bayern.ge სიახლეები გვერდი 492
ერნანდესი 6 მატჩი მუხლში ხვრელით ვითამაშე
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა ერნანდესმა თავისი მძიმე ტრავმის თაობაზე ისაუბრაარ იყო მარტივი გუნდის ტრავმირებული სეზონის დაუსრულებლად დატოვება თუმცა ჩემი მუხლი სერიოზულად დავაზიანე როდესაც ოქტომბერინოემბრის პერიოდში ატლეტიკოსთვის მაქსიმუმი გავაკეთემთელი ექვსი მატჩი მყესში ხვრელით ვითამაშე ოპერაციის შემდეგ ეს ქირურგმა მითხრა განაცხადა 23 წლის ფრანგმალუკა ერნანდესი გერმანულმა გრანდმა ზაფხულში სარეკორდო 81 მილიონ ევროდ შეიძინა ლუკა ბაიერნს ტრავმირებული შეუერთდა მაგრამ რეაბილიტაციის დასკვნითმა ნაწილმა სწრაფად ჩაიარა და სეზონის სტარტისთვის უნივერსალური ფრანგი უკვე მზად იყოლუკამ რეკორდმაისტერის მაისურით ახალ სეზონში 3 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო
მათეუსი ჰავერტცი ბაიერნს იდეალურად მოერგება
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა ახალგაზრდა გერმანელი სუპერტალანტი კიდევ ერთხელ შეაქოვფიქრობ კაი ჰავერტცი ბაიერნს იდეალურად მოერგება ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერი ვარ რომ ის ბუნდესლიგაში რჩება ვინაიდან ამ სეზონს ლევერკუზენის ბაიერში ჩაატარებსამის შემდეგ კი იმედს ვიტოვებ რომ მას გერმანული კლუბები არ დათმობენ მაგრამ ცხადია იქნება სერიოზული ინტერესი ესპანეთიდან და ინგლისიდანაცკაი ინტელექტუალური მოთამაშეა რომელსაც აქვს ყველაფერი იმისათვის რომ მაღალ დონეზე ითამაშოს ყველაფერთან ერთად ის თავმდაბალია და მიწაზე ორივე ფეხით მყარად დგასჰავერტცი სწრაფია იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ყველაფერს მარტივად აკეთებს განაცხადა მათეუსმა20 წლის კაი ჰავერტცი ლევერკუზენის ბაიერის ღირსებას იცავს და გაისად მიუნხენური გრანდი მის დამატებას ეცდება
რას ნიშნავს ჰეთთრიკი ალიანს არენაზე ლუკებაკიოს კომენტარი
21 წლის ბელგიელმა თავდამსხმელმა დოდი ლუკებაკიომ საკუთარი სახელი გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში უკვე ოქროს ასოებით ჩაწერალუკებაკიომ მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ალიანს არენაზე მანუელ ნოიერს სამი გოლი გაუტანა და რეკორდმაისტერის ღამის კოშმარად იქცადოდი ლუკებაკიომ ბაიერნის კარი მიუნხენში ამ სეზონის სტარტზეც აიღო ამჯერად ბერლინის ჰერტას 22 მაისურითეს ჰეთთრიკი დაუჯერებელია წარმოუდგენელი ბაიერნი მსოფლიოში ერთერთი უდიდესი და გერმანიაში საუკეთესო კლუბია ამიტომაც მათ წინააღმდეგ სამი გოლის გატანა ჩემთვის განსაკუთრებულიამეორე მხრივ ეს მოტივაციაა რომ უფრო მეტი გავაკეთო და მიწაზე დავრჩე უნდა ვცადო რომ ეს ჰეთთრიკი მაგალითად ავიღო სამომავლო განვითარებისთვის განაცხადა ლუკებაკიომდოდი ლუკებაკიომ ბაიერნს ჰეთთრიკი გასულ სეზონში შეუსრულა როდესაც დუისელსორფის ფორტუნამ ალიანს არენადან ქულა წაიღო 33
ლევანდოვსკი ბაიერნში გავიგე თუ რას ნიშნავს იყო დიდი კლუბის წევრი
