ფრანგული "პსჟს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერს, მარკო ვერატის კორონავირუსი დაუდასტურდა.
იტალიელმა ნახევარმცველმა ტესტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ვერატი "ბაიერთან" გასამართ პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე სათუოა მისი თამაში განმეორებით მატჩში.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "პსჟს" შეხვედრა "ალიანს არენაზე" ოთხშაბათს, 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ბაიერნის" თაცკაცმა, ჰანს ფლიკმა შესარჩევზე გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენური კლუბის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.
"ჩვენ ვერ დავტოვეთ კარგი შთაბეჭდილება სანაკრებო თამაშებში, ნორმალურია, რომ ბაიერნის ფეხბურთელები ნაკრებში ყოველთვის თამაშობენ. მათ გუშინ დაისვენეს დღეს კი ჩვეულებრივზე ოდნავ მსუბუქი ვარჯიში ჰქონდათ"
"ჩემი ყურადღება ახლა ბაიერნზეა გადართული. წინა თამაშები მარტივად მოვიგეთ, მაგრამ ლაიფციგთან გასვლაზე ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება,გავაგრძელებ ფეხბურთის ყურებას."
"ყველა მოთამაშე, რომელმაც სანაკრებო მატჩებში მიიღო მონაწილეობა მყწობრშია გარდა ლევანდოვსკისა."
"ნებისმიერ მწვრთნელს სურს, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავდეს.რობერტი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ჩვენ გვყავს შემტევები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში. ეს გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის." განაცხადა ჰანს ფლიკმა.
მცირე ხნის წინ დადასტურდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ტრავმის გამო 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს, თუმცა, შესაძლოა სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს.
ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა გერმანულ გამოცემა Kicker-ს განუცხადა, რომ პოლონელი თავდამსხმელი ნაადრევად აპირებს დაბრუნებას.
წყაროს ცნობით, ლევანდოვსკის დიდი სურვილია, რომ "პსჟსთან" განმეორებით მატჩში მიიღოს მონაწილეობა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.
დაახლოებით მსგავსი ტიპის ტრავმა იოზუა კიმიხმაც მიიღო 2020 წელს და ვარაუდობდნენ, რომ დიდ დროს გამოტოვებდა, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველმა გამოჯანმრთელება დათქმულ ვადაზე ადრე მოახერხა და ეს ფაქტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო შტაბი ლევანდოვსკის ნებას დართავს, მაშინ ფეხბურთელი 2 კვირის შემდეგ დაბრუნდება მინდორზე.
ჩრდილო მაკედონიასთან განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ იოაჰიმ ლიოვმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები გერმანიის ეროვნულ ნაკრებში და გუნდს ახალი თავკაცი სჭირდება.
მაგრამ, როგორც ჩანს მსოფლიო ჩემპიონ მწვრთნელს გერმანიაში ისევ ენდობიან და შანსს აძლევენ.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ლიოვი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც შეინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას და მას ამ დრომდე გათავისუფლების საფრთხე არ ემუქრება,
შეგახსენებთ, გასულ თვეში ოფიციალურად დადასტურდა იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს.
ული ჰიონესმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში არ უნდა იყვნენ.
"გოსენსი. ეს ფეხბურთელი ვერ ამტკიცებს იმას, რომ ნაკრების წევრობის ღირსია. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც არ გვჭირდება. თუმცა, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს."
"იუნესი კარგად გამოიყურება "აინტრახტის" რიგებში, მაგრამ, ნამდვილად ვერ ვხედავ მის საჭიროებას ეროვნულ ნაკრებში."
"ასევე გუნდში არ უნდა იყვნენ როისი და ბრანდტი. ამ ფეხბურთელებს გადამწყვეტ მატჩებში თამაშის შეცვლა არ შეუძლიათ. ევროპის ჩემპიონატზე კი ასეთი მოთამაშეები არაა საჭირო."
"არ წავიყვანდი ჟერომ ბოატენგსაც. ჩვენ ბევრი კარგი მცველი გვყავს, ჰუმელსი, ზულე, რუდიგერი. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე არ გვაქვს პრობლემა. მე პირადად ჟერომს ჰუმელსი მირჩევნია, რომელსაც ბურთის გაკონტროლება და გუნდისთვის ღირებულის მიცემა შეუძლია."
"დრაქსლერი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ვერ ვითარდება პარიზში. ამ ეტაპზე ის ნამდვილად არ იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს." - აცხადებს ჰიონესი.