bayern.ge სიახლეები გვერდი 415
VIDEO: ფანტასტიკური მოქმედება - ჰუმელსმა გერმანია გაშვებული გოლისგან იხსნა
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები ინგლისს უპირისპირდება.

პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიეცათ, თუმცა, ჰარი კეინმა მომენტის დაგვირგვინება ვერ მოახერხა.

მატს ჰუმელსმა ბოლო წამზე შეძლო ბურთზე თამაში და ამ ქმედებით მან გუნდი გოლისგან იხსნა.

იხილეთ ვიდეო.
ინგლისთან მატჩამდე გერმანიის ნაკრებიც მოიდრიკავს მუხლს
მოგეხსენებათ, ევრო 2020-ზე სოლიდარობის ნიშნად ნაკრებები მატჩის დაწყებამდე მუხლს იხრიან. ამას ზოგი გუნდი აკეთებს, ზოგიც არ თვლის საჭიროდ.

გემანელთა კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, დაადასტურა, რომ ბუნდესნაკრებიც, სხვების მსგავსად, მუხლს მოიხრიან მატჩის დაწყებამდე ინგლისთან 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში.

ამას ინგლისელებიც აკეთებდნენ აქამდე და 1/8 ფინალურ მატჩში ორივე გუნდი მატჩის დაწყებამდე სოლიდარობას ამ ჟესტით გამოიჩენს.
სანჩესი: "მსურს მიუნხენში თქვან - სწორედ ამიტომ ვიყიდეთ რენატუ"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რენატუ სანჩესმა ემოციური განცხადება გააკეთა.

"ჩემი პირველი სეზონი მიუნხენში არ იყო იდეალური. მახსოვს, რას ამბობდა ხალხი. ის ფლოპია, სასწრაფოდ გაყიდეთ სანამ შანსი გვაქვს, არაფერი გამოუვა."

"არ ვწუწუნებ, უბრალოდ მეც ადამიანი ვარ და შეიძლება ზოგჯერ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც მინდა. მამაჩემი ყოველთვის მიმეორებდა: "შენ მებრძოლი ხარ, მებრძოლები არასდროს ნებდებიან. ისინი იბრძვიან მაშინაც კი, როდესაც ყველას დამარცხებული ჰგონია." ვიცი, რომ ბევრმა ჩამომწერა."

"გასულ წელს ბაიერნში კიდევ ერთხელ თამაში განსაკუთრებული შეგრძნება იყო. ვფიქრობდი, რომ ახლიდან დავიწყე მიზნების პოვნა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაფრის მოგება მინდოდა, ოქროს ბურთის, ჩემპიონთა ლიგის. ეს ოცნებები ახლაც მაქვს."

"მსურს, რომ კარგ ფორმაში ვიყო, მსურს რომ ბევრი დრო გავატარო მინდორზე, მსურს, რომ მიუნხნეში ხალხმა თქვას: "აი სწორედ ამიტომ ვიყიდეთ რენატუ სანჩესი." - აცხადებს პორტუგალიელი.
მიუნხენის მწვრთნელი: "კვარაცხელია ბაიერნის ამ ლეგენდებს ჰგავს"
"მიუნხენ 1860-ის" მთავარმა მწვრთნელმა, დენის ბუშუევმა, Sportbox.ru-სთან ინტერვიუში ქართველ ტალანტზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"იმსახურებს თუ არა ხვიჩა გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშს? რა თქმა უნდა, კი ის იმ ფეხბურთელთა სიას მიეკუთვნება როგორებიც რობენი და რიბერი არიან, ქართველს თავისუფლად შეუძლია გერმანიის ტოპ-5 კლუბში იასპარეზოს. ხვიჩას გიჟური ტექნიკა აქვს და მეტოქის კარზეა დაგეშილი. გერმანიის ჩემპიონატში ასეთი მოთამაშეების რაოდენობამ იკლო და ვფიქრობ, ხვიჩას აქ ასპარეზობა არ გაუჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, ამ ზაფხულს ყაზანი დატოვოს.

ლიოვი: "ბოლომდე ვიბრძოლეთ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად"
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი უნგრეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ყველა პატარა ნაკრებმა ისწავლა გუნდურად თამაში, ისინი ბოლომდე იბრძვიან და არცერთ მეტოქეს არ უშინდებიან, ამიტომაც სულაც არ მიკვირს უნგრეთის ასეთი მაღალი დონის პერფორმანსი, მათ 1 ქულა ნამდვილად დაიმსახურეს."

"გარკვეული შეცდომები გვქონდა, თუმცა, სულისკვეთება ვაჩვენეთ. ბოლომდე ვიბრძოდით სასურველი შედეგის მოსაპოვებლად, რაც კარგია."

"1/8 ფინალში გარანტირებულად ვართ, ამიტომაც ახლა უკვე ინგლისთან მატჩისთვის უნდა დავიწყოთ მზადება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.
გერმანია 2:2 უნგრეთი ფეხბურთელების შეფასებები
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გერმანიამ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და 1/8 ფინალში გავიდა.

ბუნდესნაკრები საკუთარ კედლებში უნგრეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

გერმანელთა მხრიდან თავის გამოჩენა კაი ჰავერცმა და ლეონ გორეცკამ მოახერხეს.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Whoscored-ის ვერსიით.