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანულ გრანდში საწყისი პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა თუ რას ნიშნავს მისთვის ბაიერნიკარგად მახსოვს ჩემი პირველი დღეები ბაიერნში როდესაც პირველად ჩავიცვი ეს მაისურიგანსაკუთრებული გრძნობაამაშინ ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი რომ დიდი კლუბის ფორმა მეცვა ვიცოდი რომ ბაიერნი ყოველ სეზონში იბრძვის ყველა ტიტულისთვის ბუნდესლიგა თასი და ჩემპიონთა ლიგაასე რომ ჩავთვალე რომ ეს ეტალონია დიდი ნაბიჯი კარიერაში საკუთარ თავს ვუთხარი ეს არის გუნდი რომელში ყოფნაც მინდა და რომელშიც დიდი ხანი დავრჩები განაცხადა ლევიმ31 წლის პოლონელი ფორვარდი რეკორდმაისტერმა 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიადან უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ ლევანდოვსკი ბაიერნის მთავარი გოლეადორიამიუნხენური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 247 თამაშში ლევანდოვსკიმ 198 გოლის გატანა მოახერხა
ვან დეიკი ზიულე დიდებული მცველია
ლივერპულისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა მცველი შეაქონიკლას ზიულე დიდებული მცველიაის ბაიერნის ღირსებას უმიზეზოდ არ იცავს მასთან უკვე რამდენიმე მშვენიერი დაპირისპირება და ორთაბრძოლა მქონდა განაცხადა ვან დეიკმა რომელიც უეფამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა24 წლის ნიკლას ზიულე ბაიერნმა 2017 წლის ზაფხულში ჰოფენჰაიმიდან 20 მილიონ ევროდ შეიძინა და ნიკლასი უკვე გუნდის ძირითადი ცენტრალური მცველიაზიულე გერმანიის ნაკრების დაცვის ლიდერადაც ჩამოყალიბდა ბუნდესნაკრების მაისურით მას უკვე 20 თამაში აქვს ჩატარებული
გნაბრი რა თქმა უნდა იმედგაცრუებულები ვართ
გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი ჰოლანდიასთან მარცხის შემდეგ ძალიან უკმაყოფილოაამ მარცხის შემდეგ რა თქმა უნდა იმედგაცრუება სუფევს ვიცოდით რომ ჰოლანდიას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავსსამწუხაროდ ძალიან მარტივად გავუშვით გოლები ვფიქრობ 23მდე კარგად ვითამაშეთ მაგრამ შემდეგ დაცვა მოიშალა განაცხადა გნაბრიმბუნდესთიმმა ჰოლანდიას პირველი ტაიმი გნაბრის გოლით 10 მოუგო მაგრამ მეორე ნახევარში განადგურდა და საბოლოო ჯამში 24 დამარცხდა5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 12 ქულით მოულოდნელად ჩრირლანდია ლიდერობს შემდეგ კი გერმანია 9 და ჰოლანდია 6 მოდიან
ზიულე ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია
გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზიულემ ჰოლანდიასთან მარცხის 24 შემდეგ გუნდი გაამხნევაეს არ იყო კარგი თამაში ჩვენი შესრულებით პირველ ტაიმში მეტოქისთვის ბევრი არაფრის უფლება მიგვიცია მაგრამ ბურთის ფლობის მაჩვენებელი დაბალი იყოახლა კარგად უნდა გავაანალიზოთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად სამომავლოდ საბედნიეროდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია განაცხადა ბაიერნის 24 წლის მცველმაბუნდესთიმი 4 თამაშის შემდეგ ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს და 3 ქულით ჩამორჩება ჩრდილოეთ ირლანდიას რომელსაც 9 სექტემბერს გასვლაზე დაუპირისპირდებაჰოლანდიის ნაკრებს კი 3 თამაშის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯერჯერობით ცხრილში მესამე ადგილს იკავებს
