2020 წელი "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა მიღწევების კუთხით, თუმცა, ამის მიუხედავად კლუბმა ფინანსური ვარდნა განიცადა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ აბსოლიტურად ყველა ბიზნესი დააზარალა და გამონაკლისი არც ფეხბურთი ყოფილა.
5 ტიტულის მოგების მიუხედავად "რეკორდმაისტერის" შემოსავლები 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 52 მილიონი ევროთი შემცირდა და 750 მილიონი ევროდან 698 მილიონამდე დაეცა.
გარდა ამისა, კლუბის წმინდა მოგებამ გადასახადების დაბეგვრის შემდეგ მხოლოდ 9.8 მილიონ ევროს მიაღწია მაშინ, როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 52.5 მილიონი ევრო იყო.
"8 მარტის შემდეგ სტადიონზე გულშემატკივრები არ გვყოლია. ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით ვფიქრობ, კლუბის ფინანსური წელი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს." - აცხადებს რუმენიგე.