bayern.ge სიახლეები გვერდი 431
რომელ მატჩებში არ ეყოლება ლევანდოვსკი "ბაიერნს"
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ პოლონელი ფორვარდი "პსჟსთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ის ბუნდესლიგის თამაშებშიც დააკლდება გუნდს.

კერძოდ, ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბუნდესლიგის მომდევნო 5 მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. არადა, კლუბს სწორედ ამ პერიოდში უწევს საკმაოდ რთული თამაშების ჩატარება.

შაბათს "ბაიერნი" "ლაიფციგს" ეთამაშება. პარიზელებთან ჩემპიონთა ლიგის მატჩების შუალედში კი "უნიონს" მიიღებს, რომელიც გრანდებთან საკმაოდ კარგად თამაშობს.

შემდგომ ტურებში გუნდს "ვოლფსბურგთან", "ლევერკუზენთან" და "მაინცთან" უწევს დაპირისპირება და სავარაუდოდ, ამ თამაშების შემდეგ დაბრუნდება ლევანდოვსკი.
ოფიციალურად: რამდენი ხნით გამოაკლდა ლევანდოვსკი "ბაიერნს"
მოგეხსენებათ, ანდორასთან გამართული სანაკრებო მატჩის დროს "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაზიანება მიიღო და მინდორი დატოვა.

თავდაპირველი მონაცემებით, პოლონელ ფორვარდს 5-10 დღე უნდა დაესვენა და დაბრუნებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ კლუბის ოფიციალურმა საიტმა უფრო მძიმე მონაცემები გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელს 4 კვირის განმავლობაში ვეღარ ვიხილავთ მინდორზე. მისი თამაში "პსჟს" წინააღმდეგ ორივე 1/4 ფინალურ მატჩში გამორიცხულია.

ასევე, უცნობია, მოასწრებს თუ არა ლევანდოვსკი 1/2 ფინალურ ეტაპამდე დაბრუნებას. არ არის გამორიცხული, გასვლის შემთხვევაში პოლონელი "ბაიერნს" ვერც ამ ეტაპზე დაეხმაროს.
მიულერი წასვლაზე ალაპარაკდა: "ბაიერნი ძალიან მიყვარს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა თავის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მე განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, "ბაიერნი" ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა, სანამ ამ კლუბში ვითამაშებდი, მაგრამ, როდესაც დგება ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება სხვა კლუბში ითამაშო, ამაში სასირცხვილო არაფერია."

"მე "ბაიერნზე" მიკერებული არ ვარ, შეიძლება, ადრე თუ გვიან იგივე გავაკეთო, რაც ტიაგო ალკანტარამ." - აცხადებს მიულერი.
"იუვენტუსი" "ბაიერნის" ფეხბურთელის ტრანსფერით არის დაინტერესებული
ტურინის "იუვენტუსის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო გამოჩნდა.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "ბებერი სინიორას" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი აქტიურად აკვირდება ახალგაზრდა ნახევარმცველის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

წყაროს ცნობით, მომავალ ზაფხულს ტურინელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ტოლისო იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნსა" და "იუვენტუსს" შორის ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს, რაც ტრანსფერის წარმატების შანსებს ერთი-ორად ზრდის.
ჰოლანდი: "სწორედ ამით სჯობს ნოიერი სხვა მეკარეებს"
დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ერლინ ჰოლანდმა მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

"მანუ ყველასგან განსხვავებულია. ის ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ყოველთვის ამტკიცებს."

"მეკარეების 97% დარტყმის წინ წვება და სწორედ ასე ვახერხებ გატანას. ნოიერი კი ასე არ იქცევა, ფეხზე დგას, რაც საქმეს ძალიან ართულებს." - აცხადებს ჰოლანდი.
ესპანური გამოცემა: "კვარაცხელია რეალში ან ბაიერნში ითამაშებს"
ესპანეთთან ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ევროპული პრესა აქტიურად იწერება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

ამჯერად ქართველი ვინგერი გამოცემა estadio deportivo-ს ობიექტივზე მოხვდა. ესპანურმა საიტმა ხვიჩას აგენტის, მამუკა ჯუღელის ციტირებაც მოახდინა.

"დარწმუნებული ვარ, ხვიჩა აუცილებლად ითამაშებს "რეალში" ან "ბაიერნში". - წერს ესპანური გამოცემა ჯუღელის სიტყვებს.

სტატიაშივე ასევე აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას დამატების ინტერესი კიდევ ერთმა კლუბმა, "სევილიამ" გამოთქვა.
ბადშტუბერი "ბაიერნის" ტრანსფერზე: "ის გუნდის ლიდერი ვერ გახდება"
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჰელგერ ბადშტუბერმა გუნდის ახალწვეული, დაიოტ უპამეკანო გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, დაიოტს გაუჭირდება გუნდის ლიდერი გახდეს და ამისთვის მიზეზებიც არსებობს. ის ზედმეტად მშვიდია."

"გუნდის ლიდერი მუდამ მითითებებს უნდა აძლევდეს ფეხბურთელებს, მათ მუხტავდეს, ამ ყველაფერს კი უპამეკანოში ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ლუკას ერნანდესი უფრო მეტად შეძლებს გუნდის ლიდერობას." - აცხადებს ბადშტუბერი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი "ბაიერნმა" თებერვალში გაიფორმა და ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება გუნდს.
ლევანდოვსკის ვერ აჩერებენ - როგორია მისი სტატისტიკა ბოლო 10 მატჩში
რობერტ ლევანდოვსკი ფენომენალურ ფორმაშია და ამაზე სტატისტიკაც მოწმობს.