რობენმა ბაიერნის მომავალი მთავარი მწვრთნელი დაასახელა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა არიენ რობენმა დაასახელა სპეციალისტი რომელიც მომავალში რეკორდმაისტერს ჩაიბარებსმარკო ვან ბომელი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად მიუნხენელებს ახლა მთავარი მწვრთნელი უკვე ჰყავთ ამიტომ ეს საკითხი არ განიხილებამარკომ ბაიერნის მოთამაშის რანგში თავი კარგად წარმოაჩინა ხელმძღვანელობა მას აფასებს მას აქვს ხასიათი იმისათვის რომ იყოს კარგი მთავარი მწვრთნელივფიქრობ თუ მარკო განვითარებას გააგრძელებს ის აუცილებლად დაბრუნდება მიუნხენში და ჩაიბარებს ბაიერნს განაცხადა მფრინავმა ჰოლანდიელმამარკო ვან ბომელი მიუნხენური გრანდის ღირსებას 200611 წლებში იცავდა და ოლივერ კანის წასვლის შემდეგ 2008 წელს კაპიტნის სამკლაურიც მოირგო2018 წელს კი ვან ბომელმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და სათავეშო ჩაუდგა პსვს რომელიც გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძოდა მაგრამ ამსტერდამის აიაქსს სამი ქულით ჩამორჩა
მიუნხენის სასამართლომ ბოატენგის წინააღმდეგ საქმე გახსნა
მიუნხენური კლუბის გამოცდილი ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი სერიოზულ შარში გაეხვაგერმანული პრესის ინფორმაციით მიუნხენის პროკურორმა ჟერომის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გახსნა საქმე31 წლის გერმანელს ბრალად ედება ძალადობა ყოფილი პარტნიორისადმი ჟერომის ყოფილი გოგონა აცხადებს რომ ბოატენგის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს სისტემატიური სახე ჰქონდასაქმის პროკურორის ან ლიდინგის განცხადებით ბოატენგმა ძალადობა ჯერ 2018 წლის შემოდგომაზე ხოლო შემდეგ 2019 წლის 11 თებერვალს განახორციელაჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება საქმე მაგრამ ჟერომ ბოატენგს მინიმუმ სასამართლოში მოუწევს გამოცხადებაგამოცდილი გერმანელი ზაფხულის ბოლოს გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო მაგრამ საბოლოოდ მიუნხენში დარჩა
ბაიერნმა დეივისი დააჯარიმა
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ტალანტი ალფონსო დეივისი გერმანულმა გრანდმა ფულადი ჯარიმით დასაჯაცნობილი გერმანული ტაბლოიდი Bild ავრცელებს რომ ვარჯიშზე დაგვიანების გამო 18 წლის კანადელი შემტევი რეკორდმაისტერმა 20 ათასი ევროთი დააჯარიმაუქმეებზე ალფონსო თავის გოგონა ჯორდინთან გაფრინდა მაგრამ მომდევნო დღეს როდესაც მიუნხენში ბრუნდებოდა მიუნხენის აეროპორტთან სრული ქაოსი სუფევდა და ტერმინალი დახურული იყო რის გამოც დეივისი სერიოზულად შეფერხდავარჯიშზე რომელიც დილის 11 საათზე იყო დანიშნული ალფონსო შუადღის 3 საათზე მივიდა და შესაბამისი სანქციებიც დაეკისრაალფონსო დეივისი ბაიერნმა 2019 წლის იანვარში 13 მილიონ დოლარად შეიძინა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს
რატომ ჩაიშალა ბოატენგის ტრანსფერი იუვენტუსში
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის ბაიერნის გამოცდილი ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი იტალიაში უნდა გადაბარგებულიყო მაგრამ საბოლოოდ გუნდში დარჩაჟერომის სიტუაციის დეტალები ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kickerმა გაასაჯაროვა ბოატენგის აგენტი კრისტიან ნერლინგერი კვირას მილანში იმყოფებოდა ტურინის იუვენტუსთან მოლაპარაკებებზეროგორც ირკვევა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და ტრანსფერიც ამიტომ ჩაიშალა ბოატენგი ბებერ ქალბატონს ერთწლიანი იჯარით უნდა დაემატებინასატრანსფერო ფანჯარა გუშინ ოფიციალურად დაიხურა ამიტომ 31 წლის გერმანელი მიუნხენურ გრანდში დარჩებაჟერომ ბოატენგს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად მოუწევს ბრძოლა ვინაიდან ლუკა ერნანდესისა და ნიკლას ზიულეს სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს
