონი დაჰყო და 81 თამაშში მიიღო მონაწილეობა
ბაიერნი 70 მილიონი გირვანქა დიბალას სანაცვლოდ
მიუნხენის ბაიერნი ზაფხულში ტურინის იუვენტუსის არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას გადაბირებას ეცდებაცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ დიბალას ტრანსფერისთვის 70 მილიონი გირვანქასტერლინგი გადადოპაულომ გასულ სეზონში იუვენტუსის ძირითადში ადგილი დაკარგა და ახლა ტურინული კლუბი მზად არის მის გასაშვებად25 წლის სამხრეთ ამერიკელმა 201819 წლების სეზონში 42 თამაშში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა
ჰიონესი მომდევნო სეზონში წარმატების მჯერა
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა 201819 წლების სეზონი შეაჯამა და აღნიშნა რომ ახალი სეზონისთვის დიდი იმედები აქვსბუნდესლიგის ბოლო მატჩი აინტრახტთან და თასის ფინალი ლაიფციგის წინააღმდეგ მშვენიერი გამოდგა სეზონის ბოლო მთელი წლის განმავლობაში განცდილი წარუმატებლობების ერთგვარი კომპენსაცია იყოვფიქრობ სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტი კარგი თამაში გვქონდა ვიდრე ცუდი თუ ახალ სეზონში ამ სტატისტიკას გავაუმჯობესებთ შესაძლოა ახალი ნიკო კოვაჩის ეპოქა დაიწყოს მე პირადად მასში ეჭვი არასოდეს შემპარვიაჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ მომდევნო სეზონში დარწმუნებული ვარ განაცხადა ჰიონესმა47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში რეკორდმაისტერს ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა
ბორუსიას დირექტორი კარგი იქნება თუ სანე ბაიერნში გადავა
დორტმუნდის ბორუსიას გენერალურმა დირექტორმა ჰანსიოახიმ ვაცკემ ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში გადასვლაზე ისაუბრავფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს გერმიის ჩემპიონატში დააბრუნებს ვინაიდან ეს ლიგის დონეს აამაღლებსმე ვიქნები პირველი რომელიც ბაიერნს ამ ტრანსფერს მიულოცავსჩემპიონობა ძალიან გვინდა მაგრამ მიუნხენური კლუბი ევერესტის მყინვარივით არის განაცხადა ვაცკემმიუნხენური კლუბი ახლა 23 წლის გერმანელი ვინგერის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
კოვაჩმა თასის მოგების შემდეგ თავის მომავალზეც ისაუბრა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთასიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ეს ჩვენს სამსახურში არც ისე მარტივი მაგრამ აუცილებელია ასეთი თასები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი გუნდის რეპუტაციისათვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს რომლის წყალობითაც ახლა აქ ვიმყოფებიდარწმუნებული იყავით რომ ამ წარმატებას ისე აღვნიშნავთ როგორც საჭიროა განაცხადა კოვაჩმა47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში ოქროს დუბლი გაიფორმა და დიდი ალბათობით პოსტს შეინარჩუნებს
ნოიერი ძალიან მოტივირებული ვიყავი
