გააგრძელებს თუ არა ნაგელსმანი კიმიხის მარჯვენა მცველად გამოყენებას თუ ისევ ნახევარდაცვაში გადაიყვანს?:
"უნდა ავწონ-დაწონო: რა გვჭირდება უფრო ნაკლებად და რა უფრო მეტად. ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ სტაბილურ მარჯვენა მცველს, კიმიხის გარდა, განსაკუთრებით ჰენრიხსის ტრავმის შემდეგ.
მეექვსე ნომერში მყავს პასკალი, სტილერი, პავლო, ანდრიხი, ფელიქსი და სხვა კანდიდატები. ეს არის ყველაზე ნაკლებად საჭირო. ამიტომაც მე მას მარჯვენა მცველად ვხედავ.”
ლევერკუზენთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვენსან კომპანიმ იონას ურბიგზე ისაუბრა: "ის ძალიან მშვიდია და ძალიან კარგად ვარჯიშობდა. დიდ თამაშებში გამოცდილ ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის აღება უწევთ.
გუნდში ყველამ თავისი როლი შეასრულა. ჩვენ ამას ვაკეთებდით, მაშინაც კი, როცა მანუელ ნოიერი, ჰარი კეინი და ჯამალ მუსიალა ტრავმირებულები იყვნენ.
ჩაბი ალონსო: "ჩვენ მოვიგეთ ბუნდესლიგა დაუმარცხებლად. ჩემთვის ეს უფრო რთულია ვიდრე ხვალ “ბაიერნის” განადგურება და შემდეგ ეტაპზე გასვლა.
ასე რომ, გუნდს შეუძლია რთული საქმეების გაკეთება. ფეხბურთელებმა იციან და გრძნობენ იმას, რაც მნიშვნელოვანია.
ამ სიტუაციაში პირველ გოლს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს.”
"კარგი მომენტია იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ სრული გუნდი ვართ და შეგვიძლია მოვიგოთ ვირცის გარეშეც. არ არსებობს იმაზე დიდი გამოცდა, ვიდრე ხვალ ფლოს გარეშე თამაში."
სერჟ გნაბრი გერმანიის ნაკრების ერთა ლიგის მოგების შანსებზე: „მარცხის მიუხედავად, ეროვნული ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატიდან დიდი იმპულსით გამოვიდა, რაც მე პირადად სამწუხაროდ გამოვტოვე.
ეს დადებითი მიმართულება თითქმის გამონაკლისის გარეშე დავადასტურეთ ერთა ლიგის თამაშებში.
ახლა ჩვენ გვყავს საუკეთესო მეტოქე იტალიის სახით, რომელიც მეოთხედფინალში გასვლას ელოდება."
ვენსან კომპანი ბოხუმთან მარცხის შემდეგ: "ჩვენ წავაგეთ, არანაირი გამართლება.
ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ რამდენიც გვინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და დავრწმუნდეთ, რომ გავაუმჯობესებთ ჩვენს მომავალ გამოსვლებს.
აქამდე ყოველთვის კარგად ვრეაგირებდით [დამარცხებებზე].
მნიშვნელოვანია მივიღოთ, რომ იქნება კრიტიკა, მაგრამ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალ თამაშზე."
"ბაიერნი" ყველაფერს აკეთებს ამ ზაფხულს ფლორიან ვირცის შესაძენად. ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ლევერკუზენი ითხოვს 100 მილიონ ევროზე მეტს, მაგრამ "ბაიერნი" ამას რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით და ხელფასების შემცირებით შეძლებს.
ლევერკუზენი კვლავ იმედოვნებს, რომ ვირცი მიუნხენში არ წავა. ახალ კონტრაქტზე ჯერ შეთანხმება არ არის. გერმანელის მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვს მანჩესტერ სიტისაც.