პერიშიჩი ბუნდესლიგა ბოლო წლებში განვითარდა
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ივან პერიშიჩმა გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის განვითარებზე გააკეთა კომენტარიროდესაც იტალიაში ვიყავი ბუნდესლიგის ბევრ თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობ რომ ჩემპიონატი წლიდან წლამდე უმჯობესდება ვითარდება აღნიშნა 30 წლის მსოფლიოს ვიცეჩემპიონმაგამოცდილი ხორვატი გარემარბი 201113 წლებში დორტმუნდის ბორუსიას ხოლო 201315 წლებში ვოლფსბურგის ღირსებას იცავდა და გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს2015 წლიდან კი პერიშიჩი მილანის ინტერში ირიცხებოდა და ამ ზაფხულს მიუნხენურ გრანდს იჯარის წესით შეუერთდადაბრუნების შემდეგ ივანმა ბუნდესლიგაში უკვე გოლის გატანაც მოასწრო და საგოლე პასის გაკეთებაც
ვაგნერი ბაიერნში აუცილებლად დავბრუნდები
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა სანდრო ვაგნერმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრასაფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ძალიან მინდა სამწვრთნელო კარიერის დაწყება და ასევე დანამდვილებით ვიცი რომ მინდა ბაიერნში დაბრუნებამოთამაშის რანგში რამდენიმე წელი კიდევ მაქვს დარჩენილი და მინდა რომ სიამოვნება მივიღო ჯერჯერობით არ ვიცი რა იქნება ამის შემდეგ ველოდები ნებისმიერ წინადადებას და ვარ მშვიდად აღნიშნა 31 წლის გერმანელმა რომელიც ახლა ჩინური ტიანჟინის რიგებში ირიცხებასანდრო ვაგნერი ბაიერნის აღზრდილია და რეკორდმაისტერს მეორედ 2018 წლის იანვარში შეუერთდა ერთ წელიწადში ვაგნერმა 30 თამაში ჩაატარა და 10 ბურთის გატანა მოახერხა2019 წლის იანვარში სანდრომ კლუბი დატოვა და ჩინეთში გადავიდა სათამაშოდ მისი მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზამთარში იწურება
სალიჰამიჯიჩმა სატრანსფერო კამპანია და კრიტიკა შეაფასა
მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრამატს ჰუმელსის ფრანკ რიბერის არიენ რობენისა და ხამეს როდრიგესის წასვლის შემდეგ რეკორდმაისტერს სერიოზული გაძლიერება სჭირდებოდა ამიტომ მიუნხენელები ბაზარზე აქტიურები იყვნენთუმცა ბაიერნს ბევრი გეგმა ჩაეშალა და სერიოზული პრობლემები შეექმნა რასაც ბოსნიელისადმი სერიოზული კრიტიკა მოჰყვაპროფესიონალურ ფეხბურთში უკვე 20 წელია ვმოღვაწეობ ამიტომ კრიტიკას მიჩვეული ვარ და ვიცი როგორ მივიღო გავუმკლავდებევრი გამიკეთებია ბევრი მინახავს მაქვს დიდი გამოცდილება და მაქვს ნასწავლი ძალიან ბევრი რამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გავიზარდე და საკუთარ საქმეზე სრულიად ვარ პასუხისმგებელიბაიერნი მიეჩვია ტრანსფერების დაუყოვნებლივ განხორციელებას მაგრამ როდესაც სიტუაცია მოითხოვს მოთმინებას შესაბამისად უნდა მოიქცემნიშვნელოვანი იყო დავლოდებოდით მოთამაშეებს რომლებიც ჩვენს გეგმებში იყვნენ მიუხედავად სოციალურ ქსელსა და პრესაში გავრცელებული ნაადრევი ინფორმაციებისა განაცხადა ბრაცომამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნმა 6 მოთამაშე დაიმატა ბენჟამენ პავარი ლუკა ერნანდესი იან ფეტ არპი ივან პერიშიჩი მიკელ კუისანკე ფილიპე კოუტინიოგარდა ამისა რეკორდმაისტერმა თითქმის დაასრულა ლეროი სანეს ტრანსფერი მაგრამ გერმანელმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ბაიერნი ჯერჯერობით ამ სიტუაციის განხილვაშია