მიუნხენური გრანდის კაპიტანმა და მეკარემ მანუელ ნოიერმა გერმანიის თასის მოგებაზე ისაუბრაამ ფინალზე დიდი მოტივაცია მქონდა ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი იმისათვის რომ საკუთარი მზადყოფნა დამემტკიცებინაარიენის ფრანკისა და რაფინიას გამო მიხარია ჩვენ მათ დუბლით დავემშვიდობეთ ისინი ბაიერნის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მათ გარეშე ამდენ წარმატებას ვერ მივაღწევდით განმარტა მანუმ33 წლის გერმანელმა სეზონის ბოლოს რამდენიმე კვირა გამოტოვა მაგრამ ბაიერნს ფინალამდე დაუბრუნდა და ბერლინში ორი საოცარი ბურთიც მოიგერიანოიერის კარგი თამაშის წყალობით მიუნხენელებმა ფინალი ლაიფციგს 30 მოუგეს და დუბლი გაიფორმეს
კოვაჩი ნოიერი სენსაციური იყო
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის მოგება შეაფასალაიფციგი შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე რთული ვარიანტი იყო მატჩზე კონტროლი მხოლოდ 30 წუთის შემდეგ დავამყარეთ ჩემი კომპლიმენტები მანუელ ნოიერს რომელიც დღეს სენსაციური იყო და ორჯერ გადაგვარჩინა გაშვებულ გოლსფავორიტები ვიყავით მაგრამ ლაიფციგი ქებას იმსახურებს გასულ წელს მოვიგე თასი და კლუბი ცრემლებით დავტოვე ამჯერად ცრემლები აღარ არისვულოცავ ჩემს გუნდს ის რაც დღეს და წინა კვირას მოხდა ნამდვილად ძალიან მაბედნიერებს განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმარეკორდმაისტერმა ფინალში ლაიფციგი 30 გაანადგურა და დუბლი გაიფორმა
შალკემ ლეროი სანეს თხოვნით მიმართა
გელზენკირხენის შალკე კლუბის ყოფილი მოთამაშის ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა23 წლის გერმანელი გარემარბი მანჩესტერ სიტიში ბოლომდე კმაყოფილი არ არის და გერმანიაში დაბრუნება სურსსიტუაციით სარგებლობას რეკორდმაისტერი აპირებს და მიუნხენური გრანდი მოლაპარაკებებში უკვე ჩაერთობრიტანულ პრესაში დაიწერა რომ ლეროი მიუნხენში გაბარგებაზე თანახმაა ხოლო ბაიერნი მზად არის 70 მილიონი ევრო გამოჰყოსგელზენკირხენულმა კლუბმა ეს ინფორმაცია ტვიტერზე გააზიარა და ლეროის თხოვნით მიმართა არ გააკეთო ეს ლეროილეროი სანე შალკეს აღზრდილია და ლურჯების მაისურით 201416 წლებში 57 თამაშში 13 გოლის გატანა მოახერხა
რობენი გვარდიოლა საფეხბურთო მანიაკია
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ვინგერმა არიენ რობენმა პეპ გვარდიოლა გაიხსენა და მასთან ერთად გატარებული პერიოდი შეაფასაგვარდიოლასთან ერთად ბევრს ვხალისობდი და მისი წყალობით მართლაც განვვითარდი ამის ერთერთი მიზეზი ის იყო რომ პეპი სხვადასხვა პოზიციაზე მათამაშებდაპეპმა მიუნხენში საკმაოდ გამორჩეული სპეციფიკური სათამაშო სტილი დაამკვიდრა ის საფეხბურთო მანიაკია ოღონდ კარგი გაგებითჩემპიონთა ლიგაზე ტრავმების გამო არ გაგვიმართლა არავინ იცის რა მოხდებოდა ყველა მწყობრში რომ ყიფილიყომაშინ ბაიერნი მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ვწუხვარ რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება არ გამოგვივიდაზოგი ამბობს რომ პეპი მიუნხენში წარმატებული არ იყო რადგან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებპეპის ხელმძღვანელობით ულამაზეს ფეხბურთს ვთამაშობდით და ზედიზედ სამჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალშივიცი რომ მწვრთნელებს ტიტულების მიხედვითაც აფასებენ მაგრამ მე ამის მიღმაც ვიყურები ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის განაცხადა 35 წლის ჰოლანდიელმაესპანელ სპეციალისტი მიუნხენურ გრანდში 201316 წლებში მოღვაწეობდა და ბაიერნს 7 ტიტული მოაგებინა მათ შორის 3 ბუნდესლიგა 2 გერმანიის თასი 1 უეფას სუპერთასი და 1 კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი
