bayern.ge სიახლეები გვერდი 440
"ბაიერნი" 2:1 "სევილია" ფეხბურთელების შეფასებები
UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:


"ბაიერნი" UEFA-ს სუპერთასის გამარჯვებულია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სუპერთასის შეხვედრა, რომელშიც "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა 

ანგარიში მე-13 წუთზე ოკამპოსმა გახსნა, რასაც მალევე უპასუხა ლეონ გორეცკამ ზუსტი დარტყმით.

საბოლოო ანგარიში 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა დააფისირა და "ბაიერნს" ტიტული მოუტანა.
ლევანდოვსკის უმაღლესი კლასი გახურების დროს (Video)
დღეს ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

გახურების დროს რობერტ ლევანდოვსკიმ უმაღლესი კლასი გამოავლინა.


"ბაიერნი" - "სევილია" სასტარტო შემადგენლობები
სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო თერთმეტეულებს:


"ბაიერნი" ფრანგი სუპერტალანტის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ფრანგული "რენის" ამომავალი ვარსკვლავი, ედუარდო კამავინგა გამოჩნდა.

ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მისი შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის არიან "ბაიერნი"/ "რეალი" და "პსჟ".

ფრანგული გამოცემების ცნობით, "რენი" კამავინგას 100 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, მის გაყიდვას სეზონის დასრულებამდე არ აპირებს.
ბიელსა საკუთარ გუნდში "ბაიერნის" ფეხბურთელს ითხოვს
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, მაიკლ კუისენსის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ამჯერად "ლიდსი იუნაიტედის" რადარზე გამოჩნდა. 21 წლის მოთამაშის ტრანსფერი პირადად მარსელო ბიელსას მოთხოვნაა.

წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ბრიტანული კლუბის წარმომადგენლები პირველ შეთავაზებას გააკეთებენ ფეხბურთელის თაობაზე. დიდი ალბათობით, "ლიდსი" მას იჯარის წესით დაიმატებს.

როგორც ცნობილია, "ბაიერნის" დატოვება თავად კუისანსსაც სურს, რათა მეტი სათამაშო დრო, გამოცდილება მიიღოს და ამის შემდეგ დაბრუნდეს კლუბში.
ნოიერი გიოტცეზე: "ვფიქრობ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა მარიო გიოტცეს შესახებ ატეხილ სატრანსფერო ჭორებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მარიო კარგად იცნობს "ბაიერნს". მან იცის ჩვენი გუნდის ფილოსოფია. როდესაც აქ იყო, ხშირად იმეორებდა, რომ მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო."

"გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა იღებს, თუმცა, მე პირადად მჯერა, რომ მარიოს ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში." - აცხადებს მანუ.
რაკიტიჩი: "ბაიერნმა ძალები დაამტკიცა, თუმცა, დღეს განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ"
ანდალუსიური "სევილიას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სუპერთასის მატჩამდე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბაიერნმა თავისი ძალები დაამტკიცა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა, დღეს განსხვავებული თამაში იქნება და დარწმუნებული ვარ ისინი ჩვენგან სერიოზულ წინააღმდეგობას ელიან, რადგან ევროპის ლიგაზე ყველას ვანახეთ ჩვენი შესაძლებლობები."

"ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და ვიცით, რომ შეუძლებელი არაფერია. ვეცდებით მეტოქეს საქმე გავურთულოთ და ტიტული მოვიგოთ."

"პოზიტიურად ვარ განწყობილი მატჩის წინ. ფინალები არის იმისთვის, რომ შესაბამისად მოემზადო და მოიგო და ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ." - აცხადებს რაკიტიჩი.
ფლიკი: "99%-ით მზადყოფნა "სევილიას" დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სუპერთასის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სევილიამ ევროპის ლიგის მოგება დაიმსახურა. მათ კარგი, საინტერესო გუნდი ჰყავთ, რომელსაც ძლიერი სპეციალისტი უდგას თავში. ველოდებით დინამიურ, ინტენსიურ თამაშს."

"გადაწყვეტილება ასეთია, რომ სუპერთასი ბუდაპეშტში ტარდება და ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. რთული იქნება, მაგრამ ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა."