კიმიხი ლაიფციგზე უნდა ვიფიქროთ და არა ბორუსიაზე
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა უკანა ხაზელმა იოზუა კიმიხმა ბუნდესლიგაში ამ მომენტისთვის არსებული სიტუაცია შეაფასადორტმუნდის ბორუსიას მარცხს არაფერი შეუცვლია ჯერ მხოლოდ სამი ტურია გასული ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშავოთ და წინ ვიაროთგარკვეული ქულები უკვე დავკარგეთ მაგრამ წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თამაშია თუ საჭირო რაოდენობის ქულებს დავაგროვებთ კვლავ გავხდებით ჩემპიონები მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაოლაიფციგმა სამი გამარჯვებით იდეალური სტარტი აიღო ჩვენ უკან ვართ და ცხადია ამ პოზიციაზე დიდი ხნით დარჩენა არ გვსურს გვირჩევნია რომ წინ ვიყოთახლა მომდევნო თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ლაიფციგში საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ ლაიფციგის წინააღმდეგ სათამაშოდ ახლა იდეალური დროა მეტოქე კარგ განწყობაზეა და ჩვენს ძალებს რეალურად დავინახავთდორტმუნდის ბორუსია დიდებული გუნდია ბუნდესლიგა კი კონკურენტუნარიანია ნებისმიერი თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთახლა ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და მხოლოდ მომდევნო თამაშზე უნდა ვიფიქროთ ვფიქრობ ტიტულისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება განაცხადა 24 წლის გერმანელმასამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლაიფციგი ერთპიროვნულად ლიდერობს შემდეგ 7 ქულით მოდიან ბაიერნი ვოლფსბურგი ლევერკზუზენის ბაიერი დორტმუნდის ბორუსია შაბათს უნიონ ბერლინთან 13 დამარცხდა და 6 ქულით მე5 ადგილზეასანაკრებო შესვენების შემდეგ 14 სექტემბერს ნიკო კოვაჩის გუნდი სტუმრად სწორედ ლაიფციგს შეხვდება
ბრიტანული პრესა ბაიერნი სანეს შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მიუნხენის ბაიერნი ახალგაზრდა გერმანელი გარემარბის ლეროი სანეს გადაბირებას საბოლოოდ შეეცდებასანეს ტრანსფერი რეკორდმაისტერს თითქმის ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი როდესაც ლეროიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და ამის გამო ბაიერნმა უკან დაიხიათუმცა მიუნხენური გრანდის ბოსების ინტერესი იმდენად მაღალია რომ ბაიერნი მზადაა სიტის კიდევ ერთი წინადადება შესთავაზოს და სანეს გამოჯანმრთელება თავის თავზე აიღოსცნობილი ბრიტანული გამოცემა The Mirror იტყობინება რომ დღეს და ხვალ გერმანული გრანდის ბოსები ინგლისურ კლუბს კიდევ ერთხელ დაუკავშირდებიან23 წლის გერმანელი შემტევის რეაბილიტაციას მინიმუმ 56 თვე დასჭირდება ამიტომ მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერის შემთხვევაში დაიწევს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0