მიუნხენური კლუბის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა ბაიერნში გატარებული სამი წელი შეაჯამაჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო ამ ტურნირის მოგების გარანტია არავის აქვსპირადად ჩემთვის გასული სამი წელი წარმატებული იყო ჩვენი გამოსვლა კი ჩემპიონთა ლიგაზე თუ გასულ სეზონს არ ჩავთვლით ასევე არ იყო წარუმატებელიბაიერნი იმიტომ დავტოვე რომ ზიულესთან და ერნანდესთან კონკურენციის შემეშინდა რა თქმა უნდა არა ამაზე მეტს არაფერს გიპასუხებთ განაცხადა 30 წლის გერმანელმამატს ჰუმელსი მიუნხენური გრანდის აღზრდილია და ბაიერნმა მატსი 2016 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიაში გატარებული 8 წლის შემდეგ დაიბრუნაჰუმელსი გუნდის დაცვის ლიდერი გახდა და სამი სეზონის განმავლობაში სულ 116 მატჩი ჩაატარაამ ზაფხულს კი გამოცდილი გერმანელი დორტმუნდის ბორუსიას დაუბრუნდა და ბაიერნმა მისი ტრანსფერით 37 მილიონ ევრომდე გამოიმუშავა