"რობერტ ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა, ისევე როგორც ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც აქ ჩვენთან ერთადაა."

"ხვალ 100%ით მზად უნდა ვიყოთ, რადგან 99% საკმარისი არ იქნება "სევილიას" დასამარცხებლად. სუპერთასზე გამოსვლის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად." - აცხადებს ფლიკი.
ვერნერი: "ბაიერნთან თამაშის შემდეგ ჩელსიში ტრანსფერში დავეჭვდი"
ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა, ტიმო ვერნერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც "ჩელსი" "ბაიერნთან" საკუთარ კედლებში 0:3 დამარცხდა, დავეჭვდი, გადავსულიყავი თუ არა ლონდონურ კლუბში."

"ლაიფციგის შემადგენლობაში არაერთხელ მიწევდა მიუნხენელებთან ასპარეზობა და ყველა შეხვედრას ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით. "ჩელსი" კი მტკივნეულად დამარცხდა." - აცხადებს ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფორვარდის დამატებით მიუნხენის "ბაიერნიც" იყო დაინტერესებული.
გიოტცეს ტრანსფერზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიუნხენის "ბაიერნი" მარიო გიოტცეს დაბრუნება სურს. დღეს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გაჟღერდა.

კერძოდ, Bild-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის დამატება პირადად ჰანს ფლიკს სურს. მოგეხსენებათ, გუნდის დამრიგებელი გერმანიის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და შესაბამისად, გიოტცეს შესაძლებლობებს კარგად იცნობს და სჯერა, რომ მას ფორმის დაბრუნება შეუძლია.

თუმცა, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის დაბრუნებას გარკვეულ რისკად აფასებს და ამის გამო უარზეა. ისინი მიიჩნევენ, რომ გიოტცეს დამატების შემთხვევაში კლუბზე ზეწოლა გაიზრდება, რადგან მარიო მხოლოდ სათადარიგო რგოლის მოთამაშედ განიხილება და მედია ამას უარყოფითად გააშუქებს.

იმ შემთხვევაში, თუ გიოტცე "ბაიერნში" დაბრუნდება, მაშინ ის ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, გახანგრძლივების პერსპექტივით.
„ევროპაბეთი“ თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს
„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ. 

უკონკურენტო პირობებთან ერთად „ევროპაბეთის“ მაგიდის თამაშების პლატფორმაზე სიახლეა გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემა.  ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი, სივრცე სადაც მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან. 
 
ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი: “ უფასო სამაგიდო თამაშების შეთავაზება ჩვენი პასუხისმგებლიანი თამაშისა და ოპერირების გაგრძელებაა. ნარდი, დომინო და ბურა ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული გართობის საშუალებებია და გვიხარია, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ შესაძლებლობას ითამაშოს პოპულარული თამაშები რეგიონის ყველაზე მსხვილ პორტალზე მხოლოდ სიამოვნებისთვის. 

პანდემიის პერიოდში ამ პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ. უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს.“


ბოლო 6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში, სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს. 

უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად  ბეთსონის ჯგუფის წევრი უარს ამბობს იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ერთმანეთს სრულიად უფასოდმხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშონ.

პორტალზე თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა. 


წლის საუკეთესო ათეულში კიდევ სამი "ბაიერნის" ფეხბურთელი მოხვდა
მოგეხსენებათ, დღეს UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლი სამეული დაასახელა, სადაც მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ათეულში "ბაიერნის" კიდევ 3 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან ტიაგო ალკანტარა, თომას მიულერი და იოზუა კიმიხი.

მეოთხედან მეათე ადგილამდე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:


წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლი სამეული ცნობილია
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის მებრძოლი სამეული დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 3 მოთამაშეს შორის ორი მიუნხენის "ბაიერნიდან" მოხვდა. ესენი არიან რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი. რაც შეეხება მესამე ფეხბურთელს, ეს კევინ დე ბრუინი გახლავთ.

ხსენებული ჯილდოს გამარჯვებული 1 ოქტომბერს გაირკვევა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0