გერმანიის ნაკრები ჯგუფიდან გავიდა - 1/8 ფინალში მეტოქე ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და დაუზავდა - 2:2.

ამრიგად, ბუნდესნაკრებმა 4 ქულის დაგროვება მოახერხა და F ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

1/8 ფინალში იოახიმ ლიოვის შეგირდები ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 29 ივნისს, ლონდონში, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
მათეუსი: "სწორედ ამიტომ არ ეძლევა სანეს ნაკრებში დრო"
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ლეროი სანე გააკრიტიკა.

"მე მას გახურების მომენტში ვაკვირდები ხოლმე და თუ შეადარებთ იოზუა კიმიხს, სრულიად სხვადასხვა ადამიანებს დაინახავ. შესაძლოა, მწვრთნელიც ხედავს მის დამოკიდებულებას და სწორედ ამიტომ ეძლევათ სხვა ფეხბურთელებს დრო."

"თუმცა, ჩემი აზრით ლეროი მიულერის შეცვლის პირველი კანდიდატია. უნგრეთთან ის მოახერხებს თომასის ჩანაცვლებას. თუმცა, შემდგომ ეტაპებზე აუცილებლად დაგვჭირდება მიულერის დაბრუნება." - აცხადებს მათეუსი.
UEFA-მ გადაწყვიტა: გერმანიის ნაკრებს LGBT სამკლაურის ტარებისთვის დასჯიან
უეფამ მანუელ ნოიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ცისარტყელას ფერებში არსებულ კაპიტნის სამკლაურს.

როგორც ირკვევა, მანუელ ნოიერს ეს სამკლაური ევრო 2020-ის მიმდინარეობისას ეკეთა, ეს კი უეფას წესების მიხედვით აკრძალულია და პოლიტიკურ ნიშნად ითვლება.

როგორც ცნობილია, გერმანიის ნაკრებს ნებართვა UEFA-სგან უნდა აეღო, რაც არ გაუკეთებიათ.

შესაბამისი მოცემულობიდან გამომდინარე, ბუნდესნაკრებს ჯარიმა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ეს სამკლაური განსხვავებული ორიენტაციის მქონეთა დაცვის და სოლიდარობის ნიშანია.
პორტუგალია 2:4 გერმანია ფეხბურთელების შეფასებები
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩის სტარტზე გაშვებული გოლის შემდეგ ლიოვის შეგირდებმა მობილიზება მოახერხეს და 60 წუთამდე მეტოქეს 4 ბურთი გაუტანეს.

სტუმრებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

იხილეთ ფეხბურთელების შეფასებები გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

ფანტასტიკააა - ჰავერცმა ულამაზესი კომბინაცია დააგვირგვინა (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები საკუთარ კედლებში პორტუგალიას ამარცხებს.

მეორე ტაიმის სტარტზე ულამაზესი კომბინაცია კაი ჰავერცმა დააგვირგვინა.

იხილეთ ვიდეო.
გოოოლ, ჰავერცმა ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)
პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირების პირველი ტაიმის ბოლოს ბუნდესნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა.

კაი ჰავერცმა 35-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა.

იხილეთ ვიდეო.
VIDEO: დაცვის შეცდომა, რონალდუმ პორტუგალია საწყის წუთებში დააწინაურა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს.

შეხვედრის მე-15 წუთზე კრისტიანო რონალდუმ ანგარიშის გახსნა მოახერხა.

იხილეთ ვიდეო.
პორტუგალია - გერმანია სასტარტო შემადგენლობები
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.

პორტუგალია: რუი პატრისიუ - სემედუ, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო - დანილო, კარვალიო - ბერნანდუ სილვა, ბრუნო, ჟოტა - რონალდუ.

გერმანია: ნოიერი - რუდიგერი, ჰუმელსი, გინტერი - კიმიხი, გოსენსი - კროოსი, გუნდოგანი - ჰავერცი, მიულერი - გნაბრი.
ბრუნო: "გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ერთი მიზანი გვექნება"
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში გერმანიის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მატჩამდე პორტუგალიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი ყველა თამაშში გამარჯვებაა და გამონაკლისი არც გერმანიის წინააღმდეგ იქნება."

"ვიცით, რომ ბუნდესნაკრებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, თუმცა, ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის." - აცხადებს ბრუნო.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" "ლაიფციგის" კიდევ 2 წევრი დაიმატა
მიუნხენის "ბაიერნი" კონკურენტი "ლაიფციგის" რიგებიდან შევსებას განაგრძობს.

დაიოტ უპამეკანოსა და იულიან ნაგელსმანის შემდეგ "რეკორდმაისტერის" რიგებს ხარების კიდევ 2 წევრი შეუერთდა.

კერძოდ, საუბარია ასისტენტ მწვრთნელებზე, ხავიერ ზემბროდისა და დინო ტოპმიოლერზე.

ორივე მათგანი ნაგელსმანთან ერთად მუშაობდა "ლაიფციგის" რიგებში და შესაბამისად, "ბაიერნში" მათი მოყვანა პირადად მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0