უკვე ზედიზედ 10 ოფიციალური შეხვედრაა, რაც პოლონელი თავდამსხმელი მინდორს გოლის გატანის გარეშე არ ტოვებს. ამ პერიოდში მან ისეთი გუნდების კარები დალაშქრა, როგორებიცაა "ლაციო" (ორივე მატჩში), "დორტმუნდი" და უნგრეთის ნაკრები.

ყველაზე მეტად ბოლო შეხვედრებში "დორტმუნდსა" და "შტუტგარტს" არ გაუმართლათ. ორივე გუნდის კარი ლევანდოვსკი სამ-სამჯერ აიღო. ბოლო 10 თამაშში კი 16 გოლს შეადგენს.

საერთო ჯამში პოლონელმა 2021 წელს 20 შეხვედრა ჩაატარა და აქედან მხოლოდ სამში ვერ შეძლო გოლის გატანა. მისი მონაგარი 25 გოლს შეადგენს და შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტიც არის.
კიმიხი: "ვფიქრობ ამის გაკეთება 10 წლით დავაგვიანეთ"
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, იოზუა კიმიხმა რუმინეთთან მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დღეს იმაზე მეტად გავირთულეთ საქმე, ვიდრე საჭირო იყო. 90 წუთის განმავლობაში გაგვიმართლა, რომ მეტოქემ არ გაგვითანაბრა. თამაშის ბედი უფრო ადრე უნდა გადავწყვიტოთ ხოლმე."

"ვფიქრობ, შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ არაერთი მომენტი გავაფუჭეთ და გადავრჩით, რომ მეტოქემ არ დაგვსაჯა."

"ბოიკოტი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს? ჩემი აზრით ამის გაკეთება ყველამ 10 წლით დავაგვიანეთ." - აცხადებს კიმიხი.
გნაბრიმ თანაგუნდელების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

თერთმეტეული უმეტესად "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და სულ 7 მათგანი მოხვდა.

სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:


ჰიონესი: "სწორედ ამიტომ არ შედგა ზლატანის ტრანსფერი ბაიერნში"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

"ზლატანი დიდებული ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. 40 წლის ასაკშიც ახერხებს, რომ კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშოს."

"ჩვენ მისი დამატების შანსი მართლაც გვქონდა და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა, იბრაჰიმოვიჩმა უზარმაზარი ხელფასი მოითხოვა და ამან ყველაფერი ჩაშალა." - აცხადებს ჰიონესი.
დიდი დანაკლისი - "ბაიერნს" კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა
სანაკრებო პაუზას მიუნხენის "ბაიერნისთვის" იდეალურად არ ჩაუვლია. ტრავმირებულთა სიას კიდევ 2 წევრი შეემატა.

ანდორის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც მინდვრიდან გავიდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ პოლონელი ინგლისთან დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დიდი ალბათობით, ლევანდოვსკის აღდგენით პერიოდს ხუთიდან ათ დღემდე დასჭირდება და შესაბამისად, მისი თამაში "ლაიფციგის" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნიკლას ზულეს ასპარეზობაც. გერმანელი ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ტრავმირებული წავიდა, თუმცა, ამ დრომდე ბოლომდე მორჩენა ვერ მოახერხა და სავარაუდოდ, ვერც მას ვიხილავთ "ხარების" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო შაბათს გუნდს ასევე ჟერომ ბოატენგი და ალფონსო დეივისიც ვერ დაეხმარებიან.
რუმინეთი - გერმანია პირდაპირი ტრანსლიაცია
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში რუმინეთის ეროვნული ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (სილკ უნივერსალი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
რუმინეთი - გერმანია სასტარტო შემადგენლობა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში გერმანიის ნაკრები რუმინეთს ესტუმრება.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე იოახიმ ლიოვმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - კლოშტერმანი, გინტერი, რუდიგერი, ჯანი - გორეცკა, კიმიხი, გუნდოგანი - ჰავერცი, გნაბრი, სანე.
ბუნდესლიგა სამეულში არ არის - IFFHS-მა დეკადის საუკეთესო ჩემპიონატები დაასახელა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო სააგენტო IFFHS-მა გასული ათწლეულის საუკეთესო ჩემპიონატები დაასახელა.

პირველ ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო ესპანეთის ლა ლიგა გავიდა. მეორე ადგილზე კი ინგლისის პრემიერლიგა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მესამე ადგილს ბრაზილიის სერია ა იკავებს. რაც შეეხება გერმანიის ბუნდესლიგას, ჩემპიონატი ჩამონათვალში მხოლოდ და მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ესპანეთის ლა ლიგა

2. ინგლისის პრემიერლიგა

3. ბრაზილიის სერია ა

4. იტალიის სერია ა

5. გერმანიის ბუნდესლიგა

6. არგენტინის პრიმერა დივიზიონი

7. საფრანგეთის ლიგა 1

8. კოლუმბიის აპერტურა

9. პორტუგალიის პრიმეირა ლიგა

10. პარაგვაის პრიმერა დივიზიონი
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0