ბაიერის ყოფილი მენეჯერი ჰავერტცი ბაიერნში გადავა
ლევერკუზენის ბაიერის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რაინერ კალმუნდმა კაი ჰავერტცის ბაიერნში გადასვლაზე კომენტარი გააკეთაკაი ჰავერტცი მიუნხენის ბაიერნში მომდევნო წელს გადავა და არა ახლა ამ ზაფხულს ის სხვა კლუბში ნამდვილად არ გადავაბაიერს სურს რომ მისი თამაშით კიდევ რამდენიმე თვე დატკბეს მაგრამ აშკარაა რომ ის ბაიერნში წავაიმედი მაქვს კაი გერმანიაში დარჩება და კარიერას მიუნხენურ გრანდში გააგრძელებს განაცხადა კალმუნდმა19 წლის გერმანელ სუპერტალანტს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდარეკორდმაისტერი ჰავერტცს აკვირდება და შესაძლოა კაი მომდევნო წლის ზაფხულში გადაიბიროს
კოვაჩი თასზე ფავორიტები არ არსებობენ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გერამნიის თასის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრათასზე ფავორიტები არ არსებობს და გასული წლის ფინალმა ეს დაადასტურა თამაში საკმაოდ დაძაბული იქნებაითამაშებენ თუ არა რობენი რიბერი და რაფინია საკმაოდ რთული ამოცანა გვაქვს ამიტომ უნდა ვენდოთ მოთამაშეებს რომელთაც ამ სეზონში კარგად დაიმკვიდრეს თავიმოედანზე საუკეთესო თერთმეტეულით გავალთ განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმარეკორდმაისტერი გერმანიის თასის ფინალში ლაიფციგს ჩვენი დროით 2200 საათზე დაუპირისპირდებამიუნხენურმა გრანდმა გასულ წელს გერმანიის თასის ფინალი ნიკო კოვაჩის აინტრახტთან 13 წააგო და დუბლი ბოლოს 2016 წელს გაიფორმა
რობენი რატომ დავტოვე რეალი 2009 წელს
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ვინგერმა არიენ რობენმა გაიხსენა პერიოდი როდესაც მადრიდის რეალის დატოვება მოუწიაჩემთვის სიტუაცია პრეზიდენტის შეცვლამ გაართულარეალურად მადრიდში თავს კარგად ვგრძნობდი და კარგადაც ვთამაშობდი მაგრამ როდესაც საქმეში ახალი პოლიტიკა ერთვება და შანსი აღარ გეძლევა ეს ძალიან რთული მომენტიაუნდა მიიღო გადაწყვეტილება იბრძოლო ახალი წესებით თუ მოძებნო ახალი კლუბი და მიიღო ახალი გამოწვევამხოლოდ რონალდუს ტრანსფერი არაფერ შუაში იყო კლუბის პრეზიდენტის პოსტზე პერესი დაბრუნდა შემდეგ კი რონალდუ კაკა კარიმ ბენზემა და ხაბი ალონსო იყიდარეალმა ზედმეტად დიდი თანხა დახარჯა ამიტომ უნდა გაეყიდა მოთამაშეები იმისათვის რომ გარკვეული თანხა ამოეღოჩემთვის ეს დიდი სირცხვილი იყო ვინაიდან ყოფილ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა უფრო მეტიც კარიერაში საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი ჩავატარე გაიხსენა 35 წლის ჰოლანდიელმამფრინავი ჰოლანდიელი ესპანურ გრანდში 200709 წლებში ასპარეზობდა არიენმა 65 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ორი ტიტული მოიგო2009 წლის ზაფხულში ბაიერნმა რობენი 25 მილიონ ევროდ დაიმატა და არიენი მიუნხენური კლუბის სიმბოლო ლეგენდა გახდაარიენ რობენმა რეკორდმაისტერის მაისურით სულ 308 მატჩი ჩაატარა 144 გოლი გაიტანა და 19 ტიტული მოიგო მათ შორის 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0